სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
კამპანიის - "გადაიხადე რამდენიც გინდა“ გამარჯვებულები პროექტმა "ლურჯმა ოკეანემ“ წიგნებით დააჯილდოვა
კამპანიის - "გადაიხადე რამდენიც გინდა“ გამარჯვებულები პროექტმა "ლურჯმა ოკეანემ“ წიგნებით დააჯილდოვა

"გა­და­ი­ხა­დე, რამ­დე­ნიც გინ­და“ - ასე ერ­ქვა "ლურ­ჯი ოკე­ა­ნის“ კამ­პა­ნი­ას, რო­მელ­მაც პრო­ფე­სი­უ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბა გა­ზარ­და. მკი­თხველს შე­ეძ­ლო შე­ე­ძი­ნა ბრა­ი­ან თრე­ი­სის ბესტსე­ლე­რი "შე­ჭა­მე ბა­ყა­ყი“ იმ ფა­სად, რამ­დე­ნიც სა­მარ­თლი­ა­ნად მი­აჩ­ნდა. აუ­ცი­ლე­ბე­ლი იყო ქვით­რე­ბის შე­ნახ­ვა, რად­გან მათი მეშ­ვე­ო­ბით უნდა გა­მოვ­ლე­ნი­ლი­ყო გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბი.

კამ­პა­ნი­ის ფარ­გლებ­ში გა­მოვ­ლინ­და 10 გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი, რო­მელ­თაც სა­სი­ა­მოვ­ნო პრი­ზე­ბი გა­და­ე­ცათ. გა­მარ­ჯვე­ბულ­თა და­ჯილ­დო­ვე­ბა გა­ი­მარ­თა "ბიბ­ლუ­სის“ ახალ ფი­ლი­ალ­ში (ჭავ­ჭა­ვა­ძის #2).

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ კამ­პა­ნი­ით უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი და­ინ­ტე­რეს­და და შე­თა­ვა­ზე­ბის პე­რი­ოდ­ში, პრო­ფე­სი­უ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი "ბიბ­ლუ­სის“ თა­რო­ებ­თან რი­გე­ბი არ წყდე­ბო­და. სა­ინ­ტე­რე­სოა ისიც, რომ და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი პი­რე­ბის ნა­წილ­მა ბესტსე­ლერ­ში თვით­ღი­რე­ბუ­ლე­ბა­ზე სამ­ჯერ და ოთხჯერ მეტი გა­და­ი­ხა­და, რი­თიც მათი თქმით, წიგ­ნის ში­ნა­არ­სი და­ა­ფა­სეს.

გა­მოვ­ლე­ნი­ლი გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბი აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ მათ­თვის "პალ­ტრა L”-სა და "ლურ­ჯი ოკე­ა­ნის“ აქ­ცია ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო იყო და ის წიგ­ნის ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბას შე­უ­წყო ხელი:

გი­ორ­გი თვა­ლი­აშ­ვი­ლი: "გა­და­ი­ხა­დე რამ­დე­ნიც გინ­და ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო აქ­ცი­აა, რად­გან "შე­ჭა­მე ბა­ყა­ყი“ ბევ­რმა ჩემ­მა ნაც­ნობ­მა შე­ი­ძი­ნა სიმ­ბო­ლურ ფა­სად. რაც შე­ე­ხე­ბა ჩემს შემ­თხვე­ვას, გა­დავ­წყვი­ტე, წიგნ­ში გა­და­მე­ხა­და იმა­ზე მეტი, ვიდ­რე ის ღირ­და და ამით მე ის მე­ტად და­მე­ფა­სე­ბი­ნა. წიგნ­ში სა­უ­ბა­რია გა­მოწ­ვე­ვებ­ზე და მათი დაძ­ლე­ვის ხერ­ხებ­ზე, რისი ცოდ­ნაც ვფიქ­რობ ნამ­დვი­ლად სა­ჭი­როა.

პირ­ვე­ლად წა­ვი­კი­თხე ბრა­ი­ან თრე­ი­სის "აკო­ცე ბა­ყაყს“, შემ­დეგ - "შე­ჭა­მე ბა­ყა­ყი“. ორი­ვეს შემ­თხვე­ვა­ში ვფიქ­რობ­დი იმას, რომ ეს წიგ­ნე­ბი ავ­ტორს რომ არ და­ე­წე­რა, ალ­ბათ მე დავ­წერ­დი, რად­გან პო­ზი­ტი­უ­რი მიდ­გო­მა, პო­ზი­ტი­უ­რი აზ­როვ­ნე­ბა და ბრა­ი­ან თრე­ი­სის და­მო­კი­დე­ბუ­ლე ბა მთე­ლი რიგი სა­კი­თხე­ბის მი­მართ ჩემ­თვის ძა­ლი­ან ახ­ლოა“.

თა­მარ კო­რა­ხაშ­ვი­ლი: "ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ექ­ტია. კარ­გია, რომ ყვე­ლა მკი­თხველს ეძ­ლე­ვა სა­შუ­ა­ლე­ბა, გა­და­ი­ხა­დოს იმ­დე­ნი, რამ­დე­ნიც შე­უძ­ლია და მი­ი­ღოს წიგ­ნი. წა­მო­წყე­ბა იმ­დე­ნად მო­მე­წო­ნა, რომ ჩემს თა­ნამ­შრომ­ლებ­საც ვურ­ჩიე, მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ე­ღოთ. მი­ხა­რია, რომ გა­მარ­ჯვე­ბუ­ლებს შო­რის მოვ­ხვდი და პრო­ექტს წარ­მა­ტე­ბას ვუ­სურ­ვებ“.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ "ლურ­ჯი ოკე­ა­ნე“ გა­მომ­ცემ­ლო­ბა "პა­ლიტ­რა L”-ის პრო­ექ­ტია, რო­მე­ლიც მსოფ­ლი­ო­ში აღი­ა­რე­ბუ­ლი ბიზ­ნეს ლი­ტე­რა­ტუ­რის თარ­გმნა­სა და მის გავ­რცე­ლე­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბა. პრო­ექ­ტი რამ­დე­ნი­მე წე­ლია წარ­მა­ტე­ბით ხორ­ცი­ელ­დე­ბა და ბევ­რს ადა­მი­ანს პრო­ფე­სი­უ­ლი უნარ-ჩვე­ვე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ში ეხ­მა­რე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

კამპანიის - "გადაიხადე რამდენიც გინდა“ გამარჯვებულები პროექტმა "ლურჯმა ოკეანემ“ წიგნებით დააჯილდოვა

კამპანიის - "გადაიხადე რამდენიც გინდა“ გამარჯვებულები პროექტმა "ლურჯმა ოკეანემ“ წიგნებით დააჯილდოვა

"გადაიხადე, რამდენიც გინდა“ - ასე ერქვა "ლურჯი ოკეანის“ კამპანიას, რომელმაც პროფესიული ლიტერატურის ხელმისაწვდომობა გაზარდა. მკითხველს შეეძლო შეეძინა ბრაიან თრეისის ბესტსელერი "შეჭამე ბაყაყი“ იმ ფასად, რამდენიც სამართლიანად მიაჩნდა. აუცილებელი იყო ქვითრების შენახვა, რადგან მათი მეშვეობით უნდა გამოვლენილიყო გამარჯვებულები.

კამპანიის ფარგლებში გამოვლინდა 10 გამარჯვებული, რომელთაც სასიამოვნო პრიზები გადაეცათ. გამარჯვებულთა დაჯილდოვება გაიმართა "ბიბლუსის“ ახალ ფილიალში (ჭავჭავაძის #2).

აღსანიშნავია, რომ კამპანიით უამრავი ადამიანი დაინტერესდა და შეთავაზების პერიოდში, პროფესიული ლიტერატურისთვის განკუთვნილი "ბიბლუსის“ თაროებთან რიგები არ წყდებოდა. საინტერესოა ისიც, რომ დაინტერესებული პირების ნაწილმა ბესტსელერში თვითღირებულებაზე სამჯერ და ოთხჯერ მეტი გადაიხადა, რითიც მათი თქმით, წიგნის შინაარსი დააფასეს.

გამოვლენილი გამარჯვებულები აღნიშნავენ, რომ მათთვის "პალტრა L”-სა და "ლურჯი ოკეანის“ აქცია ძალიან საინტერესო იყო და ის წიგნის ხელმისაწვდომობას შეუწყო ხელი:

გიორგი თვალიაშვილი: "გადაიხადე რამდენიც გინდა ძალიან საინტერესო აქციაა, რადგან "შეჭამე ბაყაყი“ ბევრმა ჩემმა ნაცნობმა შეიძინა სიმბოლურ ფასად. რაც შეეხება ჩემს შემთხვევას, გადავწყვიტე, წიგნში გადამეხადა იმაზე მეტი, ვიდრე ის ღირდა და ამით მე ის მეტად დამეფასებინა. წიგნში საუბარია გამოწვევებზე და მათი დაძლევის ხერხებზე, რისი ცოდნაც ვფიქრობ ნამდვილად საჭიროა.

პირველად წავიკითხე ბრაიან თრეისის "აკოცე ბაყაყს“, შემდეგ - "შეჭამე ბაყაყი“. ორივეს შემთხვევაში ვფიქრობდი იმას, რომ ეს წიგნები ავტორს რომ არ დაეწერა, ალბათ მე დავწერდი, რადგან პოზიტიური მიდგომა, პოზიტიური აზროვნება და ბრაიან თრეისის დამოკიდებულე ბა მთელი რიგი საკითხების მიმართ ჩემთვის ძალიან ახლოა“.

თამარ კორახაშვილი: "ძალიან საინტერესო პროექტია. კარგია, რომ ყველა მკითხველს ეძლევა საშუალება, გადაიხადოს იმდენი, რამდენიც შეუძლია და მიიღოს წიგნი. წამოწყება იმდენად მომეწონა, რომ ჩემს თანამშრომლებსაც ვურჩიე, მონაწილეობა მიეღოთ. მიხარია, რომ გამარჯვებულებს შორის მოვხვდი და პროექტს წარმატებას ვუსურვებ“.

აღსანიშნავია, რომ "ლურჯი ოკეანე“ გამომცემლობა "პალიტრა L”-ის პროექტია, რომელიც მსოფლიოში აღიარებული ბიზნეს ლიტერატურის თარგმნასა და მის გავრცელებას ემსახურება. პროექტი რამდენიმე წელია წარმატებით ხორციელდება და ბევრს ადამიანს პროფესიული უნარ-ჩვევების გაუმჯობესებაში ეხმარება.

წიგნის ფესტივალთან დაკავშირებით "გუდას“ ყველა აუდიოწიგნზე 30%-იანი ფასდაკლება გავრცელდება

თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი ოფიციალურად გაიხსნა

რა არ უნდა გამოგვრჩეს თბილისის საერთაშორისო წიგნის ფესტივალზე − წაიკითხეთ ქართველი მწერლების რჩევები, სანამ ფესტივალს ეწვევით