ავტორი:

"ყურანი არ არის ისეთი წიგნი, რომ ნავალნის თავისი ბინძური ხელებით შეხება შეეძლოს" - რა თხოვნით მიმართავს კადიროვი საპატიმროს თანამშრომლებს, სადაც ნავალნი იმყოფება

"ყურანი არ არის ისეთი წიგნი, რომ ნავალნის თავისი ბინძური ხელებით შეხება შეეძლოს" - რა თხოვნით მიმართავს კადიროვი საპატიმროს თანამშრომლებს, სადაც ნავალნი იმყოფება

ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი ალექსეი ნავალნის აკრიტიკებს და აცხადებს, რომ მას ისლამოფობიური შეხედულებები აქვს. აღნიშნულის შესახებ კადიროვი "ტელეგრამზე“ წერს.

კადიროვი თავის განცხადებაში ნავალნის "მტერს და გამყიდველს“ უწოდებს. მისივე თქმით, ნავალნიმ მუსლიმ ქალებს, რომლებიც ჰიჯაბს ატარებენ "შუასაუკუნეების ველურები“ უწოდა და ის მეჩეთების მშენებლობას ეწინააღმდეგებოდა.

"ვინ მისცა ნავალნის მორალური უფლება, რომ ყურანს შეეხოს?

ეს ისლამოფობი ცდილობს, გამოიყენოს საღვთო წერილი თავისი პოლიტიკური მიზნებისთვის და პროვოკაციისთვის როგორ ეს ევროპაში ასწავლეს“, - წერს კადიროვი და აღნიშნავს, რომ ნავალნის ცხოვრების წესსა და შეხედულებებს არაფერი აქვს საერთო რწმენასთან. კადიროვი მოუწოდებს იმ კოლონიის ხელმძღვანელებს, სადაც ნავალნი პატიმრობაში იმყოფება, რომ პატიმარს არ მისცენ ყურანი.

რუსეთის მუსლიმთა სახელით, მივმართავ კოლონიის თანამშრომლებს, სადაც პროვოკატორი იმყოფება, არ დაუშვან, რომ პატიმარმა, რომელიც სამართლიან სასჯელს იხდის, მტრობა დათესოს. თუ პატიმარი გულწრფელად მოინანიებს, სურს, რომ სიმართლის გზაზე დადგეს, მიიღებს ისლამს და მთელი გულით მოისმენს უზენაეს სიტყვას (რაშიც ეჭვი მეპარება), მაშინ ეს დასაშვებია. მაგრამ სხვა შემთხვევაში, ყურანი არ არის ისეთი წიგნი, რომ მას შეეძლოს თავისი ბინძური ხელებით შეხება, - წერს კადიროვი.

ცნობისთვის, ნავალნიმ განაცხადა, რომ პატიმრობის დროს ყურანის წაკითხვას აპირებს, რადგანაც უკეთ გაუგოს ამ რელიგიის წარმომადგენლებს.

წყარო: ria.ru

"ღარიბ ქვეყნებში ვაქცინები არ აქვთ, მსოფლიო მარცხდება, როგორც გლობალური საზოგადოება... უბრალოდ, მოგვეცით ვაქცინები" - ტედროს ადანომ გებრეისუსი

დერეკ შოვინმა დუმილი დაარღვია და ჯორჯ ფლოიდის ოჯახს მიმართა - რა მოხდა პროცესზე, სადაც ყოფილ პოლიციელს 22-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

ისრაელში, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდის გამო, დახურულ სივრცეებში პირბადის გამოყენება კვლავ სავალდებულო ხდება