ავტორი:

"ბარის ჭერა უნდა ესე" - როგორ ეხმაურებიან გიორგი გახარიას ფოტოს სოციალურ ქსელში?

"ბარის ჭერა უნდა ესე" - როგორ ეხმაურებიან გიორგი გახარიას ფოტოს სოციალურ ქსელში?

მას მერე, რაც სამეგრელო-ზემო-სვანეთის ყოფილმა გუბერნატორმა, "ქართული ოცნების" ყოფილმა წევრმა ალექსანდრე მოწერელიამ "ფეისბუქზე" ექსპრემიერ გიორგი გახარიასთან ერთად, კახეთში გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, სოციალურ ქსელში გამოხმაურება არ წყდება. მოქალაქეების ნაწილი გახარიას ბარის ჭერას უწუნებს.

მაგალითად, პოლიტიკური მოძრაობის "დროა" ლიდერმა ელენე ხოშტარიამ გამოაქვეყნა თავისი ფოტო, წარწერით:

"ბარის ჭერა უნდა ესე, რო რამე..."

პოსტის კომენტარებში კიდევ რამდენიმე ფოტო ატვირთეს, რომლითაც ექსპრემიერს ბარის ჭერას ასწავლიან:

ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ გადაწყვიტა უფრო ორიგინალური ყოფილიყო და ფოტო ბარით კი არა, ხელში ნაჯახით გამოაქვეყნა:

მოკლედ, ექსპრემიერმა კვლავ მშვენივრად მოახერხა ფართო საზოგადოების ყურადღების მიპყრობა, რაც მისი დამოუკიდებელი პოლიტიკური კარიერის დასაწყისისთვის ნამდვილად კარგია. მოგეხსენებათ, გიორგი გახარიამ პრემიერის პოსტი ორი თვის წინ დატოვა, თუმცა აღნიშნა, რომ პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებდა. ახლა კი უკვე ცნობილია, რომ ის თავის პარტიას ქმნის.

"ამ ადამიანსაც ჰყავს ოჯახი, შვილები... გეყოთ!" - ნატო დუმბაძის თქმით, ზანგურის თეატრიდან გარიცხვა მისთვის მიუღებელია

"ეს არის მაჭავარიანის ქუჩის ქვემოთ განვითარებული მეწყრის ნაპრალი" - რა ფოტოს აქვეყნებს თეა გოდოლაძე "ფეისბუქზე"?

"ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრი გაუარესების გამო სასწრაფოდ დამჭირდა ავსტრიაში წასვლა, მაგრამ პროკურატურამ უარი მითხრა" - რას წერს გვარამია?