სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
დავით ნარმანიამ სემეკ-ის 2020-2021 წლების საქმიანობის შესახებ პრეზენტაცია წარადგინა
დავით ნარმანიამ სემეკ-ის 2020-2021 წლების საქმიანობის შესახებ პრეზენტაცია წარადგინა

სა­ქარ­თვე­ლოს ენერ­გე­ტი­კი­სა და წყალ­მო­მა­რა­გე­ბის მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი ეროვ­ნუ­ლი კო­მი­სი­ის (სე­მეკ) თავ­მჯდო­მა­რემ, და­ვით ნარ­მა­ნი­ამ კო­მი­სი­ის 2020-2021 წლე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბის შე­სა­ხებ ონ­ლა­ინ პრე­ზენ­ტა­ცია გა­მარ­თა.

სე­მეკ-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, პრე­ზენ­ტა­ცი­ას ეს­წრე­ბოდ­ნენ „ენერ­გე­ტი­კის მე­დია კლუ­ბის“ მო­ნა­წი­ლე­ე­ბი, სტუ­დენ­ტე­ბი, მე­დი­ი­სა და არა­სამ­თავ­რო­ბო სექ­ტო­რის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი.

და­ვით ნარ­მა­ნი­ამ ისა­უბ­რა ელექტრო­ე­ნერ­გე­ტი­კის სექ­ტორ­ში მიმ­დი­ნა­რე რე­ფორ­მის, ევ­რო­პუ­ლი კა­ნონ­მდებ­ლო­ბის ჰარ­მო­ნი­ზა­ცი­ის პრო­ცე­სის, ელექტრო­ე­ნერ­გი­ის ბაზ­რის სტრუქ­ტუ­რის, სა­ტა­რი­ფო პო­ლი­ტი­კის, 2020 წლის ძი­რი­თა­დი მოვ­ლე­ნე­ბის, მომ­ხმა­რე­ბელ­თა ინ­ტე­რე­სე­ბის დაც­ვის, კო­მუ­ნა­ლუ­რი სერ­ვი­სე­ბის ხა­რის­ხის, სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის, კო­მი­სი­ის საქ­მი­ა­ნო­ბის გამ­ჭირ­ვა­ლო­ბი­სა და ან­გა­რიშ­ვალ­დე­ბუ­ლე­ბის შე­სა­ხებ.

„ჩვე­ნი მი­ზა­ნია, რომ ყვე­ლა აქ­ტუ­ა­ლურ და მნიშ­ვნე­ლო­ვან სა­კი­თხზე მოხ­დეს სა­ზო­გა­დო­ე­ბის მაქ­სი­მა­ლუ­რი და დრო­უ­ლი ინ­ფორ­მი­რე­ბა. სე­მეკ­მა შე­ას­რუ­ლა ყვე­ლა ნა­კის­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა, გან­სა­ზღვრულ ვა­დებ­ში შე­ი­მუ­შა­ვა და მი­ი­ღო ყვე­ლა სა­ჭი­რო ნორ­მა­ტი­უ­ლი აქტი, რა­მაც ხელი შე­უ­წყო რიგი სი­ახ­ლე­ე­ბის ამოქ­მე­დე­ბა­სა და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გმას. 2020 წელს, მრა­ვა­ლი გა­მოწ­ვე­ვი­სა და კრი­ზი­სუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ის მი­უ­ხე­და­ვად, კო­მი­სია მთე­ლი წლის მან­ძილ­ზე აქ­ტი­უ­რად ახორ­ცი­ე­ლებ­და საქ­მი­ა­ნო­ბას და მო­ნა­წი­ლე­ობ­და სა­ერ­თა­შო­რი­სო პრო­ექ­ტებ­ში“, - გა­ნა­ცხა­და და­ვით ნარ­მა­ნი­ამ.

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

დავით ნარმანიამ სემეკ-ის 2020-2021 წლების საქმიანობის შესახებ პრეზენტაცია წარადგინა

დავით ნარმანიამ სემეკ-ის 2020-2021 წლების საქმიანობის შესახებ პრეზენტაცია წარადგინა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ კომისიის 2020-2021 წლების საქმიანობის შესახებ ონლაინ პრეზენტაცია გამართა.

სემეკ-ის ინფორმაციით, პრეზენტაციას ესწრებოდნენ „ენერგეტიკის მედია კლუბის“ მონაწილეები, სტუდენტები, მედიისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.

დავით ნარმანიამ ისაუბრა ელექტროენერგეტიკის სექტორში მიმდინარე რეფორმის, ევროპული კანონმდებლობის ჰარმონიზაციის პროცესის, ელექტროენერგიის ბაზრის სტრუქტურის, სატარიფო პოლიტიკის, 2020 წლის ძირითადი მოვლენების, მომხმარებელთა ინტერესების დაცვის, კომუნალური სერვისების ხარისხის, საერთაშორისო ურთიერთობების, კომისიის საქმიანობის გამჭირვალობისა და ანგარიშვალდებულების შესახებ.

„ჩვენი მიზანია, რომ ყველა აქტუალურ და მნიშვნელოვან საკითხზე მოხდეს საზოგადოების მაქსიმალური და დროული ინფორმირება. სემეკმა შეასრულა ყველა ნაკისრი ვალდებულება, განსაზღვრულ ვადებში შეიმუშავა და მიიღო ყველა საჭირო ნორმატიული აქტი, რამაც ხელი შეუწყო რიგი სიახლეების ამოქმედებასა და მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმას. 2020 წელს, მრავალი გამოწვევისა და კრიზისული სიტუაციის მიუხედავად, კომისია მთელი წლის მანძილზე აქტიურად ახორციელებდა საქმიანობას და მონაწილეობდა საერთაშორისო პროექტებში“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

R

ბაკურიანში საბაგიროს მეხი დაეცა

საპატრიარქო "თბილისი პრაიდთან" დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

"ნიუ ჰოსპიტალსში” ჩატარებული პროცედურის შედეგად, იშემიური ინსულტის მქონე პაციენტი სრულად გამოჯანმრთელდა