სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"ბრძოლა გრძელდება, არაა გამორიცხული, ძალიან მალე კიდევ ერთი არჩევნები ვიხილოთ" - როგორ ეხმაურებიან სომხეთში ფაშინიანის პარტიის გამარჯვებას
"ბრძოლა გრძელდება, არაა გამორიცხული, ძალიან მალე კიდევ ერთი არჩევნები ვიხილოთ" - როგორ ეხმაურებიან სომხეთში ფაშინიანის პარტიის გამარჯვებას

სომ­ხეთ­ში ვა­დამ­დე­ლი სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი ნი­კოლ ფა­ში­ნი­ა­ნის დიდი უპი­რა­ტე­სო­ბით დას­რულ­და. მის წი­ნა­აღ­მდეგ სომ­ხე­თის ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტე­ბი - რო­ბერტ კო­ჩა­რი­ა­ნი და სერჟ სარ­გსი­ა­ნი იბ­რძოდ­ნენ. ად­გი­ლობ­რი­ვი პო­ლი­ტო­ლო­გე­ბი და სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვის­ტე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ არ­ჩევ­ნებ­ში მო­სახ­ლე­ო­ბის აქ­ტი­უ­რო­ბა ძა­ლი­ან და­ბა­ლი იყო.

ხმე­ბის თით­ქმის 100% დათ­ვლი­ლია. სომ­ხე­თის ცენ­ტრა­ლუ­რი სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ის ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბით, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლებ­ლის პარ­ტია "სა­მო­ქა­ლა­ქო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბამ" ხმე­ბის 53.92% და­აგ­რო­ვა. ფა­ში­ნი­ან­მა სა­კუ­თა­რი გა­მარ­ჯვე­ბის შე­სა­ხებ უკვე ოფი­ცი­ა­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბაც გა­ა­კე­თა და თა­ნა­გუნ­დე­ლებს წარ­მა­ტე­ბა უსურ­ვა.

ხმა­თა 21.04%-ით მე­ო­რე ად­გილ­ზე აღ­მოჩ­ნდა პრე­ზი­დენტ რო­ბერტ კო­ჩა­რი­ა­ნის სა­არ­ჩევ­ნო ბლო­კი "სომ­ხე­თი", მე­სა­მე ად­გილს კი ექ­სპრე­ზი­დენტ სერჟ სარ­გსი­ა­ნის ბლო­კი "მაქვს პა­ტი­ვი" იკა­ვებს (5.23%).

პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ებს "ეროვ­ნულ კრე­ბა­ში" შე­სას­ვლე­ლად, 5%-იანი ბა­რი­ე­რის გა­და­ლახ­ვა სჭირ­დე­ბათ. ბლო­კე­ბის­თვის 7%-იანი ზღვა­რია და­წე­სე­ბუ­ლი.

წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცე­სე­ბი სომ­ხეთ­ში და­ძა­ბულ ვი­თა­რე­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. ოპო­ზი­ცია მე­დი­ას­თან ჩი­ო­და, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ოპო­ზი­ცი­ას დევ­ნი­და და ავიწ­რო­ებ­და. არ­ჩევ­ნე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას დარ­ღვე­ვა­თა 400-მდე ფაქ­ტი და­ფიქ­სირ­და, მათ შო­რის ამომ­რჩევ­ლის მოს­ყიდ­ვა და პირ­და­პი­რი მუ­ქა­რა, იყო ძა­ლა­დო­ბის შემ­თხვე­ვე­ბიც.

გუ­შინ ოპო­ზი­ცი­ის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრო­ბის ყო­ფი­ლი კან­დი­და­ტის, არ­მან ბა­ბა­ჯა­ნი­ა­ნის ავ­ტო­მო­ბი­ლი და­ცხრი­ლეს. მა­შინ­ვე ით­ქვა, რომ ეს სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო კლა­ნის გა­კე­თე­ბუ­ლი იყო, თუმ­ცა იყო მე­ო­რე ვერ­სი­აც - ამით მკა­ფი­ოდ პრო­რუს ბა­ბა­ჯა­ნი­ანს უთხრეს, რომ საკ­მა­რის­ზე მეტ ხანს იყოს პო­ლი­ტი­კა­ში და გზა სხვებს უნდა და­უთ­მოს.

"დიახ, გა­მარ­ჯვე­ბა ჩვე­ნია. მთა­ვა­რია, რომ ნი­კოლ ფა­ში­ნი­ან­მა და­მა­ჯე­რებ­ლად გა­ი­მარ­ჯვა. ვი­ღა­ცე­ე­ბი არ ცნო­ბენ არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გებს, მაგ­რამ ეს არ გვა­ში­ნებს. არ­სე­ბობს კა­ნო­ნი, სა­სა­მარ­თლო და შე­უძ­ლი­ათ სა­ჩი­ვა­რი შე­ი­ტა­ნონ. კარ­გია, რომ ამ­დე­ნი პრობ­ლე­მის, ყა­რა­ბა­ღის ომის შემ­დეგ, ფაქ­ტობ­რი­ვად, პო­ლი­ტი­კუ­რი კრი­ზი­სის მი­უ­ხე­და­ვად, მო­სახ­ლე­ო­ბამ ჯან­სა­ღი არ­ჩე­ვა­ნი გა­ა­კე­თა.

ქვე­ყა­ნას სურს პრო­და­სავ­ლუ­რი კურ­სი და უმ­ტკივ­ნე­უ­ლო, მაგ­რამ დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი რე­ფორ­მე­ბის გაგ­რძე­ლე­ბა. საკ­მა­ოდ არა­სა­ხარ­ბი­ე­ლო ვი­თა­რე­ბაა, რო­გორც ეკო­ნო­მი­კუ­რი, ასე­ვე პო­ლი­ტი­კუ­რი და სო­ცი­ა­ლუ­რი კუ­თხით, ამი­ტომ სა­სი­ცო­ცხლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ფა­ში­ნი­ან­მა შეც­დო­მე­ბი გა­ით­ვა­ლის­წი­ნოს და სამ­თავ­რო­ბო გუნ­დი სწო­რად და­ა­კომ­პლექ­ტოს", - ამ­ბობს AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვის­ტი გორ არ­მა­თუ­ნი.

რო­გორც პო­ლი­ტო­ლო­გი ალექ­სან­დრე ის­კან­დე­რი­ა­ნი ამ­ბობს, თა­ვი­დან­ვე გა­სა­გე­ბი იყო, რომ მო­სახ­ლე­ო­ბის ფა­ვო­რი­ტად ნი­კოლ ფა­ში­ნი­ა­ნის პარ­ტია და­სა­ხელ­დე­ბო­და. კი­დევ ერთი პო­ლი­ტო­ლო­გის, კა­რენ კო­ჩა­რი­ა­ნის მო­საზ­რე­ბით, არ იყო გა­მო­რი­ცხუ­ლი, რომ ფა­ში­ნი­ან­სა და კო­ჩა­რი­ანს შო­რის მე­ო­რე ტური შემ­დგა­რი­ყო. მი­სი­ვე თქმით, "ფა­ში­ნი­ანს მხა­რი და­უ­ჭი­რეს რე­გი­ო­ნე­ბის მა­ცხოვ­რებ­ლებ­მა, რო­მელ­თაც და­ბა­ლი სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბა აქვთ".

"მო­სახ­ლე­ო­ბა იმედ­გაც­რუ­ე­ბუ­ლი იყო ფა­ში­ა­ნი­ნის მუ­შა­ო­ბით, მაგ­რამ მა­ინც შე­იძ­ლე­ბა ეს შე­დე­გი დიდ გარ­ღვე­ვად მი­ვიჩ­ნი­ოთ - სა­ზო­გა­დო­ე­ბამ უარი თქვა იმ ლი­დე­რე­ბის არ­ჩე­ვა­ზე, ვი­საც რუ­სუ­ლი პო­ლი­ტი­კის გა­ნუ­ყო­ფელ ნა­წი­ლად აღიქ­ვა­მენ... უბ­რა­ლოდ, სხვა ძალა არ არ­სე­ბობს - ერთ მხა­რეს იყო ფა­ში­ა­ნი­ნი, მა­ინც შე­და­რე­ბით ნა­თე­ლი წერ­ტი­ლი სომ­ხუ­რი პო­ლი­ტი­კის ჭა­ობ­ში და მე­ო­რე მხა­რეს პირ­წმინ­დად რუ­სუ­ლი პარ­ტი­ე­ბი, რომ­ლებ­მაც ქვე­ყა­ნა უკან და­ხი­ეს.

ასე რომ, ცოტა არ იყოს, მა­ო­ცებს კი­დეც ფა­ში­ნი­ა­ნის მხრი­დან ასე­თი უზო­მო სი­ხა­რუ­ლი გა­მარ­ჯვე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რად­გან არ მგო­ნია, ფიქ­რობ­დეს, რომ ძა­ლი­ან მალე და­ა­ლა­გებს და მო­აგ­ვა­რებს ამ პრობ­ლე­მებს, წა­გე­ბუ­ლი ომის სინ­დრო­მი, და­მარ­ცხე­ბუ­ლი ქვეყ­ნის გან­ცდა სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ისევ ძლი­ე­რია, ამას ემა­ტე­ბა კო­ვიდ­პან­დე­მი­ით გა­მოწ­ვე­უ­ლი პრობ­ლე­მე­ბი... იმე­დია, მას არ სჯე­რა, რომ და­მარ­ცხე­ბის შემ­დეგ, მისი ოპო­ნენ­ტე­ბი და­ი­ხუ­რა­ვენ ქუდს და სახ­ლში წავ­ლენ, ბრძო­ლა გრძელ­დე­ბა, უფრო მეტი ძა­ლის­ხმე­ვით, მე­დია ისევ მათ ხელ­ში რჩე­ბა. ასე რომ, სუ­ლაც არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, ძა­ლი­ან მალე კი­დევ ერთი რიგ­გა­რე­შე არ­ჩევ­ნე­ბი ვი­ხი­ლოთ", - ამ­ბობს ად­გი­ლობ­რი­ვი სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვის­ტი მე­ი­რან აბ­რა­მი­ა­ნი.

პო­ლი­ტო­ლოგ ედ­გარ ვარ­დან­ბი­ნის ცნო­ბით, ფა­ში­ა­ნი­ნის მთა­ვა­რი მე­ტო­ქე რო­ბერტ კო­ჩა­რი­ა­ნი იყო, რა­მაც ერ­თგვა­რი უპი­რა­ტე­სო­ბა მი­ა­ნი­ჭა მას, რად­გან კო­ჩა­რი­ანს სა­ზო­გა­დო­ე­ბა წლე­ბია იც­ნობს.

"ყა­რა­ბა­ღის ომში რუ­სე­თის პა­სი­უ­რო­ბამ ამ არ­ჩევ­ნებ­ში, ფაქ­ტობ­რი­ვად, გა­და­წყვი­ტა პრო­რუ­სი პო­ლი­ტი­კო­სე­ბის ბედი. თუმ­ცა, ქვე­ყა­ნა­ში უმ­ძი­მე­სი მდგო­მა­რე­ო­ბაა, ვნა­ხოთ, რო­გორ გა­არ­თმევს თავს ფა­ში­ნი­ა­ნი ამ­დენ პრობ­ლე­მას. მე გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი მო­ლო­დი­ნე­ბი არ მაქვს", - ამ­ბობს პო­ლი­ტო­ლო­გი kavkaz-uzel.eu-სთან სა­უ­ბარ­ში.

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიორგი
56

დანარჩენ ყარაბახსაც დაკარგავენ :)

სიმართლე
6

კრემლის კორუმპირებული ხალხი აღარ დაბრუნდებიან და მორჩა,რა ფასადაც არ უნდა დაუჯდეს სომხეთს 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

"ბრძოლა გრძელდება, არაა გამორიცხული, ძალიან მალე კიდევ ერთი არჩევნები ვიხილოთ" - როგორ ეხმაურებიან სომხეთში ფაშინიანის პარტიის გამარჯვებას

"ბრძოლა გრძელდება, არაა გამორიცხული, ძალიან მალე კიდევ ერთი არჩევნები ვიხილოთ" - როგორ ეხმაურებიან სომხეთში ფაშინიანის პარტიის გამარჯვებას

სომხეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ნიკოლ ფაშინიანის დიდი უპირატესობით დასრულდა. მის წინააღმდეგ სომხეთის ყოფილი პრეზიდენტები - რობერტ კოჩარიანი და სერჟ სარგსიანი იბრძოდნენ. ადგილობრივი პოლიტოლოგები და სამოქალაქო აქტივისტები ამბობენ, რომ არჩევნებში მოსახლეობის აქტიურობა ძალიან დაბალი იყო.

ხმების თითქმის 100% დათვლილია. სომხეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ბოლო მონაცემებით, პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის პარტია "სამოქალაქო ხელშეკრულებამ" ხმების 53.92% დააგროვა. ფაშინიანმა საკუთარი გამარჯვების შესახებ უკვე ოფიციალური განცხადებაც გააკეთა და თანაგუნდელებს წარმატება უსურვა.

ხმათა 21.04%-ით მეორე ადგილზე აღმოჩნდა პრეზიდენტ რობერტ კოჩარიანის საარჩევნო ბლოკი "სომხეთი", მესამე ადგილს კი ექსპრეზიდენტ სერჟ სარგსიანის ბლოკი "მაქვს პატივი" იკავებს (5.23%).

პოლიტიკურ პარტიებს "ეროვნულ კრებაში" შესასვლელად, 5%-იანი ბარიერის გადალახვა სჭირდებათ. ბლოკებისთვის 7%-იანი ზღვარია დაწესებული.

წინასაარჩევნო პროცესები სომხეთში დაძაბულ ვითარებაში მიმდინარეობდა. ოპოზიცია მედიასთან ჩიოდა, რომ ხელისუფლება ოპოზიციას დევნიდა და ავიწროებდა. არჩევნების მიმდინარეობისას დარღვევათა 400-მდე ფაქტი დაფიქსირდა, მათ შორის ამომრჩევლის მოსყიდვა და პირდაპირი მუქარა, იყო ძალადობის შემთხვევებიც.

გუშინ ოპოზიციის პრემიერ-მინისტრობის ყოფილი კანდიდატის, არმან ბაბაჯანიანის ავტომობილი დაცხრილეს. მაშინვე ითქვა, რომ ეს სახელისუფლებო კლანის გაკეთებული იყო, თუმცა იყო მეორე ვერსიაც - ამით მკაფიოდ პრორუს ბაბაჯანიანს უთხრეს, რომ საკმარისზე მეტ ხანს იყოს პოლიტიკაში და გზა სხვებს უნდა დაუთმოს.

"დიახ, გამარჯვება ჩვენია. მთავარია, რომ ნიკოლ ფაშინიანმა დამაჯერებლად გაიმარჯვა. ვიღაცეები არ ცნობენ არჩევნების შედეგებს, მაგრამ ეს არ გვაშინებს. არსებობს კანონი, სასამართლო და შეუძლიათ საჩივარი შეიტანონ. კარგია, რომ ამდენი პრობლემის, ყარაბაღის ომის შემდეგ, ფაქტობრივად, პოლიტიკური კრიზისის მიუხედავად, მოსახლეობამ ჯანსაღი არჩევანი გააკეთა.

ქვეყანას სურს პროდასავლური კურსი და უმტკივნეულო, მაგრამ დემოკრატიული რეფორმების გაგრძელება. საკმაოდ არასახარბიელო ვითარებაა, როგორც ეკონომიკური, ასევე პოლიტიკური და სოციალური კუთხით, ამიტომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ფაშინიანმა შეცდომები გაითვალისწინოს და სამთავრობო გუნდი სწორად დააკომპლექტოს", - ამბობს AMBEBI.GE-სთან საუბარში სამოქალაქო აქტივისტი გორ არმათუნი.

როგორც პოლიტოლოგი ალექსანდრე ისკანდერიანი ამბობს, თავიდანვე გასაგები იყო, რომ მოსახლეობის ფავორიტად ნიკოლ ფაშინიანის პარტია დასახელდებოდა. კიდევ ერთი პოლიტოლოგის, კარენ კოჩარიანის მოსაზრებით, არ იყო გამორიცხული, რომ ფაშინიანსა და კოჩარიანს შორის მეორე ტური შემდგარიყო. მისივე თქმით, "ფაშინიანს მხარი დაუჭირეს რეგიონების მაცხოვრებლებმა, რომელთაც დაბალი სამოქალაქო განათლება აქვთ".

"მოსახლეობა იმედგაცრუებული იყო ფაშიანინის მუშაობით, მაგრამ მაინც შეიძლება ეს შედეგი დიდ გარღვევად მივიჩნიოთ - საზოგადოებამ უარი თქვა იმ ლიდერების არჩევაზე, ვისაც რუსული პოლიტიკის განუყოფელ ნაწილად აღიქვამენ... უბრალოდ, სხვა ძალა არ არსებობს - ერთ მხარეს იყო ფაშიანინი, მაინც შედარებით ნათელი წერტილი სომხური პოლიტიკის ჭაობში და მეორე მხარეს პირწმინდად რუსული პარტიები, რომლებმაც ქვეყანა უკან დახიეს.

ასე რომ, ცოტა არ იყოს, მაოცებს კიდეც ფაშინიანის მხრიდან ასეთი უზომო სიხარული გამარჯვებასთან დაკავშირებით, რადგან არ მგონია, ფიქრობდეს, რომ ძალიან მალე დაალაგებს და მოაგვარებს ამ პრობლემებს, წაგებული ომის სინდრომი, დამარცხებული ქვეყნის განცდა საზოგადოებაში ისევ ძლიერია, ამას ემატება კოვიდპანდემიით გამოწვეული პრობლემები... იმედია, მას არ სჯერა, რომ დამარცხების შემდეგ, მისი ოპონენტები დაიხურავენ ქუდს და სახლში წავლენ, ბრძოლა გრძელდება, უფრო მეტი ძალისხმევით, მედია ისევ მათ ხელში რჩება. ასე რომ, სულაც არ არის გამორიცხული, ძალიან მალე კიდევ ერთი რიგგარეშე არჩევნები ვიხილოთ", - ამბობს ადგილობრივი სამოქალაქო აქტივისტი მეირან აბრამიანი.

პოლიტოლოგ ედგარ ვარდანბინის ცნობით, ფაშიანინის მთავარი მეტოქე რობერტ კოჩარიანი იყო, რამაც ერთგვარი უპირატესობა მიანიჭა მას, რადგან კოჩარიანს საზოგადოება წლებია იცნობს.

"ყარაბაღის ომში რუსეთის პასიურობამ ამ არჩევნებში, ფაქტობრივად, გადაწყვიტა პრორუსი პოლიტიკოსების ბედი. თუმცა, ქვეყანაში უმძიმესი მდგომარეობაა, ვნახოთ, როგორ გაართმევს თავს ფაშინიანი ამდენ პრობლემას. მე გადაჭარბებული მოლოდინები არ მაქვს", - ამბობს პოლიტოლოგი kavkaz-uzel.eu-სთან საუბარში.

გაერთიანებული სამეფო უარყოფს ინფორმაციას ბრიტანული სამხედრო ხომალდისთვის გამაფრთხილებელი ცეცხლის გახსნის შესახებ

რუსულმა სამხედრო გემმა ბრიტანეთის სამეფოს სამხედრო-საზღვაო ფლოტის გამანადგურებელს გამაფრთხილებელი ცეცხლი გაუხსნა

იაპონიის მთავრობა კომპანიებს 4-დღიანი სამუშაო კვირის დაწესებას სთავაზობს