სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
თამბაქოს წინააღმდეგ ბრძოლა - რატომ უნდა აირჩიოს საქართველომ მეცნიერება და არა იდეოლოგია
თამბაქოს წინააღმდეგ ბრძოლა - რატომ უნდა აირჩიოს საქართველომ მეცნიერება და არა იდეოლოგია

სა­ქარ­თვე­ლო­ში 800 000 მწე­ვე­ლია და ჯან­დაც­ვის სის­ტე­მის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი აქ­ტი­უ­რად ცდი­ლო­ბენ ამ პრობ­ლე­მას­თან გამ­კლა­ვე­ბას. “თამ­ბა­ქოს პან­დე­მი­ას­თან” ბრძო­ლის პრო­ცეს­ში სამ­თავ­რო­ბო ინ­სტი­ტუ­ტე­ბის მთა­ვარ ინ­სტრუ­მენტს თამ­ბა­ქოს ნა­წარმ­ზე ისე­თი შე­ზღუდ­ვე­ბი­სა და აკ­რძალ­ვე­ბის და­წე­სე­ბა წარ­მო­ად­გენს, რო­მე­ლიც შე­სა­ბა­მი­სო­ბა­ში მო­დის ჯან­მოს თამ­ბა­ქოს კონ­ტრო­ლის ჩარ­ჩო-კონ­ვენ­ცი­ის (FCTC) დო­კუ­მენ­ტში მო­ცე­მულ რე­კო­მენ­და­ცი­ებ­თან.

მსოფ­ლიო ჯან­დაც­ვის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მი­ზა­ნია, 2025 წლის­თვის მწე­ველ­თა რა­ო­დე­ნო­ბის 30%-ით, ხოლო 2030 წლის­თვის თამ­ბა­ქოს მოხ­მა­რე­ბის შე­დე­გად გა­მოწ­ვე­უ­ლი სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბის ერთი მე­სა­მე­დით შემ­ცი­რე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, ჯან­მოს მიერ შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი თამ­ბა­ქოს კონ­ტრო­ლის ჩარ­ჩო-კონ­ვენ­ცი­ის მი­ხედ­ვით, თი­თო­ე­უ­ლი ხელ­მომ­წე­რი ქვეყ­ნის მთა­ვა­რი პრი­ო­რი­ტე­ტი თამ­ბა­ქოს ნა­წარმ­ზე კონ­ტრო­ლის და­წე­სე­ბა და მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი ქმე­დე­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა უნდა იყოს.

მკაც­რი აკ­რძალ­ვე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, სა­სურ­ვე­ლი მიზ­ნის მიღ­წე­ვა არც ისე სწრა­ფად ხორ­ცი­ელ­დე­ბა. მი­ზე­ზი მარ­ტი­ვია - მწე­ველ­თა დიდი ნა­წი­ლი ვერ ან არ ანე­ბებს თავს მო­წე­ვას. ჯან­მოს გან­ცხა­დე­ბით, მო­წე­ვის შე­წყვე­ტის მხარ­დამ­ჭე­რი სერ­ვი­სე­ბის გა­რე­შე, მხო­ლოდ 4% ანე­ბებს თავს ტრა­დი­ცი­უ­ლი სი­გა­რე­ტის მოხ­მა­რე­ბას.

ამი­ტომ ჯან­დაც­ვის ექ­სპერტთა ნა­წი­ლი თამ­ბა­ქოს ზი­ა­ნის შემ­ცი­რე­ბის პრო­ცეს­ში დიდ მნიშ­ვნე­ლო­ბას თამ­ბა­ქოს ალ­ტერ­ნა­ტი­ულ მო­წყო­ბი­ლო­ბებს ანი­ჭებს, რომ­ლე­ბიც ამ­ცი­რებს ტრა­დი­ცი­უ­ლი სი­გა­რე­ტის მოხ­მა­რე­ბის შე­დე­გად ორ­გა­ნიზ­მის­თვის მი­ყე­ნე­ბულ ზი­ანს. შე­სა­ბა­მი­სად, ექ­სპერტთა ნა­წი­ლი მი­იჩ­ნევს, რომ თამ­ბა­ქოს ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბის მი­ლი­ო­ნო­ბით სი­ცო­ცხლის გა­დარ­ჩე­ნის შე­საძ­ლებ­ლო­ბას წარ­მო­ად­გენს.

თამ­ბა­ქოს ელექტრო­ნუ­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბის უპი­რა­ტე­სო­ბებს აღი­ა­რე­ბენ ისე­თი ქვეყ­ნე­ბის ჯან­დაც­ვის სის­ტე­მე­ბი, რო­გო­რე­ბიც არის: დიდი ბრი­ტა­ნე­თი, აშშ, საფ­რან­გე­თი, ია­პო­ნია, ახა­ლი ზე­ლან­დია.

“ახა­ლი ზე­ლან­დი­ის მთავ­რო­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ამ­ტკი­ცებს, რომ მო­წე­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბულ და­ა­ვა­დე­ბებს თამ­ბა­ქოს კვამ­ლი იწ­ვევს და არა ნი­კო­ტი­ნი. შე­სა­ბა­მი­სად, უკ­ვამ­ლო მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა ნაკ­ლე­ბი რის­კის შემ­ცვე­ლია”, - ამ­ბობს დე­ვიდ სვე­ა­ნო­რი, ოტა­ვის უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რი.

Public Health England-ის გან­ცხა­დე­ბით, თამ­ბა­ქოს ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბი, ტრა­დი­ცი­ულ სი­გა­რე­ტებ­თან შე­და­რე­ბით, 95%-ით ნაკ­ლე­ბი ზი­ა­ნის შემ­ცვე­ლია. ამ მო­საზ­რე­ბას იზი­ა­რე­ბენ ისე­თი ქვეყ­ნე­ბის ჯან­დაც­ვის სის­ტე­მე­ბი, რო­გო­რე­ბიც არის: აშშ, საფ­რან­გე­თი, კა­ნა­და, ახა­ლი ზე­ლან­დია.

მა­გა­ლი­თად, დიდ ბრი­ტა­ნე­თის კი­ბოს კვლე­ვის ცენ­ტრის მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბის თა­ნახ­მად, ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბის მოხ­მა­რე­ბა­ზე გა­დას­ვლის შე­დე­გად ტრა­დი­ცი­უ­ლი სი­გა­რე­ტის მო­წე­ვას ყო­ველ­წლი­უ­რად 50 000 - 70 000 ზრდას­რუ­ლი მომ­ხმა­რე­ბე­ლი ანე­ბებს თავს. 2010-2017 წლებ­ში, საფ­რან­გეთ­ში 700 000-მა მწე­ველ­მა სრუ­ლად ჩა­ა­ნაც­ვლა ტრა­დი­ცი­უ­ლი სი­გა­რე­ტი და გა­და­ვი­და თამ­ბა­ქოს ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბის მოხ­მა­რე­ბა­ზე.

სა­ქარ­თვე­ლო­ში თამ­ბა­ქოს მოხ­მა­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის შე­დე­გად ყო­ველ­წლი­უ­რად 11 000 ადა­მი­ა­ნი იღუ­პე­ბა. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, თამ­ბა­ქოს ზი­ა­ნის შემ­ცი­რე­ბის პრო­ცეს­ში სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნო არ ით­ვა­ლის­წი­ნებს მეც­ნი­ე­რუ­ლად და­სა­ბუ­თე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის კო­მუ­ნი­კა­ცი­ას ზრდას­რულ მწე­ვე­ლებ­თან და მკაც­რად მიჰ­ყვე­ბა თამ­ბა­ქოს კონ­ტრო­ლის კონ­ვენ­ცი­ის რე­კო­მენ­და­ცი­ებს.

უდა­ვოა, რომ მო­წე­ვის­თვის თა­ვის და­ნე­ბე­ბა სა­უ­კე­თე­სო არ­ჩე­ვანს წარ­მო­ად­გენს, მაგ­რამ ის ზრდას­რუ­ლი მწე­ვე­ლე­ბი, რომ­ლებ­საც არ სურთ მო­წე­ვის შე­წყევ­ტა, სა­ჭი­რო­ე­ბენ ალ­ტერ­ნა­ტი­ულ მო­წყო­ბი­ლო­ბებ­ზე ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბა­სა და არ­ჩე­ვა­ნის არ­სე­ბო­ბას.

ექ­სპერტთა ნა­წი­ლი მი­იჩ­ნევს, რომ ზი­ა­ნის შემ­ცი­რე­ბის პრო­ცეს­ში სა­ჭი­როა, მთავ­რო­ბებ­მა ხელი შე­უ­წყონ მეც­ნი­ე­რულ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბა­სა და ალ­ტერ­ნა­ტი­ულ მო­წყო­ბი­ლო­ბებ­ზე ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბის ზრდას იმ ზრდას­რულ მწე­ველ­თათ­ვის, რომ­ლე­ბიც სხვაგ­ვა­რად გა­აგ­რძე­ლებ­დნენ ტრა­დი­ცი­უ­ლი სი­გა­რე­ტის მოხ­მა­რე­ბას.

ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბის ზრდის პრო­ცეს­ში დიდ მნიშ­ვნე­ლო­ბას ატა­რებს რის­კის პრო­პორ­ცი­უ­ლი სა­გა­და­სა­ხა­დო სის­ტე­მის იმპლე­მენ­ტა­ცია, რო­მე­ლიც მომ­ხმა­რე­ბელს უბიძ­გებს, გა­და­ვი­დეს ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბის მოხ­მა­რე­ბა­ზე და თავი და­ა­ნე­ბოს ტრა­დი­ცი­ულ მო­წე­ვას.

მარ­თა­ლია, სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში არ­სე­ბობს მო­საზ­რე­ბა, რომ ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბის კო­მერ­ცი­ა­ლი­ზა­ცია ხელს შე­უ­წყობს არას­რულ­წლო­ვან­თა შო­რის ნი­კო­ტი­ნის შემ­ცვე­ლი პრო­დუქ­ტის მოხ­მა­რე­ბის და­წყე­ბას, თუმ­ცა, დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კვლე­ვე­ბი აჩ­ვე­ნებს, რომ თამ­ბა­ქოს ალ­ტერ­ნა­ტი­ულ მო­წყო­ბი­ლო­ბებს ძი­რი­თა­დად მწე­ვე­ლე­ბი ან ტრა­დი­ცი­უ­ლი თამ­ბა­ქოს ყო­ფი­ლი მომ­ხმა­რებ­ლე­ბი იყე­ნე­ბენ.

სწო­რედ ამი­ტომ, სა­ყო­ველ­თაო ჯან­დაც­ვის მი­საღ­წე­ვად სა­ჭი­როა დოგმე­ბი­სა და არას­წო­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა და მეც­ნი­ე­რულ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის ხელ­შე­წყო­ბა.

R

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
rasa
0

ეს სტატიაა თუ სურათს დაარქვით ეს სახელი? 

თაზო
0

იდეოლოგიის გარეშე რომ ვცხოვრობთ ამიტომაც ვართ ამ დღეში ან კიდევსიგარეტს რომ მიახტით და პლანზე რომ გადაიყვანეთ ახალგაზრდები ეს უკეთესია???????

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

თამბაქოს წინააღმდეგ ბრძოლა - რატომ უნდა აირჩიოს საქართველომ მეცნიერება და არა იდეოლოგია

თამბაქოს წინააღმდეგ ბრძოლა - რატომ უნდა აირჩიოს საქართველომ მეცნიერება და არა იდეოლოგია

საქართველოში 800 000 მწეველია და ჯანდაცვის სისტემის წარმომადგენლები აქტიურად ცდილობენ ამ პრობლემასთან გამკლავებას. “თამბაქოს პანდემიასთან” ბრძოლის პროცესში სამთავრობო ინსტიტუტების მთავარ ინსტრუმენტს თამბაქოს ნაწარმზე ისეთი შეზღუდვებისა და აკრძალვების დაწესება წარმოადგენს, რომელიც შესაბამისობაში მოდის ჯანმოს თამბაქოს კონტროლის ჩარჩო-კონვენციის (FCTC) დოკუმენტში მოცემულ რეკომენდაციებთან.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიზანია, 2025 წლისთვის მწეველთა რაოდენობის 30%-ით, ხოლო 2030 წლისთვის თამბაქოს მოხმარების შედეგად გამოწვეული სიკვდილიანობის ერთი მესამედით შემცირება. შესაბამისად, ჯანმოს მიერ შემუშავებული თამბაქოს კონტროლის ჩარჩო-კონვენციის მიხედვით, თითოეული ხელმომწერი ქვეყნის მთავარი პრიორიტეტი თამბაქოს ნაწარმზე კონტროლის დაწესება და მტკიცებულებებზე დაფუძნებული ქმედებების განხორციელება უნდა იყოს.

მკაცრი აკრძალვების მიუხედავად, სასურველი მიზნის მიღწევა არც ისე სწრაფად ხორციელდება. მიზეზი მარტივია - მწეველთა დიდი ნაწილი ვერ ან არ ანებებს თავს მოწევას. ჯანმოს განცხადებით, მოწევის შეწყვეტის მხარდამჭერი სერვისების გარეშე, მხოლოდ 4% ანებებს თავს ტრადიციული სიგარეტის მოხმარებას.

ამიტომ ჯანდაცვის ექსპერტთა ნაწილი თამბაქოს ზიანის შემცირების პროცესში დიდ მნიშვნელობას თამბაქოს ალტერნატიულ მოწყობილობებს ანიჭებს, რომლებიც ამცირებს ტრადიციული სიგარეტის მოხმარების შედეგად ორგანიზმისთვის მიყენებულ ზიანს. შესაბამისად, ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ თამბაქოს ალტერნატიული მოწყობილობების მილიონობით სიცოცხლის გადარჩენის შესაძლებლობას წარმოადგენს.

თამბაქოს ელექტრონული მოწყობილობების უპირატესობებს აღიარებენ ისეთი ქვეყნების ჯანდაცვის სისტემები, როგორებიც არის: დიდი ბრიტანეთი, აშშ, საფრანგეთი, იაპონია, ახალი ზელანდია.

“ახალი ზელანდიის მთავრობის გადაწყვეტილება ამტკიცებს, რომ მოწევასთან დაკავშირებულ დაავადებებს თამბაქოს კვამლი იწვევს და არა ნიკოტინი. შესაბამისად, უკვამლო მოწყობილობების გამოყენება ნაკლები რისკის შემცველია”, - ამბობს დევიდ სვეანორი, ოტავის უნივერსიტეტის პროფესორი.

Public Health England-ის განცხადებით, თამბაქოს ალტერნატიული მოწყობილობები, ტრადიციულ სიგარეტებთან შედარებით, 95%-ით ნაკლები ზიანის შემცველია. ამ მოსაზრებას იზიარებენ ისეთი ქვეყნების ჯანდაცვის სისტემები, როგორებიც არის: აშშ, საფრანგეთი, კანადა, ახალი ზელანდია.

მაგალითად, დიდ ბრიტანეთის კიბოს კვლევის ცენტრის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ალტერნატიული მოწყობილობების მოხმარებაზე გადასვლის შედეგად ტრადიციული სიგარეტის მოწევას ყოველწლიურად 50 000 - 70 000 ზრდასრული მომხმარებელი ანებებს თავს. 2010-2017 წლებში, საფრანგეთში 700 000-მა მწეველმა სრულად ჩაანაცვლა ტრადიციული სიგარეტი და გადავიდა თამბაქოს ალტერნატიული მოწყობილობების მოხმარებაზე.

საქართველოში თამბაქოს მოხმარებასთან დაკავშირებული დაავადებების შედეგად ყოველწლიურად 11 000 ადამიანი იღუპება. მიუხედავად ამისა, თამბაქოს ზიანის შემცირების პროცესში საკანონმდებლო ორგანო არ ითვალისწინებს მეცნიერულად დასაბუთებული ინფორმაციის კომუნიკაციას ზრდასრულ მწეველებთან და მკაცრად მიჰყვება თამბაქოს კონტროლის კონვენციის რეკომენდაციებს.

უდავოა, რომ მოწევისთვის თავის დანებება საუკეთესო არჩევანს წარმოადგენს, მაგრამ ის ზრდასრული მწეველები, რომლებსაც არ სურთ მოწევის შეწყევტა, საჭიროებენ ალტერნატიულ მოწყობილობებზე ხელმისაწვდომობასა და არჩევანის არსებობას.

ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ზიანის შემცირების პროცესში საჭიროა, მთავრობებმა ხელი შეუწყონ მეცნიერულ მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაციის გავრცელებასა და ალტერნატიულ მოწყობილობებზე ხელმისაწვდომობის ზრდას იმ ზრდასრულ მწეველთათვის, რომლებიც სხვაგვარად გააგრძელებდნენ ტრადიციული სიგარეტის მოხმარებას.

ხელმისაწვდომობის ზრდის პროცესში დიდ მნიშვნელობას ატარებს რისკის პროპორციული საგადასახადო სისტემის იმპლემენტაცია, რომელიც მომხმარებელს უბიძგებს, გადავიდეს ალტერნატიული მოწყობილობის მოხმარებაზე და თავი დაანებოს ტრადიციულ მოწევას.

მართალია, საზოგადოებაში არსებობს მოსაზრება, რომ ალტერნატიული მოწყობილობების კომერციალიზაცია ხელს შეუწყობს არასრულწლოვანთა შორის ნიკოტინის შემცველი პროდუქტის მოხმარების დაწყებას, თუმცა, დიდ ბრიტანეთში ჩატარებული კვლევები აჩვენებს, რომ თამბაქოს ალტერნატიულ მოწყობილობებს ძირითადად მწეველები ან ტრადიციული თამბაქოს ყოფილი მომხმარებლები იყენებენ.

სწორედ ამიტომ, საყოველთაო ჯანდაცვის მისაღწევად საჭიროა დოგმებისა და არასწორი ინფორმაციისგან გათავისუფლება და მეცნიერულ მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღების ხელშეწყობა.

R

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ერთ-ერთი მედიასაშუალებაში გასულ სიუჟეტს ეხმაურება - "უნივერსიტეტის რექტორის დისკრედიტაცია მიზანმიმართულად ხდება"

ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ, თუ უკიდურესი სიმსუქნე გაწუხებთ

რა უნდა გაითვალისწინოთ ვინირების გაკეთების დროს, რომ ნამდვილი ჰოლივუდის ღიმილი მიიღოთ