ავტორი:

"ჩვენ ვუმზადებთ ივანიშვილს ძალიან დიდ სიურპრიზს" - რას სთხოვს მიხეილ სააკაშვილი საქართველოს მოსახლეობას?

"ჩვენ ვუმზადებთ ივანიშვილს ძალიან დიდ სიურპრიზს" - რას სთხოვს მიხეილ სააკაშვილი საქართველოს მოსახლეობას?

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილმა "ფეისბუქის" გვერდზე მორიგი ვიდეოპოსტი გამოაქვეყნა.

"ჩვენ ვუმზადებთ ივანიშვილს ძალიან დიდ სიურპრიზს და ჩვენ, არ მივატოვებთ ქართველ ხალხს - ამაში გარწმუნებთ! მე მინდა ხალხს ვუთხრა, არ წახვიდეთ საქართველოდან, თითოეული ადამიანის მანდ ყოფნა, შემოდგომაზე იქნება გადამწყვეტი და მნიშვნელოვანი. გთხოვთ, გემუდარებით, მამობრივად, შვილობრივად.. არ დაუტოვოთ თქვენი ქვეყანა საჯიჯგნად ამ მართლა სვავებს!" - ამბობს სააკაშვილი გავრცელებულ ვიდეოში.

LIVE - ეთერშია "დღის ნიუსრუმი"

"ლევან ვასაძე დასავლეთ საქართველოში მხარდამჭერებთან შეხვედრებს ატარებდა, რა დროსაც თავი შეუძლოდ იგრძნო" - ერი-ს განცხადება

"მორწმუნეებს შეიძლება სჯეროდეთ, რომ გახარიას და სააკაშვილის ერთ სასტუმროში ყოფნა დამთხვევაა. გახარიას ბურჭულაძიზაციის პროცესი დაწყებულია და ბოლომდეც მივა" - კობახიძე