პარტნიორები:
    ავტორი:

    როგორ დააზიანა ხანძარმა რუსთავის ავტობაზრობა - ფოტოები ადგილიდან

    როგორ დააზიანა ხანძარმა რუსთავის ავტობაზრობა - ფოტოები ადგილიდან

    რუსთავის ავტობაზრობის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

    "შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში შემოვიდა შეტყობინება, რომ რუსთავში ავტობაზრობის ტერიტორიაზე ერთ-ერთ შენობაში შეინიშნებოდა ღია ცეცხლი.

    ინიციატორის გადმოცემით, შენობიდან ხანძარი გავრცელებული იყო სიახლოვეს მდგარ რამდენიმე ავტომანქანაზე და საჭირო იყო მეხანძრე-მაშველების სწრაფი რეაგირება.

    ადგილზე უმოკლეს დროში გამოცხადდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები და დაიწყეს ხანძრის ქრობის აქტიური სამუშაოები. მეხანძრე-მაშველებმა დროულად აღკვეთეს ცეცხლის სხვა მანქანებზე გავრცელების საფრთხე და მოახერხეს ხანძრის ლიკვიდირება.

    ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.ადგილზე მუშაობდა 8 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი", - ნათქვამია ინფორმაციაში. უწყება ადგილზე გადაღებულ ფოტოებსაც ავრცელებს.

    აბასთუმანში დაკარგული ახალგაზრდები იპოვეს - როგორია მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა და რას აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში

    "დაგანგრევთ ყველას, ლიბერალებო" - მეუფე სტეფანე

    "როდესაც ვხედავთ განსაცდელს, გვავიწყდება, რომ ყველა გარემოება ადამიანის ცხოვრებაში, შეიძლება იყოს გამოცდილების მომტანი" - მეუფე შიო