სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"კოვიდ 19-ის წარმოშობის დასადგენად ფსკერამდე უნდა ჩავიდეთ" - აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მუქარანარევი განცხადება
"კოვიდ 19-ის წარმოშობის დასადგენად ფსკერამდე უნდა ჩავიდეთ" - აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მუქარანარევი განცხადება

ჩი­ნე­თის მიერ მსოფ­ლიო ჯან­დაც­ვის ექ­სპერ­ტე­ბის­თვის წვდო­მის შე­ზღუდ­ვამ კო­ვიდ -19-ის პან­დე­მია გა­ა­უ­ა­რე­სა, - ამის შე­სა­ხებ აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვან­მა ენ­ტო­ნი ბლინ­კენმა გა­ნა­ცხა­და.

"ჩი­ნეთ­მა არ მის­ცა სა­ერ­თა­შო­რი­სო ექ­სპერ­ტებს წვდო­მის სა­შუ­ა­ლე­ბა და არ გა­უ­ზი­ა­რა ინ­ფორ­მა­ცია რე­ა­ლურ დრო­ში, იმის­თვის, რომ ჭეშ­მა­რი­ტი გამჭვირ­ვა­ლო­ბა უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი­ყო. შე­დე­გად, ვირუ­სი უფრო სწრა­ფად გახ­და უკონ­ტრო­ლო და ვფიქ­რობ, ბევ­რად უფრო უა­რე­სი შე­დე­გე­ბი მი­ვი­ღეთ,“- გა­ნა­ცხა­და ბლინ­კენ­მა NBC– სთან ინ­ტერ­ვი­უ­ში.

მისი თქმით, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია უფრო და­მა­ჯე­რე­ბე­ლი ან­გა­რი­შის მი­ღე­ბა იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, თუ რო­გორ და­ი­წყო პან­დე­მია.

"ჩვენ სრუ­ლად უნდა გა­ვი­გოთ, რა მოხ­და, იმის­თვის, რომ რაც შე­იძ­ლე­ბა სა­უ­კე­თე­სო სუ­რა­თი გვქონ­დეს, რათა ეს აღა­რას­დროს გან­მე­ორ­დეს. სწო­რედ ამი­ტომ, ჩვენ გვჭირ­დე­ბა ამ სა­კი­თხის ფსკე­რამ­დე ჩას­ვლა“, - გა­ნა­ცხა­და ბლინ­კენ­მა.

ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ან­გა­რიშ­ში, რო­მე­ლიც ჩი­ნელ მეც­ნი­ე­რებ­თან ერ­თად არის და­წე­რი­ლი, ნათ­ქვა­მია, რომ ვირუ­სი ადა­მი­ა­ნებს, სა­ვა­რა­უ­დოდ, ღა­მუ­რე­ბის­გან სხვა ცხო­ვე­ლის სა­შუ­ა­ლე­ბით გა­და­ე­ცათ და ლა­ბო­რა­ტო­რი­ი­დან გა­ჟონ­ვის ვერ­სია "უკი­დუ­რე­სად ნაკ­ლებ სა­ვა­რა­უ­დოა“.

მკითხველის კომენტარები / 23 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლაზი
22

ეს მაინც გარკვიეთ ბოლომდე , ჩინეთი უნდა მოექცეს მკაცრ საერთაშორისო ბლოკადაში სანამ არ იტყვის სამართლეს და არ გადაიხდის ჯარიმას)

 

 

 

 

 

 

 

 

 

აკი
55

ის მაინც თუ მიხვდი, რომ ჩინეთს შეუძლია საერთოდ გაგაქროთ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

"კოვიდ 19-ის წარმოშობის დასადგენად ფსკერამდე უნდა ჩავიდეთ" - აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მუქარანარევი განცხადება

"კოვიდ 19-ის წარმოშობის დასადგენად ფსკერამდე უნდა ჩავიდეთ" - აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მუქარანარევი განცხადება

ჩინეთის მიერ მსოფლიო ჯანდაცვის ექსპერტებისთვის წვდომის შეზღუდვამ კოვიდ -19-ის პანდემია გააუარესა, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა.

"ჩინეთმა არ მისცა საერთაშორისო ექსპერტებს წვდომის საშუალება და არ გაუზიარა ინფორმაცია რეალურ დროში, იმისთვის, რომ ჭეშმარიტი გამჭვირვალობა უზრუნველყოფილიყო. შედეგად, ვირუსი უფრო სწრაფად გახდა უკონტროლო და ვფიქრობ, ბევრად უფრო უარესი შედეგები მივიღეთ,“- განაცხადა ბლინკენმა NBC– სთან ინტერვიუში.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია უფრო დამაჯერებელი ანგარიშის მიღება იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ დაიწყო პანდემია.

"ჩვენ სრულად უნდა გავიგოთ, რა მოხდა, იმისთვის, რომ რაც შეიძლება საუკეთესო სურათი გვქონდეს, რათა ეს აღარასდროს განმეორდეს. სწორედ ამიტომ, ჩვენ გვჭირდება ამ საკითხის ფსკერამდე ჩასვლა“, - განაცხადა ბლინკენმა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ანგარიშში, რომელიც ჩინელ მეცნიერებთან ერთად არის დაწერილი, ნათქვამია, რომ ვირუსი ადამიანებს, სავარაუდოდ, ღამურებისგან სხვა ცხოველის საშუალებით გადაეცათ და ლაბორატორიიდან გაჟონვის ვერსია "უკიდურესად ნაკლებ სავარაუდოა“.

სამხრეთ კორეაში, სპორტდარბაზებში, სწრაფი, რიტმული მუსიკის ჩართვა აკრძალეს - რა გახდა გადაწყვეტილების მიღების მიზეზი

"არ მსურს, ვინმემ ისეთი სიძულვილი გამოსცადოს, როგორიც ჩვენ" - სოციალურ ქსელში ინგლისელი ფეხბურთელების რასისტული შეურაცხყოფის გამო 5 ადამიანი დააკავეს

"აშშ და გერმანია ერთიანნი არიან, დაეხმარონ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ" - მერკელისა და ბაიდენის მთავარი გზავნილი თეთრი სახლიდან