სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ევროკავშირის და ევროპის საინვესტიციო ბანკის ჯგუფის მხარდაჭერით ქართული თხილის საწარმო პანდემიის დროს კვლავ იფუნქციონირებს
ევროკავშირის და ევროპის საინვესტიციო ბანკის ჯგუფის მხარდაჭერით ქართული თხილის საწარმო პანდემიის დროს კვლავ იფუნქციონირებს

გა­ტა­ცე­ბით, სი­ზუს­ტით და ერ­თგუ­ლე­ბით საქ­მი­ა­ნო­ბა მომ­ხმა­რე­ბელ­თა მო­თხოვ­ნე­ბის და­საკ­მა­ყო­ფი­ლებ­ლად – ეს არის დე­ვი­ზი ქარ­თუ­ლი კომ­პა­ნია „ჯტჯ პლას“-ის, რო­მე­ლიც ბოლო ხუთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში კვე­ბის მრეწ­ვე­ლო­ბას სა­უ­კე­თე­სო ხა­რის­ხის პრო­დუქ­ცი­ით ამა­რა­გებს.

შპს „ჯტჯ პლას“-ი თხი­ლის მწარ­მო­ე­ბე­ლი და ექ­სპორ­ტი­ო­რი კომ­პა­ნი­აა, რო­მე­ლიც ბა­ზარ­ზე 2015 წელს გა­მოჩ­ნდა. სა­წარ­მო ყვა­რელ­სა და ზუგ­დიდ­ში მდე­ბა­რე­ობს და ჯამ­ში 100-მდე თა­ნამ­შრო­მელს ით­ვლის. გა­მოც­დი­ლი კად­რე­ბის შე­მოკ­რე­ბი­სა და მა­ღა­ლი ხა­რის­ხის პრო­დუქ­ცი­ი­სა თუ მომ­სა­ხუ­რე­ბის მი­წო­დე­ბამ­დე, დამ­ფუძ­ნებ­ლებ­მა თით­ქმის 20 წელი გა­ა­ტა­რეს თხი­ლის სფე­რო­ში – იმუ­შა­ვეს ისეთ პო­ზი­ცი­ებ­ზე, რო­გო­რე­ბი­ცაა: ხა­რის­ხის მე­ნე­ჯე­რი, თხი­ლის შემ­სყიდ­ვე­ლი, დამ­ხმა­რე და სხვა.

დაგ­რო­ვილ­მა კომ­პე­ტენ­ცი­ამ და ცოდ­ნამ პირ­და­პირ იმოქ­მე­და ბიზ­ნე­სის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე – შე­დე­გად, დღეს­დღე­ო­ბით „ჯტჯ პლას“-ი შე­სა­შუ­რი რე­პუ­ტა­ცი­ით სარ­გებ­ლობს რო­გორც ქვე­ყა­ნა­ში, ისე სა­ზღვრებს გა­რეთ. კომ­პა­ნია აწარ­მო­ებს სხვა­დას­ხვა სა­ხის პრო­დუქ­ტებს, რო­გო­რი­ცაა თხი­ლის გული, მო­ხა­ლუ­ლი თხი­ლის გული, დაჭ­რი­ლი მო­ხა­ლუ­ლი თხი­ლის გული და სხვა. სა­მო­მავ­ლოდ, “ჯტჯ პლას“-ი აპი­რებს თხი­ლის პას­ტის მომ­ზა­დე­ბა­საც. წარ­მო­ე­ბუ­ლი პრო­დუქ­ცია ექ­სპორტზე ევ­რო­კავ­ში­რის ქვეყ­ნებ­ში გა­დის.

მრა­ვალ­წლი­ა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბი­სა თუ ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ძა­ლის­ხმე­ვის მი­უ­ხე­და­ვად, კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მი­ამ სა­წარ­მოს საქ­მი­ა­ნო­ბა­ზე გავ­ლე­ნის მოხ­დე­ნა მა­ინც შეძ­ლო. მთლი­ა­ნად შე­იც­ვა­ლა „ჯტჯ პლას“-ის დღის წეს­რი­გი – თა­ნამ­შრომ­ლე­ბი იძუ­ლე­ბულ­ნი გახ­დნენ დის­ტან­ცი­ურ რე­ჟიმ­ზე გა­და­სუ­ლიყ­ვნენ, გარ­თულ­და პრო­დუქ­ტის რე­ა­ლი­ზა­ცია.

„წარ­მო­ე­ბა რომ არ შე­ჩე­რე­ბუ­ლი­ყო, მი­ვი­ღეთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, თა­ნამ­შრომ­ლებს დის­ტან­ცი­ის დაც­ვით ემუ­შა­ვათ, შე­სა­ბა­მი­სად მოგ­ვი­წია მათი შემ­ცი­რე­ბა, თუმ­ცა შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად ვცდი­ლობ­დით უხელ­ფა­სოდ არა­ვინ დაგ­ვე­ტო­ვე­ბი­ნა. ამას და­ე­მა­ტა გა­და­ად­გი­ლე­ბას­თან და სა­ბა­ჟო­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი შე­ზღუდ­ვე­ბი. ჩვენს მძღო­ლებს უწევ­დათ თვი­თი­ზო­ლა­ცი­ის წე­სე­ბის დაც­ვა, რა­მაც პირ­და­პირ გა­მო­იწ­ვია მომ­ხმა­რებ­ლებ­თან ტვირ­თის მი­წო­დე­ბის შე­ფერ­ხე­ბა, სა­ნაც­ვლოდ ისი­ნი აგ­ვი­ა­ნებ­დნენ თან­ხის გა­დახ­დას. პა­რა­ლე­ლურ რე­ჟიმ­ში უნდა შეგ­ვეს­ყი­და ნედ­ლე­უ­ლი ად­გი­ლობ­რი­ვი ფერ­მე­რე­ბის­გან, სა­ჭი­რო გახ­და და­მა­ტე­ბით თან­ხე­ბის მო­ძი­ე­ბა, რათა შეგ­ვე­ნარ­ჩუ­ნე­ბი­ნა ბიზ­ნე­სი.“ – გვიყ­ვე­ბა კომ­პა­ნი­ის დი­რექ­ტო­რი, ბა­ჩუკ თამ­ლი­ა­ნი.

იმი­სათ­ვის, რომ კომ­პა­ნი­ას შიდა ბა­ზარ­ზე ნედ­ლე­უ­ლის შეს­ყიდ­ვა და შე­დე­გად შე­უ­ფერ­ხე­ბე­ლი მუ­შა­ო­ბა გა­ეგ­რძე­ლე­ბი­ნა, დამ­ფუძ­ნებ­ლებ­მა მი­ი­ღეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ჩარ­თუ­ლიყ­ვნენ ევ­რო­კავ­ში­რი­სა (EU) და ევ­რო­პის სა­ინ­ვეს­ტი­ციო ბან­კის ჯგუ­ფის (EIB Group) ერ­თობ­ლივ ინი­ცი­ა­ტი­ვა­ში – ‘ევ­რო­კავ­შრის და­ფი­ნან­სე­ბა ნო­ვა­ტო­რე­ბის­თვის’ (InnovFin SME Guarantee Facility).

InnovFin, ევ­რო­კავ­ში­რის და­ფი­ნან­სე­ბა ნო­ვა­ტო­რე­ბის­თვის, არის EIB ჯგუ­ფის (ევ­რო­პის სა­ინ­ვეს­ტი­ციო ბან­კი და ევ­რო­პის სა­ინ­ვეს­ტი­ციო ფონ­დი) ერ­თობ­ლი­ვი ინი­ცი­ა­ტი­ვა, რო­მე­ლიც ევ­რო­კავ­ში­რის კვლე­ვი­სა და ინო­ვა­ცი­ის ჩარ­ჩო პროგ­რა­მის „ჰო­რი­ზონ­ტი 2020“ ფარ­გლებ­ში ევ­რო­კო­მი­სი­ას­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბით ხორ­ცი­ელ­დე­ბა. იგი მო­ი­ცავს EIB ჯგუ­ფის და­ფი­ნან­სე­ბის ინ­სტრუ­მენ­ტებს და სა­კონ­სულ­ტა­ციო მომ­სა­ხუ­რე­ბას, რო­მე­ლიც სრუ­ლად მო­ი­ცავს კვლე­ვი­სა და ინო­ვა­ცი­ე­ბის მთლი­ა­ნი ღი­რე­ბუ­ლე­ბა­თა ჯაჭ­ვის გა­მარ­თვას მიკ­რო, მცი­რე და სა­შუ­ა­ლო ზო­მის სა­წარ­მო­ე­ბის (MSME) გან­ვი­თა­რე­ბის ხელ­შე­სა­წყო­ბად.

პროგ­რა­მა, ად­გი­ლობ­რი­ვი ბან­კე­ბის შუ­ა­მავ­ლო­ბით, ეხ­მა­რე­ბა მცი­რე და სა­შუ­ა­ლო ბიზ­ნესს, ასე­ვე, სა­შუ­ა­ლო კა­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ის სა­წარ­მო­ებს, და­ფა­რონ სეს­ხის 50% და ხელს უწყობს მათ კვლე­ვე­ბის, ინო­ვა­ცი­ე­ბის და დი­გი­ტა­ლი­ზა­ცი­ის და­ნერგვის პრო­ცეს­ში. კო­რო­ნა­ვირუ­სის პე­რი­ოდ­ში კი, ბიზ­ნეს­საქ­მი­ა­ნო­ბის უკეთ ხელ­შე­სა­წყო­ბად, ეს გა­რან­ტია 80%-მდე გა­ი­ზარ­და და კა­პი­ტალბ­რუნ­ვის­თვის სა­ჭი­რო ხარ­ჯე­ბიც მო­იც­ვა.

InnovFin-ის პროგ­რა­მა, ქარ­თულ სა­წარ­მო­ებს სთა­ვა­ზობს სეს­ხის უფრო ხელ­საყ­რელ პი­რო­ბებს, ვიდ­რე ეს ბა­ზარ­ზეა ხელ­მი­საწ­ვდო­მი. კერ­ძოდ, მცი­რე და სა­შუ­ა­ლო ბიზ­ნე­სის­თვის სეს­ხე­ბის შე­თა­ვა­ზე­ბა ხდე­ბა შემ­ცი­რე­ბუ­ლი საპ­რო­ცენ­ტო გა­ნაკ­ვე­თით, და ამავდრო­უ­ლად სეს­ხის და­ფარ­ვის უფრო გრძე­ლი ან უფრო მოქ­ნი­ლი გრა­ფი­კით, ასე­ვე გი­რა­ოს შემ­ცი­რე­ბუ­ლი მო­თხოვ­ნე­ბით. ამას­თან სეს­ხი გა­ი­ცე­მა მა­ღა­ლი რის­კის მქო­ნე კომ­პა­ნი­ე­ბის­თვი­საც, რო­მელ­თა მხარ­და­ჭე­რაც სხვა შემ­თხვე­ვა­ში არ მოხ­დე­ბო­და. პროგ­რა­მა­ში მო­ნა­წი­ლე ბან­კე­ბი, პროკ­რე­დი­ტი, თი­ბი­სი ბან­კი და სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კი აფა­სე­ბენ პრო­ექ­ტებს მათი სტან­დარ­ტუ­ლი საკ­რე­დი­ტო პო­ლი­ტი­კის სა­ფუძ­ველ­ზე, InnovFin-ის პროგ­რა­მის და­საშ­ვე­ბო­ბის კრი­ტე­რი­უ­მე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით და ევ­რო­კავ­ში­რის სტან­დარ­ტე­ბის შე­სა­ბა­მი­სად.

„ჯტჯ პლას“-მა, InnovFin-ის პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში ნედ­ლე­უ­ლის შეს­ყიდ­ვის მიზ­ნით, სწო­რედ კა­პი­ტალბ­რუნ­ვის­თვის სა­ჭი­რო მოკ­ლე ვა­დი­ა­ნი სეს­ხი გა­მო­ი­ყე­ნა. აღ­ნიშ­ნუ­ლი დახ­მა­რე­ბის შე­დე­გად, კომ­პა­ნი­ამ შეძ­ლო გა­ეხ­სნა თით­ქმის ორი თვით შე­ჩე­რე­ბუ­ლი სა­წარ­მო.

„გა­წე­უ­ლი მხარ­და­ჭე­რით ჩვენ შევ­ძე­ლით გაგ­ვეგ­რძე­ლე­ბი­ნა საქ­მი­ა­ნო­ბა – დრო­უ­ლად შე­ვის­ყი­დეთ ნედ­ლე­უ­ლი, ფერ­მე­რებს შე­ფერ­ხე­ბის გა­რე­შე გა­და­ვუ­ხა­დეთ თან­ხა, მომ­ხმა­რებ­ლებს კი ჩვე­ულ რე­ჟიმ­ში მი­ვა­წო­დეთ პრო­დუქ­ტი. ასე­ვე, რაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, მო­ვა­ხერ­ხეთ თა­ნამ­შრომ­ლე­ბის­თვის ანა­ზღა­უ­რე­ბის და­უგ­ვი­ა­ნებ­ლად გა­დახ­და. თა­მა­მად შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ამ პროგ­რა­მა­ში ჩარ­თვა ჩვე­ნი სა­წარ­მოს ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბის­თვის სა­სი­ცო­ცხლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო“ – ამ­ბობს ბა­ტო­ნი ბა­ჩუ­კი.

დღეს­დღე­ო­ბით შპს „ჯტჯ პლას“-ში მუ­შა­ო­ბა პან­დე­მი­ის შე­დე­გად არ­სე­ბუ­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის სრუ­ლი დაც­ვით მიმ­დი­ნა­რე­ობს. კომ­პა­ნი­ამ შეძ­ლო დაბ­რკო­ლე­ბე­ბის მი­უ­ხე­და­ვად გა­ეგ­რძე­ლე­ბი­ნა ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბა, ამით სა­წარ­მომ უზ­რუნ­ველ­ყო არამ­ხო­ლოდ თა­ნამ­შრომ­ლე­ბის კე­თილ­დღე­ო­ბა, არა­მედ ყვე­ლა იმ ადა­მი­ა­ნი­სა თუ კომ­პა­ნი­ის, რო­მე­ლიც პირ­და­პირ თუ ირი­ბად იკ­ვე­თე­ბა მის საქ­მი­ა­ნო­ბა­ში.

„მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ევ­რო­კავ­ში­რი­სა და ევ­რო­პის სა­ინ­ვეს­ტი­ციო ბან­კის ჯგუ­ფის დახ­მა­რე­ბით ბიზ­ნეს­საქ­მი­ა­ნო­ბას უწყვე­ტად ვაგ­რძე­ლებთ, ჯერ­ჯე­რო­ბით არ­სე­ბუ­ლი შე­ზღუდ­ვე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე დღე­საც ვსა­ჭი­რო­ებთ არ­სე­ბუ­ლი პროგ­რა­მით სარ­გებ­ლო­ბას. ახლა, როცა გარ­კვე­ულ შე­დეგს მი­ვაღ­წი­ეთ, აუ­ცი­ლებ­ლად უნდა ით­ქვას, რომ InnovFin-ის სა­გა­რან­ტიო პროგ­რა­მა­ში ჩარ­თვის გა­რე­შე სა­წარ­მოს საქ­მი­ა­ნო­ბა სულ სხვაგ­ვა­რად წა­რი­მარ­თე­ბო­და. გვინ­და შემ­თხვე­ვით ვი­სარ­გებ­ლოთ და სა­წარ­მოს სა­ხე­ლით მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დოთ ევ­რო­კავ­შირ­სა და ევ­რო­პის სა­ინ­ვეს­ტი­ციო ბან­კის ჯგუფს“ – ბა­ჩუკ თამ­ლი­ა­ნი.

ევ­რო­პის სა­ინ­ვეს­ტი­ციო ბან­კის ჯგუ­ფის მიერ მიკ­რო, მცი­რე და სა­შუ­ა­ლო სა­წარ­მო­ე­ბის მხარ­და­ჭე­რა კი­დევ უფრო აძ­ლი­ე­რებს ევ­რო­კავ­ში­რის და ევ­რო­პის გუნ­დის მიერ სა­ქარ­თვე­ლო­ში COVID-19-ის პან­დე­მი­ის კრი­ზი­სის და­საძ­ლე­ვად კერ­ძო სექ­ტო­რის­თვის გა­წე­ულ დახ­მა­რე­ბას, აგ­რეთ­ვე უზ­რუნ­ველ­ყოფს სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბის, ლიკ­ვი­დუ­რო­ბი­სა და ბიზ­ნეს საქ­მი­ა­ნო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას და ხელს უწყობს სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კის აღ­დგე­ნას. მხო­ლოდ 2020 წელს, ევ­რო­პის სა­ინ­ვეს­ტი­ციო ბან­კის ჯგუფ­მა ად­გი­ლობ­რივ ბან­კებს 70 მი­ლი­ო­ნი ევრო გა­მო­უ­ყო მიკ­რო, მცი­რე და სა­შუ­ა­ლო ზო­მის სა­წარ­მო­ე­ბის­თვის სეს­ხებ­ზე წვდო­მის გა­სა­უ­ჯო­ბე­სებ­ლად, ხოლო ახა­ლი InnovFin-ის პროგ­რა­მა 250 მი­ლი­ონ ევ­რომ­დე სა­სეს­ხო პორ­ტფელს ით­ვა­ლის­წი­ნებს და ქარ­თულ ბიზ­ნესს პან­დე­მი­ის კრი­ზი­სის დაძ­ლე­ვა­ში ეხ­მა­რე­ბა. და­მა­ტე­ბით 100 მი­ლი­ო­ნი ევრო კი პან­დე­მი­ას­თან ბრძო­ლა­ში სა­ქარ­თვე­ლოს ჯან­დაც­ვის სექ­ტო­რის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გა­საძ­ლი­ე­რებ­ლა­დაა გა­მო­ყო­ფი­ლი.

მთლი­ა­ნო­ბა­ში, ევ­რო­კავ­შირ­მა და ევ­რო­პის გუნ­დმა COVID-19 პან­დე­მი­ას­თან ბრძო­ლა­ში სა­ქარ­თვე­ლოს და­სახ­მა­რებ­ლად, ახა­ლი სახ­სრე­ბის მო­ზიდ­ვი­სა და არ­სე­ბუ­ლის გა­და­ნა­წი­ლე­ბის გზით, და­ახ­ლო­ე­ბით 1.5 მი­ლი­არ­დი ლა­რის მო­ბი­ლი­ზე­ბა უზ­რუნ­ველ­ყვეს. ამ თან­ხის თით­ქმის 2/3 გრან­ტის სა­ხი­თაა წარ­მოდ­გე­ნი­ლი, და­ნარ­ჩე­ნი კი შე­ღა­ვა­თი­ა­ნი სეს­ხის სა­ხით. ეს ევ­რო­კავ­ში­რის მიერ მსოფ­ლი­ოს ნე­ბის­მი­ე­რი უცხო ქვეყ­ნის­თვის ერთ სულ მო­სახ­ლე­ზე გა­წე­უ­ლი დახ­მა­რე­ბის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია, რაც უპ­რე­ცენ­დენ­ტო კრი­ზი­სის დროს ევ­რო­კავ­ში­რის მიერ სა­ქარ­თვე­ლოს­თვის გა­მო­ხა­ტულ მტკი­ცე სო­ლი­და­რო­ბას ადას­ტუ­რებს.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ილია
2

კარგით რა. ქართველი გლეხისგან 3 ლარად ყიდულობთ და მერე ევროპაში 5 დოლარად ყიდით? ეგაა მონოპოლია დ ზირცხვილი თქვენ რო ვერ გაძეხით.

ილია
0

იმდენი წამლობა ჭირდება თხილს რო შარშან არც მომიკრეფია და არც შემიწამლია იმიტორო ისეთი ფასი აქვს მერე რო არც ღირს გაყიდვა. ესაა საქმე? ამით იწონებთ თავს ვინმე? სახელმწიფოს ფერმერი არ აინტერესებს. არანაირი წახალისება არაა. რატო შეწყვიტეთ აგრობარათებზე ქულების დარიცხვა? გურიაში გაიარეთ ნაკვეთებში თხილები რადღეშია. ხალხი ვერ წამლავს და 98 პროცენტ თხილს კვირტის ტკიპა აქვს მოდებული. რა მე მეხალისება რო ვუყურებ ჩემ ნაწვალებ თხილს კვირტის ტკიპა რო Ანადგურებს? თქვენ ადგილას ყოველ წელს დავარიგებდი წამალს და დავავალდებულებდი ფერმერს რო შეწამლოს ყველამ თხილი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

ევროკავშირის და ევროპის საინვესტიციო ბანკის ჯგუფის მხარდაჭერით ქართული თხილის საწარმო პანდემიის დროს კვლავ იფუნქციონირებს

ევროკავშირის და ევროპის საინვესტიციო ბანკის ჯგუფის მხარდაჭერით ქართული თხილის საწარმო პანდემიის დროს კვლავ იფუნქციონირებს

გატაცებით, სიზუსტით და ერთგულებით საქმიანობა მომხმარებელთა მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად – ეს არის დევიზი ქართული კომპანია „ჯტჯ პლას“-ის, რომელიც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში კვების მრეწველობას საუკეთესო ხარისხის პროდუქციით ამარაგებს.

შპს „ჯტჯ პლას“-ი თხილის მწარმოებელი და ექსპორტიორი კომპანიაა, რომელიც ბაზარზე 2015 წელს გამოჩნდა. საწარმო ყვარელსა და ზუგდიდში მდებარეობს და ჯამში 100-მდე თანამშრომელს ითვლის. გამოცდილი კადრების შემოკრებისა და მაღალი ხარისხის პროდუქციისა თუ მომსახურების მიწოდებამდე, დამფუძნებლებმა თითქმის 20 წელი გაატარეს თხილის სფეროში – იმუშავეს ისეთ პოზიციებზე, როგორებიცაა: ხარისხის მენეჯერი, თხილის შემსყიდველი, დამხმარე და სხვა.

დაგროვილმა კომპეტენციამ და ცოდნამ პირდაპირ იმოქმედა ბიზნესის განვითარებაზე – შედეგად, დღესდღეობით „ჯტჯ პლას“-ი შესაშური რეპუტაციით სარგებლობს როგორც ქვეყანაში, ისე საზღვრებს გარეთ. კომპანია აწარმოებს სხვადასხვა სახის პროდუქტებს, როგორიცაა თხილის გული, მოხალული თხილის გული, დაჭრილი მოხალული თხილის გული და სხვა. სამომავლოდ, “ჯტჯ პლას“-ი აპირებს თხილის პასტის მომზადებასაც. წარმოებული პროდუქცია ექსპორტზე ევროკავშირის ქვეყნებში გადის.

მრავალწლიანი გამოცდილებისა თუ ადმინისტრაციის ძალისხმევის მიუხედავად, კორონავირუსის პანდემიამ საწარმოს საქმიანობაზე გავლენის მოხდენა მაინც შეძლო. მთლიანად შეიცვალა „ჯტჯ პლას“-ის დღის წესრიგი – თანამშრომლები იძულებულნი გახდნენ დისტანციურ რეჟიმზე გადასულიყვნენ, გართულდა პროდუქტის რეალიზაცია.

„წარმოება რომ არ შეჩერებულიყო, მივიღეთ გადაწყვეტილება, თანამშრომლებს დისტანციის დაცვით ემუშავათ, შესაბამისად მოგვიწია მათი შემცირება, თუმცა შეძლებისდაგვარად ვცდილობდით უხელფასოდ არავინ დაგვეტოვებინა. ამას დაემატა გადაადგილებასთან და საბაჟოებთან დაკავშირებული შეზღუდვები. ჩვენს მძღოლებს უწევდათ თვითიზოლაციის წესების დაცვა, რამაც პირდაპირ გამოიწვია მომხმარებლებთან ტვირთის მიწოდების შეფერხება, სანაცვლოდ ისინი აგვიანებდნენ თანხის გადახდას. პარალელურ რეჟიმში უნდა შეგვესყიდა ნედლეული ადგილობრივი ფერმერებისგან, საჭირო გახდა დამატებით თანხების მოძიება, რათა შეგვენარჩუნებინა ბიზნესი.“ – გვიყვება კომპანიის დირექტორი, ბაჩუკ თამლიანი.

იმისათვის, რომ კომპანიას შიდა ბაზარზე ნედლეულის შესყიდვა და შედეგად შეუფერხებელი მუშაობა გაეგრძელებინა, დამფუძნებლებმა მიიღეს გადაწყვეტილება ჩართულიყვნენ ევროკავშირისა (EU) და ევროპის საინვესტიციო ბანკის ჯგუფის (EIB Group) ერთობლივ ინიციატივაში – ‘ევროკავშრის დაფინანსება ნოვატორებისთვის’ (InnovFin SME Guarantee Facility).

InnovFin, ევროკავშირის დაფინანსება ნოვატორებისთვის, არის EIB ჯგუფის (ევროპის საინვესტიციო ბანკი და ევროპის საინვესტიციო ფონდი) ერთობლივი ინიციატივა, რომელიც ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამის „ჰორიზონტი 2020“ ფარგლებში ევროკომისიასთან თანამშრომლობით ხორციელდება. იგი მოიცავს EIB ჯგუფის დაფინანსების ინსტრუმენტებს და საკონსულტაციო მომსახურებას, რომელიც სრულად მოიცავს კვლევისა და ინოვაციების მთლიანი ღირებულებათა ჯაჭვის გამართვას მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების (MSME) განვითარების ხელშესაწყობად.

პროგრამა, ადგილობრივი ბანკების შუამავლობით, ეხმარება მცირე და საშუალო ბიზნესს, ასევე, საშუალო კაპიტალიზაციის საწარმოებს, დაფარონ სესხის 50% და ხელს უწყობს მათ კვლევების, ინოვაციების და დიგიტალიზაციის დანერგვის პროცესში. კორონავირუსის პერიოდში კი, ბიზნესსაქმიანობის უკეთ ხელშესაწყობად, ეს გარანტია 80%-მდე გაიზარდა და კაპიტალბრუნვისთვის საჭირო ხარჯებიც მოიცვა.

InnovFin-ის პროგრამა, ქართულ საწარმოებს სთავაზობს სესხის უფრო ხელსაყრელ პირობებს, ვიდრე ეს ბაზარზეა ხელმისაწვდომი. კერძოდ, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის სესხების შეთავაზება ხდება შემცირებული საპროცენტო განაკვეთით, და ამავდროულად სესხის დაფარვის უფრო გრძელი ან უფრო მოქნილი გრაფიკით, ასევე გირაოს შემცირებული მოთხოვნებით. ამასთან სესხი გაიცემა მაღალი რისკის მქონე კომპანიებისთვისაც, რომელთა მხარდაჭერაც სხვა შემთხვევაში არ მოხდებოდა. პროგრამაში მონაწილე ბანკები, პროკრედიტი, თიბისი ბანკი და საქართველოს ბანკი აფასებენ პროექტებს მათი სტანდარტული საკრედიტო პოლიტიკის საფუძველზე, InnovFin-ის პროგრამის დასაშვებობის კრიტერიუმების გათვალისწინებით და ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად.

„ჯტჯ პლას“-მა, InnovFin-ის პროგრამის ფარგლებში ნედლეულის შესყიდვის მიზნით, სწორედ კაპიტალბრუნვისთვის საჭირო მოკლე ვადიანი სესხი გამოიყენა. აღნიშნული დახმარების შედეგად, კომპანიამ შეძლო გაეხსნა თითქმის ორი თვით შეჩერებული საწარმო.

„გაწეული მხარდაჭერით ჩვენ შევძელით გაგვეგრძელებინა საქმიანობა – დროულად შევისყიდეთ ნედლეული, ფერმერებს შეფერხების გარეშე გადავუხადეთ თანხა, მომხმარებლებს კი ჩვეულ რეჟიმში მივაწოდეთ პროდუქტი. ასევე, რაც მნიშვნელოვანია, მოვახერხეთ თანამშრომლებისთვის ანაზღაურების დაუგვიანებლად გადახდა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამ პროგრამაში ჩართვა ჩვენი საწარმოს ფუნქციონირებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო“ – ამბობს ბატონი ბაჩუკი.

დღესდღეობით შპს „ჯტჯ პლას“-ში მუშაობა პანდემიის შედეგად არსებული რეგულაციების სრული დაცვით მიმდინარეობს. კომპანიამ შეძლო დაბრკოლებების მიუხედავად გაეგრძელებინა ფუნქციონირება, ამით საწარმომ უზრუნველყო არამხოლოდ თანამშრომლების კეთილდღეობა, არამედ ყველა იმ ადამიანისა თუ კომპანიის, რომელიც პირდაპირ თუ ირიბად იკვეთება მის საქმიანობაში.

„მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირისა და ევროპის საინვესტიციო ბანკის ჯგუფის დახმარებით ბიზნესსაქმიანობას უწყვეტად ვაგრძელებთ, ჯერჯერობით არსებული შეზღუდვებიდან გამომდინარე დღესაც ვსაჭიროებთ არსებული პროგრამით სარგებლობას. ახლა, როცა გარკვეულ შედეგს მივაღწიეთ, აუცილებლად უნდა ითქვას, რომ InnovFin-ის საგარანტიო პროგრამაში ჩართვის გარეშე საწარმოს საქმიანობა სულ სხვაგვარად წარიმართებოდა. გვინდა შემთხვევით ვისარგებლოთ და საწარმოს სახელით მადლობა გადავუხადოთ ევროკავშირსა და ევროპის საინვესტიციო ბანკის ჯგუფს“ – ბაჩუკ თამლიანი.

ევროპის საინვესტიციო ბანკის ჯგუფის მიერ მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერა კიდევ უფრო აძლიერებს ევროკავშირის და ევროპის გუნდის მიერ საქართველოში COVID-19-ის პანდემიის კრიზისის დასაძლევად კერძო სექტორისთვის გაწეულ დახმარებას, აგრეთვე უზრუნველყოფს სამუშაო ადგილების, ლიკვიდურობისა და ბიზნეს საქმიანობის შენარჩუნებას და ხელს უწყობს საქართველოს ეკონომიკის აღდგენას. მხოლოდ 2020 წელს, ევროპის საინვესტიციო ბანკის ჯგუფმა ადგილობრივ ბანკებს 70 მილიონი ევრო გამოუყო მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისთვის სესხებზე წვდომის გასაუჯობესებლად, ხოლო ახალი InnovFin-ის პროგრამა 250 მილიონ ევრომდე სასესხო პორტფელს ითვალისწინებს და ქართულ ბიზნესს პანდემიის კრიზისის დაძლევაში ეხმარება. დამატებით 100 მილიონი ევრო კი პანდემიასთან ბრძოლაში საქართველოს ჯანდაცვის სექტორის შესაძლებლობების გასაძლიერებლადაა გამოყოფილი.

მთლიანობაში, ევროკავშირმა და ევროპის გუნდმა COVID-19 პანდემიასთან ბრძოლაში საქართველოს დასახმარებლად, ახალი სახსრების მოზიდვისა და არსებულის გადანაწილების გზით, დაახლოებით 1.5 მილიარდი ლარის მობილიზება უზრუნველყვეს. ამ თანხის თითქმის 2/3 გრანტის სახითაა წარმოდგენილი, დანარჩენი კი შეღავათიანი სესხის სახით. ეს ევროკავშირის მიერ მსოფლიოს ნებისმიერი უცხო ქვეყნისთვის ერთ სულ მოსახლეზე გაწეული დახმარების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია, რაც უპრეცენდენტო კრიზისის დროს ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის გამოხატულ მტკიცე სოლიდარობას ადასტურებს.

<iframe width="500" height="281" src="https://www.youtube.com/embed/u_TnSTKQEG4" title="YouTube video player" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; clipboard-write; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture" allowfullscreen></iframe>

პირველი ტექნოლოგიური სადაზღვევო პროდუქტი საქართველოში - backapp ალდაგისგან

სუპერმარკეტების ქსელ „მაგნიტის“ წამახალისებელ გათამაშებაში სუპერ პრიზი - ხელფასი გათამაშდა

"ჩეხეთის კარიტასმა“  მუნიციპალიტეტებს თანამედროვე სტანდარტების ნაგავმზიდები გადასცა