ავტორი:

"შეკვეთილი გლოვა“ - თურქმენეთის პრეზიდენტმა მამის გარდაცვალების გამო ოფიციალურ პირებს თავის გადაპარსვა მოსთხოვა

"შეკვეთილი გლოვა“ - თურქმენეთის პრეზიდენტმა მამის გარდაცვალების გამო ოფიციალურ პირებს თავის გადაპარსვა მოსთხოვა

თურქმენეთში ოფიციალურ პირებს პრეზიდენტის მამის გარდაცვალების გამო, თავის გადაპარსვა დაავალეს. ბრძანება პრეზიდენტმა გურბანგული ბერგიმუჰამედოვმა გასცა. ინფორმაციას "რადიო თავისუფლების" თურმქენეთის ბიურო ავრცელებს.

თურქმენეთში თავის გადაპარსვა ერთგვარად გლოვის გამოხატულებაა. თუმცა გლოვას პრეზიდენტი ბერგიმუჰამედოვი სპეციალური ბრძანების საფუძველზე ითხოვს.

ბრძანება, თავის გადაპარსვის შესახებ, მიიღეს თურქმენეთის კერძო კომპანიების ხელმძღვანელებმა, ასევე ოფიციალურმა პირებმა, პოლიტიკოსებმა. გლოვა კი მთელ ქვეყანაში გამოცხადდა.

გურბანგული ბერგიმუჰამედოვის მამა 18 მაისს, 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. აღსანიშნავია, რომ ოფიციალური განკარგულების თანახმად, მის გარდაცვალებასთან დაკავშირებული გლოვა ქვეყანაში 40 დღე გაგრძელდება.

გლოვის ნიშნად თმის გადაპარსვის შემდეგ, პირები ვალდებულნი არიან თურქმენეთის ეროვნული ქუდი ატარონ. აღსანიშნავია, რომ ბრძანება მხოლოდ მამაკაცებზე ვრცელდება.

ტანზანიაში დეპუტატი ქალი ვიწრო შარვლის ჩაცმის გამო სხდომიდან გააძევეს - "შესაბამისად ჩაიცვით და შემდეგ დაბრუნდით“

ინდოეთში ქორწილის დროს პატარძალი გარდაიცვალა, საქმრომ კი ცოლად გარდაცვლილის და შეირთო - "ქორწილი მაშინ შედგა, როცა ცხედარი სხვა ოთახში ესვენა“

"სპეცრაზმელი, მილიონერი, ნაციონალისტი" - ვინ არის ნაფტალი ბენეტი, რომელიც ბენიამინ ნათანიაჰუს ისრაელის პრემიერ-მინისტრის პოსტზე შეცვლის