სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
4 თეორია: როგორ გაჩნდა კორონავირუსი - რომელია მათგან ყველაზე სარწმუნო და რა ვიცით ამ დროისთვის ვირუსის წარმომავლობის შესახებ
4 თეორია: როგორ გაჩნდა კორონავირუსი - რომელია მათგან ყველაზე სარწმუნო და რა ვიცით ამ დროისთვის ვირუსის წარმომავლობის შესახებ

უკვე ერთ წელ­ზე მეტი გა­ვი­და, რაც ჩი­ნეთ­ში, უჰა­ნის ზღვის პრო­დუქ­ტე­ბის ბა­ზარ­ში მო­მუ­შა­ვე ადა­მი­ა­ნე­ბი "იდუ­მა­ლი პნევ­მო­ნი­ით“ და­ა­ვად­დნენ, მალე კი მისი გა­მომ­წვე­ვი კო­რო­ნა­ვირუ­სი მთელ მსოფ­ლი­ოს მო­ე­დო. მეც­ნი­ე­რე­ბი კვლავ აგ­რო­ვე­ბენ ცნო­ბებს SARS-CoV-2-ის შე­სა­ხებ.

ვირუ­სის წარ­მო­მავ­ლო­ბა­ზე გა­მო­ძი­ე­ბას სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­დაც­ვი­სა და მეც­ნი­ე­რუ­ლი მი­ზე­ზე­ბით უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი როლი აქვს, გარ­და ამი­სა, ყო­ვე­ლი­ვეს გარ­კვე­ვა უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია იმ ფონ­ზეც, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­კი­თხი ჩი­ნეთ­სა და აშშ-ს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბის უკი­დუ­რე­სად გამ­წვა­ვე­ბის მი­ზე­ზი გახ­და.

დღემ­დე კო­რო­ნა­ვირუ­სის წარ­მოქ­მნის შე­სა­ხებ უამ­რა­ვი თე­ო­რია არ­სე­ბობს, მათ შო­რის ბევ­რია "შეთ­ქმუ­ლე­ბის თე­ო­რი­ე­ბიც". ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი მო­საზ­რე­ბის თა­ნახ­მად, ვირუ­სი ადა­მი­ან­ში ღა­მუ­რი­დან, პირ­და­პი­რი შემ­ხებ­ლო­ბის შე­დე­გად გა­და­ვი­და - ეს არის ყვე­ლა­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი, თუმ­ცა არა ყვე­ლა­ზე სარ­წმუ­ნო თე­ო­რია.

  • ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ექ­სპერ­ტე­ბი ჩი­ნეთ­ში

2021 წლის 14 იან­ვარს ჩი­ნე­თის ქა­ლაქ უჰან­ში ჩა­ვი­და ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ექ­სპერტთა ჯგუ­ფი, 17-კა­ცი­ა­ნი შე­მად­გენ­ლო­ბით, რათა სიღ­რმი­სე­უ­ლად გა­მო­ეკვლი­ათ კო­რო­ნა­ვირუ­სის წარ­მო­შო­ბის და მისი ადა­მი­ან­ში გავ­რცე­ლე­ბის სა­ი­დუმ­ლო.

ექ­სპერ­ტე­ბი კვლავ აგ­რძე­ლე­ბენ მუ­შა­ო­ბას და ამ ეტაპ­ზე ჯან­მო­ში ყვე­ლა­ზე სარ­წმუ­ნოდ მი­აჩ­ნი­ათ მო­საზ­რე­ბა, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც. კო­რო­ნა­ვირუ­სის ღა­მუ­რე­ბი­დან ადა­მი­ან­ზე სხვა ცხო­ვე­ლის სა­შუ­ა­ლე­ბით გა­და­ცე­მა ყვე­ლა­ზე სარ­წმუ­ნო სცე­ნა­რია. აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ სა­უ­ბა­რია ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა კვლე­ვის დას­კვნა­ში. კვლე­ვა­ში ასე­ვე აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ ვირუ­სის ლა­ბო­რა­ტო­რი­ი­დან გა­ჟონ­ვის ვერ­სია "უკი­დუ­რე­სად ნაკ­ლე­ბად სა­ვა­რა­უ­დოა.”

  • 4 თე­ო­რია კო­რო­ნა­ვირუ­სის გა­ჩე­ნის შე­სა­ხებ

Associated Press-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ეს­ქპერტთა ჯგუ­ფი მუ­შა­ობს რამ­დე­ნი­მე თე­ო­რი­ა­ზე, რო­მელ­თა შო­რი­საც ერთი ყვე­ლა­ზე სარ­წმუ­ნოდ მი­აჩ­ნი­ათ, ორი - შე­საძ­ლებ­ლად, ხოლო ერთი "უკი­დუ­რე­სად ნაკ­ლებ სა­ვა­რა­უ­დოდ".

  1. კვლე­ვის თა­ნახ­მად, კო­რო­ნა­ვირუ­სის ღა­მუ­რე­ბი­დან ადა­მი­ან­ზე სხვა ცხო­ვე­ლის სა­შუ­ა­ლე­ბით გა­და­ცე­მა ყვე­ლა­ზე სარ­წმუ­ნო სცე­ნა­რია.
  2. ზო­ო­ნო­ტი­კუ­რი თე­ო­რია - აღ­ნიშ­ნუ­ლი თე­ო­რი­ის მი­ხედ­ვით, კო­რო­ნა­ვირუ­სი პირ­და­პირ ცხო­ვე­ლი­დან, სა­ვა­რა­უ­დოდ, ღა­მუ­რი­დან გა­და­ვი­და ადა­მი­ან­ზე. აღ­ნიშ­ნულ თე­ო­რი­ა­ზე ჯან­მო­ში ამ­ბო­ბენ, რომ ის "და­საშ­ვე­ბია."
  3. გა­ყი­ნუ­ლი საკ­ვე­ბი - ამ თე­ო­რი­ის თა­ნამ­ხად, SARS-CoV-2 შე­საძ­ლოა, ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზ­მში მოხ­ვდა გა­ყი­ნუ­ლი და უკვე საჭ­მე­ლად არა­ვარ­გი­სი საკ­ვე­ბით. ასე შე­საძ­ლოა, ვირუ­სი ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზ­მში მოხ­ვედ­რი­ლი­ყო ცხო­ველ­თან პირ­და­პი­რი შემ­ხებ­ლო­ბის გა­რე­შე. აღ­ნიშ­ნულ თე­ო­რი­ა­საც მეც­ნი­ე­რე­ბი "შე­საძ­ლოს" უწო­დე­ბენ.
  4. ვირუ­სის ლა­ბო­რა­ტო­რი­ი­დან გავ­რცე­ლე­ბის თე­ო­რია - ეს არის თე­ო­რია, რო­მელ­საც აბ­სო­ლუ­ტუ­რად გა­მო­რი­ცხა­ვენ და ჯან­დაც­ვის ექ­სპერ­ტე­ბი აღ­ნიშ­ნუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბით მუ­შა­ო­ბის გაგ­რძე­ლე­ბას აღარ აპი­რე­ბენ.

  • რას აცხა­დებს ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი?

ტედ­როს ადა­ნომ გებ­რე­ი­სუ­სის თქმით, ჩი­ნეთ­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი მოკ­ვლე­ვი­სას, ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ექ­სპერ­ტებ­მა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ინ­ფორ­მა­ცია მო­ი­პო­ვეს, თუმ­ცა მან თა­ვი­დან­ვე იცო­და, რომ შე­საძ­ლო იყო, ყვე­ლა კი­თხვა­ზე პა­სუ­ხი ვერ ეპო­ვათ.

"წა­მო­იჭ­რა კი­თხვე­ბი, მოხ­და თუ არა ზო­გი­ერთ ჰი­პო­თე­ზა­ზე უა­რის თქმა. გუნ­დის ზო­გი­ერთ წევრთან სა­უბ­რის შემ­დეგ, მინ­და და­ვა­დას­ტუ­რო, რომ ყვე­ლა ჰი­პო­თე­ზა ღიად რჩე­ბა და სა­ჭი­რო­ებს შემ­დგომ ანა­ლიზ­სა და შეს­წავ­ლას. ზო­გი­ერ­თი სა­მუ­შაო, შე­საძ­ლოა ჩვე­ნი ჯგუ­ფის მი­სი­ის ფარ­გლებს გა­რეთ იყოს.

ყო­ველ­თვის ვამ­ბობ­დით, რომ ეს მი­სია ყვე­ლა კი­თხვა­ზე პა­სუხს ვერ ნა­ხავ­და. თუმ­ცა მან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ინ­ფორ­მა­ცია მო­ი­პო­ვა, რაც კო­ვიდ 19-ის ვირუ­სის წარ­მო­შო­ბის ახ­სნას­თან გვა­ახ­ლო­ებს", - გა­ნა­ცხა­და ტედ­როს ად­ჰა­ნომ გებ­რე­ი­სუს­მა.

  • ზუს­ტი დას­კვნის გა­კე­თე­ბას შე­საძ­ლოა, წლე­ბი დას­ჭირ­დეს

ექ­სპერ­ტე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ვირუ­სის წარ­მო­შო­ბის შე­სა­ხებ ზუს­ტი დას­კვნის გა­კე­თე­ბას შე­საძ­ლოა, წლე­ბი დას­ჭირ­დეს. არ­სე­ბობს მო­საზ­რე­ბა, რომ შე­საძ­ლოა, უჰა­ნის დიდ აფეთ­ქე­ბამ­დე ვირუ­სი შე­და­რე­ბით და­ბალ დო­ნე­ზე სხვა­გა­ნაც ცირ­კუ­ლი­რებ­და.

კო­ლუმ­ბი­ის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ინ­ფექ­ცი­ი­სა და იმუ­ნო­ლო­გი­ის ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რი, იან ლი­პ­კი­ნი ABC-სთან ამ­ბობს, რომ ძა­ლი­ან რთუ­ლია აღ­დგეს სრუ­ლი სუ­რა­თი იმი­სა, თუ რო­გორ და­ი­წყო ეპი­და­ფეთ­ქე­ბა. "შე­საძ­ლოა, ზუს­ტი პა­სუ­ხი ვე­რას­დროს გა­ვი­გოთ“, - ამ­ბობს ლი­პ­კი­ნი.

  • "ამ სა­კითხს ფსკე­რამ­დე ჩავ­ყვე­ბით"

აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვა­ნი ენ­ტო­ნი ბლინ­კე­ნის თქმით, იმ ფაქ­ტმა, რომ ჩი­ნეთ­მა მსოფ­ლიო ჯან­დაც­ვის ექ­სპერ­ტე­ბის­თვის კო­რო­ნა­ვირუ­სის შე­სა­ხებ თავ­და­პირ­ვე­ლად ინ­ფორ­მა­ცია შე­ზღუ­და, პან­დე­მია გა­ა­უ­ა­რე­სა.

"ჩი­ნეთ­მა არ მის­ცა სა­ერ­თა­შო­რი­სო ექ­სპერ­ტებს წვდო­მის სა­შუ­ა­ლე­ბა და არ გა­უ­ზი­ა­რა ინ­ფორ­მა­ცია რე­ა­ლურ დრო­ში, იმის­თვის, რომ ჭეშ­მა­რი­ტი გამჭვირ­ვა­ლო­ბა უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი­ყო. შე­დე­გად, ვირუ­სი უფრო სწრა­ფად გახ­და უკონ­ტრო­ლო და ვფიქ­რობ, ბევ­რად უფრო უა­რე­სი შე­დე­გე­ბი მი­ვი­ღეთ,“- გა­ნა­ცხა­და ბლინ­კენ­მა NBC– სთან ინ­ტერ­ვი­უ­ში.

მისი თქმით, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია უფრო და­მა­ჯე­რე­ბე­ლი ან­გა­რი­შის მი­ღე­ბა იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, თუ რო­გორ და­ი­წყო პან­დე­მია.

"ჩვენ სრუ­ლად უნდა გა­ვი­გოთ, რა მოხ­და, იმის­თვის, რომ რაც შე­იძ­ლე­ბა სა­უ­კე­თე­სო სუ­რა­თი გვქონ­დეს, რათა ეს აღა­რას­დროს გან­მე­ორ­დეს. სწო­რედ ამი­ტომ, ჩვენ გვჭირ­დე­ბა ამ სა­კი­თხის ფსკე­რამ­დე ჩას­ვლა“, - გა­ნა­ცხა­და ბლინ­კენ­მა.

ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის, COVID-19 2019 წლის მი­წუ­რულს ჩი­ნე­თის ქა­ლაქ უჰან­ში გა­მოვ­ლინ­და, სა­ი­და­ნაც მალე მთელ მსოფ­ლი­ოს მო­ე­დო. 2020 წლის 12 მარტს ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მია გა­მო­ა­ცხა­და. ვირუ­სის გა­მოვ­ლე­ნის დღი­დან ამ დრომ­დე მსოფ­ლი­ო­ში 138 მი­ლი­ო­ნი ადა­მი­ა­ნი და­ინ­ფი­ცირ­და. ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბით ვირუსს, გლო­ბა­ლუ­რი მას­შტა­ბით, 2,9 მი­ლი­ო­ნი ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია abcnews.com-ზე დაყ­რდნო­ბით

მკითხველის კომენტარები / 22 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
giga
8

, ჩინეთს როგორ აწყენინებენ, მეოთხე თეორია კი არ არის, არამედ სიმართლეა, რომლის დაჯერებაც არავის არ უნდა. ჩინეთმა მსოფლიო ომი დაიწყო, რომელსაც ორმაგი სტანდარტების ევროპელები და მერიკელები ვითომ ვერ ხვდებიან, აბა "არასასურველ" წვეყანას გაეკეთებინა ესეთი რამ მერე გენახათ სანქციები და შეიძლება ბომბიც ჩაეგდოთ, ნუ ადებილებენ ხალხს. 

ვირუსი, რომელიც არანაირ გარემო პირობებზე არ მოქმედებს ხელოვნურად შექმნილია 

სიმართლე.
9

ხელოვნურად შექმნაზე, რატომ არაფერს ამბობს ჯანმო. როცა ამის თეორია ეპიდემიამდე, 5-7 წლით ადრე იყო. ეს იწერებოდა, იბეჭდებოდა და აზრსაც გამოხატავდნენ. ეს ხომ ხალხისთვის ცნობილია, თუმცა თითონ, როგორ იტყვიან? ამის აღიარებას, ვაჟკაცობა უნდა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

4 თეორია: როგორ გაჩნდა კორონავირუსი - რომელია მათგან ყველაზე სარწმუნო და რა ვიცით ამ დროისთვის ვირუსის წარმომავლობის შესახებ

4 თეორია: როგორ გაჩნდა კორონავირუსი - რომელია მათგან ყველაზე სარწმუნო და რა ვიცით ამ დროისთვის ვირუსის წარმომავლობის შესახებ

უკვე ერთ წელზე მეტი გავიდა, რაც ჩინეთში, უჰანის ზღვის პროდუქტების ბაზარში მომუშავე ადამიანები "იდუმალი პნევმონიით“ დაავადდნენ, მალე კი მისი გამომწვევი კორონავირუსი მთელ მსოფლიოს მოედო. მეცნიერები კვლავ აგროვებენ ცნობებს SARS-CoV-2-ის შესახებ.

ვირუსის წარმომავლობაზე გამოძიებას საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და მეცნიერული მიზეზებით უმნიშვნელოვანესი როლი აქვს, გარდა ამისა, ყოველივეს გარკვევა უმნიშვნელოვანესია იმ ფონზეც, რომ აღნიშნული საკითხი ჩინეთსა და აშშ-ს შორის ურთიერთობის უკიდურესად გამწვავების მიზეზი გახდა.

დღემდე კორონავირუსის წარმოქმნის შესახებ უამრავი თეორია არსებობს, მათ შორის ბევრია "შეთქმულების თეორიებიც". ყველაზე პოპულარული მოსაზრების თანახმად, ვირუსი ადამიანში ღამურიდან, პირდაპირი შემხებლობის შედეგად გადავიდა - ეს არის ყველაზე გავრცელებული, თუმცა არა ყველაზე სარწმუნო თეორია.

  • ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტები ჩინეთში

2021 წლის 14 იანვარს ჩინეთის ქალაქ უჰანში ჩავიდა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტთა ჯგუფი, 17-კაციანი შემადგენლობით, რათა სიღრმისეულად გამოეკვლიათ კორონავირუსის წარმოშობის და მისი ადამიანში გავრცელების საიდუმლო.

ექსპერტები კვლავ აგრძელებენ მუშაობას და ამ ეტაპზე ჯანმოში ყველაზე სარწმუნოდ მიაჩნიათ მოსაზრება, რომლის თანახმადაც. კორონავირუსის ღამურებიდან ადამიანზე სხვა ცხოველის საშუალებით გადაცემა ყველაზე სარწმუნო სცენარია. აღნიშნულის შესახებ საუბარია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელთა კვლევის დასკვნაში. კვლევაში ასევე აღნიშნულია, რომ ვირუსის ლაბორატორიიდან გაჟონვის ვერსია "უკიდურესად ნაკლებად სავარაუდოა.”

  • 4 თეორია კორონავირუსის გაჩენის შესახებ

Associated Press-ის ინფორმაციით, ესქპერტთა ჯგუფი მუშაობს რამდენიმე თეორიაზე, რომელთა შორისაც ერთი ყველაზე სარწმუნოდ მიაჩნიათ, ორი - შესაძლებლად, ხოლო ერთი "უკიდურესად ნაკლებ სავარაუდოდ".

  1. კვლევის თანახმად, კორონავირუსის ღამურებიდან ადამიანზე სხვა ცხოველის საშუალებით გადაცემა ყველაზე სარწმუნო სცენარია.
  2. ზოონოტიკური თეორია - აღნიშნული თეორიის მიხედვით, კორონავირუსი პირდაპირ ცხოველიდან, სავარაუდოდ, ღამურიდან გადავიდა ადამიანზე. აღნიშნულ თეორიაზე ჯანმოში ამბობენ, რომ ის "დასაშვებია."
  3. გაყინული საკვები - ამ თეორიის თანამხად, SARS-CoV-2 შესაძლოა, ადამიანის ორგანიზმში მოხვდა გაყინული და უკვე საჭმელად არავარგისი საკვებით. ასე შესაძლოა, ვირუსი ადამიანის ორგანიზმში მოხვედრილიყო ცხოველთან პირდაპირი შემხებლობის გარეშე. აღნიშნულ თეორიასაც მეცნიერები "შესაძლოს" უწოდებენ.
  4. ვირუსის ლაბორატორიიდან გავრცელების თეორია - ეს არის თეორია, რომელსაც აბსოლუტურად გამორიცხავენ და ჯანდაცვის ექსპერტები აღნიშნული მიმართულებით მუშაობის გაგრძელებას აღარ აპირებენ.

  • რას აცხადებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი?

ტედროს ადანომ გებრეისუსის თქმით, ჩინეთში ჩატარებული მოკვლევისას, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტებმა მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოიპოვეს, თუმცა მან თავიდანვე იცოდა, რომ შესაძლო იყო, ყველა კითხვაზე პასუხი ვერ ეპოვათ.

"წამოიჭრა კითხვები, მოხდა თუ არა ზოგიერთ ჰიპოთეზაზე უარის თქმა. გუნდის ზოგიერთ წევრთან საუბრის შემდეგ, მინდა დავადასტურო, რომ ყველა ჰიპოთეზა ღიად რჩება და საჭიროებს შემდგომ ანალიზსა და შესწავლას. ზოგიერთი სამუშაო, შესაძლოა ჩვენი ჯგუფის მისიის ფარგლებს გარეთ იყოს.

ყოველთვის ვამბობდით, რომ ეს მისია ყველა კითხვაზე პასუხს ვერ ნახავდა. თუმცა მან მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოიპოვა, რაც კოვიდ 19-ის ვირუსის წარმოშობის ახსნასთან გვაახლოებს", - განაცხადა ტედროს ადჰანომ გებრეისუსმა.

  • ზუსტი დასკვნის გაკეთებას შესაძლოა, წლები დასჭირდეს

ექსპერტები ამბობენ, რომ ვირუსის წარმოშობის შესახებ ზუსტი დასკვნის გაკეთებას შესაძლოა, წლები დასჭირდეს. არსებობს მოსაზრება, რომ შესაძლოა, უჰანის დიდ აფეთქებამდე ვირუსი შედარებით დაბალ დონეზე სხვაგანაც ცირკულირებდა.

კოლუმბიის უნივერსიტეტის ინფექციისა და იმუნოლოგიის ცენტრის დირექტორი, იან ლიპკინი ABC-სთან ამბობს, რომ ძალიან რთულია აღდგეს სრული სურათი იმისა, თუ როგორ დაიწყო ეპიდაფეთქება. "შესაძლოა, ზუსტი პასუხი ვერასდროს გავიგოთ“, - ამბობს ლიპკინი.

  • "ამ საკითხს ფსკერამდე ჩავყვებით"

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენის თქმით, იმ ფაქტმა, რომ ჩინეთმა მსოფლიო ჯანდაცვის ექსპერტებისთვის კორონავირუსის შესახებ თავდაპირველად ინფორმაცია შეზღუდა, პანდემია გააუარესა.

"ჩინეთმა არ მისცა საერთაშორისო ექსპერტებს წვდომის საშუალება და არ გაუზიარა ინფორმაცია რეალურ დროში, იმისთვის, რომ ჭეშმარიტი გამჭვირვალობა უზრუნველყოფილიყო. შედეგად, ვირუსი უფრო სწრაფად გახდა უკონტროლო და ვფიქრობ, ბევრად უფრო უარესი შედეგები მივიღეთ,“- განაცხადა ბლინკენმა NBC– სთან ინტერვიუში.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია უფრო დამაჯერებელი ანგარიშის მიღება იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ დაიწყო პანდემია.

"ჩვენ სრულად უნდა გავიგოთ, რა მოხდა, იმისთვის, რომ რაც შეიძლება საუკეთესო სურათი გვქონდეს, რათა ეს აღარასდროს განმეორდეს. სწორედ ამიტომ, ჩვენ გვჭირდება ამ საკითხის ფსკერამდე ჩასვლა“, - განაცხადა ბლინკენმა.

ინფორმაციისთვის, COVID-19 2019 წლის მიწურულს ჩინეთის ქალაქ უჰანში გამოვლინდა, საიდანაც მალე მთელ მსოფლიოს მოედო. 2020 წლის 12 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის პანდემია გამოაცხადა. ვირუსის გამოვლენის დღიდან ამ დრომდე მსოფლიოში 138 მილიონი ადამიანი დაინფიცირდა. ბოლო მონაცემებით ვირუსს, გლობალური მასშტაბით, 2,9 მილიონი ადამიანი ემსხვერპლა.

მომზადებულია abcnews.com-ზე დაყრდნობით

კანადელმა დეპუტატმა კამერის წინ ტანსაცმელი მაშინ გაიხადა, როცა "ზუმში"  სხდომა მიმდინარეობდა - "შესანიშნავი სხეული აქვს, მაგრამ კამერა უნდა აკონტროლოს"

ასტრონავტი ჰიჯაბით - ვინ არის 27 წლის ალ მატრუში არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან, რომელიც პირველი არაბი ქალი ასტრონავტი გახდა

ხისგან დამზადებულ პირველ კოსმოსურ თანამგზავრს დედამიწის ორბიტაზე მალე ვიხილავთ - ფანერის თანამგზავრი? ეს სასაცილო არ არის!