ავტორი:

"ისრაელი სარაკეტო თავდასხმაზე ძალიან მკაცრ რეაგირებას მოახდენს" - ბენიამინ ნეთანიაჰუ

"ისრაელი სარაკეტო თავდასხმაზე ძალიან მკაცრ რეაგირებას მოახდენს" - ბენიამინ ნეთანიაჰუ

სამხედრო ოპერაცია კიდევ რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდება, რის შემდეგაც ისრაელი თითოეულ რაკეტაზე პასუხის გამკაცრებას დაიწყებს, - ისრაელის მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.

"ოპერაცია კიდევ რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდება, ამის შემდეგ სარაკეტო ცეცხლზე ძალიან მკაცრ რეაგირებას მოვახდენთ ”, - აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

შეგახსენებთ, ისრაელსა და პალესტინელებს შორის ორშაბათს დაწყებული თავდასხმების შედეგად სულ მცირე 213 პალესტინელი, მათ შორის 61 ბავშვი და 36 ქალია დაღუპული. ისრაელში დაღუპულთა რაოდენობა კი 12-მდე გაიზარდა.

ესპანეთმა სეუტას ანკლავში, სადაც ათასობით მიგრანტი შეიჭრა, ჯარი შეიყვანა - როგორი ვითარებაა ადგილზე

ინდოეთში კოვიდით გარდაცვალების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა - როგორია ვითარება ქვეყანაში, რომელსაც ვირუსის "მეორე ტალღამ" მძიმე დარტყმა მიაყენა

"პუტინის პროექტი ვარ, ქვეითი, უზენაესის მონა და ხალხის მსახური" - რამზან კადიროვი