სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
მარნეულის მუნიციპალიტეტში ისტორიის კონკურს „დიდგორელის“ გამარჯვებული გამოვლინდა
მარნეულის მუნიციპალიტეტში ისტორიის კონკურს „დიდგორელის“ გამარჯვებული გამოვლინდა

კომ­პა­ნია "არემ­ჯის“ მხარ­და­ჭე­რით, მე­სა­მე წე­ლია ქვე­მო ქარ­თლში სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პრო­ექ­ტი "დიდ­გო­რე­ლი“ იმარ­თე­ბა. თეთ­რი­წყა­როს, ბოლ­ნი­სი­სა და დმა­ნი­სის შემ­დეგ, ახლა უკვე მარ­ნე­უ­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სკო­ლის მოს­წავ­ლე­ებ­მა გა­მოს­ცა­დეს სა­კუ­თა­რი ცოდ­ნა სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში.

კონ­კურ­სში 528 მოს­წავ­ლემ მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. ფი­ნა­ლურ ეტაპ­ზე გა­და­სულ 19 უფ­როსკლა­სელს და მათ პე­და­გო­გებს, მარ­ნე­უ­ლის ბიბ­ლი­ო­თე­კის ეზო­ში კონ­კურ­სის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებ­მა სა­მახ­სოვ­რო სა­ჩუქ­რე­ბი და სი­გე­ლე­ბი გა­დას­ცეს.

პრო­ექ­ტის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი, მარ­ნე­უ­ლის მე-5 სა­ჯა­რო სკო­ლის 11 კლა­სის მოს­წავ­ლე ლუკა ან­დი­აშ­ვი­ლი გახ­და, რო­მელ­საც „არემ­ჯის­გან“ 6 თვი­ა­ნი სტი­პენ­დია და­ე­ნიშ­ნე­ბა. ის­ტო­რი­ის კონ­კურსს მარ­ნე­უ­ლის შემ­დეგ გარ­დაბ­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი უმას­პინ­ძლებს.

„არემ­ჯი“ „დიდ­გო­რე­ლის“ გე­ნე­რა­ლუ­რი სპონ­სო­რია პრო­ექ­ტის და­არ­სე­ბის დღი­დან. მარ­ნე­უ­ლი რი­გით მე-4 მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტია, რო­მელ­შიც ის­ტო­რი­ის კონ­კურ­სი იმარ­თე­ბა და ის ყო­ველ ჯერ­ზე უფრო და უფრო მეტ მო­ნა­წი­ლეს იზი­დავს. ჩვე­ნი კომ­პა­ნია კორ­პო­რა­ცი­უ­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის ფარ­გლებ­ში კვლავ გა­აგ­რძე­ლებს აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ექ­ტის და ყვე­ლა იმ ახალ­გაზ­რდის მხარ­და­ჭე­რას, რომ­ლის­თვი­საც სწავ­ლა, გან­ვი­თა­რე­ბა და წინსვლა პრი­ო­რი­ტე­ტია.“- გა­ნა­ცხა­და „არემ­ჯის“ სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხუ­რის მე­ნე­ჯერ­მა ნა­ტა­ლი ნო­ზა­ძემ.

„ეს არის ჩემ­თვის ძა­ლი­ან დიდი მო­ტი­ვა­ცია. ძა­ლი­ან დიდი სტი­მუ­ლი, იმი­სათ­ვის რომ გა­ვაგ­რძე­ლო შემ­დგომ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ის უფრო ღრმად შეს­წავ­ლა. ვფიქ­რომ, რომ ამ კონ­კურ­სის მი­ზა­ნია ახალ­გაზ­რდებ­ში გა­ა­ჩი­ნოს და გა­აღ­ვი­ვოს ინ­ტე­რე­სი ის­ტო­რი­ის მი­მართ და ეს მი­ზა­ნი ნამ­დვი­ლად მიღ­წე­უ­ლია. არ მახ­სოვს ბო­ლოს ასე­თი აქ­ტი­უ­რი პრო­ექ­ტი, რო­გო­რიც „დიდ­გო­რე­ლია“ , მას­ში თით­ქმის ყვე­ლა ჩემი თა­ნა­ტო­ლი და მე­გო­ბა­რი ჩა­ერ­თო.“ - ლუკა ან­დი­აშ­ვი­ლი, „დიდ­გო­რე­ლის“ გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი მარ­ნე­ულ­ში.

ამ დრო­ის­თვის ის­ტო­რი­ის კონ­კურს „დიდ­გო­რელ­ში“ მო­ნა­წი­ლე მოს­წავ­ლე­თა სა­ერ­თო რა­ო­დე­ნო­ბამ 1500 მი­აღ­წია.

NS

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

მარნეულის მუნიციპალიტეტში ისტორიის კონკურს „დიდგორელის“ გამარჯვებული გამოვლინდა

მარნეულის მუნიციპალიტეტში ისტორიის კონკურს „დიდგორელის“ გამარჯვებული გამოვლინდა

კომპანია ,,არემჯის“ მხარდაჭერით, მესამე წელია ქვემო ქართლში საგანმანათლებლო პროექტი ,,დიდგორელი“ იმართება. თეთრიწყაროს, ბოლნისისა და დმანისის შემდეგ, ახლა უკვე მარნეულის მუნიციპალიტეტის სკოლის მოსწავლეებმა გამოსცადეს საკუთარი ცოდნა საქართველოს ისტორიაში.

კონკურსში 528 მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. ფინალურ ეტაპზე გადასულ 19 უფროსკლასელს და მათ პედაგოგებს, მარნეულის ბიბლიოთეკის ეზოში კონკურსის ორგანიზატორებმა სამახსოვრო საჩუქრები და სიგელები გადასცეს.

პროექტის გამარჯვებული, მარნეულის მე-5 საჯარო სკოლის 11 კლასის მოსწავლე ლუკა ანდიაშვილი გახდა, რომელსაც „არემჯისგან“ 6 თვიანი სტიპენდია დაენიშნება. ისტორიის კონკურსს მარნეულის შემდეგ გარდაბნის მუნიციპალიტეტი უმასპინძლებს.

„არემჯი“ „დიდგორელის“ გენერალური სპონსორია პროექტის დაარსების დღიდან. მარნეული რიგით მე-4 მუნიციპალიტეტია, რომელშიც ისტორიის კონკურსი იმართება და ის ყოველ ჯერზე უფრო და უფრო მეტ მონაწილეს იზიდავს. ჩვენი კომპანია კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში კვლავ გააგრძელებს აღნიშნული პროექტის და ყველა იმ ახალგაზრდის მხარდაჭერას, რომლისთვისაც სწავლა, განვითარება და წინსვლა პრიორიტეტია.“- განაცხადა „არემჯის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მენეჯერმა ნატალი ნოზაძემ.

„ეს არის ჩემთვის ძალიან დიდი მოტივაცია. ძალიან დიდი სტიმული, იმისათვის რომ გავაგრძელო შემდგომში საქართველოს ისტორიის უფრო ღრმად შესწავლა. ვფიქრომ, რომ ამ კონკურსის მიზანია ახალგაზრდებში გააჩინოს და გააღვივოს ინტერესი ისტორიის მიმართ და ეს მიზანი ნამდვილად მიღწეულია. არ მახსოვს ბოლოს ასეთი აქტიური პროექტი, როგორიც „დიდგორელია“ , მასში თითქმის ყველა ჩემი თანატოლი და მეგობარი ჩაერთო.“ - ლუკა ანდიაშვილი, „დიდგორელის“ გამარჯვებული მარნეულში.

ამ დროისთვის ისტორიის კონკურს „დიდგორელში“ მონაწილე მოსწავლეთა საერთო რაოდენობამ 1500 მიაღწია.

NS

საქართველოში კორონავირუსის 388 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - რამდენი ტესტი ჩატარდა გასულ 24 საათში და როგორია ეპიდვითარება ქვეყანაში

როგორ მუშაობს და რა გვერდითი მოვლენები ახასიათებს? - ყველაფერი ჩინურ "სინოვაკზე", რომლითაც აცრა საქართველოში დღეს იწყება

"ივანიშვილის სახელის ხსენება "ნამახვანჰესთან" დაკავშირებით, არის უადგილო" - ვარლამ გოლეთიანი