სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ყველაზე საინტერესო ფაქტები სტივენ კინგზე - საშინელებათა ჟანრის მეფეზე, რომელიც 40 წელზე მეტია, მთელს მსოფლიოს თავისი ფანტაზიით აშინებს
ყველაზე საინტერესო ფაქტები სტივენ კინგზე - საშინელებათა ჟანრის მეფეზე, რომელიც 40 წელზე მეტია, მთელს მსოფლიოს თავისი ფანტაზიით აშინებს

სტი­ვენ კინ­გი მრა­ვა­ლი წლის მან­ძილ­ზე, ყვე­ლა­ზე მდი­დარ მწერ­ლად ით­ვლე­ბო­და მსოფ­ლი­ო­ში. ის 250-ზე მეტი ნა­წარ­მო­ე­ბის ავ­ტო­რია.

რო­დე­საც სტი­ვე­ნის მამა ოჯა­ხი­დან წა­ვი­და, მწერ­ლის­თვის ეს ძა­ლი­ან მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო. ის უბ­რა­ლოდ სახ­ლი­დან სი­გა­რე­ტის სა­ყიდ­ლად გა­ვი­და და აღარ დაბ­რუნ­და. დედა სტი­ვენს ეუბ­ნე­ბო­და, რომ მა­მა­მი­სი მარ­სი­ა­ნე­ლებ­მა მო­ი­ტა­ცეს და მა­საც დიდი ხნის მან­ძილ­ზე სჯე­რო­და, რომ ეს სი­მარ­თლე იყო. რო­დე­საც უკვე დიდი იყო, მხო­ლოდ მა­შინ გა­ი­გო, რომ მთე­ლი ამ დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში, მა­მა­მი­სი სა­დღაც ახ­ლოს ცხოვ­რობ­და და ის უბ­რა­ლოდ სხვა ქალ­თან წა­ვი­და. მამა-შვი­ლი ერ­თმა­ნეთს აღარ შეხ­ვედ­რი­ან.

მწერ­ლო­ბის პირ­ვე­ლი მცდე­ლო­ბა სტი­ვენს ბავ­შვო­ბა­ში ჰქონ­და, რო­დე­საც და­წე­რა მო­თხრო­ბა კო­მიქ­სე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე. მა­შინ დე­დამ უთხრა, რომ მო­თხრო­ბა კარ­გი იყო, მაგ­რამ მას სჯე­რო­და, რომ სტი­ვენს სა­კუ­თა­რი ნა­წარ­მო­ე­ბის შექ­მნაც შე­ეძ­ლო. მალე, ასე­თი ოთხი მო­თხრო­ბა მარ­თლა და­ი­წე­რა და თი­თო­ში დე­დამ სტი­ვენს ჰო­ნო­რა­რი - 25 ცენ­ტი გა­და­უ­ხა­და.

მო­მა­ვა­ლი მე­უღ­ლე სტი­ვენ­მა კო­ლე­ჯში გა­იც­ნო. წყვი­ლი მა­ლე­ვე და­ქორ­წინ­და და 3 წე­ლი­წად­ში, 3 შვი­ლიც შე­ე­ძი­ნათ. ოჯა­ხი ტრე­ი­ლერ­ში ცხოვ­რობ­და. სტი­ვე­ნი რამ­დე­ნი­მე ად­გი­ლას მუ­შა­ობ­და, რომ ოჯა­ხი ერ­ჩი­ნა. მათ შო­რის, სამ­რე­ცხა­ო­შიც მო­რი­გე­ობ­და. სწო­რედ სამ­რე­ცხა­ო­ში და­წე­რა წიგ­ნე­ბი: „ღა­მის ცვლა“ და „ზოგ­ჯერ ისი­ნი ბრუნ­დე­ბი­ან“.

სა­კუ­თა­რი ოთა­ხის კე­დელ­ზე, ახალ­გაზ­რდა სტი­ვენს სპე­ცი­ა­ლუ­რად ჰქონ­და და­ჭე­დე­ბუ­ლი ლურ­სმა­ნი, რო­მელ­ზეც გა­მომ­ცემ­ლო­ბე­ბი­დან მი­ღე­ბულ უა­რის წე­რი­ლებს აკ­რავ­და. რა­ღაც დრო­ის შემ­დეგ, ლურ­სმან­მა ვე­ღარ გა­უძ­ლო სიმ­ძი­მეს და სტი­ვენს მისი შეც­ვლა მო­უ­წია.

რო­მა­ნის „კერი“ ხელ­ნა­წერ­მა, რო­მელ­მაც კინგს პირ­ვე­ლი მსხვი­ლი ჰო­ნო­რა­რი - 200 000$ მო­უ­ტა­ნა, მის­ცა სა­შუ­ა­ლე­ბა ოჯახს, თავი და­ეღ­წი­ათ სი­ღა­რი­ბი­დან. ეს ხელ­ნა­წე­რი სტი­ვე­ნის ცოლ­მა ნაგ­ვის ურ­ნი­დან ამო­ი­ღო და მე­უღ­ლეს გა­მომ­ცემ­ლო­ბებ­ში და­აგ­ზავ­ნი­ნა, მაგ­რამ 30-ჯერ მო­ვი­და უარი. ტა­ბი­ტამ აი­ძუ­ლა ქმა­რი, და­ე­მუ­შა­ვე­ბი­ნა რო­მა­ნი და Doubleday-ში გა­აგ­ზავ­ნა. თა­ვი­დან, კინ­გმა 2500$ აიღო, შემ­დეგ, გა­მომ­ცემ­ლო­ბამ უფ­ლე­ბე­ბი NAL -ს მიჰ­ყი­და 400 000$-ად, სა­ი­და­ნაც სტი­ვენს 50% ერგო. ამ თან­ხით მას უკვე შე­ეძ­ლო თავი მთლი­ა­ნად მწერ­ლო­ბის­თვის მი­ე­ძღვნა.

მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, სტი­ვენ კინგს არ უყ­ვარს რო­მა­ნი, სა­ი­და­ნაც მისი კა­რი­ე­რა და­ი­წყო. ის ყვე­ბო­და, რომ მას არ სჯე­რა გმი­რე­ბის და გან­სა­კუთ­რე­ბით არ ეს­მის მთა­ვა­რი გმი­რის - კე­რის.

ერ­თა­დერ­თი ნა­წარ­მო­ე­ბი, რო­მელ­მაც მწე­რალს უსი­ა­მოვ­ნე­ბე­ბი მო­უ­ტა­ნა, დღე­ი­სათ­ვის აკ­რძა­ლუ­ლია და არ იყი­დე­ბა. ეს არის „Rage” (გაბ­რა­ზე­ბა). მისი ამო­ღე­ბა ქსე­ლი­დან თა­ვად კინ­გმა მო­ი­თხო­ვა, რად­გან სკო­ლის მოს­წავ­ლე­ებ­მა და­ი­წყეს სრო­ლა. ერთ-ერთ არას­რულ­წლო­ვან დამ­ნა­შა­ვეს სწო­რედ ეს წიგ­ნი უპო­ვეს. ის ზუს­ტად ისე იქ­ცე­ო­და, რო­გორც წიგ­ნის სი­უ­ჟეტ­ში იყო მო­თხრო­ბი­ლი.

თუ სტი­ვენ კინგს შემ­თხვე­ვით გა­და­ეყ­რე­ბით ქუ­ჩა­ში და მას ავ­ტოგ­რაფს სთხოვთ, ის არ მო­გი­წერთ ხელს. კინ­გი მხო­ლოდ სპე­ცი­ა­ლუ­რად და­გეგ­მილ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ზე არი­გებს ავ­ტოგ­რა­ფებს. ფა­ნა­ტე­ბი ფიქ­რო­ბენ, რომ ეს მის ფო­ბი­ას­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, მაგ­რამ მწე­რა­ლი ამ­ბობს, რომ მას უბ­რა­ლოდ არ უყ­ვარს, რო­დე­საც ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი­სა­გან იდე­ა­ლებს ქმნი­ან.

წიგ­ნე­ბის ეკ­რა­ნი­ზა­ცი­ე­ბი სტი­ვენ კინ­გის­თვის და­მა­ტე­ბი­თი შე­მო­სა­ვა­ლია. მა­გა­ლი­თად, რო­მა­ნის სა­ხე­ლად - „ის“ ეკ­რა­ნი­ზა­ცი­ამ მას 700 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი მო­უ­ტა­ნა. ამ რო­მანს კინ­გი ოთხი წელი წერ­და. სი­უ­ჟეტს სა­ფუძ­ვლად ნორ­ვე­გი­უ­ლი ზღა­პა­რი უდევს. ის სტი­ვე­ნის წიგ­ნებს შო­რის სი­დი­დით მე­ო­რე ად­გილ­ზეა.

სტი­ვენს ძა­ლი­ან უყ­ვარს სა­კუ­თა­რი რო­მა­ნე­ბის ეკ­რა­ნი­ზა­ცი­ებ­ში ეპი­ზო­დუ­რი რო­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბა. ის მი­ნი­მუმ 14 როლ­შია გა­და­ღე­ბუ­ლი.

კინ­გი ხში­რად ამ­ბობ­და, რომ მას არ აქვს ჯან­სა­ღი ფსი­ქი­კა და სწო­რედ ეს მსუ­ბუ­ქი არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რო­ბა ეხ­მა­რე­ბა მას ასე­თი რთუ­ლი სი­უ­ჟე­ტე­ბის მო­ფიქ­რე­ბა­ში. მწე­რალს ეში­ნია თვითმფრი­ნა­ვე­ბის და ფსი­ქი­ატ­რე­ბის. ის ოც­ნე­ბობს, რომ თა­ვის ფო­ბი­ა­ზე (ობო­ბე­ბის შიში) და­წე­როს ძა­ლი­ან შთამ­ბეჭ­და­ვი რო­მა­ნი. ამას­თან, სტი­ვე­ნი ტრის­კა­ი­დე­კა­ფო­ბი­ი­თაც იტან­ჯე­ბა. მას ეში­ნია 13 რი­ცხვის და ცდი­ლობს ნე­ბის­მი­ე­რი სა­შუ­ა­ლე­ბით გა­ექ­ცეს ამ რი­ცხვს.

სტი­ვენ კინ­გმა აღი­ა­რა, რომ მის მიერ 1983 წელს და­წე­რი­ლი რო­მა­ნი „ში­ნა­უ­რი ცხო­ვე­ლე­ბის სა­საფ­ლაო“ თა­ვა­დაც ში­შის ზარს სცემ­და. ეს მწერ­ლის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე სა­ში­ში რო­მა­ნია. ბევ­რმა არ იცის, რომ ამ რო­მა­ნის და­წე­რა­ზე რე­ა­ლურ­მა ამ­ბებ­მა იქო­ნია გავ­ლე­ნა. კინ­გი ორინგტო­ნის ხმა­უ­რი­ან გზა­ზე ქი­რა­ობ­და სახ­ლს. ამ გზა­ზე იმ­დე­ნი ში­ნა­უ­რი ცხო­ვე­ლი და­ი­ღუ­პა, რომ მე­ზობ­ლე­ბის ბავ­შვებ­მა, სახ­ლე­ბის სი­ახ­ლო­ვეს, ველ­ზე მკვდა­რი ცხო­ვე­ლე­ბის და­საფ­ლა­ვე­ბა და­ი­წყეს. სტი­ვე­ნის ქა­ლიშ­ვი­ლის კატა - სმო­კიც ამ სა­საფ­ლა­ო­ზე და­მარ­ხეს, როცა ის მან­ქა­ნამ გა­ი­ტა­ნა. მალე, სტი­ვენ კინ­გის ვაჟი კი­ნა­ღამ და­ი­ღუ­პა ამა­ვე გზა­ზე.

„სიკ­ვდი­ლი - გა­მო­ცა­ნაა, დაკ­რძალ­ვა - სა­ი­დუმ­ლო­ე­ბა“. სტი­ვენ კინ­გი.

კინ­გი თა­ვი­დან არ აპი­რებ­და ამ წიგ­ნის და­ბეჭდ­ვას, რად­გან თვლი­და, რომ ის ზედ­მე­ტად მძი­მეა იმის­თვის, რომ მკი­თხველს სი­ა­მოვ­ნე­ბა მოჰ­გვა­როს, თუმ­ცა ცოლ­მა მას აზრი შე­აც­ვლე­ვი­ნა.

რო­მა­ნის „ბნე­ლი კოშ­კი“ პირ­ვე­ლი პუბ­ლი­კა­ცია 1978 წელს - The Magazine of Fantasy & Science Fiction-ს ეკუთ­ვნის. კინ­გი ამ­ბობ­და, რომ ამ ის­ტო­რი­ა­ზე რვა წელი ფიქ­რობ­და. 1982 წელს გა­მო­ი­ცა „ბნე­ლი კოშ­კის“ კი­დევ ოთხი ნა­წი­ლი, რომ­ლე­ბიც შემ­დგომ­ში გა­ერ­თი­ან­და და ერთ წიგ­ნად იქცა.

სტი­ვენ კინ­გი: „რა უც­ნა­უ­რია: ადა­მი­ა­ნი იზ­რდე­ბა და ივი­წყებს თა­ვის ბავ­შვო­ბას, თა­ვი­სი რი­ტუ­ა­ლე­ბი­თა და ბავ­შვუ­რი შე­ლოც­ვე­ბით. ბევ­რი რამ იკარ­გე­ბა გზა­ში, მაგ­რამ რა­ღაც მა­ინც რჩე­ბა, იჭე­დე­ბა ტვინ­ში, გე­ბღა­უ­ჭე­ბა ძლი­ე­რად და შენ ამ ტვირთს მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ატა­რებ. ყო­ველ წელს, ის სულ უფრო და უფრო მძიმ­დე­ბა.“

„ბნე­ლი კოშ­კის“ ეკ­რა­ნი­ზა­ცია მთელს მსოფ­ლი­ო­შია ცნო­ბი­ლი.

სტი­ვენ კინ­გი დღე­ში 2000 სი­ტყვას წერს და თუ რო­მე­ლი­მე დღეს რა­ი­მე მი­ზე­ზით შე­ეშ­ლე­ბა ხელი, მომ­დევ­ნო დღებ­ში აუ­ცი­ლებ­ლად და­წერს უფრო მეტს.

მწე­რა­ლი ხში­რად აღ­მო­ჩე­ნი­ლა სა­შიშ სი­ტუ­ა­ცი­ებ­ში. მის მან­ქა­ნას ფურ­გო­ნი შე­ე­ჯა­ხა, თვითმფრი­ნა­ვი, რი­თიც მგზავ­რობ­და, ძლი­ერ ტურ­ბუ­ლენ­ტურ ზო­ნა­ში მოჰ­ყვა და ჩა­მო­ვარ­დნის დიდი ალ­ბა­თო­ბა შე­იქ­მნა. ერთხელ, ის სა­ვარ­ძლი­ა­ნად და­ე­ცა მი­წა­ზე, რის შემ­დე­გაც თვითმფრი­ნა­ვით ფრე­ნის ფო­ბია გა­უჩ­ნდა. ერთხელ, სახ­ლში შეშ­ლი­ლი ფა­ნა­ტი შე­უ­ვარ­და და მწერ­ლის ცოლს ბომ­ბით ემუქ­რე­ბო­და. ის ამ­ტკი­ცებ­და რომ კინ­გმა მას „მი­ზე­რის“ მთა­ვა­რი გმი­რის იდეა მო­პა­რა.

დღე­ი­სათ­ვის, სტი­ვენ კინ­გის 350 მი­ლი­ონ­ზე მეტი წიგ­ნია გა­ყი­დუ­ლი, რო­მე­ლიც მრა­ვალ ენა­ზეა ნა­თარ­გმნი.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ბბ
1

ძალიან საინტერესო იყო. მიყვარს კინგი

მატი
0

თუ ცნობილი ადამიანების გაიდეალება არ უყვარს რატომ დაწერა 11.22.63 რომელიც ერთ-ერთი ბესტსელერია იმის გამო რომ ცნობილ ადამიანებზეა?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

ყველაზე საინტერესო ფაქტები სტივენ კინგზე - საშინელებათა ჟანრის მეფეზე, რომელიც 40 წელზე მეტია, მთელს მსოფლიოს თავისი ფანტაზიით აშინებს

ყველაზე საინტერესო ფაქტები სტივენ კინგზე - საშინელებათა ჟანრის მეფეზე, რომელიც 40 წელზე მეტია, მთელს მსოფლიოს თავისი ფანტაზიით აშინებს

სტივენ კინგი მრავალი წლის მანძილზე, ყველაზე მდიდარ მწერლად ითვლებოდა მსოფლიოში. ის 250-ზე მეტი ნაწარმოების ავტორია.

როდესაც სტივენის მამა ოჯახიდან წავიდა, მწერლისთვის ეს ძალიან მოულოდნელი იყო. ის უბრალოდ სახლიდან სიგარეტის საყიდლად გავიდა და აღარ დაბრუნდა. დედა სტივენს ეუბნებოდა, რომ მამამისი მარსიანელებმა მოიტაცეს და მასაც დიდი ხნის მანძილზე სჯეროდა, რომ ეს სიმართლე იყო. როდესაც უკვე დიდი იყო, მხოლოდ მაშინ გაიგო, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში, მამამისი სადღაც ახლოს ცხოვრობდა და ის უბრალოდ სხვა ქალთან წავიდა. მამა-შვილი ერთმანეთს აღარ შეხვედრიან.

მწერლობის პირველი მცდელობა სტივენს ბავშვობაში ჰქონდა, როდესაც დაწერა მოთხრობა კომიქსების საფუძველზე. მაშინ დედამ უთხრა, რომ მოთხრობა კარგი იყო, მაგრამ მას სჯეროდა, რომ სტივენს საკუთარი ნაწარმოების შექმნაც შეეძლო. მალე, ასეთი ოთხი მოთხრობა მართლა დაიწერა და თითოში დედამ სტივენს ჰონორარი - 25 ცენტი გადაუხადა.

მომავალი მეუღლე სტივენმა კოლეჯში გაიცნო. წყვილი მალევე დაქორწინდა და 3 წელიწადში, 3 შვილიც შეეძინათ. ოჯახი ტრეილერში ცხოვრობდა. სტივენი რამდენიმე ადგილას მუშაობდა, რომ ოჯახი ერჩინა. მათ შორის, სამრეცხაოშიც მორიგეობდა. სწორედ სამრეცხაოში დაწერა წიგნები: „ღამის ცვლა“ და „ზოგჯერ ისინი ბრუნდებიან“.

საკუთარი ოთახის კედელზე, ახალგაზრდა სტივენს სპეციალურად ჰქონდა დაჭედებული ლურსმანი, რომელზეც გამომცემლობებიდან მიღებულ უარის წერილებს აკრავდა. რაღაც დროის შემდეგ, ლურსმანმა ვეღარ გაუძლო სიმძიმეს და სტივენს მისი შეცვლა მოუწია.

რომანის „კერი“ ხელნაწერმა, რომელმაც კინგს პირველი მსხვილი ჰონორარი - 200 000$ მოუტანა, მისცა საშუალება ოჯახს, თავი დაეღწიათ სიღარიბიდან. ეს ხელნაწერი სტივენის ცოლმა ნაგვის ურნიდან ამოიღო და მეუღლეს გამომცემლობებში დააგზავნინა, მაგრამ 30-ჯერ მოვიდა უარი. ტაბიტამ აიძულა ქმარი, დაემუშავებინა რომანი და Doubleday-ში გააგზავნა. თავიდან, კინგმა 2500$ აიღო, შემდეგ, გამომცემლობამ უფლებები NAL -ს მიჰყიდა 400 000$-ად, საიდანაც სტივენს 50% ერგო. ამ თანხით მას უკვე შეეძლო თავი მთლიანად მწერლობისთვის მიეძღვნა.

მიუხედავად ამისა, სტივენ კინგს არ უყვარს რომანი, საიდანაც მისი კარიერა დაიწყო. ის ყვებოდა, რომ მას არ სჯერა გმირების და განსაკუთრებით არ ესმის მთავარი გმირის - კერის.

ერთადერთი ნაწარმოები, რომელმაც მწერალს უსიამოვნებები მოუტანა, დღეისათვის აკრძალულია და არ იყიდება. ეს არის „Rage” (გაბრაზება). მისი ამოღება ქსელიდან თავად კინგმა მოითხოვა, რადგან სკოლის მოსწავლეებმა დაიწყეს სროლა. ერთ-ერთ არასრულწლოვან დამნაშავეს სწორედ ეს წიგნი უპოვეს. ის ზუსტად ისე იქცეოდა, როგორც წიგნის სიუჟეტში იყო მოთხრობილი.

თუ სტივენ კინგს შემთხვევით გადაეყრებით ქუჩაში და მას ავტოგრაფს სთხოვთ, ის არ მოგიწერთ ხელს. კინგი მხოლოდ სპეციალურად დაგეგმილ ღონისძიებებზე არიგებს ავტოგრაფებს. ფანატები ფიქრობენ, რომ ეს მის ფობიასთანაა დაკავშირებული, მაგრამ მწერალი ამბობს, რომ მას უბრალოდ არ უყვარს, როდესაც ცნობილი ადამიანებისაგან იდეალებს ქმნიან.

წიგნების ეკრანიზაციები სტივენ კინგისთვის დამატებითი შემოსავალია. მაგალითად, რომანის სახელად - „ის“ ეკრანიზაციამ მას 700 მილიონი დოლარი მოუტანა. ამ რომანს კინგი ოთხი წელი წერდა. სიუჟეტს საფუძვლად ნორვეგიული ზღაპარი უდევს. ის სტივენის წიგნებს შორის სიდიდით მეორე ადგილზეა.

სტივენს ძალიან უყვარს საკუთარი რომანების ეკრანიზაციებში ეპიზოდური როლების შესრულება. ის მინიმუმ 14 როლშია გადაღებული.

კინგი ხშირად ამბობდა, რომ მას არ აქვს ჯანსაღი ფსიქიკა და სწორედ ეს მსუბუქი არაადეკვატურობა ეხმარება მას ასეთი რთული სიუჟეტების მოფიქრებაში. მწერალს ეშინია თვითმფრინავების და ფსიქიატრების. ის ოცნებობს, რომ თავის ფობიაზე (ობობების შიში) დაწეროს ძალიან შთამბეჭდავი რომანი. ამასთან, სტივენი ტრისკაიდეკაფობიითაც იტანჯება. მას ეშინია 13 რიცხვის და ცდილობს ნებისმიერი საშუალებით გაექცეს ამ რიცხვს.

სტივენ კინგმა აღიარა, რომ მის მიერ 1983 წელს დაწერილი რომანი „შინაური ცხოველების სასაფლაო“ თავადაც შიშის ზარს სცემდა. ეს მწერლის ერთ-ერთი ყველაზე საშიში რომანია. ბევრმა არ იცის, რომ ამ რომანის დაწერაზე რეალურმა ამბებმა იქონია გავლენა. კინგი ორინგტონის ხმაურიან გზაზე ქირაობდა სახლს. ამ გზაზე იმდენი შინაური ცხოველი დაიღუპა, რომ მეზობლების ბავშვებმა, სახლების სიახლოვეს, ველზე მკვდარი ცხოველების დასაფლავება დაიწყეს. სტივენის ქალიშვილის კატა - სმოკიც ამ სასაფლაოზე დამარხეს, როცა ის მანქანამ გაიტანა. მალე, სტივენ კინგის ვაჟი კინაღამ დაიღუპა ამავე გზაზე.

„სიკვდილი - გამოცანაა, დაკრძალვა - საიდუმლოება“. სტივენ კინგი.

კინგი თავიდან არ აპირებდა ამ წიგნის დაბეჭდვას, რადგან თვლიდა, რომ ის ზედმეტად მძიმეა იმისთვის, რომ მკითხველს სიამოვნება მოჰგვაროს, თუმცა ცოლმა მას აზრი შეაცვლევინა.

რომანის „ბნელი კოშკი“ პირველი პუბლიკაცია 1978 წელს - The Magazine of Fantasy & Science Fiction-ს ეკუთვნის. კინგი ამბობდა, რომ ამ ისტორიაზე რვა წელი ფიქრობდა. 1982 წელს გამოიცა „ბნელი კოშკის“ კიდევ ოთხი ნაწილი, რომლებიც შემდგომში გაერთიანდა და ერთ წიგნად იქცა.

სტივენ კინგი: „რა უცნაურია: ადამიანი იზრდება და ივიწყებს თავის ბავშვობას, თავისი რიტუალებითა და ბავშვური შელოცვებით. ბევრი რამ იკარგება გზაში, მაგრამ რაღაც მაინც რჩება, იჭედება ტვინში, გებღაუჭება ძლიერად და შენ ამ ტვირთს მთელი ცხოვრება ატარებ. ყოველ წელს, ის სულ უფრო და უფრო მძიმდება.“

„ბნელი კოშკის“ ეკრანიზაცია მთელს მსოფლიოშია ცნობილი.

სტივენ კინგი დღეში 2000 სიტყვას წერს და თუ რომელიმე დღეს რაიმე მიზეზით შეეშლება ხელი, მომდევნო დღებში აუცილებლად დაწერს უფრო მეტს.

მწერალი ხშირად აღმოჩენილა საშიშ სიტუაციებში. მის მანქანას ფურგონი შეეჯახა, თვითმფრინავი, რითიც მგზავრობდა, ძლიერ ტურბულენტურ ზონაში მოჰყვა და ჩამოვარდნის დიდი ალბათობა შეიქმნა. ერთხელ, ის სავარძლიანად დაეცა მიწაზე, რის შემდეგაც თვითმფრინავით ფრენის ფობია გაუჩნდა. ერთხელ, სახლში შეშლილი ფანატი შეუვარდა და მწერლის ცოლს ბომბით ემუქრებოდა. ის ამტკიცებდა რომ კინგმა მას „მიზერის“ მთავარი გმირის იდეა მოპარა.

დღეისათვის, სტივენ კინგის 350 მილიონზე მეტი წიგნია გაყიდული, რომელიც მრავალ ენაზეა ნათარგმნი.

„პალიტრა მედია ჰოლგდინგმა“ 3 000-მდე თანამშრომელი წიგნებით დაასაჩუქრა

„წიგნი იმედზე“ - მარკ მენსონის ახალი ბესტსელერი, რომელმაც მსოფლიო დაიპყრო

უკვე დღეიდან სერიაში „ომებსა და ადამიანებზე“ მერვე წიგნი „აუშვიცის ტატუისტი“ ჟურნალ „გზასთან“ ერთად