ავტორი:

"ეს ინფორმაცია კიევიდან მივიღეთ და გახარიას არ გავანდეთ, რადგან ეჭვი გაჩნდა" - კობახიძე ექსპრემიერს ენმ-სთან ალიანსს აბრალებს და შეთქმულებაზე საუბრობს

"ეს ინფორმაცია კიევიდან მივიღეთ და გახარიას არ გავანდეთ, რადგან ეჭვი გაჩნდა" - კობახიძე ექსპრემიერს ენმ-სთან ალიანსს აბრალებს და შეთქმულებაზე საუბრობს

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ნიკა მელიას დაკავების დღეს კიევიდან ინფორმაცია მიიღეს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლების აყირავებას აპირებდა.

როგორც მან "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა, ეს ინფორმაცია მაშინდელ პრემიერს გიორგი გახარიას დაუმალეს, რადგან მის მიმართ გაჩნდა ეჭვები.

მისი განმარტებით ეჭვები "ნაცმოძრაობისა" და გახარიას თანხვედრმა განცხადებებმა გამოიწვია.

"გეგმა იყო ასეთი, მას შემდეგ, რაც ხელისუფლება ვერ დააკავებდა მელიას, იწყებდა საუბარს "ნაცმოძრაობა" იმაზე, რომ ხელისუფლებას ჰქონდა არალეგიტიმურობის შეგრძნება.

ამაზე მითითებით, გახსოვთ, სააკაშვილმა გააკეთა განცხადება ალტერნატიულ მთავრობასთან დაკავშირებით. 18 თებერვალს უკვე, ვერდაკავების საბაბით აყალიბებდნენ ალტერნატიულ მთავრობას ე.წ. ძალოვანი მინისტრებით. ეს ინფორმაცია კიევიდან გვქონდა. ჰყავდათ ადამიანები შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროებში, რომლებიც აკეთებდნენ განცხადებას ალტერნატიული მთავრობის და ძალოვანი სტრუქტურების დაქვემდებარებაში გადასვლის თაობაზე.

მე არ ვიცი, პრემიერ გახარიასთვის ეს ცნობილი იყო თუ არა, მაგრამ დასკვნები შეგიძლიათ თქვენ გამოიტანოთ. ჩვენ გვქონდა ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია ჩვენი კოლეგებისგან და დავუმალეთ გიორგი გახარიას, რადგან ეჭვი გაჩნდა.

ეჭვი გამოიწვია თანხვედრამ... იქიდან (კიევიდან) ამბობენ, რომ 2-3 დღე გვჭირდება და ავაყირავებთ ხელისუფლებასო და აქ ითხოვს ჩვენი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი, გაუგებარი მოტივით, 2-3 დღით ოპერაციის გადადებას" - ამბობს კობახიძე.

წამყვანი აზუსტებს, რომ ეს არის ძალიან მძიმე ბრალდება ექსპრემიერის მიმართ, რაზეც კობახიძე პასუხობს:

"კი, ეგრე გამოდის. ეს იმიტაცია ხდება ძალოვან სტრუქტურებში, აქედან იქით გადადიან თანამშრომლები და ა.შ. ალტერნატიული მთავრობის დაქვემდებარებაში ძალოვან სტრუქტურებში გადადიან რეალური ძალოვნები, შინაგან საქმეთა სამინისტროს და თავდაცვის საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, ეს შეიძლება ყოფილიყო სულ 15 კაცი. ეს უნდა მომხდარიყო 18-19 თებერვალს. ჩვენთვის ამ ძალოვანების ვინაობა არ არის ცნობილი,.

შემდეგი გეგმის ნაწილი იყო ის, რომ 19 თებერვლისთვის სააკაშვილი უნდა შემოსულიყო სარფიდან საქართველოში, სადაც უნდა დახვედროდნენ აქტივისტები. ჩვენ არ ვამტკიცებთ, რომ ამას შეძლებდნენ ისინი და ააყირავებდნენ მართლა ხელისუფლებას... თუმცა საკმაოდ სახიფათო ჯაჭვი იქმნება მმართველი პარტიისთვის" - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

რა მოლოდინია ნატო-ს სამიტისგან, სადაც საქართველოს საკითხსაც განიხილავენ

"ყველა ვალდებულებას საქართველო პირნათლად ასრულებს, ველით, რომ ეს სათანადოდ იქნება დაფასებული" - ირაკლი ღარიბაშვილი ნატო-ს სამიტზე

"სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად - საქართველოსთვის“ - რას წერს გიორგი გახარია ფილიპ რიკერთან შეხვედრის შემდეგ