სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
„მომავალი უკვე დღესაა - როგორ შეცვალა პანდემიამ სამყარო?“ - სოფო შევარდნაძე თავისი პირველი წიგნის შესახებ
„მომავალი უკვე დღესაა - როგორ შეცვალა პანდემიამ სამყარო?“ - სოფო შევარდნაძე თავისი პირველი წიგნის შესახებ

უკვე ერთი წელი გა­ვი­და მას შემ­დეგ, რაც კო­რო­ნა­ვირუ­სი პან­დე­მი­ად გა­მო­ცხად­და. მსოფ­ლი­ოს რიტ­მი მთლი­ა­ნად შე­იც­ვა­ლა, ადა­მი­ა­ნე­ბი შიშ­მა და გა­ურ­კვევ­ლო­ბამ მო­იც­ვა. სწო­რედ ამ, ყვე­ლას­თვის მძი­მე პე­რი­ოდ­ში, სოფო შე­ვარ­დნა­ძემ წიგნ­ზე მუ­შა­ო­ბა და­ი­წყო, რო­მელ­შიც სა­კუ­თა­რი გან­ცდე­ბი და სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ა­ნე­ბის აზ­რებს, პროგ­ნო­ზებს მო­უ­ყა­რა თავი.

თა­ვად ავ­ტო­რი, ვირუ­სო­ლო­გე­ბი, მხატ­ვრე­ბი, ეკო­ნო­მის­ტე­ბი და ფუ­ტუ­რო­ლო­გე­ბი, ნო­ბე­ლის პრე­მი­ის ლა­უ­რე­ა­ტე­ბი და ბესტსე­ლე­რე­ბის ავ­ტო­რე­ბი პა­სუხს სცე­მენ ბოლო დრო­ის ყვე­ლა­ზე აქ­ტუ­ა­ლურ კი­თხვებს და წარ­მოგ­ვიდ­გე­ნენ მი­თი­თე­ბებს, თუ რო­გორ გა­ვუმკლავ­დეთ ახალ რე­ა­ლო­ბას და ცხოვ­რე­ბის გაგ­რძე­ლე­ბა შევ­ძლოთ.

რო­გო­რი იყო წიგნ­ზე მუ­შა­ო­ბის პრო­ცე­სი და რო­გორ შეც­ვა­ლა პან­დე­მი­ამ თა­ვად ავ­ტო­რის ცხოვ­რე­ბა - ამის შე­სა­ხებ სოფო შე­ვარ­დნა­ძე Ambebi.ge -ის ესა­უბ­რა.

რო­დის და რო­გორ გაჩ­ნდა წიგ­ნის და­წე­რის იდეა?

გა­სუ­ლი წლის მარ­ტში, რო­დე­საც კო­რო­ნა­ვირუ­სი პან­დე­მი­ად გა­მო­ცხად­და და ცხა­დი გახ­და, რომ მალე და­ი­წყე­ბო­და „ლოკ­და­უ­ნი“, მოს­კოვ­ში ვი­ყა­ვი. რა თქმა უნდა, ასეთ მძი­მე ვი­თა­რე­ბა­ში ჩემს ოჯახ­თან ყოფ­ნა მინ­დო­და, ამი­ტომ სას­წრა­ფოდ გად­მოვფრინ­დი თბი­ლის­ში. მა­შინ­დე­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, 2 კვი­რა თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში გა­ვა­ტა­რე. საკ­მა­ოდ რთუ­ლი პე­რი­ო­დი იყო, უამ­რა­ვი შე­კი­თხვა და­მე­ბა­და, პა­სუ­ხე­ბი კი არ ჩან­და. მარ­ტო დავ­რჩი ჩემს თავ­თან, ჩემს ის­ტო­რი­ებ­თან, ჩემს წარ­სულ­თან და პა­სუ­ხგა­უ­ცე­მელ შე­კი­თხვებ­თან, რომ­ლებ­ზე ფიქ­რის­თვი­საც ადრე არც დრო მქონ­და და არც სურ­ვი­ლი.

ვი­ფიქ­რე, რომ კარ­გი იქ­ნე­ბო­და, ის შე­კი­თხვე­ბი, რომ­ლე­ბიც პან­დე­მი­ის და­სა­წყის­ში ყვე­ლას გვა­წუ­ხებ­და, და­მეს­ვა იმ ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის, ვისი აზ­რიც ჩემ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. შე­ვად­გი­ნე სხვა­დას­ხვა ფა­სე­ბის გა­მორ­ჩე­უ­ლი წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის სია, რომ­ლებ­თა­ნაც ად­რეც მქონ­და საქ­მი­ა­ნი თუ მე­გობ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა. ესე­ნი არი­ან _ მეც­ნი­ე­რე­ბი, ხე­ლო­ვა­ნე­ბი, ნო­ბე­ლის პრე­მი­ის ლა­უ­რე­ა­ტე­ბი... ჩემ­და გა­საკ­ვი­რად, მათი დატ­ვირ­თუ­ლი გრა­ფი­კის მი­უ­ხე­და­ვად, დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბით დამ­თან­ხმდნენ. ამა­ვე პე­რი­ოდ­ში ერთ-ერ­თმა გავ­ლე­ნი­ან­მა გა­მომ­ცემ­ლო­ბამ შე­მომ­თა­ვა­ზა წიგ­ნის და­წე­რა და მივ­ხვდი, რომ დრო იყო, ამ ერთ დიდ გა­ურ­კვევ­ლო­ბა­ზე თა­ვი­ან­თი საქ­მის ავ­ტო­რი­ტე­ტულ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლებ­თან ერ­თად მე­სა­უბ­რა.

წიგნ­ზე მუ­შა­ო­ბა რე­ა­ლო­ბის­თვის თვა­ლის გას­წო­რე­ბის მცდე­ლო­ბა იყო?

არა მხო­ლოდ. რო­დე­საც ამ თე­მა­ზე სხვებს ვე­სა­უბ­რე­ბო­დი, ერ­თმა­ნეთს აზ­რებს, გრძნო­ბებს, ში­შებ­სა თუ პროგ­ნო­ზებს ვუ­ზი­ა­რებ­დით, და­ვას­კვე­ნით, რომ ახლა ვცხოვ­რობთ დრო­ში, რო­მელ­საც გა­ურ­კვევ­ლო­ბა ჰქვია - ის, რი­სიც ადა­მი­ა­ნებს ყვე­ლა­ზე მე­ტად გვე­ში­ნია. ჩემი წიგ­ნი იმ პა­სუ­ხე­ბის ძი­ე­ბის მცდე­ლო­ბაა, თუ რო­გორ უნდა ვი­ცხოვ­როთ ამ უჩ­ვე­უ­ლო რე­ა­ლო­ბა­ში.

თქვენ თა­ვად რო­გორ შე­ძე­ლით ამ გა­ურ­კვევ­ლო­ბა­ში ცხოვ­რე­ბა, რა შეც­ვა­ლა პან­დე­მი­ამ თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში?

ვფიქ­რობ, ჯერ კი­დევ სავ­სე­ბით ვერ ვაც­ნო­ბი­ე­რებთ, რო­გორ შე­იც­ვა­ლა ცხოვ­რე­ბის ყვე­ლა სფე­რო. უნდა გა­ვი­აზ­როთ რომ მსოფ­ლიო, რო­მე­ლიც წე­ლი­წად ნა­ხევ­რის წინ იყო, აღარ არ­სე­ბობს. ეს ისე­თი დროა, რო­დე­საც თა­მა­შის ახა­ლი წე­სე­ბი უნდა მო­ვი­გო­ნოთ. წიგნ­შიც ზუს­ტად ამა­ზეა სა­უ­ბა­რი: რო­გო­რი შეც­ვლი­ლი იქ­ნე­ბა მსოფ­ლიო, რო­დე­საც პან­დე­მია დას­რულ­დე­ბა. უდა­ვოა, რომ პან­დე­მი­ამ უკვე მო­ახ­დი­ნა ყვე­ლა სფე­რო­ზე გავ­ლე­ნა, ეს ცვლი­ლე­ბე­ბი კი არა თუ შემ­ცირ­დე­ბა, არა­მედ გა­იზ­რდე­ბა და უფრო მკა­ფი­ოდ გა­მო­იკ­ვე­თე­ბა.

ეს წიგ­ნი, პირ­ველ რიგ­ში, თა­ვად მე და­მეხ­მა­რა, რომ ახალ რე­ა­ლო­ბა­ში ცხოვ­რე­ბა მეს­წავ­ლა. ბევ­რი რა­ღაც გა­და­ვა­ფა­სე, დღე­ვან­დე­ლი დღით ცხოვ­რე­ბა და­ვი­წყე და მივ­ხვდი, რომ ასე გა­ცი­ლე­ბით უკეთ ვმუ­შა­ობ. ჩემ­თვის ეს წე­ლი­წად­ნა­ხე­ვა­რი რო­გორც პი­რად, ასე­ვე პრო­ფე­სი­ულ ცხოვ­რე­ბა­ში, ყვე­ლა­ზე ნა­ყო­ფი­ე­რი პე­რი­ო­დი იყო, რაც კი ბოლო 15 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მქო­ნია: წიგ­ნი დავ­წე­რე, ბავ­შვი გა­ვა­ჩი­ნე, ახა­ლი გა­და­ცე­მე­ბის 2 სე­ზო­ნი ჩავ­წე­რე და 2 ახა­ლი პრო­ექ­ტი წა­მო­ვი­წყე.

რო­გორ შე­ძე­ლით ეს ყვე­ლა­ფე­რი?

ყვე­ლა­ფე­რი დღის რე­ჟი­მის შეც­ვლით და­ი­წყო. ბოლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ძა­ლი­ან დატ­ვირ­თუ­ლი გრა­ფი­კით ვცხოვ­რობ­დი, კვი­რა­ში რამ­დენ­ჯერ­მე სა­მუ­შაო მივ­ლი­ნე­ბა მქონ­და, სა­კუ­თა­რი თა­ვის­თვის, მე­გობ­რე­ბის­თვის დრო აღარ მრჩე­ბო­და. ახა­ლი რე­ა­ლო­ბის წი­ნა­შე რომ დავ­დე­ქი, მივ­ხვდი, დღის რე­ჟი­მი უნდა შე­მეც­ვა­ლა. დი­ლით ადრე ვიღ­ვი­ძებ, დღის პირ­ველ ნა­ხე­ვარ­ში ვმუ­შა­ობ, შემ­დეგ ფი­ზი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბით ვარ და­კა­ვე­ბუ­ლი. სა­ღა­მოს სა­ა­თებ­ში ხში­რად ვუთ­მობ გარ­კვე­ულ დროს მე­გობ­რებს და მათ­თან სა­უბ­რის დროს საქ­მე­ებ­ზე აღარ ვფიქ­რობ. მივ­ხვდი, რომ ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი უფრო სიღ­რმი­სე­უ­ლი გახ­და, ვიდ­რე აქამ­დე იყო.

თუმ­ცა ჩემი რე­ჟი­მი ერთი თვეა ძი­რე­უ­ლად შე­იც­ვა­ლა, მას შემ­დეგ რაც დედა გავ­ხდი, სა­მუ­შა­ოს შემ­დგომ, ყვე­ლა თა­ვი­სუ­ფალ დროს ჩემს შვილ­თან ვა­ტა­რებ და მარ­თა­ლი გი­თხრათ მუ­შა­ო­ბის დრო­საც ხში­რად მე­ფიქ­რე­ბა მას­ზე.

რას ეტყო­დით ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლებ­მაც ჯერ კი­დევ ვერ გა­ი­თა­ვი­სეს ახა­ლი რე­ა­ლო­ბა?

ადა­მი­ა­ნე­ბის ორი კა­ტე­გო­რია ვნა­ხეთ - ერ­თნი, რომ­ლებ­მაც უც­ნა­უ­რი და რთუ­ლი რე­ა­ლო­ბა თა­ვის სა­სარ­გებ­ლოდ შე­მო­აბ­რუ­ნეს და მე­ო­რე­ნი, რომ­ლე­ბიც უი­მე­დო­ბას და­ნებ­დნენ. იმე­დი მაქვს ეს ადა­მი­ა­ნე­ბი გა­უმკლავ­დე­ბი­ან სიძ­ნე­ლე­ებს, იპო­ვი­ან ძა­ლას სა­კუ­თარ თავ­ში რომ არ­სე­ბუ­ლი რე­ა­ლო­ბა სა­სი­კე­თოდ გა­მო­ი­ყე­ნონ. წიგნ­ში არის კონ­კრე­ტუ­ლი მი­თი­თე­ბე­ბი, თუ რო­გორ მო­ვა­ხერ­ხოთ ახალ გა­რე­მო პი­რო­ბებ­თან სწრა­ფად ადაპ­ტი­რე­ბა; ახა­ლი ცხოვ­რე­ბის და­წყე­ბა.

რო­გო­რია მკი­თხვე­ლის გა­მოხ­მა­უ­რე­ბა?

ძა­ლი­ან და­დე­ბი­თი. მოს­წონთ ის პროგ­ნო­ზე­ბი, რომ­ლებ­საც ჩემი წიგ­ნის გმი­რე­ბი აკე­თე­ბენ, ასე­ვე ჩემი პი­რა­დი გან­ცდე­ბი, რომ­ლებ­საც ძა­ლი­ან გულ­წრფე­ლად აღვწერ და ბევ­რმა თა­ვი­სი თავი ამო­იც­ნო ჩემს გან­ცდებ­ში. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ წიგ­ნი სა­ქარ­თვე­ლო­ში და­წე­რი­დან ერთი წლის შემ­დეგ გა­მო­ი­ცა, მა­ინც აქ­ტუ­ა­ლუ­რია, რად­გან ჩვენ იმა­ვე რე­ა­ლო­ბა­ში ვცხოვ­რობთ, ჯერ კი­დევ ვებ­რძვით პან­დე­მი­ას და მი­სით გა­მოწ­ვე­ულ შე­დე­გებს. ვფიქ­რობ, წიგ­ნი ასე­ვე სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბა წლე­ბის შემ­დეგ, როცა გა­ვიხ­სე­ნებთ, რას ვფიქ­რობ­დით, რა მო­ლო­დი­ნე­ბი გვქონ­და და ჩვე­ნი პროგ­ნო­ზე­ბი­დან რა გა­მარ­თლდა.

ჟურ­ნა­ლის­ტი­კი­დან მწერ­ლო­ბამ­დე - რო­გო­რი იყო თქვენ­თვის ახა­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა და ხომ არ აპი­რებთ ახალ წიგნ­ზე მუ­შა­ო­ბის და­წყე­ბას?

გულ­წრფე­ლად გი­თხრათ, როცა ეს წიგ­ნი და­ი­წე­რა, ხმა­მაღ­ლა ამ ფრა­ზის წარ­მოთ­ქმა - მე წიგ­ნი დავ­წე­რე - ძა­ლი­ან მე­უ­ხერ­ხუ­ლე­ბო­და, თუმ­ცა ჩემ­მა გა­მომ­ცე­მელ­მა და­მარ­წმუ­ნა, რომ დიახ, ნამ­დვი­ლად დავ­წე­რე. ამ წიგნ­ში გად­მო­ცე­მუ­ლია ის გან­ცდე­ბი, რაც პან­დე­მი­ის დროს და­მე­უფ­ლა - ეს არის ერ­თგვა­რი ლი­რი­კუ­ლი დღი­უ­რი ადა­მი­ა­ნი­სა, რო­მელ­მაც მის­თვის აქ­ტუ­ა­ლუ­რი სა­კი­თხე­ბი სხვა­დას­ხვა დარ­გის გა­მორ­ჩე­ულ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლებ­თან ერ­თად გა­ნი­ხი­ლა. რაც შე­ე­ხე­ბა მო­მა­ვალს, ვი­მე­დოვ­ნებ, სხვა წიგ­ნე­ბიც იქ­ნე­ბა, ოღონდ უფრო მხი­ა­რულ თე­მებ­ზე, რა­ზეც უკვე და­ვი­წყე ფიქ­რი და მუ­შა­ო­ბა. მა­ნამ­დე კი სი­ა­მოვ­ნე­ბით ვეც­ნო­ბი წიგ­ნის შე­სა­ხებ ქარ­თვე­ლი მკი­თხვე­ლის აზრს და მი­ხა­რია, რომ და­დე­ბი­თი გა­მოხ­მა­უ­რე­ბე­ბია.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
212121
6

დიდ პატივისცემაში გვყვავს საქართველოს ამაოხრებლის შვილიშვილი. იტყვით ალბათ ეს რა შუაშია პაპამისის ცოდვებთანო. რაც შევარდნაძემ ქართველი ხალხი გაძარცვა და გააუბედურა, მოსხდნენ ახლა თბილად და რბილად, მეტი რაღა საქმე აქვთ, წერენ და კითხულობენ, ჩვენც ვეფერებით, ვაპიარებთ, ჭკუას ვეკითხებით. საოცარი ხალხი ვართ, ნამდვილად ვიმსახურებთ გადაშენებას.

me
6

ბაბუამისმაც წიგნების წერით იშოვა მილიარდები)))

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

„მომავალი უკვე დღესაა - როგორ შეცვალა პანდემიამ სამყარო?“ - სოფო შევარდნაძე თავისი პირველი წიგნის შესახებ

„მომავალი უკვე დღესაა - როგორ შეცვალა პანდემიამ სამყარო?“ - სოფო შევარდნაძე თავისი პირველი წიგნის შესახებ

უკვე ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც კორონავირუსი პანდემიად გამოცხადდა. მსოფლიოს რიტმი მთლიანად შეიცვალა, ადამიანები შიშმა და გაურკვევლობამ მოიცვა. სწორედ ამ, ყველასთვის მძიმე პერიოდში, სოფო შევარდნაძემ წიგნზე მუშაობა დაიწყო, რომელშიც საკუთარი განცდები და საინტერესო ადამიანების აზრებს, პროგნოზებს მოუყარა თავი.

თავად ავტორი, ვირუსოლოგები, მხატვრები, ეკონომისტები და ფუტუროლოგები, ნობელის პრემიის ლაურეატები და ბესტსელერების ავტორები პასუხს სცემენ ბოლო დროის ყველაზე აქტუალურ კითხვებს და წარმოგვიდგენენ მითითებებს, თუ როგორ გავუმკლავდეთ ახალ რეალობას და ცხოვრების გაგრძელება შევძლოთ.

როგორი იყო წიგნზე მუშაობის პროცესი და როგორ შეცვალა პანდემიამ თავად ავტორის ცხოვრება - ამის შესახებ სოფო შევარდნაძე Ambebi.ge -ის ესაუბრა.

როდის და როგორ გაჩნდა წიგნის დაწერის იდეა?

გასული წლის მარტში, როდესაც კორონავირუსი პანდემიად გამოცხადდა და ცხადი გახდა, რომ მალე დაიწყებოდა „ლოკდაუნი“, მოსკოვში ვიყავი. რა თქმა უნდა, ასეთ მძიმე ვითარებაში ჩემს ოჯახთან ყოფნა მინდოდა, ამიტომ სასწრაფოდ გადმოვფრინდი თბილისში. მაშინდელი რეგულაციებიდან გამომდინარე, 2 კვირა თვითიზოლაციაში გავატარე. საკმაოდ რთული პერიოდი იყო, უამრავი შეკითხვა დამებადა, პასუხები კი არ ჩანდა. მარტო დავრჩი ჩემს თავთან, ჩემს ისტორიებთან, ჩემს წარსულთან და პასუხგაუცემელ შეკითხვებთან, რომლებზე ფიქრისთვისაც ადრე არც დრო მქონდა და არც სურვილი.

ვიფიქრე, რომ კარგი იქნებოდა, ის შეკითხვები, რომლებიც პანდემიის დასაწყისში ყველას გვაწუხებდა, დამესვა იმ ადამიანებისთვის, ვისი აზრიც ჩემთვის მნიშვნელოვანია. შევადგინე სხვადასხვა ფასების გამორჩეული წარმომადგენლების სია, რომლებთანაც ადრეც მქონდა საქმიანი თუ მეგობრული ურთიერთობა. ესენი არიან _ მეცნიერები, ხელოვანები, ნობელის პრემიის ლაურეატები... ჩემდა გასაკვირად, მათი დატვირთული გრაფიკის მიუხედავად, დიდი სიამოვნებით დამთანხმდნენ. ამავე პერიოდში ერთ-ერთმა გავლენიანმა გამომცემლობამ შემომთავაზა წიგნის დაწერა და მივხვდი, რომ დრო იყო, ამ ერთ დიდ გაურკვევლობაზე თავიანთი საქმის ავტორიტეტულ პროფესიონალებთან ერთად მესაუბრა.

წიგნზე მუშაობა რეალობისთვის თვალის გასწორების მცდელობა იყო?

არა მხოლოდ. როდესაც ამ თემაზე სხვებს ვესაუბრებოდი, ერთმანეთს აზრებს, გრძნობებს, შიშებსა თუ პროგნოზებს ვუზიარებდით, დავასკვენით, რომ ახლა ვცხოვრობთ დროში, რომელსაც გაურკვევლობა ჰქვია - ის, რისიც ადამიანებს ყველაზე მეტად გვეშინია. ჩემი წიგნი იმ პასუხების ძიების მცდელობაა, თუ როგორ უნდა ვიცხოვროთ ამ უჩვეულო რეალობაში.

თქვენ თავად როგორ შეძელით ამ გაურკვევლობაში ცხოვრება, რა შეცვალა პანდემიამ თქვენს ცხოვრებაში?

ვფიქრობ, ჯერ კიდევ სავსებით ვერ ვაცნობიერებთ, როგორ შეიცვალა ცხოვრების ყველა სფერო. უნდა გავიაზროთ რომ მსოფლიო, რომელიც წელიწად ნახევრის წინ იყო, აღარ არსებობს. ეს ისეთი დროა, როდესაც თამაშის ახალი წესები უნდა მოვიგონოთ. წიგნშიც ზუსტად ამაზეა საუბარი: როგორი შეცვლილი იქნება მსოფლიო, როდესაც პანდემია დასრულდება. უდავოა, რომ პანდემიამ უკვე მოახდინა ყველა სფეროზე გავლენა, ეს ცვლილებები კი არა თუ შემცირდება, არამედ გაიზრდება და უფრო მკაფიოდ გამოიკვეთება.

ეს წიგნი, პირველ რიგში, თავად მე დამეხმარა, რომ ახალ რეალობაში ცხოვრება მესწავლა. ბევრი რაღაც გადავაფასე, დღევანდელი დღით ცხოვრება დავიწყე და მივხვდი, რომ ასე გაცილებით უკეთ ვმუშაობ. ჩემთვის ეს წელიწადნახევარი როგორც პირად, ასევე პროფესიულ ცხოვრებაში, ყველაზე ნაყოფიერი პერიოდი იყო, რაც კი ბოლო 15 წლის განმავლობაში მქონია: წიგნი დავწერე, ბავშვი გავაჩინე, ახალი გადაცემების 2 სეზონი ჩავწერე და 2 ახალი პროექტი წამოვიწყე.

როგორ შეძელით ეს ყველაფერი?

ყველაფერი დღის რეჟიმის შეცვლით დაიწყო. ბოლო წლების განმავლობაში ძალიან დატვირთული გრაფიკით ვცხოვრობდი, კვირაში რამდენჯერმე სამუშაო მივლინება მქონდა, საკუთარი თავისთვის, მეგობრებისთვის დრო აღარ მრჩებოდა. ახალი რეალობის წინაშე რომ დავდექი, მივხვდი, დღის რეჟიმი უნდა შემეცვალა. დილით ადრე ვიღვიძებ, დღის პირველ ნახევარში ვმუშაობ, შემდეგ ფიზიკური აქტივობით ვარ დაკავებული. საღამოს საათებში ხშირად ვუთმობ გარკვეულ დროს მეგობრებს და მათთან საუბრის დროს საქმეებზე აღარ ვფიქრობ. მივხვდი, რომ ურთიერთობები უფრო სიღრმისეული გახდა, ვიდრე აქამდე იყო.

თუმცა ჩემი რეჟიმი ერთი თვეა ძირეულად შეიცვალა, მას შემდეგ რაც დედა გავხდი, სამუშაოს შემდგომ, ყველა თავისუფალ დროს ჩემს შვილთან ვატარებ და მართალი გითხრათ მუშაობის დროსაც ხშირად მეფიქრება მასზე.

რას ეტყოდით ადამიანებს, რომლებმაც ჯერ კიდევ ვერ გაითავისეს ახალი რეალობა?

ადამიანების ორი კატეგორია ვნახეთ - ერთნი, რომლებმაც უცნაური და რთული რეალობა თავის სასარგებლოდ შემოაბრუნეს და მეორენი, რომლებიც უიმედობას დანებდნენ. იმედი მაქვს ეს ადამიანები გაუმკლავდებიან სიძნელეებს, იპოვიან ძალას საკუთარ თავში რომ არსებული რეალობა სასიკეთოდ გამოიყენონ. წიგნში არის კონკრეტული მითითებები, თუ როგორ მოვახერხოთ ახალ გარემო პირობებთან სწრაფად ადაპტირება; ახალი ცხოვრების დაწყება.

როგორია მკითხველის გამოხმაურება?

ძალიან დადებითი. მოსწონთ ის პროგნოზები, რომლებსაც ჩემი წიგნის გმირები აკეთებენ, ასევე ჩემი პირადი განცდები, რომლებსაც ძალიან გულწრფელად აღვწერ და ბევრმა თავისი თავი ამოიცნო ჩემს განცდებში. მიუხედავად იმისა, რომ წიგნი საქართველოში დაწერიდან ერთი წლის შემდეგ გამოიცა, მაინც აქტუალურია, რადგან ჩვენ იმავე რეალობაში ვცხოვრობთ, ჯერ კიდევ ვებრძვით პანდემიას და მისით გამოწვეულ შედეგებს. ვფიქრობ, წიგნი ასევე საინტერესო იქნება წლების შემდეგ, როცა გავიხსენებთ, რას ვფიქრობდით, რა მოლოდინები გვქონდა და ჩვენი პროგნოზებიდან რა გამართლდა.

ჟურნალისტიკიდან მწერლობამდე - როგორი იყო თქვენთვის ახალი გამოცდილება და ხომ არ აპირებთ ახალ წიგნზე მუშაობის დაწყებას?

გულწრფელად გითხრათ, როცა ეს წიგნი დაიწერა, ხმამაღლა ამ ფრაზის წარმოთქმა - მე წიგნი დავწერე - ძალიან მეუხერხულებოდა, თუმცა ჩემმა გამომცემელმა დამარწმუნა, რომ დიახ, ნამდვილად დავწერე. ამ წიგნში გადმოცემულია ის განცდები, რაც პანდემიის დროს დამეუფლა - ეს არის ერთგვარი ლირიკული დღიური ადამიანისა, რომელმაც მისთვის აქტუალური საკითხები სხვადასხვა დარგის გამორჩეულ პროფესიონალებთან ერთად განიხილა. რაც შეეხება მომავალს, ვიმედოვნებ, სხვა წიგნებიც იქნება, ოღონდ უფრო მხიარულ თემებზე, რაზეც უკვე დავიწყე ფიქრი და მუშაობა. მანამდე კი სიამოვნებით ვეცნობი წიგნის შესახებ ქართველი მკითხველის აზრს და მიხარია, რომ დადებითი გამოხმაურებებია.

აგათა კრისტის იდუმალი გაუჩინარება: რა მოხდა სინამდვილეში 1926 წელს?

დღეიდან კ. გამსახურდიას "დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა“ გაზეთ "კვირის პალიტრასთან“ ერთად

რომელი წიგნების შეძენას შეძლებთ წიგნის ფესტივალზე 50-ლარიანი ბიუჯეტით