სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები CERN-ის საერთაშორისო კონფერენციაში - CHEP 2021 იღებენ მონაწილეობას
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები CERN-ის საერთაშორისო კონფერენციაში - CHEP 2021 იღებენ მონაწილეობას

სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტე­ბი და ბირ­თვუ­ლი ინ­ჟი­ნე­რი­ის ცენ­ტრის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი ბირ­თვუ­ლი კვლე­ვე­ბის ევ­რო­პუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის (CERN) რი­გით 25-ე სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ფე­რენ­ცი­ა­ში - Computing in High-Energy and Nuclear Physics (CHEP 2021) იღე­ბენ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტი ავ­რცე­ლებს.

სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ფე­რენ­ცია CHEP 2021(https://indico.cern.ch/event/948465/), რომ­ლის სა­მეც­ნი­ე­რო თე­მა­ტი­კაა „გა­მოთ­ვლე­ბი ბირ­თვულ და მა­ღა­ლი ენერ­გი­ე­ბის ფი­ზი­კა­ში“, CERN-ში მიმ­დი­ნა­რე წლის 17-21 მა­ისს იმარ­თე­ბა.

სა­ერ­თა­შო­რი­სო ღო­ნის­ძი­ე­ბა­ში მო­ნა­წი­ლის სტა­ტუ­სით 1000-ზე მეტი მეც­ნი­ე­რი და მკვლე­ვა­რია და­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი. მსოფ­ლიო პან­დე­მი­ის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, წლე­ვან­დელ სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ფე­რენ­ცი­ას CERN-ი ონ­ლა­ინ ფორ­მატ­ში მარ­თავს. 20 მა­ისს, „Education, Training, Outreach“ სექ­ცი­ა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას იღე­ბენ სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის ბირ­თვუ­ლი ინ­ჟი­ნე­რი­ის ცენ­ტრის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი, მათ შო­რის, სტუ-ის ინ­ფორ­მა­ტი­კი­სა და მარ­თვის სის­ტე­მე­ბის ფა­კულ­ტე­ტის სწავ­ლე­ბის სხვა­დას­ხვა სა­ფე­ხუ­რის 3 სტუ­დენ­ტი.

ისი­ნი, მო­ნა­წი­ლე­თა რან­გში, კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე წა­რად­გე­ნენ „ATLAS-ის დე­ტექ­ტო­რის ვი­ზუ­ა­ლურ-შე­მეც­ნე­ბით აპ­ლი­კა­ცი­ებს“, რო­მელ­თა შე­მუ­შა­ვე­ბა სტუ-ის ბირ­თვუ­ლი ინ­ჟი­ნე­რი­ის ცენ­ტრში მოხ­და. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ CERN-ის რი­გით 25-ე სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ფე­რენ­ცი­ის მო­ნა­წი­ლის სტა­ტუ­სი სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის ბირ­თვუ­ლი ინ­ჟი­ნე­რი­ის ცენ­ტრის სტუ­დენტ-თა­ნამ­შრომ­ლებ­მა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პი­რო­ბის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბის შემ­დეგ მო­ი­პო­ვეს.

კერ­ძოდ კი, მათ მიერ წარ­დგე­ნილ­მა სა­მეც­ნი­ე­რო სტა­ტი­ამ წარ­მა­ტე­ბით გა­ი­ა­რა ATLAS-ის სა­გა­მომ­ცემ­ლო კო­მი­ტე­ტის (ATLAS OutreachPubCom) და შემ­დგომ CERN-ის სა­გა­მომ­ცემ­ლო კო­მი­ტე­ტის (CERN OutreachPubCom) შე­მოწ­მე­ბა.

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები CERN-ის საერთაშორისო კონფერენციაში - CHEP 2021 იღებენ მონაწილეობას

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები CERN-ის საერთაშორისო კონფერენციაში - CHEP 2021 იღებენ მონაწილეობას

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები და ბირთვული ინჟინერიის ცენტრის თანამშრომლები ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის (CERN) რიგით 25-ე საერთაშორისო კონფერენციაში - Computing in High-Energy and Nuclear Physics (CHEP 2021) იღებენ მონაწილეობას. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

საერთაშორისო კონფერენცია CHEP 2021(https://indico.cern.ch/event/948465/), რომლის სამეცნიერო თემატიკაა „გამოთვლები ბირთვულ და მაღალი ენერგიების ფიზიკაში“, CERN-ში მიმდინარე წლის 17-21 მაისს იმართება.

საერთაშორისო ღონისძიებაში მონაწილის სტატუსით 1000-ზე მეტი მეცნიერი და მკვლევარია დარეგისტრირებული. მსოფლიო პანდემიის გათვალისწინებით, წლევანდელ საერთაშორისო კონფერენციას CERN-ი ონლაინ ფორმატში მართავს. 20 მაისს, „Education, Training, Outreach“ სექციაში მონაწილეობას იღებენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბირთვული ინჟინერიის ცენტრის თანამშრომლები, მათ შორის, სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის სწავლების სხვადასხვა საფეხურის 3 სტუდენტი.

ისინი, მონაწილეთა რანგში, კონფერენციაზე წარადგენენ „ATLAS-ის დეტექტორის ვიზუალურ-შემეცნებით აპლიკაციებს“, რომელთა შემუშავება სტუ-ის ბირთვული ინჟინერიის ცენტრში მოხდა. აღსანიშნავია, რომ CERN-ის რიგით 25-ე საერთაშორისო კონფერენციის მონაწილის სტატუსი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბირთვული ინჟინერიის ცენტრის სტუდენტ-თანამშრომლებმა მნიშვნელოვანი პირობის დაკმაყოფილების შემდეგ მოიპოვეს.

კერძოდ კი, მათ მიერ წარდგენილმა სამეცნიერო სტატიამ წარმატებით გაიარა ATLAS-ის საგამომცემლო კომიტეტის (ATLAS OutreachPubCom) და შემდგომ CERN-ის საგამომცემლო კომიტეტის (CERN OutreachPubCom) შემოწმება.

R

"მოგიწოდებთ განსაკუთრებული სიფრთხილისკენ... არსებობს თაღლითობის განხორციელების რისკი" - ეროვნული ბანკი მოსახლეობას აფრთხილებს

როგორ გამოიყურება განახლებული პეტრას ციხე, რომლის რეაბილიტაციაზეც 2 მლნ ლარი დაიხარჯა - ფოტოები

იღბლიანი გაზაფხული ლატარიაში გრძელდება - გაიცანით ქალი, რომელმაც ლოტოში 33 592 ლარი მოიგო!