სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
შეცდომები, რომელსაც ყველაზე ხშირად ნანობენ რემონტის გაკეთების შემდეგ
შეცდომები, რომელსაც ყველაზე ხშირად ნანობენ რემონტის გაკეთების შემდეგ

თუ რე­მონ­ტი უკვე გა­ა­კე­თეთ, შე­დე­გით გა­მოწ­ვე­ულ­მა პირ­ველ­მა პო­ზი­ტი­ურ­მა ემო­ცი­ა­მაც უკვე გა­და­გი­ა­რათ და ხვდე­ბით, რომ სამ­ზა­რე­უ­ლო­ში გა­ნა­თე­ბა არ გყოფ­ნით, მი­სა­ღებ­ში გათ­ბო­ბის რა­დი­ა­ტო­რე­ბი არ არის საკ­მა­რი­სი ან სა­თავ­სო სა­ერ­თოდ არ გაქვთ და არ იცით, ზამ­თრის საბ­ნე­ბი სად შე­ი­ნა­ხოთ, თქვენ პირ­ვე­ლი და ერ­თა­დერ­თი არ ხართ. რე­მონ­ტის დროს დაშ­ვე­ბუ­ლი შეც­დო­მე­ბით ბევ­რი ადა­მი­ა­ნი იტან­ჯე­ბა. შეც­დო­მის გა­მოს­წო­რე­ბა კი საკ­მა­ოდ დიდ დროს­თან, ენერ­გი­ა­სა და ხარ­ჯებ­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი.

თუ რე­მონ­ტის გა­კე­თე­ბას აპი­რებთ, მა­შინ აუ­ცი­ლებ­ლად გა­ე­ცა­ნოთ რე­მონ­ტის დროს ყვე­ლა­ზე ხში­რად დაშ­ვე­ბულ შეც­დო­მებს, რო­მელ­საც ახა­ლა­შე­ნე­ბუ­ლი და მშე­ნე­ბა­რე ბი­ნე­ბის ვებგ­ვერ­დი house.ge გთა­ვა­ზობთ. წა­ი­კი­თხეთ რჩე­ვე­ბი, რომ თქვენც იგი­ვე შეც­დო­მა არ მო­გი­ვი­დეთ და ახა­ლი აშე­ნე­ბუ­ლი თუ უბ­რა­ლოდ ახა­ლი გა­რე­მონ­ტე­ბუ­ლი ბი­ნით სრუ­ლი სი­ა­მოვ­ნე­ბა მი­ი­ღოთ.

ცენ­ტრა­ლუ­რი გათ­ბო­ბა

არას­წო­რად გა­კე­თე­ბუ­ლი ცენ­ტრა­ლუ­რი გათ­ბო­ბა ზრდის კო­მუ­ნა­ლურ ხარჯს ამავდრო­უ­ლად კი ბი­ნა­ში არას­კა­მა­რი­სი სით­ბოა. აუ­ცი­ლე­ბე­ლია გათ­ბო­ბა და­აპ­რო­ექ­ტოს სპე­ცი­ა­ლის­ტმა და არა – გათ­ბო­ბის ხე­ლო­სან­მა. და­გეგ­მვის დროს უნდა შე­ის­წავ­ლოთ თბო­ი­ზო­ლა­ცი­ის ხა­რის­ხი, ბლო­კის სის­ქე, ჭე­რის სი­მაღ­ლე, ვიტ­რა­ჟე­ბის ზომა, გამ­წო­ვის ხა­რის­ხი კი და უამ­რა­ვი ისე­თი ნი­უ­ან­სი, რომ­ლის არ გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბას აუ­ცი­ლებ­ლად მო­აქვს მა­ღა­ლი გა­და­სა­ხა­დე­ბი თვის ბო­ლოს და არა­საკ­მა­რი­სი ან არა­თა­ნა­ბა­რი სით­ბო ოთა­ხებ­ში. სწო­რად დაპ­რო­ექ­ტე­ბულ გათ­ბო­ბის სის­ტე­მას შე­უძ­ლია გათ­ბო­ბის ქვა­ბის სა­ექ­სპლუ­ა­ტა­ციო ვა­დაც გა­ა­ხან­გრძლი­ვოს.

რამ­დე­ნი­მე­დო­ნი­ა­ნი ჭერი

რამ­დე­ნი­მე დო­ნი­ა­ნი შე­კი­დუ­ლი, ინ­ტენ­სი­უ­რად გა­ნა­თე­ბუ­ლი ჭერი წლე­ბის წინ ძა­ლი­ან მო­დუ­რი იყო. დღეს კი მან აქ­ტუ­ა­ლო­ბა და­კარ­გა და არა­მო­დუ­რო­ბას­თან ერ­თად რამ­დე­ნი­მე სე­რი­ო­ზუ­ლი მი­ნუ­სიც აქვს. მათ შო­რის, მნიშ­ვნე­ლოვ­ნად ამ­ცი­რებს ჭე­რის სი­მაღ­ლეს, ზრდის ელექტრო­ე­ნერ­გი­ის ხარჯს და უბ­რა­ლოდ, ლა­მა­ზი არაა. გან­სა­კუთ­რე­ბით არა­ე­ფექ­ტუ­რია პა­ტა­რა სივ­რცე­ებ­ში, სა­დაც ასე­თი ინ­ტერ­ნი­უ­რი გა­ნა­თე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბა არაა.

სამ­ზა­რე­უ­ლოს ტექ­ნი­კა

სამ­ზა­რე­უ­ლოს და­გეგ­მვამ­დე ზუს­ტად გათ­ვა­ლეთ ტექ­ნი­კის ად­გი­ლი და ამის შე­სა­ხებ სამ­ზა­რე­უ­ლოს ავე­ჯის ხე­ლო­სან­თა­ნაც გა­ი­ა­რეთ კონ­სულ­ტა­ცია. მა­გა­ლი­თად, გა­ზ­ქუ­რის მა­ცივ­რის გვერ­დით დად­გმა არ შე­იძ­ლე­ბა. მათ შო­რის მან­ძი­ლი მი­ნი­მუმ 15 სან­ტი­მეტ­რი უნდა იყოს.

სამ­ზა­რე­უ­ლო­სა და აბა­ზა­ნის სი­ახ­ლო­ვე

მი­ლე­ბის გან­ლა­გე­ბის გამო, სამ­ზა­რე­უ­ლო­სა და აბა­ზა­ნას უმე­ტე­სად ერ­თმა­ნეთ­თან ახ­ლოს აკე­თე­ბენ ხოლ­მე. არის შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც აბა­ზა­ნის კარი მი­სა­ღებ ოთახ­ში ხვდე­ბა ან გა­სას­ვლე­ლი სამ­ზა­რე­უ­ლო­და­ნაა. ასე­თი და­გეგ­მა­რე­ბა მარ­ტი­ვია, თუმ­ცა მოგ­ვი­ა­ნე­ბით ყო­ველ­დღი­ურ ცხოვ­რე­ბა­სი ბევრ უხერ­ხულ მო­მენტს შე­გიქ­მნით.

ხმის იზო­ლა­ცია

მე­ზობ­ლე­ბის ხმა­უ­რის­გან თა­ვის და­სა­ცა­ვად აუ­ცი­ლე­ბე­ლია ხმის იზო­ლა­ცი­ის მა­სა­ლე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა. შე­იძ­ლე­ბა რე­მონ­ტის დროს აღ­ნიშ­ნულ­ზე თან­ხის გა­მო­ყო­ფა გა­გიჭრ­დეთ, მაგ­რამ მოგ­ვი­ა­ნე­ბით ხმა­უ­რი იმ­დე­ნად დიდ პრობ­ლე­მებს შე­გიქ­მნით, რომ ამა­ზე თან­ხის და­ზოგ­ვა უბ­რა­ლოდ არ ღირს. ხმის იზო­ლა­ცი­ის სპე­ცი­ა­ლუ­რი მა­სა­ლე­ბი შე­გიძ­ლი­ათ გა­მო­ი­ყე­ნოთ სა­ა­ბა­ზა­ნო­ში კა­ნა­ლი­ზა­ცი­ის მი­ლებ­ზე და ასე მე­ზობ­ლე­ბის წყლის ხმაც არას­დროს შე­გა­წუ­ხებთ.

ვენ­ტი­ლა­ცია

აბა­ზა­ნა­ში გამ­წო­ვი ან ვენ­ტი­ლა­ტო­რი აუ­ცი­ლებ­ლად ფარ­თის შე­სა­ბა­მი­სად გა­ა­კე­თეთ. არა­საკ­მა­რი­სი ვენ­ტი­ლა­ცი­ის შემ­თხვე­ვა­ში, მა­ლე­ვე აღ­მო­ა­ჩენთ ობს კედ­ლებ­ზე, აბა­ზა­ნა­ზე, ავე­ჯზე. მუდ­მი­ვად და­გე­ორ­თქლე­ბათ სარ­კე­ე­ბი და აბა­ზა­ნა­ში არა­სა­მოვ­ნო სუნი იქ­ნე­ბა.

რო­ზე­ტე­ბის მდე­ბა­რე­ო­ბა

მათ ვი­საც, რე­მონ­ტის გა­მოც­დი­ლე­ბა არ აქვს, ამ სა­კითხს ყუ­რა­დღე­ბას სა­ერ­თოდ არ აქ­ცევს, მოგ­ვა­ი­ნე­ბით კი ძა­ლი­ან ნა­ნობს დენ­ცქვი­ტე­ბის არა­საკ­მა­რის რა­ო­დე­ნო­ბას ან რო­ზე­ტე­ბის არა­ხელ­საყ­რელ გან­ლა­გე­ბას. სა­სურ­ვე­ლია, დე­ნის ჩამ­რთვე­ლი ოთა­ხის კარ­თან მარ­ჯვე­ნა მხა­რეს იყოს. დენ­ცქვი­ტე­ბი კი იმ ად­გი­ლებ­ში, სა­დაც ტექ­ნი­კის დად­გმას აპი­რებთ. ერთი ცალი რბილ ავეჯ­თა­ნაც გათ­ვა­ლეთ, რომ სა­ვარ­ძელ­ში კომ­ფორ­ტუ­ლად მო­თავ­სე­ბულ­მა მო­ბი­ლუ­რი­სა თუ სხვა მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბის და­ტენ­ვა მარ­ტი­ვად შეძ­ლოთ.

შპა­ლე­რი

შპა­ლე­რის გაკ­ვრა ად­ვი­ლი ნამ­დვი­ლად არ არის, რად­გან ხში­რად გა­დაბ­მის ად­გი­ლე­ბი უშ­ნოდ ჩანს. თუ კე­დე­ლი იდე­ა­ლუ­რად სწო­რი არ არის, სადა შპა­ლერს ნუ გა­აკ­რავთ, სა­სურ­ვე­ლია დი­ზა­ი­ნი­ა­ნი შპა­ლე­რი აარ­ჩი­ოთ, რომ­ლის მეშ­ვე­ო­ბი­თაც კედ­ლის დე­ფექტს ად­ვი­ლად და­მა­ლავთ.

სა­თავ­სო

მაქ­სი­მა­ლუ­რად პრაქ­ტი­კუ­ლად გა­მო­ი­ყე­ნეთ სივ­რცე და ეცა­დეთ საკ­მა­რი­სი რა­ო­დე­ნო­ბის სა­თავ­სო გქონ­დეთ. ეს ყვე­ლა­ფე­რი ბი­ნის გეგ­მა­რე­ბის დროს უნდა გათ­ვა­ლოთ. შე­იძ­ლე­ბა თა­ვი­დან იფიქ­როთ, რომ შე­სა­ნა­ხი არა­ფე­რი გაქვთ, მაგ­რამ სა­ბო­ლო­ოდ მიხ­ვდე­ბით, რომ ასე ნამ­დვი­ლად არაა.

კი­დევ ერთი ხში­რად დაშ­ვე­ბუ­ლი შეც­დო­მა უკვე გა­რე­მონ­ტე­ბუ­ლი ბი­ნის ყიდ­ვაა. ხში­რად მყიდ­ვე­ლე­ბი ფიქ­რო­ბენ, რომ ამ გზით საქ­მეს იმარ­ტი­ვე­ბენ და ზედ­მე­ტი წვა­ლე­ბის გა­რე­შე უკვე გა­რე­მონ­ტე­ბულ ბი­ნას ყი­დუ­ლო­ბენ. თუმც აუმ­ჯო­ბე­სია, ახა­ლი ბინა შე­ი­ძი­ნოთ და ის თა­ვად სა­კუ­თა­რი გე­მოვ­ნე­ბით გა­ა­რე­მონ­ტოთ და მო­ა­წყოთ. ახა­ლა­შე­ნე­ბუ­ლი და მშე­ნე­ბა­რე ბი­ნე­ბი კი შე­გიძ­ლი­ათ აარ­ჩი­ოთ House.ge-ზე, სა­დაც წარ­მოდ­გე­ნი­ლია მხო­ლოდ ახა­ლა­შე­ნე­ბუ­ლი, დას­რუ­ლე­ბუ­ლი და მშე­ნე­ბა­რე ბი­ნე­ბი, ასე­ვე, დე­ტა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია დე­ვე­ლო­პე­რე­ბი­სა და პრო­ექ­ტე­ბის შე­სა­ხებ. House.ge უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის შე­ძე­ნის მსურ­ვე­ლებს სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს, რენ­დერე­ბის დახ­მა­რე­ბით დე­ტა­ლუ­რად და­ათ­ვა­ლი­ე­რონ, რო­გორ გა­მო­ი­ყუ­რე­ბა პრო­ექ­ტი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

შეცდომები, რომელსაც ყველაზე ხშირად ნანობენ რემონტის გაკეთების შემდეგ

შეცდომები, რომელსაც ყველაზე ხშირად ნანობენ რემონტის გაკეთების შემდეგ

თუ რემონტი უკვე გააკეთეთ, შედეგით გამოწვეულმა პირველმა პოზიტიურმა ემოციამაც უკვე გადაგიარათ და ხვდებით, რომ სამზარეულოში განათება არ გყოფნით, მისაღებში გათბობის რადიატორები არ არის საკმარისი ან სათავსო საერთოდ არ გაქვთ და არ იცით, ზამთრის საბნები სად შეინახოთ, თქვენ პირველი და ერთადერთი არ ხართ. რემონტის დროს დაშვებული შეცდომებით ბევრი ადამიანი იტანჯება. შეცდომის გამოსწორება კი საკმაოდ დიდ დროსთან, ენერგიასა და ხარჯებთანაა დაკავშირებული.

თუ რემონტის გაკეთებას აპირებთ, მაშინ აუცილებლად გაეცანოთ რემონტის დროს ყველაზე ხშირად დაშვებულ შეცდომებს, რომელსაც ახალაშენებული და მშენებარე ბინების ვებგვერდი house.ge გთავაზობთ. წაიკითხეთ რჩევები, რომ თქვენც იგივე შეცდომა არ მოგივიდეთ და ახალი აშენებული თუ უბრალოდ ახალი გარემონტებული ბინით სრული სიამოვნება მიიღოთ.

ცენტრალური გათბობა

არასწორად გაკეთებული ცენტრალური გათბობა ზრდის კომუნალურ ხარჯს ამავდროულად კი ბინაში არასკამარისი სითბოა. აუცილებელია გათბობა დააპროექტოს სპეციალისტმა და არა – გათბობის ხელოსანმა. დაგეგმვის დროს უნდა შეისწავლოთ თბოიზოლაციის ხარისხი, ბლოკის სისქე, ჭერის სიმაღლე, ვიტრაჟების ზომა, გამწოვის ხარისხი კი და უამრავი ისეთი ნიუანსი, რომლის არ გათვალისწინებას აუცილებლად მოაქვს მაღალი გადასახადები თვის ბოლოს და არასაკმარისი ან არათანაბარი სითბო ოთახებში. სწორად დაპროექტებულ გათბობის სისტემას შეუძლია გათბობის ქვაბის საექსპლუატაციო ვადაც გაახანგრძლივოს.

რამდენიმედონიანი ჭერი

რამდენიმე დონიანი შეკიდული, ინტენსიურად განათებული ჭერი წლების წინ ძალიან მოდური იყო. დღეს კი მან აქტუალობა დაკარგა და არამოდურობასთან ერთად რამდენიმე სერიოზული მინუსიც აქვს. მათ შორის, მნიშვნელოვნად ამცირებს ჭერის სიმაღლეს, ზრდის ელექტროენერგიის ხარჯს და უბრალოდ, ლამაზი არაა. განსაკუთრებით არაეფექტურია პატარა სივრცეებში, სადაც ასეთი ინტერნიური განათების საჭიროება არაა.

სამზარეულოს ტექნიკა

სამზარეულოს დაგეგმვამდე ზუსტად გათვალეთ ტექნიკის ადგილი და ამის შესახებ სამზარეულოს ავეჯის ხელოსანთანაც გაიარეთ კონსულტაცია. მაგალითად, გაზქურის მაცივრის გვერდით დადგმა არ შეიძლება. მათ შორის მანძილი მინიმუმ 15 სანტიმეტრი უნდა იყოს.

სამზარეულოსა და აბაზანის სიახლოვე

მილების განლაგების გამო, სამზარეულოსა და აბაზანას უმეტესად ერთმანეთთან ახლოს აკეთებენ ხოლმე. არის შემთხვევები, როდესაც აბაზანის კარი მისაღებ ოთახში ხვდება ან გასასვლელი სამზარეულოდანაა. ასეთი დაგეგმარება მარტივია, თუმცა მოგვიანებით ყოველდღიურ ცხოვრებასი ბევრ უხერხულ მომენტს შეგიქმნით.

ხმის იზოლაცია

მეზობლების ხმაურისგან თავის დასაცავად აუცილებელია ხმის იზოლაციის მასალების გამოყენება. შეიძლება რემონტის დროს აღნიშნულზე თანხის გამოყოფა გაგიჭრდეთ, მაგრამ მოგვიანებით ხმაური იმდენად დიდ პრობლემებს შეგიქმნით, რომ ამაზე თანხის დაზოგვა უბრალოდ არ ღირს. ხმის იზოლაციის სპეციალური მასალები შეგიძლიათ გამოიყენოთ სააბაზანოში კანალიზაციის მილებზე და ასე მეზობლების წყლის ხმაც არასდროს შეგაწუხებთ.

ვენტილაცია

აბაზანაში გამწოვი ან ვენტილატორი აუცილებლად ფართის შესაბამისად გააკეთეთ. არასაკმარისი ვენტილაციის შემთხვევაში, მალევე აღმოაჩენთ ობს კედლებზე, აბაზანაზე, ავეჯზე. მუდმივად დაგეორთქლებათ სარკეები და აბაზანაში არასამოვნო სუნი იქნება.

როზეტების მდებარეობა

მათ ვისაც, რემონტის გამოცდილება არ აქვს, ამ საკითხს ყურადღებას საერთოდ არ აქცევს, მოგვაინებით კი ძალიან ნანობს დენცქვიტების არასაკმარის რაოდენობას ან როზეტების არახელსაყრელ განლაგებას. სასურველია, დენის ჩამრთველი ოთახის კართან მარჯვენა მხარეს იყოს. დენცქვიტები კი იმ ადგილებში, სადაც ტექნიკის დადგმას აპირებთ. ერთი ცალი რბილ ავეჯთანაც გათვალეთ, რომ სავარძელში კომფორტულად მოთავსებულმა მობილურისა თუ სხვა მოწყობილობების დატენვა მარტივად შეძლოთ.

შპალერი

შპალერის გაკვრა ადვილი ნამდვილად არ არის, რადგან ხშირად გადაბმის ადგილები უშნოდ ჩანს. თუ კედელი იდეალურად სწორი არ არის, სადა შპალერს ნუ გააკრავთ, სასურველია დიზაინიანი შპალერი აარჩიოთ, რომლის მეშვეობითაც კედლის დეფექტს ადვილად დამალავთ.

სათავსო

მაქსიმალურად პრაქტიკულად გამოიყენეთ სივრცე და ეცადეთ საკმარისი რაოდენობის სათავსო გქონდეთ. ეს ყველაფერი ბინის გეგმარების დროს უნდა გათვალოთ. შეიძლება თავიდან იფიქროთ, რომ შესანახი არაფერი გაქვთ, მაგრამ საბოლოოდ მიხვდებით, რომ ასე ნამდვილად არაა.

კიდევ ერთი ხშირად დაშვებული შეცდომა უკვე გარემონტებული ბინის ყიდვაა. ხშირად მყიდველები ფიქრობენ, რომ ამ გზით საქმეს იმარტივებენ და ზედმეტი წვალების გარეშე უკვე გარემონტებულ ბინას ყიდულობენ. თუმც აუმჯობესია, ახალი ბინა შეიძინოთ და ის თავად საკუთარი გემოვნებით გაარემონტოთ და მოაწყოთ. ახალაშენებული და მშენებარე ბინები კი შეგიძლიათ აარჩიოთ House.ge-ზე, სადაც წარმოდგენილია მხოლოდ ახალაშენებული, დასრულებული და მშენებარე ბინები, ასევე, დეტალური ინფორმაცია დეველოპერებისა და პროექტების შესახებ. House.ge უძრავი ქონების შეძენის მსურველებს საშუალებას აძლევს, რენდერების დახმარებით დეტალურად დაათვალიერონ, როგორ გამოიყურება პროექტი.

რა როლი ეკისრებათ მთავრობებს თამბაქოს ზიანის შემცირების პროცესში?

ფლორენციის უფიცის მუზეუმის გაციფრულების შემდეგ, Centrica BTU-ში მასტერკლასს გამართავს

ბიზნესი და თანამედროვე ტექნოლოგიები – რას შეისწავლით სამაგისტრო პროგრამაზე, რომელიც სტუდენტებს წარმატებულ ბიზნესმენებად აქცევს