13 ივნისის ტრაგედიიდან 6 წელი გავიდა. მდინარე ვერეს ხეობაში მომხდარმა სტიქიამ 22 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ორი დაკარგულია.
სტიქიური უბედურება 2015 წლის 13 ივნისს, გვიან ღამით დაიწყო - მთლიანად დაიტბორა სვანიძის ქუჩა, სანახევროდ დაინგრა ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი ესტაკადა, წყალმა დაფარა გმირთა მოედანი და ”მზიურის“ პარკი. წყალდიდობის შედეგად თითქმის მთლიანად განადგურდა თბილისის ზოოპარკი.
უსახლკაროდ რამდენიმე ათეული ოჯახი დარჩა. მდინარე ვერეს ადიდება ბეთანიის გზაზე წარმოქმნილმა მძლავრმა მეწყერმა გამოიწვია.
გთხოვთ მერიის ყველა თანამშრომელს, მობრძანდით გივი სვანიძის ქუჩაზე, ყველაზე დაზარალებულ ადგილას, გარდა იმისა რომ ახალი სასტუმრო და კორპუსი საცხოვრებელი ჩაგვიდგეს, არაფერი არ გაკეთებულა :( მერიის საწყობი, დაყრილი გამოუსადეგარი მივთები :( გული მწყდება რატომ მიყარეთ ეს ხალხი, რომლებლაც თავის ზურგზე გადაიტანეს ამხელა ტკივილი :(