სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
რა გადაწყვეტილებები მიიღეს საკოორდინაციო საბჭოზე შეზღუდვებთან დაკავშირებით - საბჭო მოსახლეობას რეკომენდაციებით მიმართავს
რა გადაწყვეტილებები მიიღეს საკოორდინაციო საბჭოზე შეზღუდვებთან დაკავშირებით - საბჭო მოსახლეობას რეკომენდაციებით მიმართავს

უწყე­ბა­თა­შო­რი­სი სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭო კი­დევ ერთხელ მო­უ­წო­დებს მო­სახ­ლე­ო­ბას, მაქ­სი­მა­ლუ­რად და­იც­ვან რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი და უარი თქვან ხალ­ხმრა­ვალ შეკ­რე­ბებ­ზე. ასე­ვე, რო­გორც სა­ჯა­რო, ისე კერ­ძო სექ­ტორს კი­დევ ერთხელ მო­უ­წო­დებს, გა­და­ვიდ­ნენ მუ­შა­ო­ბის დის­ტან­ცი­ურ რე­ჟიმ­ზე, ხოლო ხან­დაზ­მუ­ლებს მი­მარ­თავს რე­კო­მენ­და­ცი­ით, მაქ­სი­მა­ლუ­რად დარ­ჩნენ სახ­ლში. ამის შე­სა­ხებ ნათ­ქვა­მია მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს სხდო­მა­ზე, რო­მე­ლიც პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით დღეს ვი­დე­ო­კონ­ფე­რენ­ცი­ის ფორ­მატ­ში გა­ი­მარ­თა, იმ­სჯე­ლეს ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­თხვე­ვე­ბის მა­ტე­ბა­სა და ეპიდ­ვი­თა­რე­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბის ტენ­დენ­ცი­ა­ზე, რო­გორც მთელს მსოფ­ლი­ო­ში, ისე - სა­ქარ­თვე­ლო­ში. აღი­ნიშ­ნა, რომ არ­სე­ბუ­ლი სუ­რა­თის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბა ენი­ჭე­ბა პრე­ვენ­ცი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის ზედ­მი­წევ­ნით დაც­ვას და აღ­სრუ­ლე­ბას.

"მკაც­რი შე­ზღუდ­ვე­ბის თა­ვი­დან აცი­ლე­ბი­სა და ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის კი­დევ უფრო დამ­ძი­მე­ბის თა­ვი­დან აცი­ლე­ბის მიზ­ნით, უწყე­ბა­თა­შო­რი­სი სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, ქვე­ყა­ნა­ში კვლავ ნარ­ჩუნ­დე­ბა შე­ზღუდ­ვა გა­და­ად­გი­ლე­ბა­ზე 21:00-05:00 სა­ა­თამ­დე პე­რი­ოდ­ში; ასე­ვე, ძა­ლა­ში რჩე­ბა შა­ბათ-კვი­რას კვე­ბის ობი­ექ­ტებ­თან და­კავ­ში­რე­ბით მოქ­მე­დი შე­ზღუდ­ვა, რაც ნიშ­ნავს იმას, რომ ისი­ნი მუ­შა­ო­ბენ მხო­ლოდ გა­ტა­ნის სერ­ვის­ზე;

ამას­თან, სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს გად­წყვე­ტი­ლე­ბით, მაქ­სი­მა­ლუ­რად გამ­კაცრ­დე­ბა იზო­ლა­ცი­ა­ში მყო­ფი პი­რე­ბის, კონ­ტაქ­ტე­ბის და ქვე­ყა­ნა­ში შე­მომ­სვლე­ლე­ბის თვი­თი­ზო­ლა­ცი­ის კონ­ტრო­ლი; ასე­ვე - სა­ზღვარ­ზე შე­მო­სუ­ლი პი­რე­ბის პი­სი­არ-კვლე­ვის ჩა­ტა­რე­ბის მო­ნი­ტო­რინ­გი 72 სა­ა­თის გას­ვლის შემ­დეგ;

სა­წარ­მო­ებ­ში, სა­დაც გა­მოვ­ლინ­დე­ბა შემ­თხვე­ვე­ბი, მაქ­სი­მა­ლუ­რად უნდა გამ­კაცრ­დეს ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის ზო­მე­ბი და დამ­საქ­მე­ბელ­თა მაქ­სი­მა­ლუ­რი ჩარ­თუ­ლო­ბით, უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი უნდა იყოს აქ­ტი­უ­რი ტეს­ტი­რე­ბა;

კი­დევ უფრო მკაც­რად გა­კონ­ტროლ­დე­ბა პირ­ბა­დის სწო­რად მოხ­მა­რე­ბა და დის­ტან­ცი­ის დაც­ვა, ასე­ვე ხალ­ხმრა­ვა­ლი შეკ­რე­ბე­ბი, მათ შო­რის სო­ცი­ა­ლუ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი, რო­მელ­თა გა­მარ­თვა მთავ­რო­ბის დად­გე­ნი­ლე­ბით აკ­რძა­ლუ­ლია;

სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭო კი­დევ ერთხელ მო­უ­წო­დებს მო­სახ­ლე­ო­ბას, მაქ­სი­მა­ლუ­რად და­იც­ვან დად­გე­ნი­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი, გა­მო­ი­ყე­ნონ პირ­ბა­დე, და­იც­ვან სო­ცი­ა­ლუ­რი დის­ტან­ცია და უარი თქვან ხალ­ხმრა­ვა­ლი შეკ­რე­ბე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა­სა თუ მათ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე, რათა თა­ვი­დან იყოს აცი­ლე­ბუ­ლი ქვე­ყა­ნა­ში ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი ვი­თა­რე­ბის მკვეთ­რი დამ­ძი­მე­ბა და მკაც­რი შე­ზღუდ­ვე­ბის და­წე­სე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა.

სხდო­მა­ზე ასე­ვე გა­ნი­ხი­ლეს ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პრო­ცე­სის კი­დევ უფრო გა­აქ­ტი­უ­რე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბა. აღი­ნიშ­ნა, რომ უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში ქვე­ყა­ნა ვაქ­ცი­ნე­ბის ახალ დო­ზებს მი­ი­ღებს. პა­რა­ლე­ლუ­რად, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის და­ვა­ლე­ბი­თა და უშუ­ა­ლო ჩარ­თუ­ლო­ბით, გრძელ­დე­ბა აქ­ტი­უ­რი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი ვაქ­ცი­ნის მწარ­მო­ებ­ლებ­სა და პარტნი­ორ სა­ხელ­მწი­ფო­ებ­თან, და­მა­ტე­ბი­თი დო­ზე­ბის რაც შე­იძ­ლე­ბა მოკ­ლე ვა­და­ში მო­ბი­ლი­ზე­ბის მიზ­ნით. ამას­თან, ვაქ­ცი­ნა­ცი­ის გა­ფარ­თო­ე­ბის გეგ­მის შე­სა­ბა­მი­სად, ვაქ­ცი­ნა­ცი­ა­ში ჩარ­თუ­ლი პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი ჯგუ­ფე­ბი ეტა­პობ­რი­ვად გა­იზ­რდე­ბა, რათა კო­ვიდ-19-ის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნით აც­რის პრო­ცე­სი მაქ­სი­მა­ლუ­რად სწრა­ფი ტემ­პით წა­რი­მარ­თოს.

სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვის გა­მოვ­ლე­ნი­დან დღემ­დე, ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბის 299 038 ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლად და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვა გა­მოვ­ლინ­და, სა­ი­და­ნაც 282 869 პირი გა­მო­ჯან­მრთელ­და, გარ­დაც­ვლი­ლია 3 971 ადა­მი­ა­ნი.

ამ ეტაპ­ზე კა­რან­ტინ­ში იმ­ყო­ფე­ბა 249 ადა­მი­ა­ნი, კლი­ნი­კურ სას­ტუმ­რო­ებ­ში - 575 მო­ქა­ლა­ქე, ხოლო სტა­ცი­ო­ნარ­ში, მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ - 3363 პირი.

პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით მოქ­მე­დი უწყე­ბა­თა­შო­რი­სი სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს მუ­შა­ო­ბა­ში აქ­ტი­უ­რად მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტი, თავ­მჯდო­მა­რე არ­ჩილ თა­ლაკ­ვა­ძის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით და პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცია", - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მკითხველის კომენტარები / 32 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
gio
13

tkven shekrebebs mixedet mtavroba

თედო
79

რატომ არ გადაგყავთ სკოლები დისტანციურზე თუ ასეა?????????,თუ ელოდებით აფეთქებას მაიც და მაინც?????

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

რა გადაწყვეტილებები მიიღეს საკოორდინაციო საბჭოზე შეზღუდვებთან დაკავშირებით - საბჭო მოსახლეობას რეკომენდაციებით მიმართავს

რა გადაწყვეტილებები მიიღეს საკოორდინაციო საბჭოზე შეზღუდვებთან დაკავშირებით - საბჭო მოსახლეობას რეკომენდაციებით მიმართავს

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოსახლეობას, მაქსიმალურად დაიცვან რეგულაციები და უარი თქვან ხალხმრავალ შეკრებებზე. ასევე, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, გადავიდნენ მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე, ხოლო ხანდაზმულებს მიმართავს რეკომენდაციით, მაქსიმალურად დარჩნენ სახლში. ამის შესახებ ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით დღეს ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა, იმსჯელეს ინფიცირების შემთხვევების მატებასა და ეპიდვითარების გაუარესების ტენდენციაზე, როგორც მთელს მსოფლიოში, ისე - საქართველოში. აღინიშნა, რომ არსებული სურათის გათვალისწინებით, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება პრევენციული ღონისძიებების ზედმიწევნით დაცვას და აღსრულებას.

"მკაცრი შეზღუდვების თავიდან აცილებისა და ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის კიდევ უფრო დამძიმების თავიდან აცილების მიზნით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ქვეყანაში კვლავ ნარჩუნდება შეზღუდვა გადაადგილებაზე 21:00-05:00 საათამდე პერიოდში; ასევე, ძალაში რჩება შაბათ-კვირას კვების ობიექტებთან დაკავშირებით მოქმედი შეზღუდვა, რაც ნიშნავს იმას, რომ ისინი მუშაობენ მხოლოდ გატანის სერვისზე;

ამასთან, საკოორდინაციო საბჭოს გადწყვეტილებით, მაქსიმალურად გამკაცრდება იზოლაციაში მყოფი პირების, კონტაქტების და ქვეყანაში შემომსვლელების თვითიზოლაციის კონტროლი; ასევე - საზღვარზე შემოსული პირების პისიარ-კვლევის ჩატარების მონიტორინგი 72 საათის გასვლის შემდეგ;

საწარმოებში, სადაც გამოვლინდება შემთხვევები, მაქსიმალურად უნდა გამკაცრდეს ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების ზომები და დამსაქმებელთა მაქსიმალური ჩართულობით, უზრუნველყოფილი უნდა იყოს აქტიური ტესტირება;

კიდევ უფრო მკაცრად გაკონტროლდება პირბადის სწორად მოხმარება და დისტანციის დაცვა, ასევე ხალხმრავალი შეკრებები, მათ შორის სოციალური ღონისძიებები, რომელთა გამართვა მთავრობის დადგენილებით აკრძალულია;

საკოორდინაციო საბჭო კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოსახლეობას, მაქსიმალურად დაიცვან დადგენილი რეგულაციები, გამოიყენონ პირბადე, დაიცვან სოციალური დისტანცია და უარი თქვან ხალხმრავალი შეკრებების ორგანიზებასა თუ მათში მონაწილეობაზე, რათა თავიდან იყოს აცილებული ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარების მკვეთრი დამძიმება და მკაცრი შეზღუდვების დაწესების აუცილებლობა.

სხდომაზე ასევე განიხილეს ქვეყანაში მიმდინარე ვაქცინაციის პროცესის კიდევ უფრო გააქტიურების მნიშვნელობა. აღინიშნა, რომ უახლოეს მომავალში ქვეყანა ვაქცინების ახალ დოზებს მიიღებს. პარალელურად, პრემიერ-მინისტრის დავალებითა და უშუალო ჩართულობით, გრძელდება აქტიური მოლაპარაკებები ვაქცინის მწარმოებლებსა და პარტნიორ სახელმწიფოებთან, დამატებითი დოზების რაც შეიძლება მოკლე ვადაში მობილიზების მიზნით. ამასთან, ვაქცინაციის გაფართოების გეგმის შესაბამისად, ვაქცინაციაში ჩართული პრიორიტეტული ჯგუფები ეტაპობრივად გაიზრდება, რათა კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრის პროცესი მაქსიმალურად სწრაფი ტემპით წარიმართოს.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე, ვირუსით ინფიცირების 299 038 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 282 869 პირი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილია 3 971 ადამიანი.

ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 249 ადამიანი, კლინიკურ სასტუმროებში - 575 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 3363 პირი.

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში აქტიურად მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტი, თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძის ხელმძღვანელობით და პრეზიდენტის ადმინისტრაცია", - ნათქვამია ინფორმაციაში.

"როცა ინდური შტამი ყველგან გავრცელდება, საქართველო მთვარეზე არ არის, დედამიწაზეა - ქვეყანა ვერ ჩაიკეტება" - პაატა იმნაძე

"ძალიან გთხოვთ, აჟიოტაჟს ნუ შევქმნით"- რას ამბობს ამირან გამყრელიძე ინდურ შტამთან დაკავშირებით?

მასობრივი კომუნიკაცია - კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ახალი სადოქტორო პროგრამა