სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"სააკაშვილი გვიზიარებს საკუთარ გამოცდილებას, მაგრამ არ ახდენს გავლენას უკრაინის პოლიტიკაზე" - კვლავ გახდება თუ არა საქართველოს ექსპრეზიდენტი ორ ქვეყანას შორის გაუგებრობის მიზეზი
"სააკაშვილი გვიზიარებს საკუთარ გამოცდილებას, მაგრამ არ ახდენს გავლენას უკრაინის პოლიტიკაზე" - კვლავ გახდება თუ არა საქართველოს ექსპრეზიდენტი ორ ქვეყანას შორის გაუგებრობის მიზეზი

მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია გვეს­მო­დეს, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი დღეს უკ­რა­ი­ნის მო­ქა­ლა­ქეა, იგი უკ­რა­ი­ნის სა­კონ­სულ­ტა­ციო ორ­გა­ნო­ში ერთ-ერთ თა­ნამ­დე­ბო­ბას იკა­ვებს, ის გვი­ზი­ა­რებს სა­კუ­თარ გა­მოც­დი­ლე­ბას და კონ­სულ­ტა­ცი­ებს გვი­წევს რე­ფორ­მე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით, მაგ­რამ მას არა­ნა­ი­რი კავ­ში­რი არ აქვს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან, ის არ ახ­დენს გავ­ლე­ნას უკ­რა­ი­ნის პო­ლი­ტი­კა­ზე, მი­თუ­მე­ტეს, უკ­რა­ი­ნის სა­ერ­თა­შო­რი­სო პო­ლი­ტი­კა­ზე, - ამის შე­სა­ხებ უკ­რა­ი­ნის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა დე­ნის შმი­გალ­მა „ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ ინ­ტერ­ვი­უ­ში კი­თხვის სა­პა­სუ­ხოდ გა­ნა­ცხა­და, შე­იძ­ლე­ბა თუ არა, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ფაქ­ტო­რი, კვლავ აღ­მოჩ­ნდეს ორ ქვე­ყა­ნას შო­რის გა­უ­გებ­რო­ბის მი­ზე­ზი, იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ მას, ამ­ჟა­მად უკ­რა­ი­ნის მო­ქა­ლა­ქეს, ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნე­ბის­თვის სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოს­ვლის შემ­თხვე­ვა­ში და­ა­კა­ვე­ბენ.

ამას­თა­ნა­ვე, უკ­რა­ი­ნის მთავ­რო­ბის მე­თა­ურ­მა ხაზ­გას­მით აღ­ნიშ­ნა, რომ სა­ქარ­თვე­ლო­სა და უკ­რა­ი­ნას გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი კე­თილ­მე­ზობ­ლუ­რი, პარტნი­ო­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი აქვს, რაც მო­მა­ვალ­შიც ამა­ვე სუ­ლის­კვე­თე­ბით გაგ­რძელ­დე­ბა. მი­სი­ვე თქმით, სა­ქარ­თვე­ლო­სა და უკ­რა­ი­ნას ბევ­რი სა­ერ­თო ინ­ტე­რე­სი აქვს, რო­მე­ლიც ორი ქვეყ­ნის­თვის გა­მა­ერ­თი­ა­ნე­ბე­ლი ფაქ­ტო­რია.

„ჩვენ მუდ­მივ დი­ა­ლოგ­ში ვართ ქარ­თველ პო­ლი­ტი­კო­სებ­თან, სამ­თავ­რო­ბო გუნ­დის წევ­რებ­თან, ჩემი სა­მუ­შაო ვი­ზი­ტი ამის დას­ტუ­რია. ჩვენ გვაქვს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი კე­თილ­მე­ზობ­ლუ­რი, პარტნი­ო­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ ეს მო­მა­ვალ­შიც ასე იქ­ნე­ბა. სა­ქარ­თვე­ლოს ელჩი დაბ­რუნ­და უკ­რა­ი­ნა­ში, შედ­გა სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უ­ბა­რი უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენტ ვლო­დი­მირ ზე­ლენ­სკი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენტს სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილს შო­რის, ჩვენ გვაქვს სა­ერ­თო ინ­ტე­რე­სი, რო­მელ­მაც უნდა გაგ­ვა­ერ­თი­ა­ნოს - ეს არის უკ­რა­ი­ნი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პუ­ლი და ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი პერ­სპექ­ტი­ვა. მი­ვიჩ­ნევ, რომ ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი - ეს არის სა­ერ­თო ის­ტო­რია, მას­შტა­ბუ­რი პერ­სპექ­ტი­ვე­ბი ეკო­ნო­მი­კუ­რი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის სფე­რო­ში.

მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია გვეს­მო­დეს, რომ დიახ, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი დღეს უკ­რა­ი­ნის მო­ქა­ლა­ქეა, იგი უკ­რა­ი­ნის სა­კონ­სულ­ტა­ციო ორ­გა­ნო­ში ერთ-ერთ თა­ნამ­დე­ბო­ბას იკა­ვებს. ის გვი­ზი­ა­რებს სა­კუ­თარ გა­მოც­დი­ლე­ბას კონ­სულ­ტა­ცი­ებს გვი­წევს რე­ფორ­მე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით, მაგ­რამ მას არა­ნა­ი­რი კავ­ში­რი არ აქვს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან, ის არ ახ­დენს გავ­ლე­ნას უკ­რა­ი­ნის პო­ლი­ტი­კა­ზე, მი­თუ­მე­ტეს, უკ­რა­ი­ნის სა­ერ­თა­შო­რი­სო პო­ლი­ტი­კა­ზე. კი­დევ ერთხელ მინ­და ხაზ­გას­მით აღ­ვნიშ­ნო, რომ ჩვენს ქვეყ­ნებს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში მარ­თლაც დიდი პერ­სპექ­ტი­ვაა და მე მზად ვარ გა­ვა­კე­თო ყვე­ლა­ფე­რი, რომ უკ­რა­ი­ნა-სა­ქარ­თვე­ლოს ჰქონ­დეთ აბ­სო­ლუ­ტუ­რად თბი­ლი, მე­გობ­რუ­ლი, ძა­ლი­ან პრაგ­მა­ტუ­ლი და ურ­თი­ერ­თსარ­გებ­ლი­ა­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა,“ - გა­ნა­ცხა­და დე­ნის შმი­გალ­მა.

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვიუ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 30 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნანიკო
312

მაინც რა კურდღლები არიან. სლავებს ბელადი გჭირდებათ ყველას

იროდი
372

ფრთხილად იყავით, მაგის "გამოცდილება" აღმოსავლეთ უკრაინასაც დაგაკარგვინებთ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

"სააკაშვილი გვიზიარებს საკუთარ გამოცდილებას, მაგრამ არ ახდენს გავლენას უკრაინის პოლიტიკაზე" - კვლავ გახდება თუ არა საქართველოს ექსპრეზიდენტი ორ ქვეყანას შორის გაუგებრობის მიზეზი

"სააკაშვილი გვიზიარებს საკუთარ გამოცდილებას, მაგრამ არ ახდენს გავლენას უკრაინის პოლიტიკაზე" - კვლავ გახდება თუ არა საქართველოს ექსპრეზიდენტი ორ ქვეყანას შორის გაუგებრობის მიზეზი

მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ მიხეილ სააკაშვილი დღეს უკრაინის მოქალაქეა, იგი უკრაინის საკონსულტაციო ორგანოში ერთ-ერთ თანამდებობას იკავებს, ის გვიზიარებს საკუთარ გამოცდილებას და კონსულტაციებს გვიწევს რეფორმების მიმართულებით, მაგრამ მას არანაირი კავშირი არ აქვს ხელისუფლებასთან, ის არ ახდენს გავლენას უკრაინის პოლიტიკაზე, მითუმეტეს, უკრაინის საერთაშორისო პოლიტიკაზე, - ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში კითხვის საპასუხოდ განაცხადა, შეიძლება თუ არა, რომ მიხეილ სააკაშვილის ფაქტორი, კვლავ აღმოჩნდეს ორ ქვეყანას შორის გაუგებრობის მიზეზი, იმის გათვალისწინებით, რომ მას, ამჟამად უკრაინის მოქალაქეს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის საქართველოში ჩამოსვლის შემთხვევაში დააკავებენ.

ამასთანავე, უკრაინის მთავრობის მეთაურმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოსა და უკრაინას განსაკუთრებული კეთილმეზობლური, პარტნიორული ურთიერთობები აქვს, რაც მომავალშიც ამავე სულისკვეთებით გაგრძელდება. მისივე თქმით, საქართველოსა და უკრაინას ბევრი საერთო ინტერესი აქვს, რომელიც ორი ქვეყნისთვის გამაერთიანებელი ფაქტორია.

„ჩვენ მუდმივ დიალოგში ვართ ქართველ პოლიტიკოსებთან, სამთავრობო გუნდის წევრებთან, ჩემი სამუშაო ვიზიტი ამის დასტურია. ჩვენ გვაქვს განსაკუთრებული კეთილმეზობლური, პარტნიორული ურთიერთობები. დარწმუნებული ვარ, რომ ეს მომავალშიც ასე იქნება. საქართველოს ელჩი დაბრუნდა უკრაინაში, შედგა სატელეფონო საუბარი უკრაინის პრეზიდენტ ვლოდიმირ ზელენსკისა და საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს შორის, ჩვენ გვაქვს საერთო ინტერესი, რომელმაც უნდა გაგვაერთიანოს - ეს არის უკრაინისა და საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური პერსპექტივა. მივიჩნევ, რომ ჩვენი ურთიერთობები - ეს არის საერთო ისტორია, მასშტაბური პერსპექტივები ეკონომიკური თანამშრომლობის სფეროში.

მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ დიახ, მიხეილ სააკაშვილი დღეს უკრაინის მოქალაქეა, იგი უკრაინის საკონსულტაციო ორგანოში ერთ-ერთ თანამდებობას იკავებს. ის გვიზიარებს საკუთარ გამოცდილებას კონსულტაციებს გვიწევს რეფორმების მიმართულებით, მაგრამ მას არანაირი კავშირი არ აქვს ხელისუფლებასთან, ის არ ახდენს გავლენას უკრაინის პოლიტიკაზე, მითუმეტეს, უკრაინის საერთაშორისო პოლიტიკაზე. კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობებში მართლაც დიდი პერსპექტივაა და მე მზად ვარ გავაკეთო ყველაფერი, რომ უკრაინა-საქართველოს ჰქონდეთ აბსოლუტურად თბილი, მეგობრული, ძალიან პრაგმატული და ურთიერთსარგებლიანი ურთიერთობა,“ - განაცხადა დენის შმიგალმა.

იხილეთ ინტერვიუ სრულად

პარლამენტმა დეპუტატისთვის იმუნიტეტის მოხსნასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ინიციატივა მიიღო

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

"ფაქტია, მოხდა უბედურება... არ ვართ სანდონი არც აქეთ, არც იქით - მხარს ვუჭერ წარმოდგენილ კანონპროექტს" - დავით უსუფაშვილი