სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"შევხვდებით უკეთეს სამყაროში" - პოეტი ზურაბ რთველიაშვილი გარდაიცვალა
"შევხვდებით უკეთეს სამყაროში" - პოეტი ზურაბ რთველიაშვილი გარდაიცვალა

პო­ე­ტი ზუ­რაბ რთვე­ლი­აშ­ვი­ლი გარ­და­იც­ვა­ლა. ის მძი­მე სენს, სიმ­სივ­ნეს ებ­რძო­და.

"მშვი­დო­ბით, მე­გო­ბა­რო! შევ­ხვდე­ბით უკე­თეს სამ­ყა­რო­ში, სა­დაც მხო­ლოდ პო­ე­ზი­ის დიქ­ტა­ტუ­რა იქ­ნე­ბა..." - და­წე­რა სო­ცი­ა­ლურ ქსელ "ფე­ის­ბუქ­ში" მწე­რალ­მა თე­ო­ნა დო­ლენ­ჯაშ­ვილ­მა.

ზუ­რაბ რთვე­ლი­აშ­ვი­ლი და­ი­ბა­და 1967 წელს, ქა­ლაქ ყა­რა­გან­და­ში, ყა­ზა­ხეთ­ში. 1990-იან წლებ­ში გა­მო­დი­ო­და პო­ე­ტუ­რი პერ­ფორ­მან­სე­ბით და­ვით ჩიხ­ლა­ძეს­თან, შოთა ია­თაშ­ვილ­თან და სხვებ­თან ერ­თად. 2010 წელს შვე­დეთ­ში პო­ლი­ტი­კუ­რი თავ­შე­სა­ფა­რი მი­ი­ღო, სა­დაც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ცხოვ­რობ­და, სწო­რედ იქ და­უდ­გინ­და სიმ­სივ­ნის დი­აგ­ნო­ზი.

"დღეს ახა­ლი ეტა­პი გა­და­ვი­ა­რეთ! ზუ­რამ გა­ი­გო რომ მძი­მე ონ­კო­ლო­გი­ურ სენს უნდა ებ­რძო­ლოს! ყვე­ლა­ზე მე­ტად ეს დღე­ე­ბი ამ დღის მე­ში­ნო­და! რა კი­თხვებს დას­ვამ­და, რა რე­აქ­ცია ექ­ნე­ბო­და... რო­გორ უნდა გაგ­ვეს­წო­რა თვა­ლი რე­ა­ლო­ბის­თვის! იტი­რა, ღმერ­თო რა­ტო­მო! ახლა უკვე მეც ვე­ღარ შე­ვი­კა­ვე თავი... 4 დღის დაგ­რო­ვი­ლი სევ­და და ტკი­ვი­ლი თვა­ლე­ბი­დამ წამსკდა.

ხე­ლე­ბი ჩავ­ჭი­დეთ და ერ­თად ვი­ტი­რეთ, და­ვი­ცა­ლეთ ამ დღე­ებ­ში დაგ­რო­ვი­ლი უარ­ყო­ფი­თი ენერ­გი­ის­გან. მერე თვა­ლებ­ზე ცრემ­ლი მომ­წმინ­და და რამ­დე­ნი დარ­ჩაო!!! მე ვუ­პა­სუ­ხე - ეს შენ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი თქო! ჰოდა, ვიბ­რძო­ლე­ბო!!! შენ იყა­ვი მაგ­რა­დო... ერ­თად ვიბ­რძო­ლებთ და გა­ვი­მარ­ჯვებთ!!! ხალ­ხო, თქვენ არ იცით რამ­ხე­ლა ძალა ხართ ჩვენ­თვის!" - წერ­და იმ­ხა­ნად, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში, პო­ე­ტის მე­უღ­ლე ნინო ამი­რე­ჯი­ბი.

სამ­წუ­ხა­როდ, ეს ბრძო­ლა 54 წლის პო­ე­ტის და­მარ­ცხე­ბით დას­რულ­და...

ის არა­ერ­თი პო­ე­ტუ­რი კრე­ბუ­ლის ავ­ტო­რია: "ირექ­ცია”, "აპოკ­რი­ფი", "პო­ე­ზი­ის დიქ­ტა­ტუ­რა" და ა.შ.

ამ­ბობ­და, რომ მის­თვის ცხოვ­რე­ბა ყვე­ლა­ზე პო­ე­ტუ­რი გა­მოწ­ვე­ვა იყო, მე­ომ­რის პოზა კი - ყვე­ლა­ზე ბუ­ნებ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბა...

  • ambebi.ge მწუ­ხა­რე­ბას გა­მოთ­ქვამს მომ­ხდა­რის გამო და უსამ­ძიმ­რებს ოჯახ­სა და მე­გობ­რებს

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დ გ
0

ღმერთმა გაანათლოს

ნინო
0

ღმერთმა სასუფეველო დაუმკვიდროს დიდებულ ადამიანს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

"შევხვდებით უკეთეს სამყაროში" - პოეტი ზურაბ რთველიაშვილი გარდაიცვალა

"შევხვდებით უკეთეს სამყაროში" - პოეტი ზურაბ რთველიაშვილი გარდაიცვალა

პოეტი ზურაბ რთველიაშვილი გარდაიცვალა. ის მძიმე სენს, სიმსივნეს ებრძოდა.

"მშვიდობით, მეგობარო! შევხვდებით უკეთეს სამყაროში, სადაც მხოლოდ პოეზიის დიქტატურა იქნება..." - დაწერა სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" მწერალმა თეონა დოლენჯაშვილმა.

ზურაბ რთველიაშვილი დაიბადა 1967 წელს, ქალაქ ყარაგანდაში, ყაზახეთში. 1990-იან წლებში გამოდიოდა პოეტური პერფორმანსებით დავით ჩიხლაძესთან, შოთა იათაშვილთან და სხვებთან ერთად. 2010 წელს შვედეთში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო, სადაც წლების განმავლობაში ცხოვრობდა, სწორედ იქ დაუდგინდა სიმსივნის დიაგნოზი.

"დღეს ახალი ეტაპი გადავიარეთ! ზურამ გაიგო რომ მძიმე ონკოლოგიურ სენს უნდა ებრძოლოს! ყველაზე მეტად ეს დღეები ამ დღის მეშინოდა! რა კითხვებს დასვამდა, რა რეაქცია ექნებოდა... როგორ უნდა გაგვესწორა თვალი რეალობისთვის! იტირა, ღმერთო რატომო! ახლა უკვე მეც ვეღარ შევიკავე თავი... 4 დღის დაგროვილი სევდა და ტკივილი თვალებიდამ წამსკდა.

ხელები ჩავჭიდეთ და ერთად ვიტირეთ, დავიცალეთ ამ დღეებში დაგროვილი უარყოფითი ენერგიისგან. მერე თვალებზე ცრემლი მომწმინდა და რამდენი დარჩაო!!! მე ვუპასუხე - ეს შენზეა დამოკიდებული თქო! ჰოდა, ვიბრძოლებო!!! შენ იყავი მაგრადო... ერთად ვიბრძოლებთ და გავიმარჯვებთ!!! ხალხო, თქვენ არ იცით რამხელა ძალა ხართ ჩვენთვის!" - წერდა იმხანად, სოციალურ ქსელში, პოეტის მეუღლე ნინო ამირეჯიბი.

სამწუხაროდ, ეს ბრძოლა 54 წლის პოეტის დამარცხებით დასრულდა...

ის არაერთი პოეტური კრებულის ავტორია: "ირექცია”, "აპოკრიფი", "პოეზიის დიქტატურა" და ა.შ.

ამბობდა, რომ მისთვის ცხოვრება ყველაზე პოეტური გამოწვევა იყო, მეომრის პოზა კი - ყველაზე ბუნებრივი მდგომარეობა...

  • ambebi.ge მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და უსამძიმრებს ოჯახსა და მეგობრებს

"ეს გამარჯვება ეძღვნება ნიკა მელიას" - რას ამბობს მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილი, რომელმაც ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა

"ქართველი ვარ, საქართველოში დავიბადე, ეს ჩემი სამშობლოა და... " - რა უპასუხა ხვიჩა კვარაცხელიამ კითხვას: რას იზამდა რუსეთის ნაკრებში რომ მიეწვიათ?

"რატომ არავინ გაფრთხილებს, რომ ორსულობა არაფერია იმასთან შედარებით, რასაც განიცდის ქალი, რომელმაც ეს-ესაა იმშობიარა" - რას წერს სოფო შევარდნაძე შვილის გაჩენის შემდეგ