სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"რატომ შემოდიან?! ფული აიღეს ბიძინა ივანიშვილისგან?! - ხომ არიან ღირსი დერეფანი მოვუწყოთ და ის ვეძახოთ, რასაც ჩვენ გვეძახდნენ?!" - ელისაშვილი "ნაცმოძრაობაზე"
"რატომ შემოდიან?! ფული აიღეს ბიძინა ივანიშვილისგან?! - ხომ არიან ღირსი დერეფანი მოვუწყოთ და ის ვეძახოთ, რასაც ჩვენ გვეძახდნენ?!" - ელისაშვილი "ნაცმოძრაობაზე"

რა­ტომ შე­მო­დი­ან „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წევ­რე­ბი პარ­ლა­მენ­ტში?! ფული აი­ღეს ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის­გან?! - ჩვენ რა­ტომ გვაბ­რა­ლებ­დნენ, რომ ფული ავი­ღეთ, ვინ­მე თუ ერთ თეთ­რს აღ­მო­მი­ჩენს ივა­ნიშ­ვი­ლის­გან აღე­ბულს, წა­ვალ და მე თვი­თონ და­ვიხ­რჩობ მტკვარ­ში თავს,- ამის შე­სა­ხებ „მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის" ლი­დერ­მა ალე­კო ელი­საშ­ვილ­მა „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" მიერ პარ­ლა­მენ­ტში შეს­ვლას­თან და­კავ­ში­რე­ბით მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბი­სას გა­ნუ­ცხა­და.

მისი თქმით, ყვე­ლა მნიშ­ვნე­ლო­ვან რე­ფორ­მას პარ­ლა­მენ­ტში სხვე­ბი ატა­რე­ბენ, პო­ლი­ტი­კუ­რი ლი­დე­რე­ბიც მათ გა­მო­იყ­ვა­ნეს და ამ ფონ­ზე, მის­თვის გა­უ­გე­ბა­რია, რის­თვის შე­დის პარ­ლა­მენ­ტში „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა".

„სა­ერ­თოდ რა­ტომ ან რის ფა­სად შე­მო­დი­ან „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ წევ­რე­ბი პარ­ლა­მენ­ტში?! ფული აი­ღეს ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის­გან?! ჩვენ, „მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი" როცა შე­მო­ვე­დით თე­ბერ­ვალ­ში პარ­ლა­მენ­ტში, ვთქვით, რომ სა­არ­ჩევ­ნო რე­ფორ­მა იმ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ამის გა­სა­ტა­რებ­ლად ვართ პარ­ლა­მენ­ტში. ერ­თხმად არის სა­არ­ჩევ­ნო კო­დექ­სი პირ­ვე­ლი მოს­მე­ნით მი­ღე­ბუ­ლი. „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ რა­ტომ ან რის ფა­სად შე­მო­დის? - მათი ლი­დე­რე­ბი ცი­ხი­დან ჩვენ გა­მო­ვიყ­ვა­ნეთ, სა­არ­ჩევ­ნო რე­ფორ­მას, მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის რე­ფორ­მას ჩვენ ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ. რა­ტომ შე­მო­დი­ან?! თა­ნამ­დე­ბო­ბე­ბი ეხარ­ბე­ბათ? ხელ­ფა­სე­ბი უნ­დათ? მივ­ლი­ნე­ბებ­ში უნ­დათ სი­ა­რუ­ლი თუ ფული აი­ღეს ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის­გან?! ან ჩვენ რა­ტომ გვლან­ძღავ­დნენ? ხომ არი­ან ღირ­სი ყო­ველ დღე დე­რეფ­ნე­ბი მი­ვუ­წყოთ აქ, ის ვე­ძა­ხოთ, რა­საც ჩვენ გვე­ძახ­დნენ და უა­რე­სი?! ჩვენ შე­მოს­ვლას ფასი ჰქონ­და, რაც ვთქვით, ვას­რუ­ლებთ - ძა­ლი­ან მა­გარ და­არ­ჩევ­ნო რე­ფორ­მას მი­ი­ღებს ქვე­ყა­ნა. ისი­ნი რა­ტომ შე­მო­დი­ან?! - და­ე­ტი­ონ ქუ­ჩა­ში, ირ­ბი­ნონ და აბა­რონ ან­გა­რი­შე­ბი სა­ა­კაშ­ვილს, იქ კი­ევ­ში მო­ი­წყონ თა­ვის­თვის პარ­ლა­მენ­ტი. ჩვენ რა­ტომ გვაბ­რა­ლებ­დნენ, მე და ლე­ვან იო­სე­ლი­ანს, რომ ფული ავი­ღეთ, ვინ­მე თუ ერთ თეთ­რს აღ­მო­მი­ჩენს ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის­გან აღე­ბულს, წა­ვალ და მე თვი­თონ და­ვიხ­რჩობ მტკვარ­ში თავს. რა­ტომ გვაბ­რა­ლებ­დნენ ამ ჭუ­ჭყს, მა­შინ თვი­თო­ნაც ფული ჰქო­ნი­ათ აღე­ბუ­ლი, ჩემო ბა­ტო­ნო,"- გა­ნა­ცხა­და ელი­საშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 16 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ხვიჩა
25

იმტომ შემოდიან რომ მაყუთი ბიკარგება,ბენზინი მანქანა და დარმავოი პააეზდკები,აბა ბაჩუკი ქარდავას სხვა რაუნდა აღელვებდეს ან მელიას ან გუბაზას და თუნდაც კიკაბიძეს.მარა ევო გადა ევო ბაგატსტვა

მარიამი
27

გეყოფა ალეკო!!!! როდემდე უნდა აფრქვიო ბოღმა საქმეს მიხედე თუ გაქვს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

"რატომ შემოდიან?! ფული აიღეს ბიძინა ივანიშვილისგან?! - ხომ არიან ღირსი დერეფანი მოვუწყოთ და ის ვეძახოთ, რასაც ჩვენ გვეძახდნენ?!" - ელისაშვილი "ნაცმოძრაობაზე"

"რატომ შემოდიან?! ფული აიღეს ბიძინა ივანიშვილისგან?! - ხომ არიან ღირსი დერეფანი მოვუწყოთ და ის ვეძახოთ, რასაც ჩვენ გვეძახდნენ?!" - ელისაშვილი "ნაცმოძრაობაზე"

რატომ შემოდიან „ნაციონალური მოძრაობის" წევრები პარლამენტში?! ფული აიღეს ბიძინა ივანიშვილისგან?! - ჩვენ რატომ გვაბრალებდნენ, რომ ფული ავიღეთ, ვინმე თუ ერთ თეთრს აღმომიჩენს ივანიშვილისგან აღებულს, წავალ და მე თვითონ დავიხრჩობ მტკვარში თავს,- ამის შესახებ „მოქალაქეების" ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის" მიერ პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების მიღებისას განუცხადა.

მისი თქმით, ყველა მნიშვნელოვან რეფორმას პარლამენტში სხვები ატარებენ, პოლიტიკური ლიდერებიც მათ გამოიყვანეს და ამ ფონზე, მისთვის გაუგებარია, რისთვის შედის პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობა".

„საერთოდ რატომ ან რის ფასად შემოდიან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები პარლამენტში?! ფული აიღეს ბიძინა ივანიშვილისგან?! ჩვენ, „მოქალაქეები" როცა შემოვედით თებერვალში პარლამენტში, ვთქვით, რომ საარჩევნო რეფორმა იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ამის გასატარებლად ვართ პარლამენტში. ერთხმად არის საარჩევნო კოდექსი პირველი მოსმენით მიღებული. „ნაციონალური მოძრაობა“ რატომ ან რის ფასად შემოდის? - მათი ლიდერები ციხიდან ჩვენ გამოვიყვანეთ, საარჩევნო რეფორმას, მართლმსაჯულების რეფორმას ჩვენ ვახორციელებთ. რატომ შემოდიან?! თანამდებობები ეხარბებათ? ხელფასები უნდათ? მივლინებებში უნდათ სიარული თუ ფული აიღეს ბიძინა ივანიშვილისგან?! ან ჩვენ რატომ გვლანძღავდნენ? ხომ არიან ღირსი ყოველ დღე დერეფნები მივუწყოთ აქ, ის ვეძახოთ, რასაც ჩვენ გვეძახდნენ და უარესი?! ჩვენ შემოსვლას ფასი ჰქონდა, რაც ვთქვით, ვასრულებთ - ძალიან მაგარ დაარჩევნო რეფორმას მიიღებს ქვეყანა. ისინი რატომ შემოდიან?! - დაეტიონ ქუჩაში, ირბინონ და აბარონ ანგარიშები სააკაშვილს, იქ კიევში მოიწყონ თავისთვის პარლამენტი. ჩვენ რატომ გვაბრალებდნენ, მე და ლევან იოსელიანს, რომ ფული ავიღეთ, ვინმე თუ ერთ თეთრს აღმომიჩენს ბიძინა ივანიშვილისგან აღებულს, წავალ და მე თვითონ დავიხრჩობ მტკვარში თავს. რატომ გვაბრალებდნენ ამ ჭუჭყს, მაშინ თვითონაც ფული ჰქონიათ აღებული, ჩემო ბატონო,"- განაცხადა ელისაშვილმა.

"ჩვენი მხრიდან რეაგირება მკაცრი იქნება" - რითი ემუქრება ირაკლი კობახიძე "ნაცმოძრაობას", თუ ისინი მიშელის დოკუმენტს ხელს არ მოაწერენ

გოგავა, ხოფერია, ლორთქიფანიძე - კიდევ ვინ შეიძლება ვიხილოთ ლევან ვასაძის პარტიაში?

"საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამების შემთხვევები აღარ დადასტურებულა" - ამირან გამყრელიძე