სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
საქართველომ, ლონდონის საფონდო ბირჟაზე, 500 მილიონი დოლარის 5-წლიანი ევროობლიგაციები გამოუშვა - "ინვესტორების უპრეცედენტოდ მაღალი აქტიურობა დაფიქსირდა"
საქართველომ, ლონდონის საფონდო ბირჟაზე, 500 მილიონი დოლარის 5-წლიანი ევროობლიგაციები გამოუშვა - "ინვესტორების უპრეცედენტოდ მაღალი აქტიურობა დაფიქსირდა"

სა­ქარ­თვე­ლომ, ლონ­დო­ნის სა­ფონ­დო ბირ­ჟა­ზე, 500 მი­ლი­ო­ნი აშშ დო­ლა­რის ოდე­ნო­ბის 5-წლი­ა­ნი ევ­რო­ობ­ლი­გა­ცი­ე­ბი გა­მო­უშ­ვა.

რო­გორც დღეს ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტრო­ში გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე, უწყე­ბის ხელ­მძღვა­ნელ­მა, ლაშა ხუ­ციშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, ინ­ვეს­ტო­რე­ბი ძი­რი­თა­დად წარ­მოდ­გე­ნი­ლე­ბი არი­ან დიდი ბრი­ტა­ნე­თი­დან, აშშ-დან და ევ­რო­კავ­ში­რის ქვეყ­ნე­ბი­დან.

"ევ­რო­ობ­ლი­გა­ცი­ე­ბის გა­მოშ­ვე­ბის დროს სა­ერ­თა­შო­რი­სო ინ­ვეს­ტო­რე­ბის მხრი­დან უპ­რე­ცე­დენ­ტოდ მა­ღა­ლი აქ­ტი­უ­რო­ბა და­ფიქ­სირ­და. მო­თხოვ­ნამ და­ახ­ლო­ე­ბით, 4-ჯერ გა­და­ა­ჭარ­ბა გა­მო­ცხა­დე­ბულ თან­ხას. ეს პირ­ველ რიგ­ში, სა­ერ­თა­შო­რი­სო ინ­ვეს­ტო­რე­ბის მხრი­დან ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კი­სად­მი ძა­ლი­ან დიდ ნდო­ბას ნიშ­ნავს. 2.75% ეს არის გა­ნაკ­ვე­თი, რო­მე­ლიც აქამ­დე რე­გი­ონ­ში არას­დროს და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლა. ეს ერ­თხმად იქნა აღ­ნიშ­ნუ­ლი ყვე­ლა სა­ინვრეს­ტი­ციო ბან­კის მხრი­დან. ამ ტრან­ზაქ­ცი­ით და ამ საპ­რო­ცენ­ტო გა­ნაკ­ვე­თით ჩვენ შევ­ქმე­ნით ახა­ლი ის­ტო­რი­უ­ლი ნიშ­ნუ­ლი, რო­მე­ლიც სხვა გა­მომ­შვე­ბე­ბის­თვის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი იქ­ნე­ბა. მათ გა­უ­ად­ვილ­დე­ბათ და გა­უ­იაფ­დე­ბათ ქვე­ყა­ნა­ში ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის მო­ზიდ­ვა. ასე­ვე მინ­და აღ­ვნიშ­ნო, რომ მიმ­დი­ნა­რე ახა­ლი ობ­ლი­გა­ცი­ე­ბით, ფაქ­ტობ­რი­ვად, 2011 წელს გა­მოშ­ვე­ბუ­ლი ევ­რო­ობ­ლი­გა­ცი­ე­ბის რე­ფი­ნან­სი­რე­ბა მოხ­და, რომ­ლის საპ­რო­ცენ­ტო გა­ნაკ­ვე­თი და­ახ­ლო­ე­ბით, 2,5-ჯერ უფრო მა­ღა­ლი იყო - 6,875% და რო­მე­ლიც 12 აპ­რილს დავ­ფა­რეთ.

აქ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ასე­ვე ბი­უ­ჯე­ტის მხრივ კონ­კრე­ტუ­ლი ეკო­ნო­მი­ე­ბი. კონ­კრე­ტუ­ლად, მომ­დევ­ნო 5 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში იმის გამო, რომ საპ­რო­ცენ­ტო გა­ნაკ­ვე­თი არის გა­ცი­ლე­ბით და­ბა­ლი, ბი­უ­ჯე­ტი და­ზო­გავს და­ახ­ლო­ე­ბით, 350 მი­ლი­ო­ნი ლა­რის ოდე­ნო­ბის საპ­რო­ცენ­ტო შე­მო­სა­ვალს. ასე­თი და­ბა­ლი საპ­რო­ცენ­ტო გა­ნაკ­ვე­თის ერთ-ერთი ძი­რი­თა­დი გან­მა­პი­რო­ბე­ბე­ლი ფაქ­ტო­რი, რა თქმა უნდა, ქვეყ­ნის სუ­ვე­რე­ნუ­ლი რე­ი­ტინ­გია, რო­მე­ლიც ბოლო წლებ­ში გა­უმ­ჯო­ბეს­და. წარ­მა­ტე­ბით წარ­მარ­თუ­ლი პრო­ცე­სის­თვის მინ­და ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს სა­ხე­ლით მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო გუნდს, რო­მე­ლიც ამ პრო­ექ­ტზე მუ­შა­ობ­და, ესე­ნი არი­ან სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ფი­ნან­სო სა­ინ­ვეს­ტი­ციო ბან­კე­ბი“,- გა­ნა­ცხა­და ხუ­ციშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
vai hvilo
0

wavida jibahiiiiiiiiiiiii

აკა-კა
0

ვალს ვიღებთ, გვიხარია და ვტრაბახოთ, რა უბედურება გვჭირს ასეთი?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

საქართველომ, ლონდონის საფონდო ბირჟაზე, 500 მილიონი დოლარის 5-წლიანი ევროობლიგაციები გამოუშვა - "ინვესტორების უპრეცედენტოდ მაღალი აქტიურობა დაფიქსირდა"

საქართველომ, ლონდონის საფონდო ბირჟაზე, 500 მილიონი დოლარის 5-წლიანი ევროობლიგაციები გამოუშვა - "ინვესტორების უპრეცედენტოდ მაღალი აქტიურობა დაფიქსირდა"

საქართველომ, ლონდონის საფონდო ბირჟაზე, 500 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის 5-წლიანი ევროობლიგაციები გამოუშვა.

როგორც დღეს ფინანსთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე, უწყების ხელმძღვანელმა, ლაშა ხუციშვილმა აღნიშნა, ინვესტორები ძირითადად წარმოდგენილები არიან დიდი ბრიტანეთიდან, აშშ-დან და ევროკავშირის ქვეყნებიდან.

"ევროობლიგაციების გამოშვების დროს საერთაშორისო ინვესტორების მხრიდან უპრეცედენტოდ მაღალი აქტიურობა დაფიქსირდა. მოთხოვნამ დაახლოებით, 4-ჯერ გადააჭარბა გამოცხადებულ თანხას. ეს პირველ რიგში, საერთაშორისო ინვესტორების მხრიდან ქვეყნის ეკონომიკისადმი ძალიან დიდ ნდობას ნიშნავს. 2.75% ეს არის განაკვეთი, რომელიც აქამდე რეგიონში არასდროს დაფიქსირებულა. ეს ერთხმად იქნა აღნიშნული ყველა საინვრესტიციო ბანკის მხრიდან. ამ ტრანზაქციით და ამ საპროცენტო განაკვეთით ჩვენ შევქმენით ახალი ისტორიული ნიშნული, რომელიც სხვა გამომშვებებისთვის უმნიშვნელოვანესი იქნება. მათ გაუადვილდებათ და გაუიაფდებათ ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვა. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ მიმდინარე ახალი ობლიგაციებით, ფაქტობრივად, 2011 წელს გამოშვებული ევროობლიგაციების რეფინანსირება მოხდა, რომლის საპროცენტო განაკვეთი დაახლოებით, 2,5-ჯერ უფრო მაღალი იყო - 6,875% და რომელიც 12 აპრილს დავფარეთ.

აქ მნიშვნელოვანია ასევე ბიუჯეტის მხრივ კონკრეტული ეკონომიები. კონკრეტულად, მომდევნო 5 წლის განმავლობაში იმის გამო, რომ საპროცენტო განაკვეთი არის გაცილებით დაბალი, ბიუჯეტი დაზოგავს დაახლოებით, 350 მილიონი ლარის ოდენობის საპროცენტო შემოსავალს. ასეთი დაბალი საპროცენტო განაკვეთის ერთ-ერთი ძირითადი განმაპირობებელი ფაქტორი, რა თქმა უნდა, ქვეყნის სუვერენული რეიტინგია, რომელიც ბოლო წლებში გაუმჯობესდა. წარმატებით წარმართული პროცესისთვის მინდა ფინანსთა სამინისტროს სახელით მადლობა გადავუხადო გუნდს, რომელიც ამ პროექტზე მუშაობდა, ესენი არიან საერთაშორისო საფინანსო საინვესტიციო ბანკები“,- განაცხადა ხუციშვილმა.

მსოფლიო შესაძლოა,  ბანანის გარეშე დარჩეს - სოკოს დაავადება ვენესუელაშიც გაჩნდა

"ენკა" მზადაა "ნამახვანჰესის" პროექტის კვლევები ექსპერტთა საბჭოს გადასცეს - ვინ იქნება საბჭოს შემადგენლობაში

საქართველოში ფრენებს გერმანული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Eurowings-ი შეასრულებს - ნათია თურნავა