ავტორი:

"ცოლზეც ათასი სისულელე ილაპარაკა. არადა, მე პირიქით ვიცი" - რას ჰყვებიან მიშა ანდღულაძის დედა და ძმა იუმორისტის სკანდალური ინტერვიუს შემდეგ

"ცოლზეც ათასი სისულელე ილაპარაკა. არადა, მე პირიქით ვიცი" - რას ჰყვებიან მიშა ანდღულაძის დედა და ძმა იუმორისტის სკანდალური ინტერვიუს შემდეგ

მას შემდეგ, რაც ცნობილმა იუმორისტმა მიშა ანდღულაძემ თავისი ცხოვრების შესახებ "ფორმულას" ეთერში, ეკა ჩხეიძის გადაცემაში ისაუბრა, ჟურნალმა "სარკემ“ მიშას ოჯახის წევრები, დედა და ძმა, ჩაწერა.

ანდღღულაძემ სკანდალურ ინტერვიუში მოყვა მამის მხრიდან ძალადობის შესახებ, ისევე, როგორც იმაზე, თუ რამდენი წელი დასჭირდა მამის ციხეში გასაშვებად. ასევე გაამხილა მიზეზი, რატომ დაშორდა მეუღლეს. მიშამ აღნიშნა, რომ ცოლთან თავიდანვე მოილაპარაკა, რომ გახსნილი ურთიერთობები ექნებოდათ, მაგრამ მეუღლის ღალატს, ვერაფრით შეეგუა.

  • დათო ანდღულაძე:

"ჩვენთვის ძალიან მტკივნეულია ეს. რასაც ამბობს ჩვენს ოჯახზე, ყველაფერი გაზვიადებულია. თუ რამეს განიცდის და სტკივა, ამას კიდევ ტკივილის დამატება უშველის? თუ ჩემგან რამე ძალადობა ახსოვს, მაშინ ისიც გაიხსენოს, რომ მუდამ მისი დამცველი ვიყავი…

ცოლზეც ათასი სისულელე ილაპარაკა. არადა, მე პირიქით ვიცი, რომ ცოლს თვითონ ღალატობდა. თავად ამბობს, მინდა, ერთად შევყარო მისი კაცები და დავწვაო და კიდევ სხვა არის მოძალადე?!. ერთხელ მის მეზობელთან სტუმარი მივიდა. მიშამ აივნიდან ქვა გადააგდო და მანქანის მინები ჩაამტვრია. მამაჩემს მაშინაც არაფერი უთქვამს მისთვის, ისე გადაიხადა ფული. მაშინ ველოსიპედზე არ დავსვით მე და ჩვენმა მეზობელმა ბიჭმა და ამიტომ მოიქცა ასე"…

  • ლალი ხომასურიძე:

"როგორც ამბობს, სულ მუშტი-კრივში ვიყავით, რაც აბსურდია. ძალიან კარგი ბავშვობა ჰქონდა და მე და ჩემმა ქმარმა ყველაფერი გავაკეთეთ შვილების წინსვლისთვის".

წყარო: ჟურნალი "სარკე"

"მაწუხებს ბუბას ამბავი... ვაითუ, თავს მოგახვიონ რუსეთთან მეგობრობაც“ - კიკაბიძის მილოცვა და შირვინდტის იუმორისტული პასუხი

"აქ სრული განუკითხაობაა, სურსათის მაღაზიებშიც არავის უკეთია პირბადე, მათ შორის გამყიდველებსაც!" - რას წერს ბათუმში მყოფი ეკო ფანგანი?

„ბუნება ისეთივე ცოცხალია, როგორც ჩვენ“ - რა არის „გამოღვიძების“ ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების მთავარი კონცეფცია და რა აქტივობები გველის „მუსიკოსთა პარკსა“ და სოციალურ სივრცეში