სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"აფხაზეთი საბოლოოდ გაემიჯნა საქართველოს..." - ბჟანიამ საგარეო პოლიტიკის დოკუმენტიდან "საქართველოსთან დიალოგის" პუნქტი ამოიღო
"აფხაზეთი საბოლოოდ გაემიჯნა საქართველოს..." - ბჟანიამ საგარეო პოლიტიკის დოკუმენტიდან "საქართველოსთან დიალოგის" პუნქტი ამოიღო

აფხა­ზე­თის ე.წ. პრე­ზი­დენ­ტმა უკვე მო­ა­წე­რა ხელი შე­სა­ბა­მის გან­კარ­გუ­ლე­ბას, რომ­ლის თა­ნახ­მად პუნ­ქტი, სა­დაც სა­ქარ­თვე­ლოს­თან ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ნორ­მა­ლი­ზე­ბა­ზეც იყო სა­უ­ბა­რი, ამო­ი­ღეს. შე­სა­ბა­მი­სი გან­კარ­გუ­ლე­ბა სო­ხუმ­ში 2020 წლის დე­კემ­ბერ­ში მი­ი­ღეს.

ას­ლან ბჟა­ნი­ას ხელ­მო­წე­რით გა­უქ­მე­ბუ­ლი პუნ­ქტი, რო­მე­ლიც "სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კის დო­კუ­მენ­ტში" არ­სე­ბობ­და, აფხა­ზუ­რი მხა­რის ინ­ტე­რე­სე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ჟე­ნე­ვის ფორ­მა­ტის მიღ­მა, "სა­ქარ­თვე­ლო­სა და აფხა­ზეთს შო­რის მრა­ვალ­დო­ნი­ა­ნი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას" უშ­ვებ­და. თუმ­ცა, ეს პუნ­ქტი ოპო­ზი­ცი­ას, გან­სა­კუთ­რე­ბით რა­დი­კა­ლურ ნა­წილს, ბჟა­ნი­ა­ზე ზე­წო­ლის შე­საძ­ლებ­ლო­ბას აძ­ლევ­და.

აღ­ნიშ­ნულ პუნ­ქტს აფხა­ზეთ­ში ას­ლან ბჟა­ნი­ა­სა და მისი გუნ­დის მი­მართ ოპო­ზი­ცი­უ­რი ძა­ლე­ბის მწვა­ვე კრი­ტი­კა მოჰ­ყვა. ბჟა­ნი­ა­სა და მის მთავ­რო­ბას, რო­მელ­საც აფხა­ზეთ­ში პე­რი­ო­დუ­ლად პრო­ქარ­თულ გან­წყო­ბებ­ში ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ, ინ­ტერ­ვი­უ­ებ­სა და გა­მოს­ვლებ­ში თა­ვის მარ­თლე­ბა და იმის მტკი­ცე­ბა უწევ­დათ, რომ "სა­ქარ­თვე­ლოს­თან მრა­ვალ­დო­ნი­ა­ნი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა აფხა­ზე­თის ინ­ტე­რე­სე­ბის ღა­ლატს და აფხა­ზე­თის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა­ზე უარს არ ნიშ­ნავს".

ამ სი­ახ­ლეს აფხა­ზე­თი მო­სახ­ლე­ო­ბა არა­ერ­თგვა­როვ­ნად შეხ­ვდა. ნა­წი­ლის გან­ცხა­დე­ბით, ამით "აფხა­ზე­თი სა­ბო­ლო­ოდ გა­ე­მიჯ­ნა სა­ქარ­თვე­ლოს, ამ­ჯე­რად მო­რა­ლუ­რა­დაც და ამის შემ­დეგ, ას­ლან ბჟა­ნი­ას და მის გუნდს ბევ­რად თა­ვი­სუფ­ლად მოქ­მე­დე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა ექ­ნე­ბათ..."

სხვე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში წე­რენ, რომ ამის ერ­თა­დერ­თი შე­დე­გი ასე­თი იქ­ნე­ბა - აფხა­ზე­თი კი­დევ უფრო, სა­ხი­ფა­თოდ და­უ­ახ­ლოვ­დე­ბა რუ­სეთს.

"ყვე­ლა­ფე­რი კარ­გა­დაა. ნი­კი­ტა მი­ხალ­კო­ვი გვამ­ხნე­ვებს, 1-ელ ივ­ნისს ნურ­მა­გო­მე­დო­ვიც გვეწ­ვე­ვა... ბჟა­ნია კვი­რა­ში ერთხელ კრემლშია, ან კრემლს გა­რეთ... ქუ­ჩა­ში კრი­მი­ნა­ლია, რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი ივ­ნი­სის ბო­ლომ­დე არ მო­იხ­სნე­ბა, ტუ­რის­ტე­ბი ვერ ჩა­მოვ­ლენ, ხალ­ხს შია, უფ­რო­სო­ბას და გავ­ლე­ნი­ან პი­რებს ყვე­ლა­ფე­რი აწყო­ბი­ლი აქვთ. მთა­ვა­რია, არა­ფე­რი შე­ვიმ­ჩნი­ოთ, არა­ფერ­ზე გვაქვს სა­ნერ­ვი­უ­ლო..." - წერს ად­გი­ლობ­რი­ვი ელა ტან­ძია.

"ასეთ აფხა­ზეთ­ზე ვოც­ნე­ბობ­დით, არ მეთ­ნახ­მე­ბით? დი­ლით მე­გობ­რებ­მა მთხო­ვეს, ხურ­დე­ბი ხომ არ გაქვს, მარ­ტო­ხე­ლა ქალს, რო­მელ­საც ქმა­რი ნარ­კო­ტი­კე­ბით და­ე­ღუ­პა და თა­ვა­დაც ნარ­კო­და­მო­კი­დე­ბუ­ლია, თვე­ე­ბის შვი­ლი ჰყავს, საჭ­მლი­სა და პამ­პერ­სის ფულს ვუგ­რო­ვებ­თო... რაც მქონ­და მი­ვე­ცი, მაგ­რამ ხელ­ფა­სამ­დე ან დე­და­ჩე­მის პენ­სი­ამ­დე ალ­ბათ სხვას უნდა ვთხო­ვო ფული. ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად არის. ასეთ აფხა­ზეთ­ზე ხომ ვოც­ნე­ბობ­დით?!.."- კი­თხუ­ლობს კი­დევ ერთი ად­გი­ლობ­რი­ვი ლენა აკირ­თა­ვა.

"მშვე­ნი­ე­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაა. ქარ­თუ­ლი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის­კენ ცქე­რას შე­წყვე­ტენ და თავს თა­ვად გა­არ­თმე­ვენ. აღარ და­ი­წყე­ბენ თა­ვის მარ­თლე­ბას, აი რუ­სეთს იმი­ტომ ვე­პა­ტი­ჟე­ბით და სომ­ხებს იმი­ტომ ვაძ­ლევთ ყვე­ლა­ფერს მუქ­თად, რომ ოპო­ზი­ცია სა­ქარ­თვე­ლოს­თან ყვე­ლა­ნა­ირ ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე სპე­კუ­ლი­რებ­სო..." - მი­აჩ­ნია ლი­ა­ნა დბარს.

"არ ვიცი, რას გვიშ­ლი­და ეს დო­კუ­მენ­ტი. ბჟა­ნია-ან­ქვაბს ეს პუნ­ქტი ზღუ­დავ­და რა­მე­ში? ვინ­მემ ამიხ­სე­ნით, რას გვიც­ვლის ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა... რაც აქამ­დე იყო, იგი­ვე იქ­ნე­ბა, ისევ იმ გავ­ლე­ნი­ა­ნებს ექ­ნე­ბათ ფული, ჩვენ - ნამ­ცე­ცე­ბი. კლა­ნუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბე­ბი ისევ გაგ­რძელ­დე­ბა, ამავდრო­უ­ლად, ორი­ვე თა­ვის კე­თილ­დღე­ო­ბა­ზე ზრუნ­ვას გა­ნაგ­რძობს, გა­ლავ­ნე­ბით გარ­შე­მორ­ტყმუ­ლი სა­სახ­ლე­ე­ბი ისევ ექ­ნე­ბათ, მრა­ვალ­რი­ცხო­ვა­ნი დაც­ვით, დრო და დრო ერ­თმა­ნეთს გა­მოხ­ში­რა­ვენ, ჩვენ ვუ­ყუ­როთ, ხელ­ფა­სი­დან ხელ­ფა­სამ­დე. სა­პენ­სიო ასაკს, რაც დრო გა­დის, ნაკ­ლე­ბი ადა­მი­ა­ნი აღ­წევს..." - წერს ირაკ­ლი აგუ­მა.

მკითხველის კომენტარები / 94 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Vasilii
80

გაუმარჯოს კეთილმეზობლობას...

Biondo
30

Vsio xorosho 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

"აფხაზეთი საბოლოოდ გაემიჯნა საქართველოს..." - ბჟანიამ საგარეო პოლიტიკის დოკუმენტიდან "საქართველოსთან დიალოგის" პუნქტი ამოიღო

"აფხაზეთი საბოლოოდ გაემიჯნა საქართველოს..." - ბჟანიამ საგარეო პოლიტიკის დოკუმენტიდან "საქართველოსთან დიალოგის" პუნქტი ამოიღო

აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა უკვე მოაწერა ხელი შესაბამის განკარგულებას, რომლის თანახმად პუნქტი, სადაც საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზებაზეც იყო საუბარი, ამოიღეს. შესაბამისი განკარგულება სოხუმში 2020 წლის დეკემბერში მიიღეს.

ასლან ბჟანიას ხელმოწერით გაუქმებული პუნქტი, რომელიც "საგარეო პოლიტიკის დოკუმენტში" არსებობდა, აფხაზური მხარის ინტერესების გათვალისწინებით, ჟენევის ფორმატის მიღმა, "საქართველოსა და აფხაზეთს შორის მრავალდონიანი მოლაპარაკებების შესაძლებლობას" უშვებდა. თუმცა, ეს პუნქტი ოპოზიციას, განსაკუთრებით რადიკალურ ნაწილს, ბჟანიაზე ზეწოლის შესაძლებლობას აძლევდა.

აღნიშნულ პუნქტს აფხაზეთში ასლან ბჟანიასა და მისი გუნდის მიმართ ოპოზიციური ძალების მწვავე კრიტიკა მოჰყვა. ბჟანიასა და მის მთავრობას, რომელსაც აფხაზეთში პერიოდულად პროქართულ განწყობებში ადანაშაულებენ, ინტერვიუებსა და გამოსვლებში თავის მართლება და იმის მტკიცება უწევდათ, რომ "საქართველოსთან მრავალდონიანი მოლაპარაკებების შესაძლებლობა აფხაზეთის ინტერესების ღალატს და აფხაზეთის დამოუკიდებლობაზე უარს არ ნიშნავს".

ამ სიახლეს აფხაზეთი მოსახლეობა არაერთგვაროვნად შეხვდა. ნაწილის განცხადებით, ამით "აფხაზეთი საბოლოოდ გაემიჯნა საქართველოს, ამჯერად მორალურადაც და ამის შემდეგ, ასლან ბჟანიას და მის გუნდს ბევრად თავისუფლად მოქმედების შესაძლებლობა ექნებათ..."

სხვები სოციალურ ქსელებში წერენ, რომ ამის ერთადერთი შედეგი ასეთი იქნება - აფხაზეთი კიდევ უფრო, სახიფათოდ დაუახლოვდება რუსეთს.

"ყველაფერი კარგადაა. ნიკიტა მიხალკოვი გვამხნევებს, 1-ელ ივნისს ნურმაგომედოვიც გვეწვევა... ბჟანია კვირაში ერთხელ კრემლშია, ან კრემლს გარეთ... ქუჩაში კრიმინალია, რეგულაციები ივნისის ბოლომდე არ მოიხსნება, ტურისტები ვერ ჩამოვლენ, ხალხს შია, უფროსობას და გავლენიან პირებს ყველაფერი აწყობილი აქვთ. მთავარია, არაფერი შევიმჩნიოთ, არაფერზე გვაქვს სანერვიულო..." - წერს ადგილობრივი ელა ტანძია.

"ასეთ აფხაზეთზე ვოცნებობდით, არ მეთნახმებით? დილით მეგობრებმა მთხოვეს, ხურდები ხომ არ გაქვს, მარტოხელა ქალს, რომელსაც ქმარი ნარკოტიკებით დაეღუპა და თავადაც ნარკოდამოკიდებულია, თვეების შვილი ჰყავს, საჭმლისა და პამპერსის ფულს ვუგროვებთო... რაც მქონდა მივეცი, მაგრამ ხელფასამდე ან დედაჩემის პენსიამდე ალბათ სხვას უნდა ვთხოვო ფული. ყველაფერი კარგად არის. ასეთ აფხაზეთზე ხომ ვოცნებობდით?!.."- კითხულობს კიდევ ერთი ადგილობრივი ლენა აკირთავა.

"მშვენიერი გადაწყვეტილებაა. ქართული ინვესტიციებისკენ ცქერას შეწყვეტენ და თავს თავად გაართმევენ. აღარ დაიწყებენ თავის მართლებას, აი რუსეთს იმიტომ ვეპატიჟებით და სომხებს იმიტომ ვაძლევთ ყველაფერს მუქთად, რომ ოპოზიცია საქართველოსთან ყველანაირ ურთიერთობაზე სპეკულირებსო..." - მიაჩნია ლიანა დბარს.

"არ ვიცი, რას გვიშლიდა ეს დოკუმენტი. ბჟანია-ანქვაბს ეს პუნქტი ზღუდავდა რამეში? ვინმემ ამიხსენით, რას გვიცვლის ეს გადაწყვეტილება... რაც აქამდე იყო, იგივე იქნება, ისევ იმ გავლენიანებს ექნებათ ფული, ჩვენ - ნამცეცები. კლანური დაპირისპირებები ისევ გაგრძელდება, ამავდროულად, ორივე თავის კეთილდღეობაზე ზრუნვას განაგრძობს, გალავნებით გარშემორტყმული სასახლეები ისევ ექნებათ, მრავალრიცხოვანი დაცვით, დრო და დრო ერთმანეთს გამოხშირავენ, ჩვენ ვუყუროთ, ხელფასიდან ხელფასამდე. საპენსიო ასაკს, რაც დრო გადის, ნაკლები ადამიანი აღწევს..." - წერს ირაკლი აგუმა.