სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"ითხოვე და მოგეცემა" - წყვილი, რომელიც წლების წინ წაჩხურუს მთავარანგელოზის ტაძარში უფალს შვილის მიცემას ევედრებოდა, წელს იმავე ტაძარში შვილთან ერთად მივიდა (ფოტო)
"ითხოვე და მოგეცემა" - წყვილი, რომელიც წლების წინ წაჩხურუს მთავარანგელოზის ტაძარში უფალს შვილის მიცემას ევედრებოდა, წელს იმავე ტაძარში შვილთან ერთად მივიდა (ფოტო)

ამ­ბო­ბენ, რომ თუ უშ­ვი­ლო წყვი­ლი მარ­ტვი­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ სალ­ხი­ნოს წა­ჩხუ­რუს მთა­ვა­რან­გე­ლო­ზის სა­ხე­ლო­ბის ტა­ძარს მო­ი­ნა­ხუ­ლებს, შვი­ლი აუ­ცი­ლებ­ლად ეყო­ლე­ბა.

ტა­ძარ­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ხალ­ხმრავ­ლო­ბა აღ­დგო­მის მე­ო­თხე დღეს - ხუთ­შა­ბათს არის. უამ­რა­ვი მორ­წმუ­ნე, უშ­ვი­ლო ცოლ-ქმა­რი ევედ­რე­ბა ხე­ლის მო­მარ­თვას უფალს.

წლე­ბის წინ სწო­რედ წა­ჩხუ­რუს მთა­ვა­რან­გე­ლო­ზის სა­ხე­ლო­ბის ტაძ­რის ეზო­ში გა­და­ი­ღო ფო­ტოგ­რაფ­მა ლაშა შა­ლამ­ბე­რი­ძემ მომ­ლოც­ვე­ლი წყვი­ლი, რო­მე­ლიც უფალს შვილს სთხოვ­და.

ფოტო იმ­დე­ნად ემო­ცი­უ­რი იყო, რომ სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლო მო­იც­ვა. ამ ამ­ბი­დან ორი წლის თავ­ზე, 2020 წელს სა­ზო­გა­დო­ე­ბამ შე­ი­ტყო, რომ ფო­ტო­ზე აღ­ბეჭ­დილ წყვილს, მერი მე­ლა­ძეს და თორ­ნი­კე სუ­ლა­კა­ძეს შვი­დი წლის შემ­დეგ ნა­ნატ­რი ბავ­შვი ეყო­ლათ.

"და­ი­ბა­და ჩვე­ნი პრინ­ცი იო­ა­ნე, მად­ლო­ბა ღმერ­თს ამ დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბის­თვის", - წერ­და ახალ­შო­ბი­ლის დედა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

დღე­საც, 2021 წლის 6 იან­ვარს, წა­ჩხუ­რუს მთა­ვა­რან­გე­ლო­ზის სა­ხე­ლო­ბის ტა­ძარ­ში ხალ­ხმრავ­ლო­ბა იყო. ცნო­ბი­ლი წყვი­ლი კი კვლავ ეს­ტუმ­რა ტა­ძარს, ამ­ჯე­რად შვილ­თან ერ­თად. ფო­ტოს კვლავ ფო­ტოგ­რა­ფი ლაშა შა­ლამ­ბე­რი­ძე აქ­ვეყ­ნებს - "ითხო­ვე და მო­გე­ცე­მა !!!" - წერს შა­ლამ­ბე­რი­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

იხი­ლეთ ასე­ვე: ას ჰყვე­ბა ფო­ტოგ­რა­ფი, რო­მელ­მაც ემო­ცი­უ­რი კად­რი გა­და­ი­ღო

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 30 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ფორესტი
31

ეს არის კერპთაყვამისმცემლობა და არანაირი კავშირი არ აქვს ქრისტიანობასთან... არამგონია ეს მოეწონოს ღმერთს რომ რაღაც გაიხადოს ადამიანებმა მისი სახელის გამოყენებით კერპი... სირცხვილია და მეტი არაფერი. 

mdaa
38

ნეტა თავს არ იკლავდეთ რა დარდით, გყავს კარგია, არ გყავს და რა მოხდა? რას ამტკიცებს ადამიანი შვილის ყოლით? ვერაფერს. რეალიზება არ ხდება შვილის გაჩენით, უამრავ კარგ ადამიანს არ ყავს შვილი და უამრავ უვარგისს ყავს, ამიტომ ეძებეთ ისეთი პარტნიორი ცხოვრებას რომ გაგილამაზოთ, იფიქრეთ საკუთარი თავის განვითარებაზე და არ ჩაიციკლოთ შვილის ყოლა-არყოლაზე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

"ითხოვე და მოგეცემა" - წყვილი, რომელიც წლების წინ წაჩხურუს მთავარანგელოზის ტაძარში უფალს შვილის მიცემას ევედრებოდა, წელს იმავე ტაძარში შვილთან ერთად მივიდა (ფოტო)

"ითხოვე და მოგეცემა" - წყვილი, რომელიც წლების წინ წაჩხურუს მთავარანგელოზის ტაძარში უფალს შვილის მიცემას ევედრებოდა, წელს იმავე ტაძარში შვილთან ერთად მივიდა (ფოტო)

ამბობენ, რომ თუ უშვილო წყვილი მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოს წაჩხურუს მთავარანგელოზის სახელობის ტაძარს მოინახულებს, შვილი აუცილებლად ეყოლება.

ტაძარში განსაკუთრებული ხალხმრავლობა აღდგომის მეოთხე დღეს - ხუთშაბათს არის. უამრავი მორწმუნე, უშვილო ცოლ-ქმარი ევედრება ხელის მომართვას უფალს.

წლების წინ სწორედ წაჩხურუს მთავარანგელოზის სახელობის ტაძრის ეზოში გადაიღო ფოტოგრაფმა ლაშა შალამბერიძემ მომლოცველი წყვილი, რომელიც უფალს შვილს სთხოვდა.

ფოტო იმდენად ემოციური იყო, რომ სრულიად საქართველო მოიცვა. ამ ამბიდან ორი წლის თავზე, 2020 წელს საზოგადოებამ შეიტყო, რომ ფოტოზე აღბეჭდილ წყვილს, მერი მელაძეს და თორნიკე სულაკაძეს შვიდი წლის შემდეგ ნანატრი ბავშვი ეყოლათ.

"დაიბადა ჩვენი პრინცი იოანე, მადლობა ღმერთს ამ დიდი ბედნიერებისთვის", - წერდა ახალშობილის დედა სოციალურ ქსელში.

დღესაც, 2021 წლის 6 იანვარს, წაჩხურუს მთავარანგელოზის სახელობის ტაძარში ხალხმრავლობა იყო. ცნობილი წყვილი კი კვლავ ესტუმრა ტაძარს, ამჯერად შვილთან ერთად. ფოტოს კვლავ ფოტოგრაფი ლაშა შალამბერიძე აქვეყნებს - "ითხოვე და მოგეცემა !!!" - წერს შალამბერიძე სოციალურ ქსელში.

იხილეთ ასევე: ას ჰყვება ფოტოგრაფი, რომელმაც ემოციური კადრი გადაიღო

როგორ გამოიყურება ილონ მასკის 37,5 მლნ დოლარად შეფასებული სასახლე, რომელსაც მილიარდერი ყიდის - ფოტოები

"ბედნიერი დაბადების დღე მე" - ნანუკა ჟორჟოლიანმა დაბადების დღე სეიშელის კუნძულებზე აღნიშნა

"მსგავსი შემთხვევების დროს, ჩოგბურთელებს შეზღუდვები უნდა დაუწესდეთ...რაც ვიცი, კარგი არაა" - რას ამბობ ენდი მარი ნიკოლოზ ბასილაშვილის შესახებ