ავტორი:

ირაკლი ღარიბაშვილი იუბილარია - როგორ მიულოცა მეუღლემ დაბადების დღე

ირაკლი ღარიბაშვილი იუბილარია - როგორ მიულოცა მეუღლემ დაბადების დღე

28 ივნისს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს 39 წელი შეუსრულდა. პრემიერს იუბილე მეუღლემ, ნუნუკა თამაზაშვილმა ტორტით მიულოცა და აღნიშნულის ამსახველი ფოტო სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

"დაბადების დღეს გილოცავ", - წერს ნუნუკა.

ღარიბაშვილი 2013 წლის 20 ნოემბრიდან 2015 წლის 23 დეკემბრამდე მუშაობდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე.

მოულოდნელი გადადგომის შემდეგ, პოლიტიკაში თავდაცვის მინისტრის პოსტით დაბრუნდა. "ქართული ოცნებიდან“ გიორგი გახარიას წასვლის შემდეგ კი, პრემიერ-მინისტრის თანამდებობა თებერვალში მეორედ ჩაიბარა.

ღარიბაშვილისა და თამაზაშვილის წყვილი ოთხ შვილს, ნიკოლოზს, ანდრიას, გაბრიელს და ნინოს ზრდიან.

ბრიტანეთის სამეფო ოჯახისა და ბექჰემის შეხვედრა უემბლის სტადიონზე - ფოტოები ინგლისი-გერმანიის თამაშიდან

რამდენი გველი დაიჭირეს იანვრიდან დღემდე თბილისში - "დაკბენის ან სიკვდილიანობის შესახებ ინფორმაცია ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოში არ შემოსულა"

კელი დეგნანი და სალომე ზურაბიშვილი წყალბურთის მატჩზე - რა ფოტოებს აქვეყნებს აშშ-ის საელჩო