სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"კარგი, იყო კონტრაბანდისტი, კრიმინალივით რატომ ექცევი?" - რატომ დაჭრეს მამა-შვილი ზუგდიდის სოფელ ახალაბასთუმანში?
"კარგი, იყო კონტრაბანდისტი, კრიმინალივით რატომ ექცევი?" - რატომ დაჭრეს მამა-შვილი ზუგდიდის სოფელ ახალაბასთუმანში?

ზუგ­დი­დის სო­ფელ ახა­ლა­ბას­თუ­მან­ში, სა­ო­კუ­პა­ციო ხა­ზის მიმ­დე­ბა­რედ მამა-შვი­ლი დაჭ­რეს. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გას­რო­ლა აფხა­ზე­თის ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს.

რო­გორც დაჭ­რი­ლე­ბის ოჯა­ხის წევ­რი აცხა­დებს, პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა მათ გაფრ­თხი­ლე­ბის გა­რე­შე ეს­რო­ლეს.

"გა­მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს. გან­სხვა­ვე­ბაა კრი­მი­ნალ­სა და კონ­ტრა­ბან­დას შო­რის. კარ­გი, იყო კონ­ტრა­ბან­დის­ტი, კრი­მი­ნა­ლი­ვით რა­ტომ ექ­ცე­ვი? ორი ყუთი სი­გა­რე­ტი ჰქონ­დათ, ვამ­ბობ ამას. არ გვაქვს სა­შუ­ა­ლე­ბა. ვართ მრა­ვალ­შვი­ლი­ა­ნი, არა­ვინ გვეხ­მა­რე­ბა. თა­ვის გა­და­სარ­ჩე­ნად, ჩემა შვილ­მა წა­მო­ი­ღო ორი ყუთი. არა­კა­ნო­ნი­ე­რი იყო პო­ლი­ცი­ის მოქ­მე­დე­ბა. გაფრ­თხი­ლე­ბის გა­რე­შე იმოქ­მე­დეს“, - გა­ნა­ცხა­და დაჭ­რი­ლის დე­დამ, ხა­თუ­ნა ოკუ­ჯა­ვამ.

დაჭ­რი­ლე­ბი ზუგ­დი­დის რე­ფე­რა­ლურ ჰოს­პი­ტალ­ში არი­ან მო­თავ­სე­ბუ­ლი.

"კლი­ნი­კა­ში შე­მო­იყ­ვა­ნეს მამა-შვი­ლი. სა­ვა­რა­უ­დოდ, ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით მი­ყე­ნე­ბუ­ლი ჭრი­ლო­ბე­ბით. შვილს აქვს გულ­მკერ­დის მე­ო­თხე მა­ლის გა­ნი­ვი მორ­ჩის მო­ტე­ხი­ლო­ბა,ზურ­გის ტვი­ნის და­ჟე­ჟი­ლო­ბა. მა­მას ტერ­ფის არე­ში ნაფ­ლეთ- ნაგ­ლე­ჯი ჭრი­ლო­ბა.

ორი­ვეს მდგო­მა­რე­ო­ბა ამ ეტაპ­ზე სტა­ბი­ლუ­რია, გრძელ­დე­ბა კვლე­ვე­ბი და შე­სა­ბა­მი­სი მკურ­ნა­ლო­ბა",- აცხა­დე­ბენ ჰოს­პი­ტალ­ში.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კოკა
14

კონტრაბანდა კრიმინალი არაა???????? თუ მოგეფეროთ??? ზედმეტი ხომ არ მოგდით???

მ ი მ ი ნ ო
6

კონტრაბანდა კრიმინალი რომ არის არ იცის? რაღაც მეეჭვება...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

"კარგი, იყო კონტრაბანდისტი, კრიმინალივით რატომ ექცევი?" - რატომ დაჭრეს მამა-შვილი ზუგდიდის სოფელ ახალაბასთუმანში?

"კარგი, იყო კონტრაბანდისტი, კრიმინალივით რატომ ექცევი?" - რატომ დაჭრეს მამა-შვილი ზუგდიდის სოფელ ახალაბასთუმანში?

ზუგდიდის სოფელ ახალაბასთუმანში, საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ მამა-შვილი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, გასროლა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა განახორციელეს.

როგორც დაჭრილების ოჯახის წევრი აცხადებს, პოლიციის თანამშრომლებმა მათ გაფრთხილების გარეშე ესროლეს.

"გამოძიება მიმდინარეობს. განსხვავებაა კრიმინალსა და კონტრაბანდას შორის. კარგი, იყო კონტრაბანდისტი, კრიმინალივით რატომ ექცევი? ორი ყუთი სიგარეტი ჰქონდათ, ვამბობ ამას. არ გვაქვს საშუალება. ვართ მრავალშვილიანი, არავინ გვეხმარება. თავის გადასარჩენად, ჩემა შვილმა წამოიღო ორი ყუთი. არაკანონიერი იყო პოლიციის მოქმედება. გაფრთხილების გარეშე იმოქმედეს“, - განაცხადა დაჭრილის დედამ, ხათუნა ოკუჯავამ.

დაჭრილები ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში არიან მოთავსებული.

"კლინიკაში შემოიყვანეს მამა-შვილი. სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობებით. შვილს აქვს გულმკერდის მეოთხე მალის განივი მორჩის მოტეხილობა,ზურგის ტვინის დაჟეჟილობა. მამას ტერფის არეში ნაფლეთ- ნაგლეჯი ჭრილობა.

ორივეს მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია, გრძელდება კვლევები და შესაბამისი მკურნალობა",- აცხადებენ ჰოსპიტალში.

თბილისში საბაგიროს თანამშრომლის დაჭრისთვის ერთი ადამიანი დააკავეს

"იქნება აქციები, არ გავჩერდებით" - ურეკში პოლიციელებზე თავდასხმის საქმეზე დაკავებული 13 პირის ოჯახის ახლობლებმა მაგისტრალი გადაკეტეს, რასაც ხმაური მოჰყვა

ურეკში პოლიციელებზე თავდასხმის საქმეზე დაკავებულ 13 პირს პატიმრობა შეეფარდა