სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"ეს სია ქაღალდზე "მკვდარ“ ჩამონათვალად არ დარჩება" - კრემლი "არამეგობარი ქვეყნების" სიაზე მუშაობს, რომელშიც, დიდი ალბათობით, საქართველოსაც შეიყვანენ
"ეს სია ქაღალდზე "მკვდარ“ ჩამონათვალად არ დარჩება" - კრემლი "არამეგობარი ქვეყნების" სიაზე მუშაობს, რომელშიც, დიდი ალბათობით, საქართველოსაც შეიყვანენ

"რუ­სე­თის­თვის არა­მე­გო­ბა­რი ქვეყ­ნე­ბის სია ამ წუ­თებ­შიც ფორ­მირ­დე­ბა", - გა­ნა­ცხა­და რამ­დე­ნი­მე დღის წინ, რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ოფი­ცი­ა­ლურ­მა წარ­მო­მად­გე­ნელ­მა, მა­რია ზა­ხა­რო­ვამ. მისი გან­მარ­ტე­ბით, ეს სია და­ზუს­ტდე­ბა, როცა მი­ნის­ტრთა კა­ბი­ნე­ტის ოფი­ცი­ა­ლუ­რი გან­კარ­გუ­ლე­ბა გა­მო­ი­ცე­მა. არა­სა­სურ­ვე­ლი ქვეყ­ნე­ბის სიის და­ზუს­ტე­ბა­ში რუ­სე­თის სხვა­დას­ხვა უწყე­ბე­ბი არი­ან ჩარ­თუ­ლი.

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამ ეტაპ­ზე რუ­სე­თის­თვის არა­სა­სურ­ვე­ლი ქვეყ­ნე­ბის ჩა­მო­ნათ­ვა­ლი ასე­თია: აშშ, ლი­ე­ტუ­ვა, ლატ­ვია, ეს­ტო­ნე­თი, სა­ქარ­თვე­ლო, უკ­რა­ი­ნა, პო­ლო­ნე­თი, ჩე­ხე­თი, დიდი ბრი­ტა­ნე­თი.

შე­გახ­სე­ნებთ, რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტმა ვლა­დი­მირ პუ­ტინ­მა 23 აპ­რილს ხელი მო­ა­წე­რა გან­კარ­გუ­ლე­ბას რუ­სე­თის­თვის არა­სა­სურ­ველ ქვეყ­ნებ­ზე ზე­მოქ­მე­დე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც ით­ვა­ლის­წი­ნებს უცხო­ურ დიპ­ლო­მა­ტი­ურ უწყე­ბებ­თან რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის საქ­მი­ა­ნი ურ­თი­ერ­თო­ბის შე­წყვე­ტას.

კრემ­ლის პრესს­პი­კე­რის, დი­მიტ­რი პეს­კო­ვის გან­მარ­ტე­ბით, პრე­ზი­დენ­ტის ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ბიზ­ნე­სის სფე­როს არ შე­ე­ხე­ბა.

ამ თე­მა­ზე სტა­ტია გა­მო­აქ­ვეყ­ნა შვე­ი­ცა­რი­ულ­მა გა­ზეთ­მა "ლე ტემპს" («Le Temps»), სა­თა­უ­რით: "რუ­სე­თი "ბო­რო­ტე­ბის ღერძს“ ამ­ხელს“, რო­მელ­შიც გან­ხი­ლუ­ლია მოს­კო­ვის გან­ზრახ­ვა რუ­სე­თის მი­მართ მტრუ­ლად გან­წყო­ბი­ლი ქვეყ­ნე­ბი­სად­მი მკაც­რი პო­ლი­ტი­კის გა­ტა­რე­ბის შე­სა­ხებ (ავ­ტო­რი - ემა­ნუ­ელ გრინშპა­ნი).

"რუ­სე­თი და­სავ­ლე­თის წი­ნა­აღ­მდეგ სი­ტყვი­ე­რი შე­ტე­ვის ეს­კა­ლა­ცი­ას აგ­რძე­ლებს: ის, რაც სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა სერ­გეი ლავ­როვ­მა "რია ნო­ვოს­ტის­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და, იმა­ზე მი­უ­თი­თებს, რომ მოს­კო­ვი ძალ­ზე უკ­მა­ყო­ფი­ლოა თა­ვი­სი გე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რი მე­ტო­ქე­ე­ბის მოქ­მე­დე­ბით. მი­ნის­ტრის პოსტზე 2004 წლი­დან მყოფ­მა რუ­სე­თის მთა­ვარ­მა დიპ­ლო­მატ­მა მი­ა­ნიშ­ნა, რომ თუ ვა­შინგტონ­სა და მოს­კოვს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბა არ გა­უმ­ჯო­ბეს­დე­ბა (და, ალ­ბათ, ასეც იქ­ნე­ბა), მა­შინ ორი სა­ხელ­მწი­ფო "ცივი ომის" ან უფრო უა­რე­სი სი­ტუ­ა­ცი­ის პი­რო­ბებ­ში იცხოვ­რებს“. კრემ­ლი, აშ­კა­რაა, რომ არ შე­უ­რიგ­და აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტის ჯო ბა­ი­დე­ნის ნათ­ქვამს, რო­მელ­მაც თა­ვი­სი რუსი კო­ლე­გა "მკვლე­ლად“ შე­რა­ცხა. რუ­სეთ­მა უპა­სუ­ხოდ და­ტო­ვა ჯო ბა­ი­დე­ნის სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უბ­რის მთა­ვა­რი მი­ზა­ნი - წი­ნა­და­დე­ბა შეხ­ვედ­რის შე­სა­ხებ. ჯერ­ჯე­რო­ბით ორი ქვეყ­ნის მე­თა­უ­რის შეხ­ვედ­რი­სა და მო­ლა­პა­რა­კე­ბის ად­გი­ლი გარ­კვე­უ­ლი არ არის", - ნათ­ქვა­მია პუბ­ლი­კა­ცი­ა­ში.

"რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ გა­და­წყვი­ტა წინ­სწრე­ბით ემოქ­მე­და და უკვე გა­მო­ა­ცხა­და მის­თვის "არა­მე­გობ­რუ­ლი ქვეყ­ნე­ბის“ სიის შედ­გე­ნა, რო­მელ­შიც პირ­ვე­ლი ად­გი­ლი, ბუ­ნებ­რი­ვია, აშშ-ს უკა­ვია. დო­კუ­მენ­ტი ოფი­ცი­ა­ლუ­რად ჯერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი არ არის, მაგ­რამ კრემლთან და­ახ­ლო­ე­ბულ­მა გა­ზეთ­მა "იზ­ვეს­ტი­ამ“ რუ­სე­თის მი­მართ მტრუ­ლად გან­წყო­ბი­ლი ქვე­ყა­ნე­ბი და­ა­სა­ხე­ლა. ეს ინ­ფორ­მა­ცია უცებ აი­ტა­ცეს სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო ტე­ლე­არ­ხებ­მა და გა­მო­ცე­მებ­მა. აშშ-ის გარ­და, სი­ა­ში არი­ან ის ქვეყ­ნე­ბიც, რომ­ლებ­საც კრემ­ლი ჩვე­უ­ლებ­რივ, "ვა­შინგტო­ნის ვა­სა­ლე­ბად“ თვლის, კერ­ძოდ: დიდი ბრი­ტა­ნე­თი, კა­ნა­და, ავ­სტრა­ლია, აგ­რეთ­ვე აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პის ექ­ვსი ქვე­ყა­ნა“, - წერს ავ­ტო­რი.

რო­გორც სერ­გეი ლავ­როვ­მა აღ­ნიშ­ნა, სია მალე გა­მოქ­ვეყ­ნდე­ბა. "მაგ­რამ ეს მხო­ლოდ ქა­ღალ­დზე "მკვდარ“ ჩა­მო­ნათ­ვა­ლად არ დარ­ჩე­ბა. სია გა­და­ი­ხე­დე­ბა იმის კვა­ლო­ბა­ზე, თუ რო­გორ გან­ვი­თარ­დე­ბა ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი შე­სა­ბა­მის სა­ხელ­მწი­ფო­ებ­თან მო­მა­ვალ­ში“, - თქვა მი­ნის­ტრმა და აღ­ნიშ­ნა, რომ დად­გინ­და კრი­ტე­რი­უ­მე­ბიც, რის მი­ხედ­ვი­თაც აღ­ნიშ­ნულ სი­ა­ში სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბი იქ­ნე­ბი­ან შე­ტა­ნილ­ნი.

სერ­გეი ლავ­რო­ვის გან­ცხა­დე­ბა­ში აქ­ცენ­ტია გა­კე­თე­ბუ­ლი იმ თან­მიმ­დევ­რულ მოქ­მე­დე­ბა­ზე, რო­მე­ლიც რუ­სე­თის სა­პა­სუ­ხო დიპ­ლო­მა­ტი­ურ ნა­ბი­ჯებს შე­ე­ხე­ბა: მხედ­ვე­ლო­ბა­შია რუსი დიპ­ლო­მა­ტე­ბის უპ­რე­ცე­დენ­ტოდ გახ­ში­რე­ბულ გა­ძე­ვე­ბა, რო­მელ­საც და­სავ­ლე­თის ქვეყ­ნე­ბი მი­მარ­თა­ვენ.

სერ­გეი ლავ­რო­ვი ინ­ტერ­ვი­უ­ში თავს და­ეს­ხა რუს ლი­ბე­რა­ლებ­საც, რომ­ლე­ბიც ქვეყ­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას აკ­რი­ტი­კე­ბენ და ისი­ნი ისეთ "გა­ნე­ბივ­რე­ბულ ბავ­შვებს“ შე­ა­და­რა, რომ­ლე­ბიც და­სავ­ლურ პრო­დუქ­ცი­ას არი­ან მიჩ­ვე­ულ­ნი და როცა რუ­სეთ­მა 2014 წელს კონ­ტრსან­ქცი­ე­ბი და­ა­წე­სა, ისი­ნი მიჩ­ვე­ულ სა­სურ­ველ ნივ­თებს ვე­ღარ ყი­დუ­ლო­ბენ.

"სი­ტყვი­ე­რი ეს­კა­ლა­ცია კი­დევ უფრო ღრმავ­დე­ბა და მას­ში რუ­სე­თის სა­ში­ნაო პო­ლი­ტი­კის ცნო­ბი­ლი მოღ­ვა­წე­ე­ბიც ერ­თვე­ბი­ან. მა­გა­ლი­თად, სა­ხელ­მწი­ფო სა­თათ­ბი­როს სპი­კერ­მა ვი­ა­ჩეს­ლავ მო­ლო­დინ­მა აშშ-სა­გან კომ­პენ­სა­ცია მო­ი­თხო­ვა "კო­ვიდ-19“-ის პან­დე­მი­ის გამო და გა­ნა­ცხა­და, რომ კო­რო­ნა­ვირუ­სი აშშ-მა შექ­მნა. ან­ტი­და­სავ­ლურ იმ­პულსს, რო­მე­ლიც რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ზედა ფე­ნი­დან მო­დის, ისე­თი მას­ტი­მუ­ლი­რე­ბე­ლი ეფექ­ტი აქვს, რომ ამ ტენ­დენ­ცი­ის შე­ჩე­რე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლი ხდე­ბა“, - ასე­თი რე­ზი­უ­მეა გა­კე­თე­ბუ­ლი სტა­ტი­ის ავ­ტო­რის ემა­ნე­უ­ელ გრინშპა­ნის მიერ.

წყა­რო

მო­ამ­ზა­და სი­მონ კი­ლა­ძემ

მკითხველის კომენტარები / 63 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
gia
42

იმედია ამ სიაში მოვხვდებით, ისეთი ქვეყნებია აქ ყოფნა პატივია :)

იმედია საქართველოს მოქალაქეებისთვის დაკეტავენ საზღვარს, აგვიკრძალავენ რუსული პროდუქტის შემოტანას საქართველოში და მოგვთხოვენ რუსული ჟარგონები და ტერმინები გავაქროთ ჩვენი ენიდან

dima
161

ნუ გეშინიათ,ნაცები დაგვიცავენ!(((

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

"ეს სია ქაღალდზე "მკვდარ“ ჩამონათვალად არ დარჩება" - კრემლი "არამეგობარი ქვეყნების" სიაზე მუშაობს, რომელშიც, დიდი ალბათობით, საქართველოსაც შეიყვანენ

"ეს სია ქაღალდზე "მკვდარ“ ჩამონათვალად არ დარჩება" - კრემლი "არამეგობარი ქვეყნების" სიაზე მუშაობს, რომელშიც, დიდი ალბათობით, საქართველოსაც შეიყვანენ

"რუსეთისთვის არამეგობარი ქვეყნების სია ამ წუთებშიც ფორმირდება", - განაცხადა რამდენიმე დღის წინ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ. მისი განმარტებით, ეს სია დაზუსტდება, როცა მინისტრთა კაბინეტის ოფიციალური განკარგულება გამოიცემა. არასასურველი ქვეყნების სიის დაზუსტებაში რუსეთის სხვადასხვა უწყებები არიან ჩართული.

გავრცელებული ინფორმაციით, ამ ეტაპზე რუსეთისთვის არასასურველი ქვეყნების ჩამონათვალი ასეთია: აშშ, ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი, საქართველო, უკრაინა, პოლონეთი, ჩეხეთი, დიდი ბრიტანეთი.

შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 23 აპრილს ხელი მოაწერა განკარგულებას რუსეთისთვის არასასურველ ქვეყნებზე ზემოქმედების საშუალების შესახებ, რომელიც ითვალისწინებს უცხოურ დიპლომატიურ უწყებებთან რუსეთის მოქალაქეების საქმიანი ურთიერთობის შეწყვეტას.

კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განმარტებით, პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება ბიზნესის სფეროს არ შეეხება.

ამ თემაზე სტატია გამოაქვეყნა შვეიცარიულმა გაზეთმა "ლე ტემპს" («Le Temps»), სათაურით: "რუსეთი "ბოროტების ღერძს“ ამხელს“, რომელშიც განხილულია მოსკოვის განზრახვა რუსეთის მიმართ მტრულად განწყობილი ქვეყნებისადმი მკაცრი პოლიტიკის გატარების შესახებ (ავტორი - ემანუელ გრინშპანი).

"რუსეთი დასავლეთის წინააღმდეგ სიტყვიერი შეტევის ესკალაციას აგრძელებს: ის, რაც საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა "რია ნოვოსტისთან" ინტერვიუში განაცხადა, იმაზე მიუთითებს, რომ მოსკოვი ძალზე უკმაყოფილოა თავისი გეოპოლიტიკური მეტოქეების მოქმედებით. მინისტრის პოსტზე 2004 წლიდან მყოფმა რუსეთის მთავარმა დიპლომატმა მიანიშნა, რომ თუ ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის ურთიერთობა არ გაუმჯობესდება (და, ალბათ, ასეც იქნება), მაშინ ორი სახელმწიფო "ცივი ომის" ან უფრო უარესი სიტუაციის პირობებში იცხოვრებს“. კრემლი, აშკარაა, რომ არ შეურიგდა აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ნათქვამს, რომელმაც თავისი რუსი კოლეგა "მკვლელად“ შერაცხა. რუსეთმა უპასუხოდ დატოვა ჯო ბაიდენის სატელეფონო საუბრის მთავარი მიზანი - წინადადება შეხვედრის შესახებ. ჯერჯერობით ორი ქვეყნის მეთაურის შეხვედრისა და მოლაპარაკების ადგილი გარკვეული არ არის", - ნათქვამია პუბლიკაციაში.

"რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გადაწყვიტა წინსწრებით ემოქმედა და უკვე გამოაცხადა მისთვის "არამეგობრული ქვეყნების“ სიის შედგენა, რომელშიც პირველი ადგილი, ბუნებრივია, აშშ-ს უკავია. დოკუმენტი ოფიციალურად ჯერ გამოქვეყნებული არ არის, მაგრამ კრემლთან დაახლოებულმა გაზეთმა "იზვესტიამ“ რუსეთის მიმართ მტრულად განწყობილი ქვეყანები დაასახელა. ეს ინფორმაცია უცებ აიტაცეს სახელისუფლებო ტელეარხებმა და გამოცემებმა. აშშ-ის გარდა, სიაში არიან ის ქვეყნებიც, რომლებსაც კრემლი ჩვეულებრივ, "ვაშინგტონის ვასალებად“ თვლის, კერძოდ: დიდი ბრიტანეთი, კანადა, ავსტრალია, აგრეთვე აღმოსავლეთ ევროპის ექვსი ქვეყანა“, - წერს ავტორი.

როგორც სერგეი ლავროვმა აღნიშნა, სია მალე გამოქვეყნდება. "მაგრამ ეს მხოლოდ ქაღალდზე "მკვდარ“ ჩამონათვალად არ დარჩება. სია გადაიხედება იმის კვალობაზე, თუ როგორ განვითარდება ჩვენი ურთიერთობები შესაბამის სახელმწიფოებთან მომავალში“, - თქვა მინისტრმა და აღნიშნა, რომ დადგინდა კრიტერიუმებიც, რის მიხედვითაც აღნიშნულ სიაში სახელმწიფოები იქნებიან შეტანილნი.

სერგეი ლავროვის განცხადებაში აქცენტია გაკეთებული იმ თანმიმდევრულ მოქმედებაზე, რომელიც რუსეთის საპასუხო დიპლომატიურ ნაბიჯებს შეეხება: მხედველობაშია რუსი დიპლომატების უპრეცედენტოდ გახშირებულ გაძევება, რომელსაც დასავლეთის ქვეყნები მიმართავენ.

სერგეი ლავროვი ინტერვიუში თავს დაესხა რუს ლიბერალებსაც, რომლებიც ქვეყნის ხელისუფლებას აკრიტიკებენ და ისინი ისეთ "განებივრებულ ბავშვებს“ შეადარა, რომლებიც დასავლურ პროდუქციას არიან მიჩვეულნი და როცა რუსეთმა 2014 წელს კონტრსანქციები დააწესა, ისინი მიჩვეულ სასურველ ნივთებს ვეღარ ყიდულობენ.

"სიტყვიერი ესკალაცია კიდევ უფრო ღრმავდება და მასში რუსეთის საშინაო პოლიტიკის ცნობილი მოღვაწეებიც ერთვებიან. მაგალითად, სახელმწიფო სათათბიროს სპიკერმა ვიაჩესლავ მოლოდინმა აშშ-საგან კომპენსაცია მოითხოვა "კოვიდ-19“-ის პანდემიის გამო და განაცხადა, რომ კორონავირუსი აშშ-მა შექმნა. ანტიდასავლურ იმპულსს, რომელიც რუსეთის ხელისუფლების ზედა ფენიდან მოდის, ისეთი მასტიმულირებელი ეფექტი აქვს, რომ ამ ტენდენციის შეჩერება შეუძლებელი ხდება“, - ასეთი რეზიუმეა გაკეთებული სტატიის ავტორის ემანეუელ გრინშპანის მიერ.

წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ