სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
უცნობი ფაქტები ყველასთვის ცნობილი მარკშაიდერის ცხოვრებიდან - როგორ იგონებენ "ზემგრძნობიარე ადამიანსა" და "გასაოცარი სიკეთის" მქონე ძია ვანიჩკას
უცნობი ფაქტები ყველასთვის ცნობილი მარკშაიდერის ცხოვრებიდან - როგორ იგონებენ "ზემგრძნობიარე ადამიანსა" და "გასაოცარი სიკეთის" მქონე ძია ვანიჩკას

"უკაც­რა­ვად, ეს ბზა­რი იყო აქ?" - ვინ არ იცის ცნო­ბი­ლი ფრა­ზა კი­ნო­ფილ­მი­დან "ცის­ფე­რი მთე­ბი", რო­მე­ლიც მარკშა­ი­დერს ეკუთ­ვნის. ის მთე­ლი ფილ­მის მან­ძილ­ზე აბ­სურ­დულ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში ამა­ოდ ეძებს ადა­მი­ანს, რო­მე­ლიც უბ­რა­ლოდ, გა­ე­სა­უბ­რე­ბა. არა­ერ­თი მცდე­ლო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, არა­ვინ უს­მენს და მისი არა­ვის ეს­მის. ამის ფონ­ზე სა­მა­გა­ლი­თოა ამ პერ­სო­ნა­ჟის მი­ზან­და­სა­ხუ­ლე­ბა და მოთ­მი­ნე­ბა... პრო­ფე­სი­ით მარკშა­ი­დე­რია, სამ­თო ინ­ჟი­ნე­რი, ტექ­ნი­კო­სი, გე­ო­დე­ზი­უ­რი და გე­ო­ლო­გი­უ­რი სამ­თო სა­მუ­შა­ო­ე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტი...

ლე­გენ­და­რულ ფილმში ლე­გენ­და­რულ როლს მსა­ხი­ო­ბი ივა­ნე საყ­ვა­რე­ლი­ძე, იგი­ვე ძია ვა­ნი­ჩკა შე­უ­და­რებ­ლად ას­რუ­ლებს. ის უამ­რავ ქარ­თულ ფილმშია გა­და­ღე­ბუ­ლი და არა­ერ­თი სა­ხა­სი­ა­თო როლი აქვს შექ­მნი­ლი რო­გორც კი­ნო­ში, ისე - თე­ატ­რში, თუმ­ცა მარკშა­ი­დე­რი მისი შე­მოქ­მე­დე­ბის გვირ­გვი­ნია... წელს, 3 აპ­რილს მას 100 წელი შე­უს­რულ­დე­ბო­და და AMBEBI.GE მას ასე იხ­სე­ნებს.

ივა­ნე საყ­ვა­რე­ლი­ძის ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებ ბევ­რმა არა­ფე­რი იცის... ვა­ნი­ჩკა საყ­ვა­რე­ლი­ძე 2002 წელს, 82 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა. კე­თილ­შო­ბი­ლი, ერ­თგუ­ლი, პა­ტი­ო­სა­ნი, - ასე იხ­სე­ნე­ბენ ადა­მი­ა­ნე­ბი ყვე­ლა­ზე ცნო­ბილ მარკშა­ი­დერს.

"ყვე­ლა­ნი ძია ვა­ნი­ჩკას ვე­ძახ­დით... უსაყ­ვარ­ლე­სი და უკე­თი­ლე­სი ადა­მი­ა­ნი იყო, ძა­ლი­ან ნი­ჭი­ე­რი, სა­ინ­ტე­რე­სო მსა­ხი­ო­ბი, რო­მელ­ზეც გე­ნი­ა­ლუ­რი რე­ჟი­სო­რი გი­ორ­გი ტოვსტო­ნო­გო­ვი დიდ იმე­დებს ამ­ყა­რებ­და, თა­ვი­დან მისი სტუ­დენ­ტიც იყო... მკვეთ­რად სა­ხა­სი­ა­თო გა­რეგ­ნო­ბი­სა და ნი­ჭის გამო არა მარ­ტო სცე­ნა­ზე, უამ­რავ ფილმში ბევ­რი სახე და ეპი­ზო­დი შექ­მნა, თუმ­ცა "ცის­ფერ მთებ­ში" სე­რი­ო­ზუ­ლად გა­მოჩ­ნდა. ვერ ვი­ტყო­დი, რომ მისი როლი (მარკშა­ი­დე­რი) მე­ო­რე­ხა­რის­ხო­ვა­ნია, სა­ერ­თოდ, ამ სუ­რათ­ში ყვე­ლას და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი სახე აქვს შექ­მნი­ლი. ჯერ ერთი, სი­ტყვა მარკშა­ი­დე­რი ცხოვ­რე­ბა­ში დამ­კვიდ­რდა და ყვე­ლამ გა­ი­გო, რომ ის სამ­თო ინ­ჟი­ნერს ნიშ­ნავ­და. ეს ყვე­ლა­ფე­რი ცხა­დია, ფილ­მის დამ­სა­ხუ­რე­ბაა, მაგ­რამ ეს როლი ძია ვა­ნი­ჩკას რომ არ ეთა­მა­შა, ასე­თი, რა თქმა უნდა, არ იქ­ნე­ბო­და“ - გვიყ­ვე­ბო­და წლე­ბის წინ თუ­მა­ნიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბი რუ­სუ­დან ბოლ­ქვა­ძე.

მი­სი­ვე თქმით, ცხოვ­რე­ბა­შიც სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ა­ნი იყო, სა­ოც­რად კე­თი­ლი, იცო­და მე­გობ­რის, თბი­ლი სი­ტყვი­სა და სა­კუ­თა­რი შრო­მით მო­პო­ვე­ბუ­ლი ლუკ­მის ფასი. დალ­ხე­ნი­ლი და მა­ტე­რი­ა­ლუ­რად უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი ცხოვ­რე­ბა არას­დროს ჰქო­ნია, მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, მზად იყო, ადა­მი­ა­ნის­თვის უკა­ნას­კნე­ლი ლუკ­მაც გა­ე­ყო...

"ვი­ცო­დით, რომ აფ­თი­აქ­ში ვი­ღაც ნაც­ნო­ბი ჰყავ­და, რომ­ლის­გა­ნაც იმ დრო­ის­თვის რთუ­ლად ხელ­მი­საწ­ვდომ წამ­ლებს იძენ­და და თუ გა­ი­გებ­და ვინ­მე ავად იყო, ან გა­ჭირ­ვე­ბუ­ლი, წა­მა­ლი მას­თან ყო­ველ­გვა­რი სა­ფა­სუ­რის გა­რე­შე მიჰ­ქონ­და... ადა­მი­ა­ნე­ბი უყ­ვარ­და და ყვე­ლას დახ­მა­რე­ბა იცო­და. რო­დე­საც მი­ხე­ილ თუ­მა­ნიშ­ვილ­მა კი­ნომ­სა­ხი­ობ­თა თე­ატ­რი და­ა­არ­სა, იმის გამო, რომ კი­ნოს­ტუ­დი­ას­თან არ­სე­ბუ­ლი თე­ატ­რი გახ­ლდათ, იქ კი­ნომ­სა­ხი­ობს სა­შუ­ა­ლე­ბა ჰქონ­და, სპექ­ტაკ­ლებ­ში ეთა­მა­შა. თუ­მა­ნიშ­ვი­ლის­თვის ძია ვა­ნი­ჩკა საყ­ვა­რე­ლი მსა­ხი­ო­ბი იყო, ყვე­ლა სპექ­ტაკლში ჰყავ­და და­კა­ვე­ბუ­ლი. პირ­ვე­ლი სპექ­ტაკ­ლი, რო­მე­ლიც ამ თე­ატ­რში დად­გა, "ჩვენს პა­ტა­რა ქა­ლაქ­ში" იყო, ამ წარ­მოდ­გე­ნა-შე­დევრში ბა­ტონ ივა­ნეს პა­წა­წი­ნა როლი ერგო (თე­ო­დო­რე მი­სუ­სე), სცე­ნა­ზე ერ­თა­დერ­თი შე­მოს­ვლა ჰქონ­და, მერე ორ წი­ნა­და­დე­ბას ამ­ბობ­და, რა­საც უსი­ტყვო, პა­ტა­რა სცე­ნა მოს­დევ­და, შე­უ­და­რებ­ლად თა­მა­შობ­და“ - იხ­სე­ნებ­და რუ­სუ­დან ბოლ­ქვა­ძე.

კად­რი ფილ­მი­დან "ჭა"

ბა­ტონ ივა­ნეს თურ­მე სპორ­ტი იტა­ცებ­და, იო­გით ყო­ფი­ლა და­კა­ვე­ბუ­ლი და ჯან­მრთე­ლი ცხოვ­რე­ბის წესს მის­დევ­და. ასე­ვე სა­ო­ცა­რი მო­ნა­დი­რეც გახ­ლდათ, შე­სა­ბა­მი­სი ძაღ­ლე­ბიც ჰყავ­და. კი­ნოს­ტუ­დი­ის ეზო­ში ძაღ­ლე­ბის­თვის პა­ტა­რა თავ­შე­სა­ფა­რი ჰქო­ნია მო­წყო­ბი­ლი.

"რე­ჟი­სორ ლილი იო­სე­ლი­ა­ნის­გან ვიცი, რომ ომის დროს, როცა გა­ჭირ­ვე­ბა, შიმ­ში­ლი და უბე­დუ­რე­ბა იყო, ვა­ნი­ჩკა მას სოფ­ლი­დან გა­მოგ­ზავ­ნილ ნო­ბათს უნა­წი­ლებ­და. ოღონდ, ჩან­თა­ში იმ ყვე­ლა­ფერს ისე ჩუ­მად უწყობ­და, ქალ­ბა­ტო­ნი ლილი ვერც კი ხვდე­ბო­და" - გვი­ამ­ბობ­და მსა­ხი­ო­ბი.

"ვა­ნი­ჩკა ქალ­ბა­ტო­ნი ლილი იო­სე­ლი­ა­ნის ნა­მო­წა­ფა­რი იყო და მას­თან სახ­ლში ხში­რად შევ­ხვედ­რი­ვარ (მეც ლილი იო­სე­ლი­ა­ნის ნა­მო­წა­ფა­რი გახ­ლა­ვართ)... ბა­ტო­ნი ივა­ნე თა­ვი­დან მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რში მუ­შა­ობ­და. ეს ის წლე­ბი იყო, როცა ქალ­ბა­ტო­ნი ლილი მო­ზარ­დმა­ყუ­რე­ბელ­თა თე­ატ­რი­დან მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რში გა­და­იყ­ვა­ნეს (50-იანი წლე­ბი იყო), სა­დაც ცნო­ბი­ლი სპექ­ტაკ­ლე­ბი: "აურ­ზა­უ­რი არაფ­რის გამო", "რას იტყვის ხალ­ხი" დად­გა, სა­დაც ბა­ტო­ნი ვა­ნოც თა­მა­შობ­და. ნა­თე­სა­ვე­ბი არ ყო­ფი­ლან, მაგ­რამ ქალ­ბა­ტონ ლი­ლი­სა და ვა­ნი­ჩკას ურ­თი­ერ­თო­ბა ახლო ნა­თე­სა­ურ ურ­თი­ერ­თო­ბას ჰგავ­და...

ვიც­ნობ­დი ბა­ტო­ნი ვა­ნი­ჩკას ქა­ლიშ­ვილ­საც, მა­მას­თან ერ­თად, ქალ­ბა­ტონ ლი­ლის­თან აქ­ტი­უ­რად მე­გობ­რობ­და. ნა­დი­რო­ბის მოყ­ვა­რუ­ლი იყო და მო­ნა­დი­რე ძაღ­ლე­ბიც ჰყავ­და და მო­ნა­დი­რის როლი სცე­ნა­ზეც აქვს შეს­რუ­ლე­ბუ­ლი. იყო ასე­თი სპექ­ტაკ­ლი "ხე­ე­ბი ზე­ზე­უ­რად კვდე­ბი­ან" (ვე­რი­კო ან­ჯა­ფა­რი­ძემ მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რში თენ­გიზ კან­დი­ნაშ­ვილ­თან ერ­თად დად­გა), სა­დაც ბა­ტონ ვა­ნოს მო­ნა­დი­რის როლი ჰქონ­და და მას­თან ერ­თად მის ორი­ვე ძაღლსაც იყე­ნებ­დნენ, ანუ მო­ნა­დი­რე თა­ვის ძაღ­ლე­ბით შე­მო­დი­ო­და. ამ ამ­ბავ­ზე მერე ხუმ­რობ­და ხოლ­მე: მე გა­მოს­ვლა­ში 5 მა­ნეთს მიხ­დი­ან და ძაღ­ლებს - 7-ს, ორი­ვე ერ­თად, 14-ს იღებს, - ესე­ნი მა­ცხოვ­რე­ბე­ნო“ - აღ­ნიშ­ნავს მო­ზარ­დმა­ყუ­რე­ბელ­თა თე­ატ­რის სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლი, რე­ჟი­სო­რი დიმა ხვთი­სი­აშ­ვი­ლი.

- ბა­ტო­ნი ვანო არა­ერთ ქარ­თულ ფილმშია გა­და­ღე­ბუ­ლი, მაგ­რამ მისი შე­მოქ­მე­დე­ბის გვირ­გვი­ნი "ცის­ფე­რი მთე­ბია"...

- აბ­სო­ლუ­ტუ­რად. ამ კი­ნო­ში მისი მხატ­ვრუ­ლი აზ­როვ­ნე­ბა გა­მოჩ­ნდა, მისი თი­თო­ე­უ­ლი ნი­უ­ან­სი - სე­რი­ო­ზუ­ლი ნა­მუ­შე­ვა­რია. ეს რა­საკ­ვირ­ვე­ლია დიდი რე­ჟი­სო­რის ელ­დარ შენ­გე­ლა­ი­ას დამ­სა­ხუ­რე­ბაა, ვი­ნა­ი­დან ბა­ტონ ვა­ნოს მუ­შა­ო­ბამ მას­თან მო­უ­წია და აი, ეს თან­ხვედ­რა, - რე­ჟი­სო­რის და რო­ლის­თვის ზუს­ტად შერ­ჩე­უ­ლი მსა­ხი­ო­ბის, შედ­გა. ამ გე­ნი­ა­ლურ რე­ჟი­სორ­თან მუ­შა­ო­ბამ მას ეს შე­დე­გი მო­უ­ტა­ნა. მარკშა­ი­დე­რის პერ­სო­ნა­ჟით მკა­ფიო სახე შექ­მნა და ამის­თვის მას სა­ხელ­მწი­ფო პრე­მია გა­და­ე­ცა...

როცა კი­ნომ­სა­ხი­ო­ბი სა­ხელ­მწი­ფო პრე­მი­ას იღებ­და, სა­შუ­ა­ლე­ბა და უფ­ლე­ბა ეძ­ლე­ო­და, ექ­სპე­რი­მენ­ტის სა­ხით, რო­გორც რე­ჟი­სორს, ერთი ფილ­მი გა­და­ე­ღო. ჰოდა, ბა­ტო­ნი ვა­ნოს ცხოვ­რე­ბა­ში ასეთ ეპი­ზოდს შე­ვეს­წა­რი, ქალ­ბა­ტონ ლი­ლის­თან მო­ვი­და: - ლი­ლი­კო, ასე მი­თხრეს, ფილ­მის გა­და­ღე­ბა შე­გიძ­ლი­აო, მე ამ სა­შუ­ა­ლე­ბას არ გა­მო­ვი­ყე­ნებ და იქ­ნებ შენ სცა­დო, ხომ გქონ­და ამის სურ­ვი­ლი და მცდე­ლო­ბაო. ამას ასე­თი ის­ტო­რია უძღვო­და, როცა ლილი იო­სე­ლი­ა­ნი ტოლსტო­ის "ოჯა­ხურ ბედ­ნი­ე­რე­ბა­ზე" სა­ტე­ლე­ვი­ზიო ფილ­მს იღებ­და, პრაქ­ტი­კუ­ლად, რამ­დე­ნი­მე სე­რია გა­და­ღე­ბუ­ლი ჰქონ­და, რომ მთა­ვა­რი რო­ლის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი გარ­და­იც­ვა­ლა და გა­და­ღე­ბე­ბი შე­წყდა.

კად­რე­ბი ფილ­მი­დან "გა­მო­ა­ღეთ ფან­ჯრე­ბი"

კად­რი ფილ­მი­დან "კა­რი­ე­რი"

ქალ­ბა­ტონ­მა ლი­ლიმ, რა თქმა უნდა, უარი უთხრა, თუმ­ცა ბა­ტო­ნი ივა­ნეს ეს ჟეს­ტი კი ფაქ­ტია, რომ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო...

დრა­მა­ტურ­გი ლაშა თა­ბუ­კაშ­ვი­ლი ივა­ნე საყ­ვა­რე­ლი­ძე­ზე ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში ჰყვე­ბა:

"არ­სე­ბო­ბენ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც გგო­ნია, რომ მა­რა­დი­უ­ლად შენ გვერ­დით იქ­ნე­ბი­ან, - ასე­თი ტი­პის პი­როვ­ნე­ბას მი­ე­კუთ­ვნე­ბო­და ბა­ტო­ნი ვა­ნი­ჩკა და მგო­ნი, ეს მხო­ლოდ ჩემი მო­საზ­რე­ბა არ არის... გა­სა­ო­ცა­რი სი­კე­თის ადა­მი­ა­ნი იყო... პრინ­ცი­პუ­ლი, მტკი­ცე ნე­ბის კაცი, რო­გორც უნდა გა­ჭირ­ვე­ბო­და, არ და­ი­წუ­წუ­ნებ­და... მა­მა­ჩე­მის უახ­ლო­ე­სი მე­გო­ბა­რი გახ­ლდათ, ასე­ვე ბა­ტო­ნი რეზო ჩხე­ი­ძის... გა­მორ­ჩე­უ­ლი იყო მისი ერ­თგუ­ლე­ბა, რო­დე­საც მამა, სი­ცო­ცხლის ბოლო პე­რი­ოდ­ში "ლე­ჩკომ­ბი­ნატ­ში" იწვა, ყო­ველ ღამე, 12 სა­ათ­ზე, 6 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში მო­დი­ო­და და დი­ლის 6 სა­ა­თამ­დე პა­ლა­ტა­ში რჩე­ბო­და... რო­დე­საც უკვე მამა გარ­და­იც­ვა­ლა, პა­ნაშ­ვიდ­ზე მო­ვი­და, მოგ­ვი­სამ­ძიმ­რა, თუმ­ცა იმის მერე ჩვენ­თან არც ერთხელ აღარ მო­სუ­ლა. მე­გობ­რის და­კარ­გვით ისე­თი ტკი­ვი­ლი გა­ნი­ცა­და, რომ ამის გამო, სა­ერ­თოდ ვე­ღარ ვნა­ხუ­ლობ­დით. ასე­თი ზემგრძნო­ბი­ა­რე ადა­მი­ა­ნი იყო..."

მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ზვიო
15

ლაივში 1988 წელს შევხვდი ტროლებუსში სტუდენტობისას,იქაც მსახიობი იყო!

ოსკარი
1

უმაღლესი ჯილდო უნდა ქონდეს მაგ ფილმს...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

უცნობი ფაქტები ყველასთვის ცნობილი მარკშაიდერის ცხოვრებიდან - როგორ იგონებენ "ზემგრძნობიარე ადამიანსა" და "გასაოცარი სიკეთის" მქონე ძია ვანიჩკას

უცნობი ფაქტები ყველასთვის ცნობილი მარკშაიდერის ცხოვრებიდან - როგორ იგონებენ "ზემგრძნობიარე ადამიანსა" და "გასაოცარი სიკეთის" მქონე ძია ვანიჩკას

"უკაცრავად, ეს ბზარი იყო აქ?" - ვინ არ იცის ცნობილი ფრაზა კინოფილმიდან "ცისფერი მთები", რომელიც მარკშაიდერს ეკუთვნის. ის მთელი ფილმის მანძილზე აბსურდულ დაწესებულებაში ამაოდ ეძებს ადამიანს, რომელიც უბრალოდ, გაესაუბრება. არაერთი მცდელობის მიუხედავად, არავინ უსმენს და მისი არავის ესმის. ამის ფონზე სამაგალითოა ამ პერსონაჟის მიზანდასახულება და მოთმინება... პროფესიით მარკშაიდერია, სამთო ინჟინერი, ტექნიკოსი, გეოდეზიური და გეოლოგიური სამთო სამუშაოების სპეციალისტი...

ლეგენდარულ ფილმში ლეგენდარულ როლს მსახიობი ივანე საყვარელიძე, იგივე ძია ვანიჩკა შეუდარებლად ასრულებს. ის უამრავ ქართულ ფილმშია გადაღებული და არაერთი სახასიათო როლი აქვს შექმნილი როგორც კინოში, ისე - თეატრში, თუმცა მარკშაიდერი მისი შემოქმედების გვირგვინია... წელს, 3 აპრილს მას 100 წელი შეუსრულდებოდა და AMBEBI.GE მას ასე იხსენებს.

ივანე საყვარელიძის ცხოვრების შესახებ ბევრმა არაფერი იცის... ვანიჩკა საყვარელიძე 2002 წელს, 82 წლის ასაკში გარდაიცვალა. კეთილშობილი, ერთგული, პატიოსანი, - ასე იხსენებენ ადამიანები ყველაზე ცნობილ მარკშაიდერს.

"ყველანი ძია ვანიჩკას ვეძახდით... უსაყვარლესი და უკეთილესი ადამიანი იყო, ძალიან ნიჭიერი, საინტერესო მსახიობი, რომელზეც გენიალური რეჟისორი გიორგი ტოვსტონოგოვი დიდ იმედებს ამყარებდა, თავიდან მისი სტუდენტიც იყო... მკვეთრად სახასიათო გარეგნობისა და ნიჭის გამო არა მარტო სცენაზე, უამრავ ფილმში ბევრი სახე და ეპიზოდი შექმნა, თუმცა "ცისფერ მთებში" სერიოზულად გამოჩნდა. ვერ ვიტყოდი, რომ მისი როლი (მარკშაიდერი) მეორეხარისხოვანია, საერთოდ, ამ სურათში ყველას დასამახსოვრებელი სახე აქვს შექმნილი. ჯერ ერთი, სიტყვა მარკშაიდერი ცხოვრებაში დამკვიდრდა და ყველამ გაიგო, რომ ის სამთო ინჟინერს ნიშნავდა. ეს ყველაფერი ცხადია, ფილმის დამსახურებაა, მაგრამ ეს როლი ძია ვანიჩკას რომ არ ეთამაშა, ასეთი, რა თქმა უნდა, არ იქნებოდა“ - გვიყვებოდა წლების წინ თუმანიშვილის სახელობის თეატრის მსახიობი რუსუდან ბოლქვაძე.

მისივე თქმით, ცხოვრებაშიც საინტერესო ადამიანი იყო, საოცრად კეთილი, იცოდა მეგობრის, თბილი სიტყვისა და საკუთარი შრომით მოპოვებული ლუკმის ფასი. დალხენილი და მატერიალურად უზრუნველყოფილი ცხოვრება არასდროს ჰქონია, მიუხედავად ამისა, მზად იყო, ადამიანისთვის უკანასკნელი ლუკმაც გაეყო...

"ვიცოდით, რომ აფთიაქში ვიღაც ნაცნობი ჰყავდა, რომლისგანაც იმ დროისთვის რთულად ხელმისაწვდომ წამლებს იძენდა და თუ გაიგებდა ვინმე ავად იყო, ან გაჭირვებული, წამალი მასთან ყოველგვარი საფასურის გარეშე მიჰქონდა... ადამიანები უყვარდა და ყველას დახმარება იცოდა. როდესაც მიხეილ თუმანიშვილმა კინომსახიობთა თეატრი დააარსა, იმის გამო, რომ კინოსტუდიასთან არსებული თეატრი გახლდათ, იქ კინომსახიობს საშუალება ჰქონდა, სპექტაკლებში ეთამაშა. თუმანიშვილისთვის ძია ვანიჩკა საყვარელი მსახიობი იყო, ყველა სპექტაკლში ჰყავდა დაკავებული. პირველი სპექტაკლი, რომელიც ამ თეატრში დადგა, "ჩვენს პატარა ქალაქში" იყო, ამ წარმოდგენა-შედევრში ბატონ ივანეს პაწაწინა როლი ერგო (თეოდორე მისუსე), სცენაზე ერთადერთი შემოსვლა ჰქონდა, მერე ორ წინადადებას ამბობდა, რასაც უსიტყვო, პატარა სცენა მოსდევდა, შეუდარებლად თამაშობდა“ - იხსენებდა რუსუდან ბოლქვაძე.

კადრი ფილმიდან "ჭა"

ბატონ ივანეს თურმე სპორტი იტაცებდა, იოგით ყოფილა დაკავებული და ჯანმრთელი ცხოვრების წესს მისდევდა. ასევე საოცარი მონადირეც გახლდათ, შესაბამისი ძაღლებიც ჰყავდა. კინოსტუდიის ეზოში ძაღლებისთვის პატარა თავშესაფარი ჰქონია მოწყობილი.

"რეჟისორ ლილი იოსელიანისგან ვიცი, რომ ომის დროს, როცა გაჭირვება, შიმშილი და უბედურება იყო, ვანიჩკა მას სოფლიდან გამოგზავნილ ნობათს უნაწილებდა. ოღონდ, ჩანთაში იმ ყველაფერს ისე ჩუმად უწყობდა, ქალბატონი ლილი ვერც კი ხვდებოდა" - გვიამბობდა მსახიობი.

"ვანიჩკა ქალბატონი ლილი იოსელიანის ნამოწაფარი იყო და მასთან სახლში ხშირად შევხვედრივარ (მეც ლილი იოსელიანის ნამოწაფარი გახლავართ)... ბატონი ივანე თავიდან მარჯანიშვილის თეატრში მუშაობდა. ეს ის წლები იყო, როცა ქალბატონი ლილი მოზარდმაყურებელთა თეატრიდან მარჯანიშვილის თეატრში გადაიყვანეს (50-იანი წლები იყო), სადაც ცნობილი სპექტაკლები: "აურზაური არაფრის გამო", "რას იტყვის ხალხი" დადგა, სადაც ბატონი ვანოც თამაშობდა. ნათესავები არ ყოფილან, მაგრამ ქალბატონ ლილისა და ვანიჩკას ურთიერთობა ახლო ნათესაურ ურთიერთობას ჰგავდა...

ვიცნობდი ბატონი ვანიჩკას ქალიშვილსაც, მამასთან ერთად, ქალბატონ ლილისთან აქტიურად მეგობრობდა. ნადირობის მოყვარული იყო და მონადირე ძაღლებიც ჰყავდა და მონადირის როლი სცენაზეც აქვს შესრულებული. იყო ასეთი სპექტაკლი "ხეები ზეზეურად კვდებიან" (ვერიკო ანჯაფარიძემ მარჯანიშვილის თეატრში თენგიზ კანდინაშვილთან ერთად დადგა), სადაც ბატონ ვანოს მონადირის როლი ჰქონდა და მასთან ერთად მის ორივე ძაღლსაც იყენებდნენ, ანუ მონადირე თავის ძაღლებით შემოდიოდა. ამ ამბავზე მერე ხუმრობდა ხოლმე: მე გამოსვლაში 5 მანეთს მიხდიან და ძაღლებს - 7-ს, ორივე ერთად, 14-ს იღებს, - ესენი მაცხოვრებენო“ - აღნიშნავს მოზარდმაყურებელთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, რეჟისორი დიმა ხვთისიაშვილი.

- ბატონი ვანო არაერთ ქართულ ფილმშია გადაღებული, მაგრამ მისი შემოქმედების გვირგვინი "ცისფერი მთებია"...

- აბსოლუტურად. ამ კინოში მისი მხატვრული აზროვნება გამოჩნდა, მისი თითოეული ნიუანსი - სერიოზული ნამუშევარია. ეს რასაკვირველია დიდი რეჟისორის ელდარ შენგელაიას დამსახურებაა, ვინაიდან ბატონ ვანოს მუშაობამ მასთან მოუწია და აი, ეს თანხვედრა, - რეჟისორის და როლისთვის ზუსტად შერჩეული მსახიობის, შედგა. ამ გენიალურ რეჟისორთან მუშაობამ მას ეს შედეგი მოუტანა. მარკშაიდერის პერსონაჟით მკაფიო სახე შექმნა და ამისთვის მას სახელმწიფო პრემია გადაეცა...

როცა კინომსახიობი სახელმწიფო პრემიას იღებდა, საშუალება და უფლება ეძლეოდა, ექსპერიმენტის სახით, როგორც რეჟისორს, ერთი ფილმი გადაეღო. ჰოდა, ბატონი ვანოს ცხოვრებაში ასეთ ეპიზოდს შევესწარი, ქალბატონ ლილისთან მოვიდა: - ლილიკო, ასე მითხრეს, ფილმის გადაღება შეგიძლიაო, მე ამ საშუალებას არ გამოვიყენებ და იქნებ შენ სცადო, ხომ გქონდა ამის სურვილი და მცდელობაო. ამას ასეთი ისტორია უძღვოდა, როცა ლილი იოსელიანი ტოლსტოის "ოჯახურ ბედნიერებაზე" სატელევიზიო ფილმს იღებდა, პრაქტიკულად, რამდენიმე სერია გადაღებული ჰქონდა, რომ მთავარი როლის შემსრულებელი გარდაიცვალა და გადაღებები შეწყდა.

კადრები ფილმიდან ''გამოაღეთ ფანჯრები''

კადრი ფილმიდან ''კარიერი''

ქალბატონმა ლილიმ, რა თქმა უნდა, უარი უთხრა, თუმცა ბატონი ივანეს ეს ჟესტი კი ფაქტია, რომ მნიშვნელოვანი იყო...

დრამატურგი ლაშა თაბუკაშვილი ივანე საყვარელიძეზე ერთ-ერთ ინტერვიუში ჰყვება:

"არსებობენ ადამიანები, რომლებიც გგონია, რომ მარადიულად შენ გვერდით იქნებიან, - ასეთი ტიპის პიროვნებას მიეკუთვნებოდა ბატონი ვანიჩკა და მგონი, ეს მხოლოდ ჩემი მოსაზრება არ არის... გასაოცარი სიკეთის ადამიანი იყო... პრინციპული, მტკიცე ნების კაცი, როგორც უნდა გაჭირვებოდა, არ დაიწუწუნებდა... მამაჩემის უახლოესი მეგობარი გახლდათ, ასევე ბატონი რეზო ჩხეიძის... გამორჩეული იყო მისი ერთგულება, როდესაც მამა, სიცოცხლის ბოლო პერიოდში "ლეჩკომბინატში" იწვა, ყოველ ღამე, 12 საათზე, 6 თვის განმავლობაში მოდიოდა და დილის 6 საათამდე პალატაში რჩებოდა... როდესაც უკვე მამა გარდაიცვალა, პანაშვიდზე მოვიდა, მოგვისამძიმრა, თუმცა იმის მერე ჩვენთან არც ერთხელ აღარ მოსულა. მეგობრის დაკარგვით ისეთი ტკივილი განიცადა, რომ ამის გამო, საერთოდ ვეღარ ვნახულობდით. ასეთი ზემგრძნობიარე ადამიანი იყო..."

"ზურასა და ჩემს ნიჭს მარინა ბერიძე ჩრდილს ვერ მიაყენებს... მე ზურა გავაბედნიერე" - რას ჰყვება მუსიკოსი რუსუდან მუმლაძე მეუღლის ყოფილ ოჯახზე და როგორ პასუხობს ცნობილ პროდიუსერს

"გუშინდელი შერიგება არის პროცესების გაყინვა, დროებითი ჩახშობა - რთული რეგიონია" - რას ამბობს კონფლიქტოლოგი დმანისის მოვლენებზე?

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები CERN-ის საერთაშორისო კონფერენციაში - CHEP 2021 იღებენ მონაწილეობას