სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
რატომ არ ავადდებოდდნენ საბჭოთა კავშირში ადამიანები, როცა გაზიან წყალს ყველა ერთი ჭიქიდან სვამდა?
რატომ არ ავადდებოდდნენ საბჭოთა კავშირში ადამიანები, როცა გაზიან წყალს ყველა ერთი ჭიქიდან სვამდა?

კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მი­ის ფონ­ზე, ეს­ტო­ნუ­რი მა­ს­მე­დია საბ­ჭო­თა პე­რი­ო­დის ინ­ფექ­ცი­ურ და­ა­ვა­დე­ბებს იხ­სე­ნებს და ცდი­ლობს ახ­სნას ის გა­რე­მო­ე­ბა, თუ რა­ტომ არ იყო (ან იყო და მა­ლავ­დნენ) იმ დროს ეპი­დე­მი­ე­ბი. ასე, მა­გა­ლი­თად, გა­ზე­თი "პოს­ტი­მე­ე­სი“ («Postimees») სტა­ტი­ა­ში, სა­თა­უ­რით: "რა­ტომ არ ავად­დე­ბოდ­დნენ საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში ადა­მი­ა­ნე­ბი, როცა გა­ზი­ან წყალს ყვე­ლა ერთი ჭი­ქი­დან სვამ­და?“.

ჯერ კი­დევ ბევ­რს ახ­სოვს ის გა­ნუ­მე­ო­რე­ბე­ლი ხმა, რაც ჭი­ქის წყლით გავ­სე­ბის შემ­დეგ ის­მო­და ხოლ­მე და ის ფასი, რა­საც ერთ ჭიქა სირო­ფი­ან თუ უსირო­ფო გა­ზი­ან წყალ­ში იხ­დიდ­ნენ. იმ დროს, პა­პა­ნა­ქე­ბა სი­ცხე­ში, ჭიქა ცივი წყლის და­ლე­ვა თით­ქმის უფა­სოდ ნამ­დვი­ლად ღვთი­უ­რი სი­ა­მოვ­ნე­ბა იყო: 1 კა­პი­კი უსირო­ფო და 3 კა­პი­კი - სირო­ფით: ეს იყო "რკი­ნის ტა­რი­ფი“, რო­მე­ლიც ათწლე­უ­ლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში არ იც­ვლე­ბო­და. ეს წყლის აპა­რა­ტე­ბი ჩვენს დე­და­ქა­ლაქ­შიც ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლი იყო თა­ვის დრო­ზე, მაგ­რამ ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო ისაა, რომ ჭი­ქე­ბით, რომ­ლე­ბიც სიმ­ბო­ლუ­რად ცივი წყლით "ირე­ცხე­ბო­და“, არა­ვინ ავად­დე­ბო­და რა­ი­მე ინ­ფექ­ცი­ით.

  • რით შე­იძ­ლე­ბა აიხ­სნას ეს სა­ი­დუმ­ლო­ე­ბა?

დიახ, მი­ნის წახ­ნა­გი­ან, და­კუ­თხილ ჭი­ქებს არც მდუ­ღა­რე წყლით არ უკე­თებ­დნენ დე­ზინ­ფექ­ცი­ას, არც ქლო­რი­ა­ნი და არც, უბ­რა­ლოდ, საპ­ნი­ა­ნი ხსნა­რით. ამის მი­უ­ხე­და­ვად, არა­ვის არ გა­უ­გია, რომ ვინ­მე ოდეს­მე ამ სა­ერ­თო მოხ­მა­რე­ბის ჭურ­ჭლით და­ა­ვა­დე­ბუ­ლი­ყო. საბ­ჭო­თა მო­ქა­ლა­ქე­ებს ეს სა­კი­თხი სა­ერ­თოდ არ ადარ­დებ­დათ და რიგ­ში დგო­მის გარ­კვე­უ­ლი დრო­ის შემ­დეგ, სი­ა­მოვ­ნე­ბით სვამ­დნენ ხი­ლის სხვა­დას­ხვა გემ­რი­ე­ლი სირო­ფით გა­ზა­ვე­ბულ გა­ზი­ან ცივ წყალს იმ ჭი­ქე­ბით, რომ­ლე­ბი­თაც მა­ნამ­დე სრუ­ლი­ად უც­ნობ­მა ადა­მი­ა­ნებ­მა ისარ­გებ­ლეს... და რაც უფრო საკ­ვირ­ვე­ლია დღეს, ბავ­შვებ­საც კი წყალს იმა­ვე ჭი­ქე­ბით ას­მევ­დნენ...

  • დღეს შე­იძ­ლე­ბა გაგ­ვიჩ­ნდეს კი­თხვა, თუ რა­ტომ არ ხდე­ბო­და იმ დროს ეპი­დე­მი­ე­ბი - ვთქვათ, ტუ­ბერ­კუ­ლო­ზის, ჰერ­პე­სის და სხვა არა­ს­ა­სი­ა­მოვ­ნო და სი­ცო­ცხლი­სათ­ვის სა­ხი­ფა­თო და­ა­ვა­დე­ბე­ბის თვალ­საზ­რი­სით.

ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით რამ­დე­ნი­მე ჰი­პო­თე­ზა არ­სე­ბობს: ბევ­რი ექი­მი დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ დას­ნე­ბოვ­ნე­ბა ხდე­ბო­და, მაგ­რამ მცი­რე­რი­ცხო­ვა­ნი სა­ხით და მათ­ზე სა­ჯა­როდ ლა­პა­რა­კი სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში მი­ღე­ბუ­ლი არ იყო. რო­გორც არ უნდა და­ცუ­ლი ყო­ფი­ლი­ყო სა­ნი­ტა­რუ­ლი წე­სე­ბი, სა­ერ­თო ჭი­ქე­ბის სარ­გებ­ლო­ბით უბ­რა­ლო დი­ზენ­ტე­რია მა­ინც გავ­რცელ­დე­ბო­და, მაგ­რამ გა­სა­გე­ბია, რომ ინ­ფორ­მა­ცია ასე­თი შემ­თხვე­ვე­ბის შე­სა­ხებ "სა­ნე­პიდ­სად­გუ­რე­ბი­სა“ და სა­მი­ნის­ტრო­ე­ბის კედ­ლებ­ში რჩე­ბო­და. რი­გით­მა მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა სტა­ტის­ტი­კუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბი არ იცოდ­ნენ, ამი­ტო­მაც მშვი­დად აგ­რძე­ლებ­დნენ გა­ზი­ა­ნი წყლის სმის სა­სი­ა­მოვ­ნო პრო­ცე­დუ­რას...

კი­დევ ერთი ვერ­სი­ის მი­ხედ­ვით, ინ­ფექ­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბის საფრ­თხე სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო გზით, ანუ სა­ერ­თო ჭურ­ჭლის და სხვა მსგავ­სი ნივ­თის ხმა­რე­ბით, ძა­ლი­ან გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლია. და თუ მარ­თლაც ასეა, მა­შინ გა­მო­დის, რომ ამ შემ­თხვე­ვა­ში საქ­მე გვაქვს კო­მერ­ცი­ულ ინ­ტე­რეს­თან: სა­დე­ზინ­ფექ­ციო და სა­რე­ცხი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის გა­ყიდ­ვის დონე პირ­და­პირპრო­პორ­ცი­უ­ლია იმ შიშ­თან, რო­მე­ლიც მო­ქა­ლა­ქე­ებს შე­იძ­ლე­ბა გა­უჩ­ნდეთ - რა­ი­მე ინ­ფექ­ცია არ ავი­კი­დოთ სა­ერ­თო ჭი­ქი­სა თუ პირ­სა­ხო­ცის ხმა­რე­ბი­თო.

ისე, ობი­ექ­ტუ­რო­ბის პრინ­ციპს თუ და­ვი­ცავთ, ისიც უნდა ვთქვათ, რომ ჰე­პა­ტი­ტით თუ ტუ­ბერ­კუ­ლო­ზით და­ა­ვა­დე­ბის შან­სი ჭი­ქი­დან გა­ზი­ა­ნი წყლის მოწ­რუპ­ვით თით­ქმის ნუ­ლო­ვა­ნია.

აი, რაც შე­ე­ხე­ბა ან­გი­ნას და ჰერ­პესს, ამ ინ­ფექ­ცი­ე­ბით დას­ნე­ბოვ­ნე­ბა შე­იძ­ლე­ბა. მაგ­რამ ისევ ობი­ექ­ტუ­რო­ბის პრინ­ცი­პით თუ ვიმ­სჯე­ლებთ, ამი­სათ­ვის შე­სა­ბა­მი­სი პი­რო­ბე­ბია სა­ჭი­რო - რო­გორც მი­ნი­მუ­მი, შე­სუს­ტე­ბუ­ლი იმუ­ნი­ტე­ტი მა­ინც. ძლი­ე­რი ორ­გა­ნიზ­მი, რო­გორც წესი, ასეთ ვირუ­სულ შე­ტე­ვებს წარ­მა­ტე­ბით იგე­რი­ებს. და, რა თქმა უნდა, არ უნდა და­ვი­ვი­წყოთ, რომ იმ "სა­ში­ნელ საბ­ჭო­თა პე­რი­ოდ­ში“ სა­ერ­თო მოხ­მა­რე­ბის ჭი­ქე­ბი, ასე თუ ისე, მა­ინც ირე­ცხე­ბო­და - ბევ­რს გახ­სოვთ, ალ­ბათ, რომ გა­დაბ­რუ­ნე­ბულ ჭი­ქას გა­ზი­ა­ნი წყლის აპა­რა­ტის ნაკ­ვე­თურ­ში და­დებ­დით, ხელს და­ა­ჭერ­დით და წყლის საკ­მა­ოდ ძლი­ე­რი ჭავ­ლი წარ­მო­იქ­მნე­ბო­და... ეს პრო­ცე­დუ­რაც ძლი­ერ ამ­ცი­რებ­და და­ა­ვა­დე­ბის ალ­ბა­თო­ბას.

წყა­რო

მო­ამ­ზა­და სი­მონ კი­ლა­ძემ

მკითხველის კომენტარები / 67 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ხათო
1

ბავშვობაში ხშირად ვსვამდი მაგ წყალს,ზუსტად საერთო ჭიქით მაგ დროს ერთჯერადები სად იყო?! უგემრიელესი სიროფი იყო! მაგ ჭიქით სვამდნენ ყველა,მათ შორის ლოთებიც დამინახავს ...არ მახსოვს შემთხვევა,,(სხვაზე ვერ ვიტყვი დანამდვილებით)რამე პრობლემა შემქმნოდეს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით.ისეთი იმუნიტეტი მქონდა,სკოლაშიმთელი წელი უსიცხოდ და უგრიპოდ დავდიოდი.

უცნობი
64

ნეტავი იმ დროს თურმე მაშინ ვყოფილვართ თავისუფლები

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

რატომ არ ავადდებოდდნენ საბჭოთა კავშირში ადამიანები, როცა გაზიან წყალს ყველა ერთი ჭიქიდან სვამდა?

რატომ არ ავადდებოდდნენ საბჭოთა კავშირში ადამიანები, როცა გაზიან წყალს ყველა ერთი ჭიქიდან სვამდა?

კორონავირუსის პანდემიის ფონზე, ესტონური მასმედია საბჭოთა პერიოდის ინფექციურ დაავადებებს იხსენებს და ცდილობს ახსნას ის გარემოება, თუ რატომ არ იყო (ან იყო და მალავდნენ) იმ დროს ეპიდემიები. ასე, მაგალითად, გაზეთი "პოსტიმეესი“ («Postimees») სტატიაში, სათაურით: "რატომ არ ავადდებოდდნენ საბჭოთა კავშირში ადამიანები, როცა გაზიან წყალს ყველა ერთი ჭიქიდან სვამდა?“.

ჯერ კიდევ ბევრს ახსოვს ის განუმეორებელი ხმა, რაც ჭიქის წყლით გავსების შემდეგ ისმოდა ხოლმე და ის ფასი, რასაც ერთ ჭიქა სიროფიან თუ უსიროფო გაზიან წყალში იხდიდნენ. იმ დროს, პაპანაქება სიცხეში, ჭიქა ცივი წყლის დალევა თითქმის უფასოდ ნამდვილად ღვთიური სიამოვნება იყო: 1 კაპიკი უსიროფო და 3 კაპიკი - სიროფით: ეს იყო "რკინის ტარიფი“, რომელიც ათწლეულების განმავლობაში არ იცვლებოდა. ეს წყლის აპარატები ჩვენს დედაქალაქშიც ძალიან პოპულარული იყო თავის დროზე, მაგრამ ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ჭიქებით, რომლებიც სიმბოლურად ცივი წყლით "ირეცხებოდა“, არავინ ავადდებოდა რაიმე ინფექციით.

  • რით შეიძლება აიხსნას ეს საიდუმლოება?

დიახ, მინის წახნაგიან, დაკუთხილ ჭიქებს არც მდუღარე წყლით არ უკეთებდნენ დეზინფექციას, არც ქლორიანი და არც, უბრალოდ, საპნიანი ხსნარით. ამის მიუხედავად, არავის არ გაუგია, რომ ვინმე ოდესმე ამ საერთო მოხმარების ჭურჭლით დაავადებულიყო. საბჭოთა მოქალაქეებს ეს საკითხი საერთოდ არ ადარდებდათ და რიგში დგომის გარკვეული დროის შემდეგ, სიამოვნებით სვამდნენ ხილის სხვადასხვა გემრიელი სიროფით გაზავებულ გაზიან ცივ წყალს იმ ჭიქებით, რომლებითაც მანამდე სრულიად უცნობმა ადამიანებმა ისარგებლეს... და რაც უფრო საკვირველია დღეს, ბავშვებსაც კი წყალს იმავე ჭიქებით ასმევდნენ...

  • დღეს შეიძლება გაგვიჩნდეს კითხვა, თუ რატომ არ ხდებოდა იმ დროს ეპიდემიები - ვთქვათ, ტუბერკულოზის, ჰერპესის და სხვა არასასიამოვნო და სიცოცხლისათვის სახიფათო დაავადებების თვალსაზრისით.

ამასთან დაკავშირებით რამდენიმე ჰიპოთეზა არსებობს: ბევრი ექიმი დარწმუნებულია, რომ დასნებოვნება ხდებოდა, მაგრამ მცირერიცხოვანი სახით და მათზე საჯაროდ ლაპარაკი საზოგადოებაში მიღებული არ იყო. როგორც არ უნდა დაცული ყოფილიყო სანიტარული წესები, საერთო ჭიქების სარგებლობით უბრალო დიზენტერია მაინც გავრცელდებოდა, მაგრამ გასაგებია, რომ ინფორმაცია ასეთი შემთხვევების შესახებ "სანეპიდსადგურებისა“ და სამინისტროების კედლებში რჩებოდა. რიგითმა მოქალაქეებმა სტატისტიკური მონაცემები არ იცოდნენ, ამიტომაც მშვიდად აგრძელებდნენ გაზიანი წყლის სმის სასიამოვნო პროცედურას...

კიდევ ერთი ვერსიის მიხედვით, ინფექციის გავრცელების საფრთხე საყოფაცხოვრებო გზით, ანუ საერთო ჭურჭლის და სხვა მსგავსი ნივთის ხმარებით, ძალიან გადაჭარბებულია. და თუ მართლაც ასეა, მაშინ გამოდის, რომ ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს კომერციულ ინტერესთან: სადეზინფექციო და სარეცხი საშუალებების გაყიდვის დონე პირდაპირპროპორციულია იმ შიშთან, რომელიც მოქალაქეებს შეიძლება გაუჩნდეთ - რაიმე ინფექცია არ ავიკიდოთ საერთო ჭიქისა თუ პირსახოცის ხმარებითო.

ისე, ობიექტურობის პრინციპს თუ დავიცავთ, ისიც უნდა ვთქვათ, რომ ჰეპატიტით თუ ტუბერკულოზით დაავადების შანსი ჭიქიდან გაზიანი წყლის მოწრუპვით თითქმის ნულოვანია.

აი, რაც შეეხება ანგინას და ჰერპესს, ამ ინფექციებით დასნებოვნება შეიძლება. მაგრამ ისევ ობიექტურობის პრინციპით თუ ვიმსჯელებთ, ამისათვის შესაბამისი პირობებია საჭირო - როგორც მინიმუმი, შესუსტებული იმუნიტეტი მაინც. ძლიერი ორგანიზმი, როგორც წესი, ასეთ ვირუსულ შეტევებს წარმატებით იგერიებს. და, რა თქმა უნდა, არ უნდა დავივიწყოთ, რომ იმ "საშინელ საბჭოთა პერიოდში“ საერთო მოხმარების ჭიქები, ასე თუ ისე, მაინც ირეცხებოდა - ბევრს გახსოვთ, ალბათ, რომ გადაბრუნებულ ჭიქას გაზიანი წყლის აპარატის ნაკვეთურში დადებდით, ხელს დააჭერდით და წყლის საკმაოდ ძლიერი ჭავლი წარმოიქმნებოდა... ეს პროცედურაც ძლიერ ამცირებდა დაავადების ალბათობას.

წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ