ავტორი:

"ყველამ უნდა გაითავისოს, როცა პირბადეს არ ატარებს და რეგულაციებს არ იცავს, გარდაცვალების შემთხვევებზე გარკვეულწილად პასუხისმგებლობას იღებს" - თენგიზ ცერცვაძე

"ყველამ უნდა გაითავისოს, როცა პირბადეს არ ატარებს და რეგულაციებს არ იცავს, გარდაცვალების შემთხვევებზე გარკვეულწილად პასუხისმგებლობას იღებს" - თენგიზ ცერცვაძე

"თითოეულმა ადამიანმა უნდა გაითავისოს, როცა პირბადეს არ ატარებს და რეგულაციებს არ იცავს, გარდაცვალების შემთხვევებზე გარკვეულწილად პასუხისმგებლობას იღებს. აბა გარდაცვალების შემთხვევები ციდან ხომ არ მოსულა?!" - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ ტელეკომპანია "პალიტრანიუსის“ გადაცემა "ნიუსრუმში“ განაცხადა.

როგორც ცერცვაძემ განაცხადა, აღნიშნული განცხადება თავისი შინაარსით მკაცრია, მაგრამ თითოეულმა პიროვნებამ პასუხისმგებლობა უნდა გაითავისოს.

"ძალიან სუსტი ადგილია ჩვენი მოსახლეობისთვის, პირბადეების ტარება არ უყვართ. ფიქრობენ, მე არ დამემართება, იოლად გადავიტან. კი ბატონო, შენ შეიძლება იოლად გადაიტანო, მაგრამ საფრთხეს უქმნი გარემოს, ახლობლებს. მე მინდა თავისი შინაარსით მკაცრი განცხადება გავაკეთო. თითოეულმა პიროვნებამ უნდა გაითავისოს, რომ როცა პირბადეს არ ატარებს და რეგულაციებს არ იცავს, ის გარკვეულწილად იღებს პასუხისმგებლობას გარდაცვალების შემთხვევებზე, რომელიც საქართველოშია. გარდაცვალების შემთხვევები ციდან ხომ არ მოსულა?! მათ ხომ ვიღაცისგან დაემართათ?!“, - განაცხადა ცერცვაძემ.

მანვე გარდაცვალების მიზეზებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამის მთავარი მიზეზი დაგვიანებული მიმართვაა.

"ახლა, მესამე ტალღის დროს, სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, მესამე ტალღის დროს არ დაფიქსირებულა სასწრაფოს დაგვიანების შემთხვევა. პრობლემა გვიან მომართვის მიზეზშია. იცდიან სახლში, ვიდრე უკიდურესად არ დამძიმდებიან“, - განაცხადა ცერცვაძემ.

"ნინოწმინდის პანსიონის მიმართ მიმდინარე პროპაგანდისტული შტურმი პირდაპირ კავშირშია ე.წ. ლგბტ კვირეულის ორგანიზებასთან" - ჯაღმაიძე

თენგიზ ცერცვაძე ასახელებს პრეპარატს, რომელიც კორონავირუსით ინფიცირებულ მძიმე ავადმყოფებში სიკვდილობას ამცირებს

"ერი ფეხზე უნდა დადგეს... ძალიან საშიში მოვლენაა არასამთავრობოების და ლომჯარიების ზემოქმედება ახალგაზრდობაზე" - მეუფე სპირიდონი