სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ანა დოლიძის 3 თვის ულამაზესი გოგონა - პატარა კრავაის პირველი ფოტო მედიაში
ანა დოლიძის 3 თვის ულამაზესი გოგონა - პატარა კრავაის პირველი ფოტო მედიაში

პო­ლი­ტი­კო­სი, პარ­ტი­ის "ხალ­ხის­თვის" და­ფუძ­ნე­ბე­ლი ანა დო­ლი­ძე ა.წ. 8 მარტს, მე­ო­რე შვი­ლის დედა გახ­და. პო­ლი­ტი­კოსს გო­გო­ნა შე­ე­ძი­ნა, რო­მელ­საც სა­ხე­ლად კრა­ვაი და­არ­ქეს. ამის შე­სა­ხებ ანამ თვი­თონ და­წე­რა სო­ცი­ა­ლურ ქსელ "ფე­ის­ბუქ­ში".

"მე­გობ­რე­ბო, გაჩ­ნდა პა­ტა­რა კრა­ვაჲ. ორი­ვე­ნი ვართ კარ­გად. ყვე­ლას გი­ლო­ცავთ ქალ­თა სა­ერ­თა­შო­რი­სო დღეს", - და­წე­რა იმ­ჟა­მად ანა დო­ლი­ძემ.

მა­ნამ­დე კი ანამ AMBEBI.GE-სთან ინ­ტერ­ვი­უ­ში თქვა, რომ ბავ­შვის სქესს სი­ურპრი­ზად ინა­ხავ­დნენ.

კრა­ვაი

"ამ ამ­ბავს სა­ი­დუმ­ლოდ ვი­ნა­ხავ­დით. "კო­რო­ნას" პირ­ველ­სა და მე­ო­რე ტალ­ღებს შო­რის მო­ვას­წა­რით და ჯვა­რი და­ვი­წე­რეთ. ჩემი მე­უღ­ლე პრო­ფე­სი­ით ფი­ნან­სის­ტია. აპო­ლი­ტი­კუ­რია - ეს არის მთა­ვა­რი. ფეხ­მძი­მო­ბა რომ და­მი­დას­ტურ­და, ძა­ლი­ან გა­მი­ხარ­და. არ ვარ პა­ტა­რა ასა­კის და უფრო მეტი საზ­რუ­ნა­ვი მაქვს, ვიდ­რე ან­დროს და­ბა­დე­ბი­სას მქონ­და. ჯან­მრთე­ლო­ბის კონ­ტრო­ლი, შაქ­რის კონ­ტრო­ლი, წყლის კონ­ტრო­ლი - ყვე­ლა­ფე­რი საზ­რუ­ნა­ვია. ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო ის იყო, რომ ამ პი­რო­ბებ­ში სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნია ჩა­ვა­ტა­რე და ხალ­ხს ვხვდე­ბო­დი. კი ვუფრ­თხილ­დე­ბო­დი თავს, მაგ­რამ ღმერ­თმაც და­მი­ფა­რა", - ამ­ბობ­და ანა.

"ჩემს შვილს ჰქვია პირ­ვე­ლი ქარ­თვე­ლი ფა­სი­ლი­ტა­ტო­რის, კრა­ვაი ჯა­ყე­ლის სა­ხე­ლი. ფა­სი­ლი­ტა­ტო­რე­ბი ძა­ლი­ან აქ­ტუ­ა­ლუ­რი თე­მაა ჩვენს პო­ლი­ტი­კა­ში", - ეს კი ანა დო­ლი­ძემ "რუს­თა­ვი 2"-ის ეთერ­ში მშო­ბი­ა­რო­ბის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და.

ანა ან­დროს­თან ერ­თად

ანა დო­ლი­ძეს კი­დევ ერთი შვი­ლი - ან­დრო კა­კა­ბა­ძე ჰყავს.

  • ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის, კრა­ვაჲ ჯა­ყე­ლი XII სა­უ­კუ­ნის II ნა­ხევ­რის სა­ქარ­თვე­ლოს პო­ლი­ტი­კო­სი ქალ­ბა­ტო­ნი იყო. ყუ­თ­ლუ-არსლა­ნის პო­ლი­ტი­კუ­რი და­სის გა­მოს­ვლის დროს თა­მარ მე­ფემ კრა­ვაი ჯა­ყე­ლი და ხუ­ა­შაქ ცო­ქა­ლი გაგ­ზავ­ნა აჯან­ყე­ბუ­ლებ­თან მო­სა­ლა­პა­რა­კებ­ლად. სა­პა­ტიო მან­დი­ლოს­ნებ­მა და­ვა­ლე­ბა წარ­მა­ტე­ბით შე­ას­რუ­ლეს.
მკითხველის კომენტარები / 39 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
პედაგოგი
45

მე ის მაწუხებს, სკოლაში რას დაუძახებენ კლასელები- კრას, თუ ვაის?სახელებს უმოკლებენ ყველას.

madona
1

რა ლამაზია ხასიათი გამომისწორა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

ანა დოლიძის 3 თვის ულამაზესი გოგონა - პატარა კრავაის პირველი ფოტო მედიაში

ანა დოლიძის 3 თვის ულამაზესი გოგონა - პატარა კრავაის პირველი ფოტო მედიაში

პოლიტიკოსი, პარტიის "ხალხისთვის" დაფუძნებელი ანა დოლიძე ა.წ. 8 მარტს, მეორე შვილის დედა გახდა. პოლიტიკოსს გოგონა შეეძინა, რომელსაც სახელად კრავაი დაარქეს. ამის შესახებ ანამ თვითონ დაწერა სოციალურ ქსელ "ფეისბუქში".

"მეგობრებო, გაჩნდა პატარა კრავაჲ. ორივენი ვართ კარგად. ყველას გილოცავთ ქალთა საერთაშორისო დღეს", - დაწერა იმჟამად ანა დოლიძემ.

მანამდე კი ანამ AMBEBI.GE-სთან ინტერვიუში თქვა, რომ ბავშვის სქესს სიურპრიზად ინახავდნენ.

კრავაი

"ამ ამბავს საიდუმლოდ ვინახავდით. "კორონას" პირველსა და მეორე ტალღებს შორის მოვასწარით და ჯვარი დავიწერეთ. ჩემი მეუღლე პროფესიით ფინანსისტია. აპოლიტიკურია - ეს არის მთავარი. ფეხმძიმობა რომ დამიდასტურდა, ძალიან გამიხარდა. არ ვარ პატარა ასაკის და უფრო მეტი საზრუნავი მაქვს, ვიდრე ანდროს დაბადებისას მქონდა. ჯანმრთელობის კონტროლი, შაქრის კონტროლი, წყლის კონტროლი - ყველაფერი საზრუნავია. ყველაზე საინტერესო ის იყო, რომ ამ პირობებში საარჩევნო კამპანია ჩავატარე და ხალხს ვხვდებოდი. კი ვუფრთხილდებოდი თავს, მაგრამ ღმერთმაც დამიფარა", - ამბობდა ანა.

"ჩემს შვილს ჰქვია პირველი ქართველი ფასილიტატორის, კრავაი ჯაყელის სახელი. ფასილიტატორები ძალიან აქტუალური თემაა ჩვენს პოლიტიკაში", - ეს კი ანა დოლიძემ "რუსთავი 2"-ის ეთერში მშობიარობის შემდეგ განაცხადა.

ანა ანდროსთან ერთად

ანა დოლიძეს კიდევ ერთი შვილი - ანდრო კაკაბაძე ჰყავს.

  • ინფორმაციისთვის, კრავაჲ ჯაყელი XII საუკუნის II ნახევრის საქართველოს პოლიტიკოსი ქალბატონი იყო. ყუთლუ-არსლანის პოლიტიკური დასის გამოსვლის დროს თამარ მეფემ კრავაი ჯაყელი და ხუაშაქ ცოქალი გაგზავნა აჯანყებულებთან მოსალაპარაკებლად. საპატიო მანდილოსნებმა დავალება წარმატებით შეასრულეს.