სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ყველაზე ექსტრავაგანტური, პომპეზური, ელეგანტური კაბები და გამარჯვებულები - ფოტოები 2021 წლის ოსკარის ცერემონიიდან
ყველაზე ექსტრავაგანტური, პომპეზური, ელეგანტური კაბები და გამარჯვებულები - ფოტოები 2021 წლის ოსკარის ცერემონიიდან

პან­დე­მი­ის მი­უ­ხე­და­ვად, გარ­კვე­უ­ლი შე­ზღუდ­ვე­ბით, თუმ­ცა მა­ინც, 2021 წლის ოს­კა­რით და­ჯილ­დო­ე­ბის ცე­რე­მო­ნია გა­ი­მარ­თა და ჰო­ლი­ვუ­დის კაშ­კა­შა ვარ­სკვლა­ვე­ბი კვლავ ვი­ხი­ლეთ წი­თელ ხა­ლი­ჩა­ზე.

სა­უ­კე­თე­სო ქალი მსა­ხი­ო­ბის ნო­მი­ნა­ცი­ა­ში ოს­კა­რი ფრენ­სის მაკ­დორ­მან­დს ფილმში "მომ­თა­ბა­რე­თა მიწა“ მო­ნა­წი­ლე­ო­ბის­თვის გა­და­ე­ცა.

მა­მა­კა­ცის რო­ლის სა­უ­კე­თე­სო შეს­რუ­ლე­ბის­თვის კი ჯილ­დო ენ­ტო­ნი ჰო­პ­კინსმა მო­ი­პო­ვა ფილ­მის­თვის "მამა“, სა­დაც ის დე­მენ­ცი­ით და­ა­ვა­დე­ბუ­ლი მო­ხუ­ცის როლს ას­რუ­ლებს.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ამ ნო­მი­ნა­ცი­ა­ში “ოს­კარს“ გარ­დაც­ვლილ მსა­ხი­ობს, ჩედ­ვიკ ბო­უზ­მენს უწი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლებ­დნენ ფილ­მის­თვის "მა რე­ი­ნი: ბლუ­ზის დედა“, თუმ­ცა, სა­ბო­ლო­ოდ, გა­მარ­ჯვე­ბა ენ­ტო­ნი ჰო­პ­კინსმა მო­ი­პო­ვა.

    • ცხა­დია, ამ­ჯე­რა­დაც დიდი ყუ­რა­დღე­ბა მი­ი­პყრო იმან, თუ რო­გო­რი სა­მო­სი ეც­ვათ ვარ­სკვლა­ვებს წი­თელ ხა­ლი­ჩა­ზე. ვნა­ხოთ რამ­დე­ნი­მე გა­მორ­ჩე­უ­ლი კაბა:
    • რე­ჯი­ნა კინ­გი Louis Vuitton-ის კა­ბით

ზენ­დე­ია Valentino-ს კა­ბით

ჰოლი ბერი Dolce & Gabbana-ს კა­ბით

რიზ უი­ზერ­სპუ­ნი Dior-ის კა­ბით

მარ­გო რობი Chanel-ის კა­ბით

ამან­და სე­იფ­რიდს აც­ვია Giorgio Armani-ს კაბა

ან­დრა დეი Vera Wang-ის სა­მო­სით

ქერი მუ­ლი­გა­ნი Valentino-ს კა­ბით

ლორა დერ­ნი Oscar de la Renta-ს კა­ბით

რაც შე­ე­ხე­ბა გა­მარ­ჯვე­ბუ­ლებს, სა­უ­კე­თე­სო ფილ­მის კა­ტე­გო­რი­ა­ში ოს­კა­რი გა­და­ე­ცა კი­ნო­სუ­რათს - Nomadland. რო­გორც აღ­ვნიშ­ნეთ, წლის სა­უ­კე­თე­სო მსა­ხი­ო­ბი მა­მა­კა­ცი გახ­და ენ­ტო­ნი ჰო­პ­კინ­სი, ფილმში The Father შეს­რუ­ლე­ბუ­ლი რო­ლის­თვის, სა­უ­კე­თე­სო ქალი მსა­ხი­ო­ბი კი გახ­და ფრენ­სის მაკ­დორ­მან­დი Nomadland-ში შეს­რუ­ლე­ბუ­ლი რო­ლის­თვის.

სა­უ­კე­თე­სო მე­ო­რე­ხა­რის­ხო­ვა­ნი რო­ლის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი მა­მა­კა­ცის კა­ტე­გო­რი­ა­ში ოს­კა­რი გა­და­ე­ცა დე­ნი­ელ კა­ლუ­იას Judas and the Black Messiah-ში შეს­რუ­ლე­ბუ­ლი რო­ლის­თვის, ხოლო სა­უ­კე­თე­სო მე­ო­რე­ხა­რის­ხო­ვა­ნი რო­ლის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი მსა­ხი­ო­ბი ქალი გახ­და იუნ იუ-ჯუნ­გი - მას ოს­კა­რი ფილმმა Minari მო­უ­ტა­ნა.

წლის სა­უ­კე­თე­სო რე­ჟი­სო­რის კა­ტე­გო­რი­ა­ში ოს­კა­რი Nomadland-ის რე­ჟი­სორს, ქლოა შაო-ს გა­და­ე­ცა.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
hm
3

gqondes amdeni fuli da Caicva eseTi saSinelebebi!

 

mkerdi rom gaqvs mucuki da icvam aset kabas!

ნაია
7

საკუთარის ფასი არ ვიცით..გინდ მსახიობების და გინდ მოდელიორ-მკერავების!

 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

ყველაზე ექსტრავაგანტური, პომპეზური, ელეგანტური კაბები და გამარჯვებულები - ფოტოები 2021 წლის ოსკარის ცერემონიიდან

ყველაზე ექსტრავაგანტური, პომპეზური, ელეგანტური კაბები და გამარჯვებულები - ფოტოები 2021 წლის ოსკარის ცერემონიიდან

პანდემიის მიუხედავად, გარკვეული შეზღუდვებით, თუმცა მაინც, 2021 წლის ოსკარით დაჯილდოების ცერემონია გაიმართა და ჰოლივუდის კაშკაშა ვარსკვლავები კვლავ ვიხილეთ წითელ ხალიჩაზე.

საუკეთესო ქალი მსახიობის ნომინაციაში ოსკარი ფრენსის მაკდორმანდს ფილმში "მომთაბარეთა მიწა“ მონაწილეობისთვის გადაეცა.

მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის კი ჯილდო ენტონი ჰოპკინსმა მოიპოვა ფილმისთვის "მამა“, სადაც ის დემენციით დაავადებული მოხუცის როლს ასრულებს.

აღსანიშნავია, რომ ამ ნომინაციაში “ოსკარს“ გარდაცვლილ მსახიობს, ჩედვიკ ბოუზმენს უწინასწარმეტყველებდნენ ფილმისთვის "მა რეინი: ბლუზის დედა“, თუმცა, საბოლოოდ, გამარჯვება ენტონი ჰოპკინსმა მოიპოვა.

    • ცხადია, ამჯერადაც დიდი ყურადღება მიიპყრო იმან, თუ როგორი სამოსი ეცვათ ვარსკვლავებს წითელ ხალიჩაზე. ვნახოთ რამდენიმე გამორჩეული კაბა:
    • რეჯინა კინგი Louis Vuitton-ის კაბით

ზენდეია Valentino-ს კაბით

ჰოლი ბერი Dolce & Gabbana-ს კაბით

რიზ უიზერსპუნი Dior-ის კაბით

მარგო რობი Chanel-ის კაბით

ამანდა სეიფრიდს აცვია Giorgio Armani-ს კაბა

ანდრა დეი Vera Wang-ის სამოსით

ქერი მულიგანი Valentino-ს კაბით

ლორა დერნი Oscar de la Renta-ს კაბით

რაც შეეხება გამარჯვებულებს, საუკეთესო ფილმის კატეგორიაში ოსკარი გადაეცა კინოსურათს - Nomadland. როგორც აღვნიშნეთ, წლის საუკეთესო მსახიობი მამაკაცი გახდა ენტონი ჰოპკინსი, ფილმში The Father შესრულებული როლისთვის, საუკეთესო ქალი მსახიობი კი გახდა ფრენსის მაკდორმანდი Nomadland-ში შესრულებული როლისთვის.

საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი მამაკაცის კატეგორიაში ოსკარი გადაეცა დენიელ კალუიას Judas and the Black Messiah-ში შესრულებული როლისთვის, ხოლო საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი მსახიობი ქალი გახდა იუნ იუ-ჯუნგი - მას ოსკარი ფილმმა Minari მოუტანა.

წლის საუკეთესო რეჟისორის კატეგორიაში ოსკარი Nomadland-ის რეჟისორს, ქლოა შაო-ს გადაეცა.

"ვიკითხე გია ყანჩელის გარდაცვალების დრო და აღმოჩნდა, რომ ეს ზუსტად მაშინ მოხდა, როდესაც..." - რა მისტიკური ამბავი გაიხსენა ნიკოლოზ რაჭველმა

"ველით, როდის დადებთ ფოტოს, სადაც მოდელები საპირფარეშოთი სარგებლობენ" - ფოტო, რომლის გამოც Mercedes-Benz Fashion Week სკანდალში გაეხვა

ქართული ესტრადიდან გაუჩინარებული ია მანიჟაშვილის ამერიკული ცხოვრება - რას საქმიანობს 2000-იანებში ცნობილი ჯგუფის წევრი და და რატომ არის ნაწყენი სამშობლოზე?