სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
მზა ხორცპროდუქტებზე მოთხოვნა იზრდება – რომელია ყველაზე გაყიდვადი სახეობები გერმანიაში, იტალიაში, ჩეხეთსა და საქართველოში
მზა ხორცპროდუქტებზე მოთხოვნა იზრდება – რომელია ყველაზე გაყიდვადი სახეობები გერმანიაში, იტალიაში, ჩეხეთსა და საქართველოში

მზა ხორ­ცპ­რო­დუქ­ტე­ბის პო­პუ­ლა­რო­ბა მსოფ­ლიო მას­შტა­ბით ყო­ველ­წლი­უ­რად იზ­რდე­ბა. Globaltrademag.com-ის მო­ნა­ცე­მე­ბით ევ­რო­პა­ში ყვე­ლა­ზე მეტ მზა ხორ­ცპ­რო­დუქტს გერ­მა­ნი­ა­სა და ჩე­ხეთ­ში მი­ირ­თმე­ვენ. ამ ქვეყ­ნებ­ში ხორ­ცპ­რო­დუქ­ტე­ბის წარ­მო­ე­ბაც უმაღ­ლეს დო­ნე­ზეა და ინარ­ჩუ­ნე­ბენ რო­გორც სო­სი­სე­ბი­სა თუ ძეხ­ვე­ბის უძ­ვე­ლე­სი სა­ხე­ო­ბე­ბის გან­სა­კუთ­რე­ბულ რე­ცეპ­ტებს, ისე მუდ­მი­ვად ქმნი­ან ახალ და გან­სხვა­ვე­ბულ გე­მო­ებს.

მზა ხორ­ცპ­რო­დუქ­ტე­ბი პო­პუ­ლა­რუ­ლია სა­ქარ­თვე­ლო­შიც. ქვე­ყა­ნა­ში ძეხ­ვი­სა და სო­სი­სის არა­ერ­თი სა­ხე­ო­ბა იწარ­მო­ე­ბა და მათ შო­რი­საა, გერ­მა­ნუ­ლი პრე­მი­უმ ხა­რის­ხის სო­სი­სე­ბიც.

სა­ინ­ტე­რე­სოა, თუ რო­მე­ლი ხორ­ცპ­რო­დუქ­ტე­ბია ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი ევ­რო­პის სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­სა და სა­ქარ­თვე­ლო­ში. გთა­ვა­ზობთ გერ­მა­ნი­ის, ჩე­ხე­თის, იტა­ლი­ი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს ტოპ 3 ხორ­ცპ­რო­დუქტს.

გერ­მა­ნია

გერ­მა­ნი­ის ნო­მერ პირ­ვე­ლი მზა ხორ­ცპ­რო­დუქ­ტია „ნი­ურ­ბერ­გუ­ლი ბრათ­ვურსტი“ (Nuremberg Bratwurst). ეს არის სო­სი­სის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ძვე­ლი სა­ხე­ო­ბა, რომ­ლის რე­ცეპ­ტიც სა­უ­კუ­ნე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში უც­ვლე­ლია. 8 სმ სიგ­რძის სო­სისს, რო­გორც წესი, მი­ირ­თმე­ვენ გრილ­ზე შემ­წვარს მდგოვ­სა და პირ­შუშ­ხას­თან ერ­თად.

„ბირ­შინ­ქენ ვერ­სტი“ (Bierschinken wurst) ნა­ხევ­რად მო­ხარ­შუ­ლი ძეხ­ვის ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი სა­ხე­ო­ბაა. ტრა­დი­ცი­უ­ლად, ის შე­ი­ცავს კარ­გად გა­ტა­რე­ბულ ღო­რის ხორცს, ბე­კონს, მა­რილს და სა­ნე­ლებ­ლებს: მუს­კა­ტის კა­კალს, ჯინ­ჯერს, ილს, ქინძსა და თეთრ პილ­პილს. სხვა ძეხ­ვე­უ­ლის­გან გან­სხვა­ვე­ბით ის შე­ი­ცავს ღო­რის ხორ­ცის ან ბე­კო­ნის მსხვილ ნაჭ­რებს, რო­მე­ლიც გა­ტა­რე­ბულ შე­ზა­ვე­ბულ ხორ­ცის მა­სა­შია შე­რე­უ­ლი. ძეხ­ვის ეს სა­ხე­ო­ბა ხში­რად შე­ბო­ლი­ლიც იყი­დე­ბა.

„ლან­დი­ე­გა“ (Landjäger) შე­ბო­ლი­ლი სო­სი­სის ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი სა­ხე­ო­ბაა. ის მზად­დე­ბა ღო­რის და სა­ქონ­ლის ხორ­ცის, ღო­რის ცხი­მის, წი­თე­ლი ღვი­ნის, შაქ­რი­სა და სპე­ცი­ფი­კუ­რი სა­ნე­ლებ­ლე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით. მი­ღე­ბუ­ლი მასა ჯერ იპ­რე­სე­ბა, რომ მის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი კუ­თხო­ვა­ნი ფორ­მა მი­ი­ღოს, შემ­დეგ კი იბო­ლე­ბა და შრე­ბა. ძეხ­ვის ეს სა­ხე­ო­ბა უმე­ტე­სად მოგ­ზა­უ­რებ­სა და მო­ნად­რე­ებს შო­რის არის პო­პუ­ლა­რუ­ლი.

იტა­ლია

„ტოს­კა­ნუ­რი პრო­შუ­ტო“ (Prosciutto Toscano) მე-15 სა­უ­კუ­ნი­დან უც­ვლე­ლი წე­სი­თა და შე­მად­გენ­ლო­ბით მზად­დე­ბა. მის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში ექ­სკლუ­ზი­უ­რად შე­დის მხო­ლოდ იმ ღო­რის ხორ­ცი, რო­მე­ლიც და­ი­ბა­და, გა­ი­ზარ­და და და­იკ­ლა ტოს­კა­ნა­ში. ფერ­მე­რებს თი­თო­ე­ულ ღორ­ზე სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­ბუ­თის წარ­დგე­ნა სჭირ­დე­ბათ, რომ ხორ­ცი მარ­თლაც ტოს­კა­ნე­ლი ღო­რი­საა.

სამ­ხრეთ იტა­ლი­ა­ში ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლია „სოპ­რე­სა­ტა“ (soppressata). ის კა­ლაბ­რი­უ­ლი „სოპ­რე­სა­ტას“ სა­ხე­ლი­თაა ცნო­ბი­ლი და მსხვი­ლად გა­ტა­რე­ბუ­ლი ღო­რის ხორ­ცის: ბარ­კლის, ბე­ჭი­სა და სუ­კის ნაჭ­რე­ბის­გან მზად­დე­ბა. ასე­ვე, იყე­ნე­ბენ სუ­კის ნა­წი­ლე­ბი­დან აღე­ბულ ცხიმს.

„კუ­ლა­ტე­ლო დი ზი­ბე­ლო“ (Culatello di Zibello) იტა­ლი­უ­რი წარ­მო­შო­ბის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ძვე­ლი ხორ­ცპ­რო­დუქ­ტია, რო­მელ­საც ჯერ კი­დევ მე-14 სა­უ­კუ­ნე­ში ამ­ზა­დებ­დნენ. მისი უნი­კა­ლუ­რო­ბა იმა­შიც მდგო­მა­რე­ობს, რომ ხორ­ცპ­რო­დუქტს ემი­ლია-რო­მა­ნი­ი­სა და ლომ­ბარ­დი­ის რე­გი­ო­ნებ­ში გაზ­რდი­ლი ღო­რის­გან ამ­ზა­დე­ბენ.

ჩე­ხე­თი

„შპე­კა­ჩე­კი“ (Špekáčky) მოკ­ლე ზო­მის, ყა­ვის­ფერ-ოქ­როს­ფე­რი შე­ფე­რი­ლო­ბის სო­სი­სია, რომ­ლის გა­კე­თე­ბაც ჩე­ხეთ­ში 100 წლის წინ და­ი­წყეს. მას უმე­ტე­სად კო­ცონ­ზე წვა­ვენ ხოლ­მე და ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლია ლაშ­ქრო­ბებ­სა და პიკ­ნი­კებ­ზე წა­სა­ღე­ბად. სო­სი­სი ღო­რი­სა და სა­ქონ­ლის ხორ­ცის გა­მო­ყე­ნე­ბით მზად­დე­ბა და ასე­ვე შე­ი­ცავს სხვა­დას­ხვა სუ­ნე­ლებ­სა და სა­ნე­ლებ­ლებს, მათ შო­რის, შავ წი­წა­კას, ტკბილ წი­თელ წი­წა­კას, ნი­ორს, მუს­კა­ტის კა­კალს და მა­რილს.

„ტლა­ჩენ­კა“ (Tlačenka) - ეს ლა­ბას გარ­კვე­უ­ლი სა­ხეს­ხვა­ო­ბაა. ის ღო­რის ხორ­ცის სხვა­დას­ხვა ნაჭ­რე­ბის­გან, მათ შო­რის, შიგ­ნე­უ­ლო­ბის­გან შედ­გე­ბა და ღო­რის ნაწ­ლა­ვებ­შია გახ­ვე­უ­ლი. დიდი ცი­ლიდნ­რის ფორ­მის ხორ­ცპ­რო­დუქტს სქელ ნაჭ­რე­ბად ჭრი­ან და ხახვსა და ჭვა­ვის პურ­თან ერ­თად მი­ირ­თმე­ვენ. ძა­ლი­ან უხ­დე­ბა ძმა­რიც.

„ლო­ვეც­კის სა­ლი­ა­მი“ (Lovecký salám) მუქი ყა­ვის­ფე­რი შე­ფე­რი­ლო­ბის სა­ლი­ა­მია, რო­მელ­საც მე­ტად სპე­ცი­ფი­კუ­რი, სა­ხა­სი­ა­თო სუნი აქვს. მისი დამ­ზა­დე­ბა მე-20 სა­უ­კუ­ნის და­სა­წყის­ში და­ი­წყეს და თა­ვი­დან მხო­ლოდ ზამ­თრის პე­რი­ოდ­ში მი­ირ­თმევ­დნენ ხოლ­მე. ახლა კი ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლი ხორ­ცპ­რო­დუქ­ტია მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში.

სა­ქარ­თვე­ლო

რად­გან სა­ქარ­თვე­ლო­ში ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ოფი­ცი­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბი არ არ­სე­ბობს, ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­სა­ღე­ბად ქვე­ყა­ნა­ში მზა ხორ­ცპ­რო­დუქ­ტე­ბის ყვე­ლა­ზე მსხვილ მწარ­მო­ე­ბელს „ნი­კო­რას“ მივ­მარ­თეთ ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი პრო­დუქ­ტე­ბის სა­მე­უ­ლის გა­მო­სავ­ლე­ნად. მათი კომ­პა­ნი­ის მო­ნა­ცე­მე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო­ში, ყვე­ლა­ზე მო­თხოვ­ნა­დი ტოპ სამი პრო­დუქ­ტია: სო­სი­სე­ბის კა­ტე­გო­რი­ა­ში - რძი­ა­ნი სო­სი­სი, ძეხ­ვე­უ­ლი­დან - სა­ლი­ა­მი და შაშ­ხის კა­ტე­გო­რი­ა­ში - შაშ­ხი მან­დო­ლი­ნა.

რძი­ა­ნი სო­სი­სი ქარ­თუ­ლი მზა ხორ­ცპ­რო­დუქ­ტე­ბის ბა­ზარ­ზე პირ­ვე­ლი ინო­ვა­ცი­უ­რი შე­თა­ვა­ზე­ბა იყო. 1999 წელს „ნი­კო­რა­ში“ გა­და­წყვი­ტეს, რომ ტრა­დი­ცი­უ­ლი ზო­ლი­ა­ნი სო­სი­სე­ბის­თვის შე­ფუთ­ვა შე­ეც­ვა­ლათ და მცი­რე­დით შეც­ვა­ლეს შე­მად­გენ­ლო­ბაც, არ­სე­ბულ რე­ცეპ­ტუ­რას ცოტა რძის ფხვნი­ლი და­ე­მა­ტა. ამან პრო­დუქ­ტის სტრუქ­ტუ­რა უფრო ჰა­ე­რო­ვა­ნი გა­ხა­და, გე­მოს კი მეტი სი­ნა­ზე შეს­ძი­ნა. დღეს, სა­ქარ­თვე­ლო­ში, ყვე­ლა­ზე მო­თხოვ­ნა­დი მზა ხორ­ცპ­რო­დუქ­ტი სწო­რედ რძი­ა­ნი სო­სი­სია.

სა­ლი­ა­მი იტა­ლი­უ­რი წარ­მო­შო­ბის ხორ­ცპ­რო­დუქ­ტია, ევ­რო­პის სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში მისი დამ­ზა­დე­ბის გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ტრა­დი­ცი­ე­ბი არ­სე­ბობს. სა­ქარ­თვე­ლო­ში, მო­ხარ­შულ-შე­ბო­ლი­ლი სა­ლი­ა­მის გარ­და შეხ­ვდე­ბით ნედ­ლად შე­ბო­ლილ სა­ლი­ა­მი­საც „კა­ი­ზე­რის“ ბრენ­დის სა­ხე­ლით, რო­მე­ლის მწარ­მო­ე­ბე­ლი ასე­ვე „ნი­კო­რაა“ . ნედ­ლად შე­ბო­ლი­ლი სა­ლი­ა­მი ფერ­მენ­ტი­რე­ბუ­ლი, გა­მოყ­ვა­ნი­ლი ხორ­ცის­გან მზად­დე­ბა, ზო­მი­ე­რა­დაა შე­ზა­ვე­ბუ­ლი სა­ნე­ლებ­ლე­ბით და დე­ლი­კა­ტე­სად არის აღი­ა­რე­ბუ­ლი.

„მან­დო­ლი­ნა“ ასე­ვე მო­თხოვ­ნა­დი შაშ­ხია, რომ­ლის შე­მად­გენ­ლო­ბა­შიც შე­დის ღო­რის ხორ­ცი, წყა­ლი, მა­რი­ლი, შე­რე­უ­ლი სა­ნე­ლებ­ლე­ბი. წლე­ბის წინ ქარ­თუ­ლი ბაზ­რის­თვის „მან­დო­ლი­ნაც“ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­ახ­ლე იყო, რო­მელ­საც სა­ხე­ლი „ნი­კო­რას“ ტექ­ნო­ლოგ­მა მუ­სი­კა­ლურ საკ­რავ­თან ფორ­მის მსგა­ვე­ბის გამო და­არ­ქვა. პრო­დუქტმა მალე მო­ი­პო­ვა პო­პუ­ლა­რო­ბა და დღეს ბევრ მწარ­მო­ე­ბელს სა­კუ­თარ ასორ­ტი­მენ­ტშიც აქვს წარ­მოდ­გე­ნი­ლი.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თედო
0

ეეეჰ... სად არის ნაღდი, ტკაცუნა ივერია?

მახა
0

ან სერვალადი?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

მზა ხორცპროდუქტებზე მოთხოვნა იზრდება – რომელია ყველაზე გაყიდვადი სახეობები გერმანიაში, იტალიაში, ჩეხეთსა და საქართველოში

მზა ხორცპროდუქტებზე მოთხოვნა იზრდება – რომელია ყველაზე გაყიდვადი სახეობები გერმანიაში, იტალიაში, ჩეხეთსა და საქართველოში

მზა ხორცპროდუქტების პოპულარობა მსოფლიო მასშტაბით ყოველწლიურად იზრდება. Globaltrademag.com-ის მონაცემებით ევროპაში ყველაზე მეტ მზა ხორცპროდუქტს გერმანიასა და ჩეხეთში მიირთმევენ. ამ ქვეყნებში ხორცპროდუქტების წარმოებაც უმაღლეს დონეზეა და ინარჩუნებენ როგორც სოსისებისა თუ ძეხვების უძველესი სახეობების განსაკუთრებულ რეცეპტებს, ისე მუდმივად ქმნიან ახალ და განსხვავებულ გემოებს.

მზა ხორცპროდუქტები პოპულარულია საქართველოშიც. ქვეყანაში ძეხვისა და სოსისის არაერთი სახეობა იწარმოება და მათ შორისაა, გერმანული პრემიუმ ხარისხის სოსისებიც.

საინტერესოა, თუ რომელი ხორცპროდუქტებია ყველაზე პოპულარული ევროპის სხვადასხვა ქვეყანასა და საქართველოში. გთავაზობთ გერმანიის, ჩეხეთის, იტალიისა და საქართველოს ტოპ 3 ხორცპროდუქტს.

გერმანია

გერმანიის ნომერ პირველი მზა ხორცპროდუქტია „ნიურბერგული ბრათვურსტი“ (Nuremberg Bratwurst). ეს არის სოსისის ერთ-ერთი ყველაზე ძველი სახეობა, რომლის რეცეპტიც საუკუნეების განმავლობაში უცვლელია. 8 სმ სიგრძის სოსისს, როგორც წესი, მიირთმევენ გრილზე შემწვარს მდგოვსა და პირშუშხასთან ერთად.

„ბირშინქენ ვერსტი“ (Bierschinken wurst) ნახევრად მოხარშული ძეხვის ყველაზე ცნობილი სახეობაა. ტრადიციულად, ის შეიცავს კარგად გატარებულ ღორის ხორცს, ბეკონს, მარილს და სანელებლებს: მუსკატის კაკალს, ჯინჯერს, ილს, ქინძსა და თეთრ პილპილს. სხვა ძეხვეულისგან განსხვავებით ის შეიცავს ღორის ხორცის ან ბეკონის მსხვილ ნაჭრებს, რომელიც გატარებულ შეზავებულ ხორცის მასაშია შერეული. ძეხვის ეს სახეობა ხშირად შებოლილიც იყიდება.

„ლანდიეგა“ (Landjäger) შებოლილი სოსისის ყველაზე პოპულარული სახეობაა. ის მზადდება ღორის და საქონლის ხორცის, ღორის ცხიმის, წითელი ღვინის, შაქრისა და სპეციფიკური სანელებლების გამოყენებით. მიღებული მასა ჯერ იპრესება, რომ მისთვის დამახასიათებელი კუთხოვანი ფორმა მიიღოს, შემდეგ კი იბოლება და შრება. ძეხვის ეს სახეობა უმეტესად მოგზაურებსა და მონადრეებს შორის არის პოპულარული.

იტალია

„ტოსკანური პროშუტო“ (Prosciutto Toscano) მე-15 საუკუნიდან უცვლელი წესითა და შემადგენლობით მზადდება. მის შემადგენლობაში ექსკლუზიურად შედის მხოლოდ იმ ღორის ხორცი, რომელიც დაიბადა, გაიზარდა და დაიკლა ტოსკანაში. ფერმერებს თითოეულ ღორზე სპეციალური საბუთის წარდგენა სჭირდებათ, რომ ხორცი მართლაც ტოსკანელი ღორისაა.

სამხრეთ იტალიაში ძალიან პოპულარულია „სოპრესატა“ (soppressata). ის კალაბრიული „სოპრესატას“ სახელითაა ცნობილი და მსხვილად გატარებული ღორის ხორცის: ბარკლის, ბეჭისა და სუკის ნაჭრებისგან მზადდება. ასევე, იყენებენ სუკის ნაწილებიდან აღებულ ცხიმს.

„კულატელო დი ზიბელო“ (Culatello di Zibello) იტალიური წარმოშობის ერთ-ერთი ყველაზე ძველი ხორცპროდუქტია, რომელსაც ჯერ კიდევ მე-14 საუკუნეში ამზადებდნენ. მისი უნიკალურობა იმაშიც მდგომარეობს, რომ ხორცპროდუქტს ემილია-რომანიისა და ლომბარდიის რეგიონებში გაზრდილი ღორისგან ამზადებენ.

ჩეხეთი

„შპეკაჩეკი“ (Špekáčky) მოკლე ზომის, ყავისფერ-ოქროსფერი შეფერილობის სოსისია, რომლის გაკეთებაც ჩეხეთში 100 წლის წინ დაიწყეს. მას უმეტესად კოცონზე წვავენ ხოლმე და ძალიან პოპულარულია ლაშქრობებსა და პიკნიკებზე წასაღებად. სოსისი ღორისა და საქონლის ხორცის გამოყენებით მზადდება და ასევე შეიცავს სხვადასხვა სუნელებსა და სანელებლებს, მათ შორის, შავ წიწაკას, ტკბილ წითელ წიწაკას, ნიორს, მუსკატის კაკალს და მარილს.

„ტლაჩენკა“ (Tlačenka) - ეს ლაბას გარკვეული სახესხვაობაა. ის ღორის ხორცის სხვადასხვა ნაჭრებისგან, მათ შორის, შიგნეულობისგან შედგება და ღორის ნაწლავებშია გახვეული. დიდი ცილიდნრის ფორმის ხორცპროდუქტს სქელ ნაჭრებად ჭრიან და ხახვსა და ჭვავის პურთან ერთად მიირთმევენ. ძალიან უხდება ძმარიც.

„ლოვეცკის სალიამი“ (Lovecký salám) მუქი ყავისფერი შეფერილობის სალიამია, რომელსაც მეტად სპეციფიკური, სახასიათო სუნი აქვს. მისი დამზადება მე-20 საუკუნის დასაწყისში დაიწყეს და თავიდან მხოლოდ ზამთრის პერიოდში მიირთმევდნენ ხოლმე. ახლა კი ძალიან პოპულარული ხორცპროდუქტია მთელი წლის განმავლობაში.

საქართველო

რადგან საქართველოში ამ მიმართულებით ოფიციალური მონაცემები არ არსებობს, ინფორმაციის მისაღებად ქვეყანაში მზა ხორცპროდუქტების ყველაზე მსხვილ მწარმოებელს „ნიკორას“ მივმართეთ ყველაზე პოპულარული პროდუქტების სამეულის გამოსავლენად. მათი კომპანიის მონაცემებით, საქართველოში, ყველაზე მოთხოვნადი ტოპ სამი პროდუქტია: სოსისების კატეგორიაში - რძიანი სოსისი, ძეხვეულიდან - სალიამი და შაშხის კატეგორიაში - შაშხი მანდოლინა.

რძიანი სოსისი ქართული მზა ხორცპროდუქტების ბაზარზე პირველი ინოვაციური შეთავაზება იყო. 1999 წელს „ნიკორაში“ გადაწყვიტეს, რომ ტრადიციული ზოლიანი სოსისებისთვის შეფუთვა შეეცვალათ და მცირედით შეცვალეს შემადგენლობაც, არსებულ რეცეპტურას ცოტა რძის ფხვნილი დაემატა. ამან პროდუქტის სტრუქტურა უფრო ჰაეროვანი გახადა, გემოს კი მეტი სინაზე შესძინა. დღეს, საქართველოში, ყველაზე მოთხოვნადი მზა ხორცპროდუქტი სწორედ რძიანი სოსისია.

სალიამი იტალიური წარმოშობის ხორცპროდუქტია, ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში მისი დამზადების განსხვავებული ტრადიციები არსებობს. საქართველოში, მოხარშულ-შებოლილი სალიამის გარდა შეხვდებით ნედლად შებოლილ სალიამისაც „კაიზერის“ ბრენდის სახელით, რომელის მწარმოებელი ასევე „ნიკორაა“ . ნედლად შებოლილი სალიამი ფერმენტირებული, გამოყვანილი ხორცისგან მზადდება, ზომიერადაა შეზავებული სანელებლებით და დელიკატესად არის აღიარებული.

„მანდოლინა“ ასევე მოთხოვნადი შაშხია, რომლის შემადგენლობაშიც შედის ღორის ხორცი, წყალი, მარილი, შერეული სანელებლები. წლების წინ ქართული ბაზრისთვის „მანდოლინაც“ განსაკუთრებული სიახლე იყო, რომელსაც სახელი „ნიკორას“ ტექნოლოგმა მუსიკალურ საკრავთან ფორმის მსგავების გამო დაარქვა. პროდუქტმა მალე მოიპოვა პოპულარობა და დღეს ბევრ მწარმოებელს საკუთარ ასორტიმენტშიც აქვს წარმოდგენილი.

თუ გსურთ ოთახი საჩუქრად გაგირემონტონ - TV პირველზე გადაცემა "რედიზაინი" იწყება

"ლუტეცია ჯგუფი“ ვახტანგ ფხაკაძის სახელობის საქველმოქმედო ფონდს აარსებს

"რედიზაინი“ - ახალი გადაცემა TV პირველზე, რომლის მონაწილეებსაც ოთახს საჩუქრად გაურემონტებენ