22 მაისს დღის მეორე ნახევრიდან 23 მაისის დღის ბოლომდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით (აღმოსავლეთ საქართველოში და დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში ზოგან ძლიერი), დროგამოშვებით ძლიერი ქარი, შესაძლებელია სეტყვა და ზღვაზე 2-3 ბალიანი ღელვა. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოს დაბლობში ჰაერის ტემპერატურა მკვეთრად (10-15 გრადუსით) დაიკლებს.
მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს.
რაც არ უნდა ამინდი გააუარესოთ, ხალხი მაინც გამოვა 23 მაისის აქციაზე