ვეტერანი ქართველი ფეხბურთელი და კვიპროსული "ანორთოსისის" მთავარი მწვრთნელი, თემურ ქეცბაია შეუძლოდ გახდა, რის გამოც, ის კლინიკაში გადაიყვანეს.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას კვიპროსული მედია ქეცბაიას მეუღლის, კატერინა ქეცბაიას მიერ "ინსტაგრამზე" გამოქვეყნებულ განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
კატერინა ქეცბაიას ცნობით, თემურმა გამოკვლევები ჩაიტარა და ახლა თავს კარგად გრძნობს. რის გამო გახდა შეუძლოდ, ჯერჯერობით უცნობია.
აღსანიშნავია, რომ "ანორთოსისის" ქართველი მწვრთნელი "ოლიმპიაკოსთან" მატჩამდე გახდა ცუდად.
წყარო. sportall.ge
დავემშვიდობოთ
რა უბედურებაა ადამიანი რატომ გემეტებათ ცუდისთვის.ღმერთმა კარგად ამყოფოს.თუ რამე დაგიშავა ეგ აქ განსახილველი არაა.ღმერთი მოეშველოს.