სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ჩაიკეტება სასაფლაოებთან მისასვლელი გზები - კიდევ რა შეზღუდვები ამოქმედდება 3-12 მაისს?
ჩაიკეტება სასაფლაოებთან მისასვლელი გზები - კიდევ რა შეზღუდვები ამოქმედდება 3-12 მაისს?

სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა 3-12 მა­ი­სის ჩათ­ვლით და­წე­სე­ბულ შე­ზღუდ­ვებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ინ­ფორ­მა­ცი­ას ავ­რცე­ლებს.

აღ­ნიშ­ნულ პე­რი­ოდ­ში არა­ერ­თი შე­ზღუდ­ვა იქ­ნე­ბა და­წე­სე­ბუ­ლი, მათ შო­რის: 3-12 მა­ი­სის ჩათ­ვლით, სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით, მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი ტრან­სპორ­ტი არ იმოძ­რა­ვებს და ჩა­ი­კე­ტე­ბა სა­საფ­ლა­ოს­თან მი­სას­ვლე­ლი გზე­ბი.

"3-12 მა­ი­სის ჩათ­ვლით, სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით, მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი ტრან­სპორ­ტი არ იმოძ­რა­ვებს; სა­ქა­ლაქთა­შო­რი­სო ტრან­სპორ­ტს შე­ზღუდ­ვა არ შე­ე­ხე­ბა;

სა­დღე­სას­წა­უ­ლო დღე­ებ­ში სა­საფ­ლა­ო­ებ­ზე გას­ვლა შე­ი­ზღუ­დე­ბა; ჩა­ი­კე­ტე­ბა სა­საფ­ლა­ო­ებ­თან მი­სას­ვლე­ლი გზე­ბი;

სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქოს­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­ის შე­დე­გად, სა­დღე­სას­წა­უ­ლო ლი­ტურ­გია ტაძ­რებ­ში ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის ნორ­მე­ბის მაქ­სი­მა­ლუ­რი დაც­ვით ჩა­ტარ­დე­ბა; მათ შო­რის, ტაძ­რებ­ში უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი იქ­ნე­ბა გახ­მო­ვა­ნე­ბის სის­ტე­მა, და­ცუ­ლი იქ­ნე­ბა სო­ცი­ა­ლუ­რი დის­ტან­ცია და პირ­ბა­დის მოხ­მა­რე­ბის წესი;

გა­მო­ნაკ­ლი­სის სა­ხით, სა­აღ­დგო­მო ლი­ტურ­გი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით, გა­და­ად­გი­ლე­ბა­ზე და­წე­სე­ბუ­ლი შე­ზღუდ­ვა, მხო­ლოდ ერთი ღა­მით, 1 მა­ისს, 21:00-05:00 სა­ა­თის ნაც­ვლად, იმოქ­მე­დებს 23:00-04:00 სა­ა­თამ­დე.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, 4-11 მა­ი­სი სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლია უქმე დღე­ე­ბად;

შე­სა­ბა­მი­სი უწყე­ბე­ბის მხრი­დან კვლავ გრძელ­დე­ბა ქვე­ყა­ნა­ში და­წე­სე­ბუ­ლი შე­ზღუდ­ვე­ბის აღ­სრუ­ლე­ბის მკაც­რი კონ­ტრო­ლი;

უწყე­ბა­თა­შო­რი­სი სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭო გა­ნაგ­რძობს არ­სე­ბულ ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­ურ ტენ­დენ­ცი­ებ­ზე დაკ­ვირ­ვე­ბას და შემ­დგომ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს ვი­თა­რე­ბის დე­ტა­ლუ­რი ანა­ლი­ზის შე­დე­გად მი­ი­ღებს“, - ნათ­ქვა­მია მთავ­რო­ბის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 16 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ფოთიჩა
21

ანუ 2 მაისს შეგვეძლება გავიდეთ?

ნამეტნავად ჭკვიანურია!
37

 მაშინ, სიკვდილიც აკრძალეთ ამ დღეებში, თორემ პირველში ან ორში რომ მოკვდეს ადამიანი, რა უნდა ქნას ჭირისუფალმა, 2 კვირა ზალაში უნდა ედგეს თავისი მიცვალებული?!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

ჩაიკეტება სასაფლაოებთან მისასვლელი გზები - კიდევ რა შეზღუდვები ამოქმედდება 3-12 მაისს?

ჩაიკეტება სასაფლაოებთან მისასვლელი გზები - კიდევ რა შეზღუდვები ამოქმედდება 3-12 მაისს?

საქართველოს მთავრობა 3-12 მაისის ჩათვლით დაწესებულ შეზღუდვებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

აღნიშნულ პერიოდში არაერთი შეზღუდვა იქნება დაწესებული, მათ შორის: 3-12 მაისის ჩათვლით, საქართველოს მასშტაბით, მუნიციპალური ტრანსპორტი არ იმოძრავებს და ჩაიკეტება სასაფლაოსთან მისასვლელი გზები.

"3-12 მაისის ჩათვლით, საქართველოს მასშტაბით, მუნიციპალური ტრანსპორტი არ იმოძრავებს; საქალაქთაშორისო ტრანსპორტს შეზღუდვა არ შეეხება;

სადღესასწაულო დღეებში სასაფლაოებზე გასვლა შეიზღუდება; ჩაიკეტება სასაფლაოებთან მისასვლელი გზები;

საქართველოს საპატრიარქოსთან კომუნიკაციის შედეგად, სადღესასწაულო ლიტურგია ტაძრებში ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების ნორმების მაქსიმალური დაცვით ჩატარდება; მათ შორის, ტაძრებში უზრუნველყოფილი იქნება გახმოვანების სისტემა, დაცული იქნება სოციალური დისტანცია და პირბადის მოხმარების წესი;

გამონაკლისის სახით, სააღდგომო ლიტურგიასთან დაკავშირებით, გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა, მხოლოდ ერთი ღამით, 1 მაისს, 21:00-05:00 საათის ნაცვლად, იმოქმედებს 23:00-04:00 საათამდე.

როგორც ცნობილია, 4-11 მაისი საქართველოში გამოცხადებულია უქმე დღეებად;

შესაბამისი უწყებების მხრიდან კვლავ გრძელდება ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვების აღსრულების მკაცრი კონტროლი;

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო განაგრძობს არსებულ ეპიდემიოლოგიურ ტენდენციებზე დაკვირვებას და შემდგომ გადაწყვეტილებებს ვითარების დეტალური ანალიზის შედეგად მიიღებს“, - ნათქვამია მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

წმინდა ცეცხლი უკვე საქართველოშია

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

ბათუმში კოვიდ-სასტუმროში ქალი გარდაიცვალა - "პაციენტი იყო სტაბილურად, სიმპტომების გარეშე"