სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
სიმართლე იტალიის 1-დოლარიან სახლებზე - როგორი სახლი დახვდა კალიფორნიელ ქალს სიცილიაში, რომელმაც ის ერთ დოლარად შეიძინა (ფოტოები)
სიმართლე იტალიის 1-დოლარიან სახლებზე - როგორი სახლი დახვდა კალიფორნიელ ქალს სიცილიაში, რომელმაც ის ერთ დოლარად შეიძინა (ფოტოები)

ბოლო წლებ­ში სულ უფრო ხში­რად ვხვდე­ბით ინ­ტერ­ნეტ სივ­რცე­ში ინ­ფორ­მა­ცი­ას იმის შე­სა­ხებ, რომ იტა­ლი­ის ამა თუ იმ ქა­ლაქ­ში სახ­ლე­ბი 1 დო­ლა­რად იყი­დე­ბა და ეს არ არის ყალ­ბი ინ­ფორ­მა­ცია. ზო­გი­ერთ იტა­ლი­ურ ქა­ლაქ­ში ბოლო წლებ­ში თავი იჩი­ნა დე­პო­პუ­ლა­ცი­ამ, რის გა­მოც ად­გი­ლობ­რი­ვი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, პრობ­ლე­მის აღ­მო­ფხვრის მიზ­ნით, სახ­ლებს ერთ დო­ლა­რად ყი­დის.

კა­ლი­ფორ­ნი­ელ­მა ქალ­მა, რუ­ბია და­ნი­ელსმა გა­და­წყვი­ტა, რომ ეს შან­სი გა­მო­ე­ყე­ნე­ბი­ნა და სამი სახ­ლი იყი­და. ის ერთ-ერთი პირ­ვე­ლი იყო, რო­მელ­მაც 2019 წლის გა­ზა­ფხულ­ზე ამ ხელ­საყ­რე­ლი გა­რი­გე­ბით სი­ცი­ლი­ა­ში, მუ­სო­მე­ლი­ში სახ­ლე­ბი შე­ი­ძი­ნა - თა­ვის­თვის და შვი­ლე­ბის­თვის.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით რუ­ბი­ამ მე­გობ­რე­ბიც ჩა­იყ­ვა­ნა იტა­ლი­ა­ში და მა­თაც აყი­დი­ნა რამ­დე­ნი­მე სახ­ლი სი­ცი­ლი­ა­ში. გეგ­მავს იცხოვ­როს ქა­ლაქ­ში, რო­მე­ლიც პა­ლერ­მო­დან ორი სა­ა­თის გზა­ზე მდე­ბა­რე­ობს.

  • მარ­თა­ლია და­ნი­ელ­სი თა­ვი­სი შე­ნა­ძე­ნით აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლია, მაგ­რამ ამავდრო­უ­ლად, აფრ­თხი­ლებს სხვა სახ­ლე­ბის პო­ტენ­ცი­ურ მყიდ­ვე­ლებს, რომ როცა ერთ დო­ლა­რად სახ­ლს ყი­დუ­ლო­ბენ, არ უნდა ელო­დონ, რომ იქ სა­ო­ცა­რი შე­ნო­ბა დახ­ვდე­ბათ. რუ­ბი­ას თქმით, სახ­ლებს შე­კე­თე­ბა სჭირ­დე­ბა და საკ­მა­ოდ ბევ­რი სა­მუ­შა­ოა ჩა­სა­ტა­რე­ბე­ლი.

ქალი ამ­ბობს, რომ იტა­ლი­ა­ში აქამ­დე არას­დროს ყო­ფი­ლა, თუმ­ცა კარ­გად ფლობს იტა­ლი­ურ ენას და რო­დე­საც წა­ი­კი­თხა სტა­ტია, სა­დაც სა­უ­ბა­რი იყო იმა­ზე, რომ მუ­სო­მე­ლი­ში სახ­ლე­ბი ერთ დო­ლა­რად იყი­დე­ბო­და, გა­და­წყვი­ტა ეს შან­სი გა­მო­ე­ყე­ნე­ბი­ნა.

რუ­ბია იხ­სე­ნებს, რომ მან ჯერ კარ­გად მო­ი­ძია დე­ტა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია და შემ­დეგ იტა­ლი­ა­ში გა­ემ­გზავ­რა, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მა­ლე­ვე არ მი­უ­ღია, რამ­დე­ნი­მე დღე ქა­ლაქ­ში გა­ა­ტა­რა, შემ­დეგ სახ­ლე­ბი და­ათ­ვა­ლი­ე­რა და შე­სა­ბა­მი­სი დო­კუ­მენ­ტე­ბი მო­ამ­ზა­და.

ქა­ლა­ქის ის­ტო­რი­უ­ლი ცი­ხე­სი­მაგ­რე

  • "ად­გი­ლობ­რი­ვებს ძა­ლი­ან უხა­რი­ათ, როცა ხე­და­ვენ, რომ აქ ადა­მი­ა­ნე­ბი სახ­ლდე­ბი­ან. მალე მუ­სო­მე­ლი მულ­ტი­კულ­ტუ­რუ­ლი ქა­ლა­ქი გახ­დე­ბა, მთე­ლი მსოფ­ლი­ო­დან ყი­დუ­ლო­ბენ აქ სახ­ლებს, რაც ძა­ლი­ან მა­ხა­რებს. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ მოგ­ზა­უ­რე­ბის­თვის ეს ად­გი­ლი ერთ-ერთი საყ­ვა­რე­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბა იქ­ნე­ბა“, - ამ­ბობს ქალი.

ახლა ის სა­რე­მონ­ტო სა­მუ­შა­ო­ე­ბი­თაა და­კა­ვე­ბუ­ლი. მუ­სო­მე­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ამ ქა­ლაქ­ში მცხოვ­რე­ბი ადა­მი­ა­ნე­ბი მო­ხუც­დნენ, მათი ნა­წი­ლი გარ­და­იც­ვა­ლა, შთა­მო­მავ­ლო­ბა კი დიდ ქა­ლა­ქებ­ში ცხოვ­რე­ბას ამ­ჯო­ბი­ნებს, ამი­ტო­მაც ეს ად­გი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის­გან და­ი­ცა­ლა, ახლა კი ცდი­ლო­ბენ, ახა­ლი სი­ცო­ცხლე შეს­ძი­ნონ.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბი აძ­ლე­ვენ სამ წელს სახ­ლე­ბის ახალ მო­ბი­ნად­რე­ებს სახ­ლე­ბის აღ­სად­გე­ნად, რო­დე­საც სახ­ლს ახა­ლი მე­პატ­რო­ნე ერთ დო­ლა­რად იფორ­მებს, თან მის გა­ნახ­ლე­ბა­ზეც იღებს ვალ­დე­ბუ­ლე­ბას. და­ნი­ელ­სი ამ­ბობს, რომ ერთი სახ­ლის რე­კონ­სტრუქ­ცი­ის­თვის ამ ეტაპ­ზე 12 000 დო­ლა­რი აქვს და­ხარ­ჯუ­ლი და წინ კი­დევ ბევ­რი საქ­მეა.

წყა­რო: dailymail.co.uk

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ტუა
10

მეც მინდა და წავიდოდი საცხოვრებლად.მაგრამ სად ვიმუშავებ სამსახურს შემომთავაზებენ ?რომ სულ მცირე მშიერი არ მოვკვდე.

hm
61

კალიფორნიელი რომ მანდ წავა და მაგ სახლს იყიდის როგორ უნდა იყოს ავად

 

$1 რომ იყიდება იქ უნდა ჩადო იმის გაკეტებაში 100.000 დოლარი რომ რამეს დამეგვანოს და ამას რატომ აღარ თარგმნით აქ ხახლს რომ აგიჟებთ?

 

 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

სიმართლე იტალიის 1-დოლარიან სახლებზე - როგორი სახლი დახვდა კალიფორნიელ ქალს სიცილიაში, რომელმაც ის ერთ დოლარად შეიძინა (ფოტოები)

სიმართლე იტალიის 1-დოლარიან სახლებზე - როგორი სახლი დახვდა კალიფორნიელ ქალს სიცილიაში, რომელმაც ის ერთ დოლარად შეიძინა (ფოტოები)

ბოლო წლებში სულ უფრო ხშირად ვხვდებით ინტერნეტ სივრცეში ინფორმაციას იმის შესახებ, რომ იტალიის ამა თუ იმ ქალაქში სახლები 1 დოლარად იყიდება და ეს არ არის ყალბი ინფორმაცია. ზოგიერთ იტალიურ ქალაქში ბოლო წლებში თავი იჩინა დეპოპულაციამ, რის გამოც ადგილობრივი ხელისუფლება, პრობლემის აღმოფხვრის მიზნით, სახლებს ერთ დოლარად ყიდის.

კალიფორნიელმა ქალმა, რუბია დანიელსმა გადაწყვიტა, რომ ეს შანსი გამოეყენებინა და სამი სახლი იყიდა. ის ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც 2019 წლის გაზაფხულზე ამ ხელსაყრელი გარიგებით სიცილიაში, მუსომელიში სახლები შეიძინა - თავისთვის და შვილებისთვის.

მოგვიანებით რუბიამ მეგობრებიც ჩაიყვანა იტალიაში და მათაც აყიდინა რამდენიმე სახლი სიცილიაში. გეგმავს იცხოვროს ქალაქში, რომელიც პალერმოდან ორი საათის გზაზე მდებარეობს.

  • მართალია დანიელსი თავისი შენაძენით აღფრთოვანებულია, მაგრამ ამავდროულად, აფრთხილებს სხვა სახლების პოტენციურ მყიდველებს, რომ როცა ერთ დოლარად სახლს ყიდულობენ, არ უნდა ელოდონ, რომ იქ საოცარი შენობა დახვდებათ. რუბიას თქმით, სახლებს შეკეთება სჭირდება და საკმაოდ ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი.

ქალი ამბობს, რომ იტალიაში აქამდე არასდროს ყოფილა, თუმცა კარგად ფლობს იტალიურ ენას და როდესაც წაიკითხა სტატია, სადაც საუბარი იყო იმაზე, რომ მუსომელიში სახლები ერთ დოლარად იყიდებოდა, გადაწყვიტა ეს შანსი გამოეყენებინა.

რუბია იხსენებს, რომ მან ჯერ კარგად მოიძია დეტალური ინფორმაცია და შემდეგ იტალიაში გაემგზავრა, გადაწყვეტილება მალევე არ მიუღია, რამდენიმე დღე ქალაქში გაატარა, შემდეგ სახლები დაათვალიერა და შესაბამისი დოკუმენტები მოამზადა.

ქალაქის ისტორიული ციხესიმაგრე

  • "ადგილობრივებს ძალიან უხარიათ, როცა ხედავენ, რომ აქ ადამიანები სახლდებიან. მალე მუსომელი მულტიკულტურული ქალაქი გახდება, მთელი მსოფლიოდან ყიდულობენ აქ სახლებს, რაც ძალიან მახარებს. დარწმუნებული ვარ, რომ მოგზაურებისთვის ეს ადგილი ერთ-ერთი საყვარელი მიმართულება იქნება“, - ამბობს ქალი.

ახლა ის სარემონტო სამუშაოებითაა დაკავებული. მუსომელის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ამ ქალაქში მცხოვრები ადამიანები მოხუცდნენ, მათი ნაწილი გარდაიცვალა, შთამომავლობა კი დიდ ქალაქებში ცხოვრებას ამჯობინებს, ამიტომაც ეს ადგილი ადამიანებისგან დაიცალა, ახლა კი ცდილობენ, ახალი სიცოცხლე შესძინონ.

აღსანიშნავია, რომ ოფიციალური პირები აძლევენ სამ წელს სახლების ახალ მობინადრეებს სახლების აღსადგენად, როდესაც სახლს ახალი მეპატრონე ერთ დოლარად იფორმებს, თან მის განახლებაზეც იღებს ვალდებულებას. დანიელსი ამბობს, რომ ერთი სახლის რეკონსტრუქციისთვის ამ ეტაპზე 12 000 დოლარი აქვს დახარჯული და წინ კიდევ ბევრი საქმეა.

წყარო: dailymail.co.uk

"ალისა საოცრებათა ქვეყანაში" - რა ღირს და რომელ მოდის სახლს ეკუთვნის ანუკი არეშიძის ჩანთა, რომელსაც კალაძის მერობის კანდიდატად წარდგენის შემდეგ დიდი გამოხმაურება მოჰყვა?

გურამ ლომიძის 3 ქორწინება, ნარკოტიკები და შვილი, რომელიც წლებია არ უნახავს - "ფლირტმა შეიწირა ჩვენი ოჯახი, დარწმუნებული იყო, რომ ვუღალატე, არადა, არ მიღალატია"

"ჩვენ სამხრეთ კორეაში ვმოგზაურობთ" - ბერა ივანიშვილი ცოლთან ერთად ახალ ვიდეოს აქვეყნებს