სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
რას აცხადებენ აშშ-ის საელჩო და ევროკავშირის წარმომადგენლობა იმის შესახებ, რომ "ნაცმოძრაობა" შარლ მიშელის დოკუმენტს ხელს არ აწერს
რას აცხადებენ აშშ-ის საელჩო და ევროკავშირის წარმომადგენლობა იმის შესახებ, რომ "ნაცმოძრაობა" შარლ მიშელის დოკუმენტს ხელს არ აწერს

ძა­ლი­ან ვწუხ­ვართ, რომ „ერ­თი­ან­მა ნა­ცი­ო­ნა­ლურ­მა მოძ­რა­ო­ბამ“ დღეს არ გა­მო­ი­ყე­ნა შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რომ შე­ერ­თე­ბო­და სხვა სა­პარ­ლა­მენ­ტო პარ­ტი­ებს და 19 აპ­რი­ლის შე­თან­ხმე­ბის­თვის ხელი მო­ე­წე­რა, - ამის შე­სა­ხებ ევ­რო­კავ­ში­რის მე­დი­ა­ცი­ით 19 აპ­რილს მიღ­წე­უ­ლი შე­თან­ხმე­ბის შეს­რუ­ლე­ბის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლო­ში ევ­რო­კავ­ში­რის წარ­მო­მად­გენ­ლო­ბის და აშშ-ის სა­ელ­ჩოს ერ­თობ­ლი­ვი გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი.

რო­გორც გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, ამ შე­თან­ხმე­ბის ხელ­მო­წე­რით, "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" აჩ­ვე­ნებ­და მზა­ო­ბას შე­ას­რუ­ლოს ფუნ­და­მენ­ტუ­რი ამო­ცა­ნე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს, მისი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის, ევ­რო­კავ­შირ-სა­ქარ­თვე­ლოს ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი მო­მავ­ლის ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე.

„დღეს, სა­ქარ­თვე­ლო­ში ყვე­ლა­ზე დიდ­მა ოპო­ზი­ცი­ურ­მა პო­ლი­ტი­კურ­მა პარ­ტი­ამ, "ერ­თი­ან­მა ნა­ცი­ო­ნა­ლურ­მა მოძ­რა­ო­ბამ", გა­მო­ა­ცხა­და, რომ მისი პარ­ტი­ი­დან არ­ჩე­უ­ლი პარ­ლა­მენ­ტის წევ­რე­ბი პარ­ლა­მენ­ტში შევ­ლენ. ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის შემ­დეგ, 150 დე­პუ­ტა­ტი­დან თით­ქმის ყვე­ლა შე­ას­რუ­ლებს სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მიერ 2020 წლის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში მათ­თვის მი­ნი­ჭე­ბულ მან­და­ტებს. ეს კი­დევ ერთი პო­ზი­ტი­უ­რი ნა­ბი­ჯია სა­ქარ­თვე­ლოს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ინ­სტი­ტუ­ტე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბის­კენ და "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წევ­რებს მო­ვუ­წო­დებთ, თა­ვი­ან­თი მან­და­ტე­ბი კონ­სტრუქ­ცი­უ­ლად გა­მო­ი­ყე­ნონ.

თუმ­ცა, ძა­ლი­ან ვწუხ­ვართ, რომ "ერ­თი­ან­მა ნა­ცი­ო­ნა­ლურ­მა მოძ­რა­ო­ბამ" დღეს არ გა­მო­ი­ყე­ნა შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რომ შე­ერ­თე­ბო­და სხვა სა­პარ­ლა­მენ­ტო პარ­ტი­ებს და 19 აპ­რი­ლის შე­თან­ხმე­ბის­თვის ხელი მო­ე­წე­რა. "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" სხვა არ­ჩე­ულ პარ­ტი­ებ­თან ერ­თად თა­ნაბ­რად პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლია, რომ კონ­სტრუქ­ცი­უ­ლად ჩა­ერ­თოს პარ­ლა­მენ­ტის მუ­შა­ო­ბა­ში პო­ლი­ტი­ზე­ბუ­ლად აღ­ქმუ­ლი მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის სა­კი­თხე­ბის მო­საგ­ვა­რებ­ლად, ამ­ბი­ცი­უ­რი სა­არ­ჩევ­ნო და სა­სა­მარ­თლო რე­ფორ­მის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის­თვის ხმის მი­სა­ცე­მად და ზედ­მი­წევ­ნით გან­სა­ხილ­ვე­ლად, პარ­ლა­მენ­ტში ძა­ლა­უფ­ლე­ბის გა­ნა­წი­ლე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­სა­ღე­ბად, ბევრ სხვა პრი­ო­რი­ტეტს შო­რის. ეს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­მუ­შა­ოა, რო­მელ­საც სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა არ­ჩე­უ­ლი ლი­დე­რის პა­სუ­ხის­მგებ­ლი­ა­ნი მო­ნა­წი­ლე­ო­ბა სჭირ­დე­ბა. ამ შე­თან­ხმე­ბის ხელ­მო­წე­რით, "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" აჩ­ვე­ნებ­და მზა­ო­ბას შე­ას­რუ­ლოს ეს ფუნ­და­მენ­ტუ­რი ამო­ცა­ნე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს, მისი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის, ევ­რო­კავ­შირ-სა­ქარ­თვე­ლოს ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი მო­მავ­ლის ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე.

19 აპ­რი­ლის შე­თან­ხმე­ბა ხელ­მო­სა­წე­რად ღია რჩე­ბა რო­გორც სა­პარ­ლა­მენ­ტო პარ­ტი­ის ლი­დე­რე­ბის­თვის, ასე­ვე პარ­ლა­მენ­ტის ცალ­კე­უ­ლი წევ­რე­ბის­თვის“, - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

ცნო­ბის­თვის, "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" პო­ლიტ­საბ­ჭოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" პარ­ლა­მენ­ტში შე­დის, მაგ­რამ ევ­რო­პუ­ლი საბ­ჭოს პრე­ზი­დენ­ტის შარლ მი­შე­ლის მე­დი­ა­ცი­ით მი­ღე­ბულ დო­კუ­მენტს ხელს არ აწერს.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ალექს
0

მოვეკიდოთ გაგებით, ამერიკა როცა ჯერ კიდევ 2006 წელს მიხვდა სად ჭამეს სააკაშვილი , ძაან იყვნენ შეტოპილი, პრინციპში ბუში და მაკკეინი შეცდნენ, საქმის ჩაფარცხვას და შეტრიალებას ახალი ძალა და ძლიერი კომპეტენცია, პირადი წონა ჭირდებოდა ,და ესენი 2009 წელს აღმოჩნდნენ ჯიმ რიშჩი და ჯიინ შაჰიინი, შეხვდათ რა მძიმე მემკვიდრეობა , სწორედ რიშჩმა და შაჰინმა მიულოცეს პირადად 2 ოქტომბერს პირველებმა გამარჯვება ივანიშვილს, ეს მათ სთხოვეს ბიძინას არ დაეჭირა მიშა და მისი ბანდა , წინა დღეს კი მიშას არწმუნებდნენ არ დაეღვარა ხალხის სისხლი სკამისათვის , რასაც აპირებდა და ეღიარებინა დამარცხება ,ასე შესდგა კოჰაბიტაცია , ანუ ვითომ რუსმა ბიძინამ ვითომ ამერკელი მიშა შეიწყალა ამერიკის ნამუსის შესანახად !!!!! !ამდენად რიშჩი და შაჰინი არიან ვალში და არა პირიქით ! სააკაშვილი ამერიკას "შეეშალა", ბიძინამ კი ნამუსი შეუნახა, ახლა თუ კიდევ შეეშალათ და ნაცებს გვიბრუნებენ, როგორც კონდოლიზამ უთხრა მიშას ცხინვალში არ შეხვიდე, თორემ ორი თაობა ნატოს ვერ ნახავთო, ისე ამერიკა ვერ ნახავს აქ და პოსტსაბჭოთა სივრცეში ორი თაობა დემოკრატიას !

ოტო ფ. ბ.
0

თუ მეცოცხეები მიშელის შეთანხმებას ხელს არ მოაწერენ, ანუ ყველა მხარე თუ არ აიღებს პასუხისმგებლობას, მაშინ შეთანხმება ვერშემდგარად (ჩაშლილად) ჩაითვლება და პირობების შესრულებისაგან გათავისუფლდება ყველა!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

რას აცხადებენ აშშ-ის საელჩო და ევროკავშირის წარმომადგენლობა იმის შესახებ, რომ "ნაცმოძრაობა" შარლ მიშელის დოკუმენტს ხელს არ აწერს

რას აცხადებენ აშშ-ის საელჩო და ევროკავშირის წარმომადგენლობა იმის შესახებ, რომ "ნაცმოძრაობა" შარლ მიშელის დოკუმენტს ხელს არ აწერს

ძალიან ვწუხვართ, რომ „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ დღეს არ გამოიყენა შესაძლებლობა, რომ შეერთებოდა სხვა საპარლამენტო პარტიებს და 19 აპრილის შეთანხმებისთვის ხელი მოეწერა, - ამის შესახებ ევროკავშირის მედიაციით 19 აპრილს მიღწეული შეთანხმების შესრულების შესახებ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის და აშშ-ის საელჩოს ერთობლივი განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ამ შეთანხმების ხელმოწერით, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" აჩვენებდა მზაობას შეასრულოს ფუნდამენტური ამოცანები საქართველოს, მისი მოქალაქეების, ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობებისა და საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის ინტერესებიდან გამომდინარე.

„დღეს, საქართველოში ყველაზე დიდმა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიამ, "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ", გამოაცხადა, რომ მისი პარტიიდან არჩეული პარლამენტის წევრები პარლამენტში შევლენ. ამ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, 150 დეპუტატიდან თითქმის ყველა შეასრულებს საქართველოს მოქალაქეების მიერ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მათთვის მინიჭებულ მანდატებს. ეს კიდევ ერთი პოზიტიური ნაბიჯია საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისკენ და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებს მოვუწოდებთ, თავიანთი მანდატები კონსტრუქციულად გამოიყენონ.

თუმცა, ძალიან ვწუხვართ, რომ "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" დღეს არ გამოიყენა შესაძლებლობა, რომ შეერთებოდა სხვა საპარლამენტო პარტიებს და 19 აპრილის შეთანხმებისთვის ხელი მოეწერა. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" სხვა არჩეულ პარტიებთან ერთად თანაბრად პასუხისმგებელია, რომ კონსტრუქციულად ჩაერთოს პარლამენტის მუშაობაში პოლიტიზებულად აღქმული მართლმსაჯულების საკითხების მოსაგვარებლად, ამბიციური საარჩევნო და სასამართლო რეფორმის განხორციელებისთვის ხმის მისაცემად და ზედმიწევნით განსახილველად, პარლამენტში ძალაუფლების განაწილებაში მონაწილეობის მისაღებად, ბევრ სხვა პრიორიტეტს შორის. ეს მნიშვნელოვანი სამუშაოა, რომელსაც საქართველოს ყველა არჩეული ლიდერის პასუხისმგებლიანი მონაწილეობა სჭირდება. ამ შეთანხმების ხელმოწერით, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" აჩვენებდა მზაობას შეასრულოს ეს ფუნდამენტური ამოცანები საქართველოს, მისი მოქალაქეების, ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობებისა და საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის ინტერესებიდან გამომდინარე.

19 აპრილის შეთანხმება ხელმოსაწერად ღია რჩება როგორც საპარლამენტო პარტიის ლიდერებისთვის, ასევე პარლამენტის ცალკეული წევრებისთვის“, - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, "ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში შედის, მაგრამ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მედიაციით მიღებულ დოკუმენტს ხელს არ აწერს.

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

"ესენი ყოფილან ქეციანები..." - რას აცხადებს თეა წულუკიანი "ნაციონალურ მოძრაობაზე"

"ჩვენ ვუმზადებთ ივანიშვილს ძალიან დიდ სიურპრიზს" - რას სთხოვს მიხეილ სააკაშვილი საქართველოს მოსახლეობას?