სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"კახა კახიშვილს 2 კომიტეტის თავმჯდომარეობა შევთავაზეთ, თუმცა უარი თქვა - მასთან კონსულტაციები გვექნება" - ირაკლი კობახიძე
"კახა კახიშვილს 2 კომიტეტის თავმჯდომარეობა შევთავაზეთ, თუმცა უარი თქვა - მასთან კონსულტაციები გვექნება" - ირაკლი კობახიძე

არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ, რო­დე­საც პარ­ლა­მენ­ტი ყა­ლიბ­დე­ბო­და, კახა კა­ხიშ­ვილს 2 სხვა­დას­ხვა კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე­ო­ბა შევ­თა­ვა­ზეთ, თუმ­ცა უარი თქვა, - ამის შე­სა­ხებ პარ­ტია „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა - დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს“ თავ­მჯდო­მა­რე ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან გა­ნა­ცხა­და.

კო­ბა­ხი­ძემ აღ­ნიშ­ნა, რომ კა­ხიშ­ვი­ლი გა­მოც­დი­ლე­ბის მქო­ნე გუნ­დის წევ­რია და მმარ­თველ გუნდს მას­თან კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი ექ­ნე­ბა.

„შე­მიძ­ლია სა­ი­დუმ­ლო გა­გიმ­ხი­ლოთ, რო­დე­საც არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ პარ­ლა­მენ­ტი ყა­ლიბ­დე­ბო­და, მას 2 სხვა­დას­ხვა კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე­ო­ბა შევ­თა­ვა­ზეთ, თუმ­ცა სხვა­დას­ხვა მი­ზე­ზის გამო უარი თქვა. თუ არის რა­ი­მე ინ­ტე­რე­სი, რომ სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით უფრო აქ­ტი­უ­რად იყოს ჩარ­თუ­ლი, რა თქმა უნდა, გა­მოც­დი­ლე­ბის მქო­ნე გუნ­დის წევ­რია და შე­სა­ბა­მი­სად, მას­თან კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი გვექ­ნე­ბა", - გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ხი­ძემ.

შე­გახ­სე­ნებთ: სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რი კახა კა­ხიშ­ვი­ლი არ გა­მო­რი­ცხავს, რომ „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" და­ტო­ვოს.

რო­გორც მან „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა „დღის ნი­უს­რუმ­ში" გა­ნა­ცხა­და, იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ის მმარ­თვე­ლი გუნ­დი­დან გავა, არ­ცერთ სხვა პარ­ტი­ას არ შე­უ­ერ­თდე­ბა.

კი­თხვა­ზე: რა შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს მისი „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბი­დან“ წას­ვლის მი­ზე­ზი, კა­ხიშ­ვილ­მა გან­მარ­ტა, რომ გუნდს გა­მო­ე­ყო­ფა იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ და­ი­ნა­ხავს, რომ სხვა­დას­ხვა სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით გან­ხილ­ვებ­ში ვერ იღებს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას და მხო­ლოდ სხვი­სი გამ­ზა­დე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბის მხარ­და­ჭე­რა ევა­ლე­ბა.

„ნამ­დვი­ლად სხვა­დას­ხვა პარ­ტი­ებ­ში გა­დახ­ტო­მებს არ ვა­პი­რებ, ეს გუნ­დი არის ჩემ­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და ბევრ ადა­მი­ანს ძა­ლი­ან დიდ პა­ტივს ვცემ სა­ი­მი­სოდ, რომ პო­ლი­ტი­კურ სპე­კუ­ლა­ცი­ებს მივ­ყვე. ამ ცხოვ­რე­ბა­ში არა­ფე­რი არ შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ი­რი­ცხოს, მაგ­რამ თუ გა­ვალ პარ­ტი­ი­დან, არ­სად არ წა­ვალ, არა­ნა­ირ პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ას არ შე­ვუ­ერ­თდე­ბი, მაგ­რამ ამა­ზე ჯერ არ მი­ფიქ­რია.

გა­ვალ თუ ვნა­ხავ, რომ ისე­თი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის პრო­ცე­სი და­ი­წყო, რა­საც მე არ­სე­ბი­თად არ ვე­თან­ხმე­ბი. ყვე­ლა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას არ შე­იძ­ლე­ბა რომ და­ე­თან­ხმო, მაგ­რამ გან­ხილ­ვებ­ში უნდა იღებ­დე მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, თუ ვნა­ხავ, რომ გან­ხილ­ვებ­ში არ ვი­ღებ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას და უბ­რა­ლოდ ვი­ღა­ცას სურს, რომ უკვე მომ­ზა­დე­ბულ გან­ცხა­დე­ბას ან გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას და­ვუწ­კა­პუ­ნო და მხა­რი და­ვუ­ჭი­რო, ასეთ რა­ღა­ცას მე არ გა­ვა­კე­თებ, არც არას­დროს გა­მი­კე­თე­ბია და არც ახლა ვა­კე­თებ,- გა­ნა­ცხა­და კა­ხიშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლია
1

არც ერთი ვარგია და არც მეორე ხალხისთვის.ფარისევლებია.

-----
7

ეს წესიერი კაცი გადაიყვანეტ სადმე სამინსტროში აწობილი ქონდა საქმე სასჯეაღსულებაში ხალხი დასასვენებლად დადის ციხეში გამოსვა არ უნდატ ეს კახის დამსახურებააა.ერტი წერირი კაცია და ნუ გადარევტ სულ და ნუ გააბანზებტთ შეეშვილტ!1

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

"კახა კახიშვილს 2 კომიტეტის თავმჯდომარეობა შევთავაზეთ, თუმცა უარი თქვა - მასთან კონსულტაციები გვექნება" - ირაკლი კობახიძე

"კახა კახიშვილს 2 კომიტეტის თავმჯდომარეობა შევთავაზეთ, თუმცა უარი თქვა - მასთან კონსულტაციები გვექნება" - ირაკლი კობახიძე

არჩევნების შემდეგ, როდესაც პარლამენტი ყალიბდებოდა, კახა კახიშვილს 2 სხვადასხვა კომიტეტის თავმჯდომარეობა შევთავაზეთ, თუმცა უარი თქვა, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

კობახიძემ აღნიშნა, რომ კახიშვილი გამოცდილების მქონე გუნდის წევრია და მმართველ გუნდს მასთან კონსულტაციები ექნება.

„შემიძლია საიდუმლო გაგიმხილოთ, როდესაც არჩევნების შემდეგ პარლამენტი ყალიბდებოდა, მას 2 სხვადასხვა კომიტეტის თავმჯდომარეობა შევთავაზეთ, თუმცა სხვადასხვა მიზეზის გამო უარი თქვა. თუ არის რაიმე ინტერესი, რომ სხვადასხვა მიმართულებით უფრო აქტიურად იყოს ჩართული, რა თქმა უნდა, გამოცდილების მქონე გუნდის წევრია და შესაბამისად, მასთან კონსულტაციები გვექნება", - განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ: საპარლამენტო უმრავლესობის წევრი კახა კახიშვილი არ გამორიცხავს, რომ „ქართული ოცნება" დატოვოს.

როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში" განაცხადა, იმ შემთხვევაში, თუ ის მმართველი გუნდიდან გავა, არცერთ სხვა პარტიას არ შეუერთდება.

კითხვაზე: რა შეიძლება გახდეს მისი „ქართული ოცნებიდან“ წასვლის მიზეზი, კახიშვილმა განმარტა, რომ გუნდს გამოეყოფა იმ შემთხვევაში, თუ დაინახავს, რომ სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით განხილვებში ვერ იღებს მონაწილეობას და მხოლოდ სხვისი გამზადებული განცხადების მხარდაჭერა ევალება.

„ნამდვილად სხვადასხვა პარტიებში გადახტომებს არ ვაპირებ, ეს გუნდი არის ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ბევრ ადამიანს ძალიან დიდ პატივს ვცემ საიმისოდ, რომ პოლიტიკურ სპეკულაციებს მივყვე. ამ ცხოვრებაში არაფერი არ შეიძლება გამოირიცხოს, მაგრამ თუ გავალ პარტიიდან, არსად არ წავალ, არანაირ პოლიტიკურ პარტიას არ შევუერთდები, მაგრამ ამაზე ჯერ არ მიფიქრია.

გავალ თუ ვნახავ, რომ ისეთი გადაწყვეტილების მიღების პროცესი დაიწყო, რასაც მე არსებითად არ ვეთანხმები. ყველა გადაწყვეტილებას არ შეიძლება რომ დაეთანხმო, მაგრამ განხილვებში უნდა იღებდე მონაწილეობას, თუ ვნახავ, რომ განხილვებში არ ვიღებ მონაწილეობას და უბრალოდ ვიღაცას სურს, რომ უკვე მომზადებულ განცხადებას ან გადაწყვეტილებას დავუწკაპუნო და მხარი დავუჭირო, ასეთ რაღაცას მე არ გავაკეთებ, არც არასდროს გამიკეთებია და არც ახლა ვაკეთებ,- განაცხადა კახიშვილმა.

LIVE - ეთერშია "დღის ნიუსრუმი"

"ფაიზერის“ პრეზიდენტთან მქონდა არაერთი სატელეფონო ზარი" - ირაკლი ღარიბაშვილი განმარტავს, თუ როდის შემოიტანენ "ფაიზერის" ვაქცინას

"ხელი მოეწერება მსოფლიო ბანკთან შეთანხმებას და ქვეყანა 85 მილიონი ევროს ოდენობით დახმარებას მიიღებს" - ირაკლი ღარიბაშვილი