სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"თბილისში, ბოლო 3 კვირაში მწვავე მოწამვლით უგონო მდგომარეობაში მყოფი ავადმყოფების რაოდენობამ მოიმატა" - რას ყვება ტოქსიკოლოგი
"თბილისში, ბოლო 3 კვირაში მწვავე მოწამვლით უგონო მდგომარეობაში მყოფი ავადმყოფების რაოდენობამ მოიმატა" - რას ყვება ტოქსიკოლოგი

ტოქ­სი­კო­ლო­გი, „კლი­ნი­კურ ტოქ­სი­კო­ლო­გი­უ­რი ასო­ცი­ა­ცი­ის" გამ­გე­ო­ბის თავ­მჯდო­მა­რე თე­მურ კო­ბი­ძე თბი­ლის­ში, ბოლო სამ კვი­რა­ში მწვა­ვე ტოქ­სი­კუ­რი მო­წამ­ვლით პა­ცი­ენ­ტე­ბის ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ის შემ­თხვე­ვე­ბის მა­ტე­ბა­ზე სა­უბ­რობს და მო­სახ­ლე­ო­ბას რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბით მი­მარ­თავს.

რო­გორც კო­ბი­ძე აღ­ნიშ­ნავს, მო­მა­ტე­ბუ­ლი მწვა­ვე ინ­ტოქ­სი­კა­ცია გა­მოწ­ვე­უ­ლია ალ­კოჰო­ლით, ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის მოხ­მა­რე­ბით, ან ორი­ვე მათ­გა­ნის ერ­თად მი­ღე­ბით.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, რომ ქვე­ყა­ნა­ში სინ­თე­ტი­კუ­რი ნარ­კო­ტი­კის ახა­ლი პარ­ტია იყოს შე­მო­სუ­ლი და სწო­რედ ამი­ტომ იმა­ტა პა­ცი­ენ­ტე­ბის ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ის რა­ო­დე­ნო­ბამ. კო­ბი­ძის გან­ცხა­დე­ბით, ამ მაჩ­ვე­ნებ­ლის მო­მა­ტე­ბის ყვე­ლა­ზე რე­ა­ლუ­რი მი­ზე­ზი არის ის, რომ მო­სახ­ლე­ო­ბამ თა­ვი­სუფ­ლად გა­და­ად­გი­ლე­ბა და ქცე­ვა და­ი­წყო, ეპიდ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო რე­გუ­ლა­ცი­ებს კი ყუ­რა­დღე­ბას ნაკ­ლე­ბად აქ­ცე­ვენ.

„მთელ მსოფ­ლი­ო­ში აღი­ა­რე­ბუ­ლია, რომ პან­დე­მი­ის პე­რი­ოდ­ში, მწვა­ვე მო­წამ­ვლის რა­ო­დე­ნო­ბამ და­იკ­ლო, თუმ­ცა ბოლო სამი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში თბი­ლის­ში მწვა­ვე მო­წამ­ვლით გან­ვი­თა­რე­ბულ უგო­ნო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი ავად­მყო­ფე­ბის რა­ო­დე­ნო­ბამ მო­ი­მა­ტა. შემ­თხვე­ვე­ბის უმე­ტე­სო­ბა ძი­რი­თა­დად ალ­კოჰო­ლუ­რი ინ­ტოქ­სი­კა­ცი­ით, სინ­თე­ტი­კუ­რი ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით, ან კი­დევ ორი­ვეს ერ­თად მი­ღე­ბით არის გა­მოწ­ვე­უ­ლი. არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, რომ ნარ­კო­ტი­კის ახა­ლი პარ­ტია იყოს შე­მო­ტა­ნი­ლი, რო­მე­ლიც უფრო ტოქ­სი­კუ­რია და ეს ხალ­ხი სწო­რედ ამი­ტომ ხვდე­ბა სტა­ცი­ო­ნა­რებ­ში, მაგ­რამ ჩემი შე­ხე­დუ­ლე­ბით, ამის გა­მომ­წვე­ვი ყვე­ლა­ზე რე­ა­ლუ­რი მი­ზე­ზი ის არის, რომ მო­სახ­ლე­ო­ბამ და­ი­წყო თა­ვი­სუ­ფა­ლი სი­ა­რუ­ლი და ქცე­ვა, ეპიდ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ღო­ნის­ძი­ე­ბებს კი ნაკ­ლე­ბად აქ­ცე­ვენ ყუ­რა­დღე­ბას“, - გა­ნა­ცხა­და კო­ბი­ძემ „მე­დი­ა­ცენ­ტრ მთა­ვარ­ში“ გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე.

მისი გან­ცხა­დე­ბით, მწვა­ვე ტოქ­სი­კუ­რი მო­წამ­ვლის ბოლო სამი კვი­რის შემ­თხვე­ვე­ბი­დან ფა­ტა­ლუ­რად არ­ცერ­თი დას­რუ­ლე­ბუ­ლა, თუმ­ცა იყო მძი­მე შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც პა­ცი­ენ­ტებს ფილ­ტვე­ბის ხე­ლოვ­ნუ­რი ვენ­ტი­ლა­ცია და ძლი­ე­რი ინ­ტენ­სი­უ­რი თე­რა­პია დას­ჭირ­დათ.

ტოქ­სი­კო­ლო­გის გან­ცხა­დე­ბით, „კლი­ნი­კურ­ტოქ­სი­კო­ლო­გი­უ­რი ასო­ცი­ა­ცია" მო­სახ­ლე­ო­ბას აფრ­თხი­ლებს, რომ ზა­ფხუ­ლის პე­რი­ოდ­ში და გან­სა­კუთ­რე­ბით, მო­მა­ვა­ლი 8 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში პროგ­ნო­ზი­რე­ბუ­ლი მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რი­სას თავი შე­ი­კა­ვონ ალ­კოჰო­ლუ­რი სას­მე­ლე­ბის მი­ღე­ბის­გან და მი­ი­ღონ დიდი რა­ო­დე­ნო­ბით სი­თხე. „ჩვე­ნი პროგ­ნო­ზით, მწვა­ვე ტოქ­სი­კუ­რი მო­წამ­ვლის შემ­თხვე­ვე­ბის მა­ტე­ბა, ზა­ფხუ­ლის სე­ზონ­ზე გან­სა­კუთ­რე­ბით კი სა­კუ­რორ­ტო ზო­ნებ­ზე უფრო მო­სა­ლოდ­ნე­ლია. მო­სახ­ლე­ო­ბას ვაფრ­თხი­ლებთ, სა­ერ­თოდ ზა­ფხუ­ლის პე­რი­ოდ­ში და გან­სა­კუთ­რე­ბით ამ ძა­ლი­ან მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რი­სას, რაც მო­მა­ვა­ლი 8 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ამინ­დის პროგ­ნო­ზით არის მო­სა­ლოდ­ნე­ლი, თავი შე­ი­კა­ვეთ ალ­კოჰო­ლის, გან­სა­კუთ­რე­ბით კი მა­ღალგრა­დუ­სი­ა­ნი ალ­კოჰო­ლუ­რი სას­მე­ლე­ბის - რო­გორც ცალ­კე, ასე­ვე სხვა ალ­კოჰო­ლურ სას­მე­ლებ­თან ერ­თად მი­ღე­ბის­გან, ასე­ვე თავი შე­ი­კა­ვეთ ენერ­გე­ტი­კულ სას­მე­ლებ­თან ერ­თად, მა­ღალგრა­დუ­სი­ა­ნი ალ­კოჰო­ლუ­რი სას­მე­ლის არე­ვით დამ­ზა­დე­ბუ­ლი კოქ­ტე­ი­ლე­ბის­გან, და­ლი­ეთ დიდი რა­ო­დე­ნო­ბით სი­თხე­ე­ბი: წყა­ლი და ხი­ლის წვე­ნი. მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რი­სას შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად ერი­დეთ მზე­ზე დიდ­ხანს ყოფ­ნას. პლაჟ­ზე ყოფ­ნის ოპ­ტი­მა­ლუ­რი დრო არის დი­ლის სა­ა­თე­ბი და 16:00 სა­ა­თის შემ­დე­გი პე­რი­ო­დი. გახ­სოვ­დეთ კო­რო­ნა­ვირუ­სის არ­სე­ბო­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბით მისი „დელ­ტა ვა­რი­ან­ტი“, რო­მე­ლიც ჩვენს მე­ზო­ბელ ქვეყ­ნებ­ში მძვინ­ვა­რებს და ჩვენ­თა­ნაც არის ერ­თე­უ­ლი შემ­თხვე­ვე­ბი. არ და­უშ­ვათ თვით­ნე­ბუ­რად მკურ­ნა­ლო­ბა, რად­გან „დელ­ტა ვირუ­სის“ სიმპტო­მე­ბი: სურ­დო და ხვე­ლა, ძა­ლი­ან ჰგავს ჩვე­უ­ლებ­რივ გა­ცი­ე­ბას და პა­ცი­ენტს შე­საძ­ლოა აე­რი­ოს, „დელ­ტა ვირუ­სის“ არ­სე­ბო­ბის შემ­თვე­ვა­ში კი დრო­ის და­კარ­გვა და­უშ­ვე­ბე­ლია“, - გა­ნა­ცხა­და კო­ბი­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
100%
3

რატომ არ გინდათ შექმნათ "სასწრაფოს შავი სია"?!

მასეთ შემთხვევებზე სასწრაფო უნდა გავიდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ სხვა საქმე არა აქვს (და საქმეს სასწრაფოში რა გამოლევს).

ხალხი ხშირად სასწრაფოს ვერ მოსვლის ან დაგვიანების შედეგად იყუპება, ხოლო ეს "კატეგორია" თავის დილიხორის გამო აკარგვინებს ეკიპაჟებს დროს!

თავს იკლავენ ძალით, შეეშვით რაა, უნდათ მასე - მასე იყოს!

დ გ
2

კორონას ბრალია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

"თბილისში, ბოლო 3 კვირაში მწვავე მოწამვლით უგონო მდგომარეობაში მყოფი ავადმყოფების რაოდენობამ მოიმატა" - რას ყვება ტოქსიკოლოგი

"თბილისში, ბოლო 3 კვირაში მწვავე მოწამვლით უგონო მდგომარეობაში მყოფი ავადმყოფების რაოდენობამ მოიმატა" - რას ყვება ტოქსიკოლოგი

ტოქსიკოლოგი, „კლინიკურ ტოქსიკოლოგიური ასოციაციის" გამგეობის თავმჯდომარე თემურ კობიძე თბილისში, ბოლო სამ კვირაში მწვავე ტოქსიკური მოწამვლით პაციენტების ჰოსპიტალიზაციის შემთხვევების მატებაზე საუბრობს და მოსახლეობას რეკომენდაციებით მიმართავს.

როგორც კობიძე აღნიშნავს, მომატებული მწვავე ინტოქსიკაცია გამოწვეულია ალკოჰოლით, ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებით, ან ორივე მათგანის ერთად მიღებით.

მისივე განმარტებით, არ არის გამორიცხული, რომ ქვეყანაში სინთეტიკური ნარკოტიკის ახალი პარტია იყოს შემოსული და სწორედ ამიტომ იმატა პაციენტების ჰოსპიტალიზაციის რაოდენობამ. კობიძის განცხადებით, ამ მაჩვენებლის მომატების ყველაზე რეალური მიზეზი არის ის, რომ მოსახლეობამ თავისუფლად გადაადგილება და ქცევა დაიწყო, ეპიდსაწინააღმდეგო რეგულაციებს კი ყურადღებას ნაკლებად აქცევენ.

„მთელ მსოფლიოში აღიარებულია, რომ პანდემიის პერიოდში, მწვავე მოწამვლის რაოდენობამ დაიკლო, თუმცა ბოლო სამი კვირის განმავლობაში თბილისში მწვავე მოწამვლით განვითარებულ უგონო მდგომარეობაში მყოფი ავადმყოფების რაოდენობამ მოიმატა. შემთხვევების უმეტესობა ძირითადად ალკოჰოლური ინტოქსიკაციით, სინთეტიკური ნარკოტიკული საშუალებების გამოყენებით, ან კიდევ ორივეს ერთად მიღებით არის გამოწვეული. არ არის გამორიცხული, რომ ნარკოტიკის ახალი პარტია იყოს შემოტანილი, რომელიც უფრო ტოქსიკურია და ეს ხალხი სწორედ ამიტომ ხვდება სტაციონარებში, მაგრამ ჩემი შეხედულებით, ამის გამომწვევი ყველაზე რეალური მიზეზი ის არის, რომ მოსახლეობამ დაიწყო თავისუფალი სიარული და ქცევა, ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებებს კი ნაკლებად აქცევენ ყურადღებას“, - განაცხადა კობიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისი განცხადებით, მწვავე ტოქსიკური მოწამვლის ბოლო სამი კვირის შემთხვევებიდან ფატალურად არცერთი დასრულებულა, თუმცა იყო მძიმე შემთხვევები, როდესაც პაციენტებს ფილტვების ხელოვნური ვენტილაცია და ძლიერი ინტენსიური თერაპია დასჭირდათ.

ტოქსიკოლოგის განცხადებით, „კლინიკურტოქსიკოლოგიური ასოციაცია" მოსახლეობას აფრთხილებს, რომ ზაფხულის პერიოდში და განსაკუთრებით, მომავალი 8 დღის განმავლობაში პროგნოზირებული მაღალი ტემპერატურისას თავი შეიკავონ ალკოჰოლური სასმელების მიღებისგან და მიიღონ დიდი რაოდენობით სითხე. „ჩვენი პროგნოზით, მწვავე ტოქსიკური მოწამვლის შემთხვევების მატება, ზაფხულის სეზონზე განსაკუთრებით კი საკურორტო ზონებზე უფრო მოსალოდნელია. მოსახლეობას ვაფრთხილებთ, საერთოდ ზაფხულის პერიოდში და განსაკუთრებით ამ ძალიან მაღალი ტემპერატურისას, რაც მომავალი 8 დღის განმავლობაში ამინდის პროგნოზით არის მოსალოდნელი, თავი შეიკავეთ ალკოჰოლის, განსაკუთრებით კი მაღალგრადუსიანი ალკოჰოლური სასმელების - როგორც ცალკე, ასევე სხვა ალკოჰოლურ სასმელებთან ერთად მიღებისგან, ასევე თავი შეიკავეთ ენერგეტიკულ სასმელებთან ერთად, მაღალგრადუსიანი ალკოჰოლური სასმელის არევით დამზადებული კოქტეილებისგან, დალიეთ დიდი რაოდენობით სითხეები: წყალი და ხილის წვენი. მაღალი ტემპერატურისას შეძლებისდაგვარად ერიდეთ მზეზე დიდხანს ყოფნას. პლაჟზე ყოფნის ოპტიმალური დრო არის დილის საათები და 16:00 საათის შემდეგი პერიოდი. გახსოვდეთ კორონავირუსის არსებობა, განსაკუთრებით მისი „დელტა ვარიანტი“, რომელიც ჩვენს მეზობელ ქვეყნებში მძვინვარებს და ჩვენთანაც არის ერთეული შემთხვევები. არ დაუშვათ თვითნებურად მკურნალობა, რადგან „დელტა ვირუსის“ სიმპტომები: სურდო და ხველა, ძალიან ჰგავს ჩვეულებრივ გაციებას და პაციენტს შესაძლოა აერიოს, „დელტა ვირუსის“ არსებობის შემთვევაში კი დროის დაკარგვა დაუშვებელია“, - განაცხადა კობიძემ.

ოკუპირებულ ცხინვალთან ახლოს ხანძარს ებრძვიან - რთული რელიეფის გამო მეხანძრეებს ცეცხლის ჩაქრობა უჭირთ

თბილისში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ერთმანეთს 5 ავტომობილი შეეჯახა

ხულოში ავტომობილი ხევში გადავარდა - დაიღუპა მძღოლი