სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"გეგმიურ კვლევებზე მისულ გიორგის, ყველასთვის მოულოდნელად, ლეიკემიის მწვავე ფორმა დაუდგინდა" - ერთად #ფარეშასთვის
"გეგმიურ კვლევებზე მისულ გიორგის, ყველასთვის მოულოდნელად, ლეიკემიის მწვავე ფორმა დაუდგინდა" - ერთად #ფარეშასთვის

6 მა­ისს კლი­ნი­კა­ში საპრო­ფი­ლაქ­ტი­კოდ გეგ­მი­ურ კვლე­ვებ­ზე მი­სულ გი­ორ­გი ფა­რე­შიშ­ვილს მო­უ­ლოდ­ნე­ლად ლე­ი­კე­მი­ის მწვა­ვე ფორ­მა და­უდ­გინ­და. ის ამ­ჟა­მად თურ­ქე­თის კლი­ნი­კა­ში იმ­ყო­ფე­ბა. გი­ორ­გი ფა­რე­შიშ­ვი­ლი - სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი პლატ­ფორ­მის, "სექ­ტო­რი 3"-ის თა­ნა­დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი და გამ­გე­ო­ბის წევ­რია.

ქე­თე­ვან ჩა­ჩა­ვა, გი­ორ­გის მე­გო­ბა­რი, ასე­ვე "სექ­ტო­რი 3"-ის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი და თავ­მჯდო­მა­რე, გან­ვი­თა­რე­ბი­სა და დე­მოკ­რა­ტი­ის ცენ­ტრის აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი:

- გი­ორ­გი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩვე­ნი ცენ­ტრის გამ­გე­ო­ბის წევ­რი და თა­ნამ­შრო­მე­ლია. სა­მო­ქა­ლა­ქო სექ­ტორ­ში დიდი ხა­ნია მოღ­ვა­წე­ობს და დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა აქვს. ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რი და პო­ზი­ტი­უ­რი ადა­მი­ა­ნი, ყვე­ლას გულ­შე­მატ­კი­ვა­რი, გვერ­დში მდგო­მი რო­გორც თბი­ლის­ში, ისე რე­გი­ო­ნებ­ში, რად­გან იქაც წლე­ბია საქ­მი­ა­ნობს.

- ასე­თი აქ­ტი­უ­რი და წარ­მა­ტე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბა­ში ჯან­მრთე­ლო­ბის ამ პრობ­ლე­მას რა­ი­მე წი­ნა­პი­რო­ბა თუ ჰქონ­და?

- ხომ ვამ­ბობ, ენერ­გი­უ­ლი ადა­მი­ა­ნია, უყ­ვარს მე­გობ­რე­ბი, აქ­ტი­უ­რი ცხოვ­რე­ბა, მოგ­ზა­უ­რო­ბა, ნა­ხე­ვა­რი მსოფ­ლიო აქვს შე­მოვ­ლი­ლი. წინა დღე­ებ­ში ცოტა სი­სუს­ტე იგ­რძნო, ამი­ტომ კლი­ნი­კა­ში გა­მოკ­ვლე­ვებ­ზე მი­ვი­და, რომ ანა­ლი­ზე­ბით გა­და­ე­მოწ­მე­ბი­ნა ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა. აღ­მოჩ­ნდა, რომ საკ­მა­ოდ შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლი სი­ტუ­ა­ცია იყო. ანა­ლი­ზე­ბი რამ­დენ­ჯერ­მე შე­ა­მოწ­მეს. ლე­ი­კე­მი­ის აგ­რე­სი­უ­ლი ფორ­მა ბი­ოფ­სი­ი­თაც და­დას­ტურ­და. სას­წრა­ფოდ, მე­გობ­რე­ბის დახ­მა­რე­ბით, გა­მოკ­ვლე­ვებ­ზე თურ­ქეთ­ში გა­ემ­გზავ­რა, სა­დაც იქა­ურ­მა ექი­მებ­მა იგი­ვე დი­აგ­ნო­ზი და­უს­ვეს. ეს ყვე­ლა­ფე­რი 6 მა­ისს და­ი­წყო და ყო­ველ­დღი­უ­რად პროგ­რე­სი­რებს.

მე­გობ­რებ­მა გი­ორ­გის მხარ­და­სა­ჭე­რი კამ­პა­ნი­აც და­ვი­წყეთ. მთა­ვა­რია, რომ გი­ორ­გი თა­ვის წილს ამ ბრძო­ლა­ში გა­ი­ღებს, აუ­ცი­ლებ­ლად იბ­რძო­ლებს. გვჯე­რა მისი - ნამ­დვი­ლად შე­მარ­თე­ბით არის. ეს ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფაქ­ტო­რია. ჩვენ კი ვცდი­ლობთ, წვლი­ლი შე­ვი­ტა­ნოთ ამ საქ­მე­ში. გვჯე­რა სა­ზო­გა­დო­ე­ბის თა­ნად­გო­მის. ერ­თად და ერ­თო­ბით ყვე­ლა­ფერს შევ­ძლებთ, მათ შო­რის, ლე­ი­კე­მი­ის და­მარ­ცხე­ბა­საც!

- თურ­ქეთ­ში უკვე უტარ­დე­ბა მკურ­ნა­ლო­ბის კურ­სი?

- დღეს იწყებს ქი­მი­ო­თე­რა­პი­ის პირ­ველ ეტაპს... ხომ ვამ­ბობ, ეს ყვე­ლა­ფე­რი ჩვენ­თვის და ვინც მას იც­ნობს, წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი შოკი იყო. ვაქ­ცი­ნის გა­კე­თე­ბას აპი­რებ­და და ვი­ნა­ი­დან რე­კო­მენ­და­ცი­აა, მა­ნამ­დე გა­მოკ­ვლე­ვე­ბი ჩა­ვი­ტა­როთ, ამი­ტო­მაც მი­ვი­და კლი­ნი­კა­ში, გარ­და იმი­სა, რომ, რო­გორც გი­თხა­რით, მა­ნამ­დე ცოტა სი­სუს­ტე იგ­რძნო... ექი­მე­ბი ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ ეს პრო­ცე­სი მის ორ­გა­ნიზ­მში და­ახ­ლო­ე­ბით, 2-3 თვის და­წყე­ბუ­ლია. სამ­წუ­ხა­როდ, არა­ფე­რი ვი­ცით რის­გან, რა­ტომ ან რო­გორ გა­ნუ­ვი­თარ­და. არა­და, ყუ­რა­დღე­ბი­ა­ნი ადა­მი­ა­ნია.

- და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლია?

- არა, თა­ვი­სი ოჯა­ხი არ ჰყავს. მშობ­ლე­ბი თე­ლავ­ში ცხოვ­რო­ბენ, თვი­თონ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში თბი­ლის­ში იყო... ჩვენ ერ­თმა­ნე­თი 2004 წელს სტუ­დენ­ტურ მოძ­რა­ო­ბა­ში ყოფ­ნი­სას გა­ვი­ცა­ნით. მას მერე არა­ერთ მნიშ­ვნე­ლო­ვან პრო­ექ­ტში აქვს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ღე­ბუ­ლი. ახ­ლაც უნდა იყო­ჩა­ღოს. უნდა გა­ვი­მარ­ჯვოთ!

ვის­თვი­საც გი­ორ­გი ფა­რე­შიშ­ვი­ლი უც­ნო­ბია, გე­ტყვით, რომ ასა­კის მი­უ­ხე­და­ვად, არა­ერთ სხვა­დას­ხვა პო­ზი­ცი­ა­ზე აქვს ნა­მუ­შე­ვა­რი. იყო ნა­ტო­სა და ევ­რო­კავ­ში­რის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე. საქ­მი­ა­ნობ­და რამ­დე­ნი­მე უმაღ­ლეს სას­წავ­ლე­ბელ­სა და კო­ლე­ჯში ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ და აკა­დე­მი­ურ თა­ნამ­დე­ბო­ბებ­ზე, უძღვე­ბო­და სა­ლექ­ციო კურსს სა­ეკ­ლე­სიო სა­მარ­თალ­ში, რე­ლი­გი­ე­ბის ის­ტო­რი­ა­სა და კონ­სტი­ტუ­ცი­ურ სა­მარ­თალ­ში. არა­ერ­თი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და სა­პატ­რი­არ­ქოს ახალ­გაზ­რდუ­ლი ცენ­ტრის სა­ორ­გა­ნი­ზა­ციო ჯგუფს. იყო ასე­ვე გან­ვი­თა­რე­ბი­სა და დე­მოკ­რა­ტი­ის ცენ­ტრის (CDD) გამ­გე­ო­ბის წევ­რი. გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი აქვს რამ­დე­ნი­მე სა­მეც­ნი­ე­რო ნაშ­რო­მი, მათ შო­რის, ევ­რო­კავ­ში­რის ქვეყ­ნე­ბის სა­მარ­თლებ­რი­ვი მო­წყო­ბის სა­კი­თხებ­ზე. ბა­კა­ლავ­რის ხა­რის­ხი მი­ი­ღო გრი­გოლ რო­ბა­ქი­ძის სა­ხე­ლო­ბის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სა­მარ­თლის ფა­კულ­ტეტ­ზე, ამა­ვე უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მი­ე­ნი­ჭა სა­ჯა­რო სა­მარ­თლის მა­გის­ტრის ხა­რის­ხი, ამ­ჟა­მად არის სა­ზო­გა­დო­ებ­რივ საქ­მე­თა ინ­სტი­ტუ­ტის (GIPA) დოქ­ტო­რან­ტი სო­ცი­ა­ლურ მეც­ნი­ე­რე­ბებ­ში. 2017-დან 2018 წლამ­დე ფო­თის მე­რის მო­ად­გი­ლის პო­ზი­ცი­ა­საც იკა­ვებ­და. ფოთ­თან მისი კავ­ში­რი ამით არ დას­რუ­ლე­ბუ­ლა, 2019 წელს და­ა­არ­სა არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია "ნიკო ნი­კო­ლა­ძის სა­ზო­გა­დო­ე­ბა“ და აქ­ტი­უ­რად შე­უდ­გა ნი­კო­ლა­ძის ცხოვ­რე­ბი­სა და მოღ­ვა­წე­ო­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლო­ბის ამაღ­ლე­ბის კამ­პა­ნი­ას სხვა­დას­ხვა აქ­ტი­ვო­ბე­ბით. არის წიგ­ნის "ფა­ზი­სი­დან ფო­თამ­დე“ რე­დაქ­ტო­რი და ად­გი­ლობ­რი­ვი ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბის მხარ­დამ­ჭე­რი.

გი­ორ­გი ფა­რე­შიშ­ვი­ლის მკურ­ნა­ლო­ბა­სა და ძვლის ტვი­ნის ტრან­სპლან­ტა­ცი­ას 100.000$ სჭირ­დე­ბა. მე­გობ­რებ­მა გი­ორ­გი ფა­რე­შიშ­ვი­ლის თა­ნად­გო­მის კამ­პა­ნია "ერ­თად და­ვა­მარ­ცხოთ ლე­ი­კე­მია #ფა­რე­შას­თვის“ უკვე და­ი­წყეს. შე­მო­უ­ერ­თდი შენც! გი­ორ­გიმ ლე­ი­კე­მია ჩვენ­თან ერ­თად უნდა და­ა­მარ­ცხოს!!!

ან­გა­რი­შის ნომ­რე­ბი:

  • მიმ­ღე­ბი ბან­კი "სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კი" ბან­კის კოდი: BAGAGE22 მიმ­ღე­ბის სა­ხე­ლი: ქე­თე­ვან ჩა­ჩა­ვა, მიმ­ღე­ბის ან­გა­რი­შის ნო­მე­რი: #GE23BG0000000128547900
  • მიმ­ღე­ბი ბან­კი ს.ს “თი­ბი­სი ბან­კი” ბან­კის კოდი: TBCBGE22 მიმ­ღე­ბის სა­ხე­ლი: ქე­თე­ვან ჩა­ჩა­ვა, მიმ­ღე­ბის ან­გა­რი­ში: #GE49TB7639136011600001
მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დ გ
0

ჯამრთელობას ვუსურვებ ყველაფერი კარგად იქნება

keti
0

kvela sentan vart sixarulo ar idardo mtavaria rcmena da motmineba ar dakaro upali ikves seni marveli 

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

"გეგმიურ კვლევებზე მისულ გიორგის, ყველასთვის მოულოდნელად, ლეიკემიის მწვავე ფორმა დაუდგინდა" - ერთად #ფარეშასთვის

"გეგმიურ კვლევებზე მისულ გიორგის, ყველასთვის მოულოდნელად, ლეიკემიის მწვავე ფორმა დაუდგინდა" - ერთად #ფარეშასთვის

6 მაისს კლინიკაში საპროფილაქტიკოდ გეგმიურ კვლევებზე მისულ გიორგი ფარეშიშვილს მოულოდნელად ლეიკემიის მწვავე ფორმა დაუდგინდა. ის ამჟამად თურქეთის კლინიკაში იმყოფება. გიორგი ფარეშიშვილი - საზოგადოებრივი პლატფორმის, "სექტორი 3"-ის თანადამფუძნებელი და გამგეობის წევრია.

ქეთევან ჩაჩავა, გიორგის მეგობარი, ასევე "სექტორი 3"-ის დამფუძნებელი და თავმჯდომარე, განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი:

- გიორგი წლების განმავლობაში ჩვენი ცენტრის გამგეობის წევრი და თანამშრომელია. სამოქალაქო სექტორში დიდი ხანია მოღვაწეობს და დიდი გამოცდილება აქვს. ძალიან აქტიური და პოზიტიური ადამიანი, ყველას გულშემატკივარი, გვერდში მდგომი როგორც თბილისში, ისე რეგიონებში, რადგან იქაც წლებია საქმიანობს.

- ასეთი აქტიური და წარმატებული ადამიანის ცხოვრებაში ჯანმრთელობის ამ პრობლემას რაიმე წინაპირობა თუ ჰქონდა?

- ხომ ვამბობ, ენერგიული ადამიანია, უყვარს მეგობრები, აქტიური ცხოვრება, მოგზაურობა, ნახევარი მსოფლიო აქვს შემოვლილი. წინა დღეებში ცოტა სისუსტე იგრძნო, ამიტომ კლინიკაში გამოკვლევებზე მივიდა, რომ ანალიზებით გადაემოწმებინა ჯანმრთელობის მდგომარეობა. აღმოჩნდა, რომ საკმაოდ შემაშფოთებელი სიტუაცია იყო. ანალიზები რამდენჯერმე შეამოწმეს. ლეიკემიის აგრესიული ფორმა ბიოფსიითაც დადასტურდა. სასწრაფოდ, მეგობრების დახმარებით, გამოკვლევებზე თურქეთში გაემგზავრა, სადაც იქაურმა ექიმებმა იგივე დიაგნოზი დაუსვეს. ეს ყველაფერი 6 მაისს დაიწყო და ყოველდღიურად პროგრესირებს.

მეგობრებმა გიორგის მხარდასაჭერი კამპანიაც დავიწყეთ. მთავარია, რომ გიორგი თავის წილს ამ ბრძოლაში გაიღებს, აუცილებლად იბრძოლებს. გვჯერა მისი - ნამდვილად შემართებით არის. ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. ჩვენ კი ვცდილობთ, წვლილი შევიტანოთ ამ საქმეში. გვჯერა საზოგადოების თანადგომის. ერთად და ერთობით ყველაფერს შევძლებთ, მათ შორის, ლეიკემიის დამარცხებასაც!

- თურქეთში უკვე უტარდება მკურნალობის კურსი?

- დღეს იწყებს ქიმიოთერაპიის პირველ ეტაპს... ხომ ვამბობ, ეს ყველაფერი ჩვენთვის და ვინც მას იცნობს, წარმოუდგენელი შოკი იყო. ვაქცინის გაკეთებას აპირებდა და ვინაიდან რეკომენდაციაა, მანამდე გამოკვლევები ჩავიტაროთ, ამიტომაც მივიდა კლინიკაში, გარდა იმისა, რომ, როგორც გითხარით, მანამდე ცოტა სისუსტე იგრძნო... ექიმები ვარაუდობენ, რომ ეს პროცესი მის ორგანიზმში დაახლოებით, 2-3 თვის დაწყებულია. სამწუხაროდ, არაფერი ვიცით რისგან, რატომ ან როგორ განუვითარდა. არადა, ყურადღებიანი ადამიანია.

- დაოჯახებულია?

- არა, თავისი ოჯახი არ ჰყავს. მშობლები თელავში ცხოვრობენ, თვითონ წლების განმავლობაში თბილისში იყო... ჩვენ ერთმანეთი 2004 წელს სტუდენტურ მოძრაობაში ყოფნისას გავიცანით. მას მერე არაერთ მნიშვნელოვან პროექტში აქვს მონაწილეობა მიღებული. ახლაც უნდა იყოჩაღოს. უნდა გავიმარჯვოთ!

ვისთვისაც გიორგი ფარეშიშვილი უცნობია, გეტყვით, რომ ასაკის მიუხედავად, არაერთ სხვადასხვა პოზიციაზე აქვს ნამუშევარი. იყო ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის დირექტორის მოადგილე. საქმიანობდა რამდენიმე უმაღლეს სასწავლებელსა და კოლეჯში ადმინისტრაციულ და აკადემიურ თანამდებობებზე, უძღვებოდა სალექციო კურსს საეკლესიო სამართალში, რელიგიების ისტორიასა და კონსტიტუციურ სამართალში. არაერთი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის საორგანიზაციო ჯგუფს. იყო ასევე განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის (CDD) გამგეობის წევრი. გამოქვეყნებული აქვს რამდენიმე სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის, ევროკავშირის ქვეყნების სამართლებრივი მოწყობის საკითხებზე. ბაკალავრის ხარისხი მიიღო გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში სამართლის ფაკულტეტზე, ამავე უნივერსიტეტში მიენიჭა საჯარო სამართლის მაგისტრის ხარისხი, ამჟამად არის საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) დოქტორანტი სოციალურ მეცნიერებებში. 2017-დან 2018 წლამდე ფოთის მერის მოადგილის პოზიციასაც იკავებდა. ფოთთან მისი კავშირი ამით არ დასრულებულა, 2019 წელს დააარსა არასამთავრობო ორგანიზაცია "ნიკო ნიკოლაძის საზოგადოება“ და აქტიურად შეუდგა ნიკოლაძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ ინფორმირებულობის ამაღლების კამპანიას სხვადასხვა აქტივობებით. არის წიგნის "ფაზისიდან ფოთამდე“ რედაქტორი და ადგილობრივი ინიციატივების მხარდამჭერი.

გიორგი ფარეშიშვილის მკურნალობასა და ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციას 100.000$ სჭირდება. მეგობრებმა გიორგი ფარეშიშვილის თანადგომის კამპანია "ერთად დავამარცხოთ ლეიკემია #ფარეშასთვის“ უკვე დაიწყეს. შემოუერთდი შენც! გიორგიმ ლეიკემია ჩვენთან ერთად უნდა დაამარცხოს!!!

ანგარიშის ნომრები:

  • მიმღები ბანკი "საქართველოს ბანკი" ბანკის კოდი: BAGAGE22 მიმღების სახელი: ქეთევან ჩაჩავა, მიმღების ანგარიშის ნომერი: #GE23BG0000000128547900
  • მიმღები ბანკი ს.ს “თიბისი ბანკი” ბანკის კოდი: TBCBGE22 მიმღების სახელი: ქეთევან ჩაჩავა, მიმღების ანგარიში: #GE49TB7639136011600001

"გურამ ფალავანდიშვილმა ინსტალაცია თავზე დაგვამხო, ყველაზე იძალადა, პოლიციას რეაგირება არ ჰქონდა" - "თბილისი პრაიდის" აქტივისტი

"დედაენის ბაღში" ლგბტქ აქტივისტების მიერ მომზადებული ინსტალაცია გურამ ფალავანდიშვილმა დაარბია" - რა ინფორმაციას ავრცელებს "თბილისი პრაიდი"

"დაბეჯითებით გთხოვთ არ გახვიდეთ ღია სივრცეში! ქალაქები საჰაერო დარტყმის ქვეშაა" - საქართველოს საელჩო ისრაელში მორიგ გაფრთხილებას ავრცელებს