სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"2024 წლისთვის ევროკავშირში ჩვენი კანდიდატურის წარდგენის თემა ქვეყნის პრეზიდენტთანაც კი არ ყოფილა განხილული" - რას ამბოს პრეზიდენტი ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე
"2024 წლისთვის ევროკავშირში ჩვენი კანდიდატურის წარდგენის თემა ქვეყნის პრეზიდენტთანაც კი არ ყოფილა განხილული" - რას ამბოს პრეზიდენტი ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე

2024 წლის­თვის ევ­რო­კავ­შირ­ში ჩვე­ნი კან­დი­და­ტუ­რის წარ­დგე­ნის თემა არა­თუ ოპო­ზი­ცი­ას­თან, ქვეყ­ნის პრე­ზი­დენ­ტთა­ნაც კი არ ყო­ფი­ლა გან­ხი­ლუ­ლი - თუ ასეთ მო­მა­ვალს ერ­თად არ შევ­ქმნით, ვერც ოკუ­პა­ცი­ის დაძ­ლე­ვას შევ­ძლებთ და ვერც ევ­რო­ატ­ლან­ტი­კურ ინ­ტეგ­რა­ცი­ას, - ამის შე­სა­ხებ პარ­ლა­მენ­ტის ტრი­ბუ­ნი­დან პრე­ზი­დენ­ტმა სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და.

ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა დღეს ისიც თქვა, რომ “ოპო­ზი­ცი­ას მო­ე­თხო­ვე­ბა გა­მო­ი­ჩი­ნოს მეტი შეგ­ნე­ბა“.

“ოპო­ზი­ცი­ას მო­ე­თხო­ვე­ბა უა­რის თქმა გან­წყო­ბა­ზე: ჩემ შემ­დეგ ან ჩემს გა­რე­შე, რაც გინ­და მომ­ხდა­რა. თუმ­ცა, არა­ნაკ­ლებ სა­ჭი­როა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან იმის გა­გე­ბა, რომ რა­ღაც სა­კი­თხებ­ში, ბო­ლომ­დე შე­თან­ხმე­ბა თუ არა, სულ ცოტა, წი­ნას­წარ გაფრ­თხი­ლე­ბა და კონ­სენ­სუ­სის მიღ­წე­ვის მცდე­ლო­ბა მა­ინც უნდა იყოს. მა­გა­ლი­თად, მო­ვიყ­ვან 2024 წლის­თვის ევ­რო­კავ­შირ­ში ჩვე­ნი კან­დი­და­ტუ­რის წარ­დგე­ნის თე­მას, რაც არა­თუ ოპო­ზი­ცი­ას­თან, ქვეყ­ნის პრე­ზი­დენ­ტთა­ნაც კი არ ყო­ფი­ლა გან­ხი­ლუ­ლი. თუ ასეთ მო­მა­ვალს ერ­თად არ შევ­ქმნით, ვერც ოკუ­პა­ცი­ის დაძ­ლე­ვას შევ­ძლებთ და ვერც ევ­რო­ატ­ლან­ტი­კურ ინ­ტეგ­რა­ცი­ას“, - გა­ნა­ცხა­და სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა.

რო­გორც პრე­ზი­დენ­ტმა აღ­ნიშ­ნა, ერ­თი­ა­ნო­ბა ვერ მო­ი­პო­ვე­ბა და­ძა­ლე­ბით, ვერც სხვი­სი მო­ნო­ბით - „ეს გზა გან­ვლი­ლი გვაქვს და აღარ და­ვუბ­რუნ­დე­ბით“.

„დღეს ვიკ­რი­ბე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტში, სა­დაც 30 წლის წინ ხელი მო­ე­წე­რა სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის აღ­დგე­ნის აქტს. ეს დღე ავირ­ჩიე წლი­უ­რი მოხ­სე­ნე­ბის­თვის, რა­მე­თუ ეს თა­რი­ღი და­კავ­ში­რე­ბუ­ლია ჩვე­ნი ქვეყ­ნის უახ­ლე­სი ის­ტო­რი­ის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნეს მოვ­ლე­ნებ­თან. 9 აპ­რი­ლი უფრო ხში­რად გა­ი­გი­ვე­ბუ­ლია 1989 წლის ტრა­გე­დი­ას­თან და გლო­ვას­თან. თუმ­ცა, 1991 წლის 9 აპ­რილ­მა დაძ­ლია ეს ტრა­გე­დია და გა­და­აქ­ცია გა­მარ­ჯვე­ბის სიმ­ბო­ლოდ. სა­ხელ­მწი­ფოს­თვის ეს დღე სამ­მა­გი გა­მარ­ჯვე­ბის დღეა! პირ­ვე­ლი იმი­ტომ, რომ 9 აპ­რი­ლის მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც რუ­სულ ტან­კებს არ შე­უ­შინ­დნენ და ხე­ლი­დან არ გა­უშ­ვეს სამ­ფე­რო­ვა­ნი დრო­შა, არი­ან გა­მარ­ჯვე­ბის წი­ნა­მორ­ბე­დე­ბი. ამი­ტომ, ჩვენ მათ პა­ტივს უნდა ვცემ­დეთ არა რო­გორც მსხვერ­პლს, არა­მედ რო­გორც გა­მარ­ჯვე­ბუ­ლებს. მათი გა­მარ­ჯვე­ბაა ის, რომ 30 წლის შემ­დეგ სა­ქარ­თვე­ლო და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ხელ­მწი­ფოა! მე­ო­რე იმი­ტომ, რომ 9 აპ­რი­ლი მოჰ­ყვე­ბა 31 მარტს, ანუ რე­ფე­რენ­დუ­მის უდი­დეს გა­მარ­ჯვე­ბას, რომ­ლი­თაც სა­ქარ­თვე­ლომ თა­ვი­სი ერ­თსუ­ლო­ვა­ნი ნება გა­მო­ხა­ტა. მა­შინ არც დამ­კვირ­ვებ­ლე­ბი გვჭირ­დე­ბო­და, არც გა­დათ­ვლე­ბი და ვე­რა­ვინ და­ა­ყე­ნებ­და ეჭვქვეშ ჩვენს ერ­თობ­ლივ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას - ქვე­ყა­ნა გა­მო­ცახ­დე­ბუ­ლი­ყო და­მო­უ­კი­დე­ბელ სა­ხელ­მწი­ფოდ. ეს იყო გა­მარ­ჯვე­ბა - 70-წლი­ან საბ­ჭო­თა იდე­ო­ლო­გი­ა­სა და ტო­ტა­ლი­ტა­რულ სის­ტე­მა­ზე. სის­ტე­მა­ზე, რო­მე­ლიც ყვე­ლა სა­შუ­ა­ლე­ბით ცდი­ლობ­და (დღე­საც ვიმ­კით ამის ზოგ შე­დეგს) და­ე­ქუც­მა­ცე­ბი­ნა, და­ე­შა­ლა სა­ქარ­თვე­ლო და ერ­თმა­ნეთ­თან და­ე­პი­რის­პი­რე­ბი­ნა სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი. მე­სა­მე იმი­ტომ, რომ 9 აპ­რილს მი­ღე­ბუ­ლი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის აქტი ნიშ­ნავს, რომ ყვე­ლამ ერ­თად გა­ი­მარ­ჯვა - 1921 წლის იუნ­კე­რებ­მა, 1923 წელს დახ­ვრე­ტილ­მა ოფიც­რებ­მა და სა­ქარ­თვე­ლოს პატ­რი­არ­ქმა ამ­ბრო­სიმ, 1922, 1923, 1924 წლე­ბის აჯან­ყე­ბუ­ლებ­მა და ცხა­დია, 9 აპ­რი­ლის გმი­რებ­მა და ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ამ, გა­ი­მარ­ჯვეს ბევ­რად უფრო ღო­ნი­ერ მტერ­ზე (შეგ­ნე­ბუ­ლად არ ვამ­ბობ „ძლი­ერ“) და აღ­დგა სა­უ­კუ­ნო­ვა­ნი ის­ტო­რი­ის მქო­ნე სა­ხელ­მწი­ფო. 9 აპ­რი­ლის გა­მარ­ჯვე­ბა იმა­შიც ვლინ­დე­ბა, რომ სწო­რედ 1918 წლის სა­ხელ­მწი­ფოს სა­მარ­თარლ­მემ­კვიდ­რედ აღ­დგა სა­ქარ­თვე­ლო, ანუ (და ამას ხაზ გას­მა სჭირ­დე­ბა) ჩვე­ნი სა­მარ­თლებ­რი­ვი ის­ტო­რი­ი­დან მო­ნო­ბის და გა­უ­ცხო­ე­ბის 70 წელი ამო­ი­შა­ლა“, - გა­ნა­ცხა­და პრე­ზი­დენ­ტმა.

მი­სი­ვე თქმით, ჩვენს მიერ გან­ვლი­ლი 30 წელი იყო რთუ­ლი წლე­ბი - კონ­ფლიქ­ტე­ბის, ომის, ძმა­თა და­პი­რის­პი­რე­ბის, ტე­რი­ტო­რი­ე­ბის ოკუ­პა­ცი­ის, მსხვერ­პლის - მაგ­რამ შე­უ­ფერ­ხე­ბე­ლი წინსვლის, გან­ვი­თა­რე­ბის და სა­კუ­თარ - ეროვ­ნულ და ევ­რო­პულ - გზა­ზე დაბ­რუ­ნე­ბის! არ შე­იძ­ლე­ბა დღეს და აქ წარ­მოთ­ქმუ­ლი ჩემი სი­ტყვა იყოს წარ­სუ­ლის მი­მო­ხილ­ვა.

„ჩვე­ნი წარ­სუ­ლი იმ­დე­ნად ღი­რე­ბუ­ლია, იმ­დე­ნად უნდა ვი­ცო­დეთ და გვა­ინ­ტე­რე­სებ­დეს, რამ­დე­ნა­დაც ის ქმნის ჩვე­ნი დღე­ვან­დე­ლი და ხვა­ლინ­დე­ლი დღის ნი­ა­დაგს: ის ან ერ­თმა­ნეთს გვა­შო­რებს და გვა­სუს­ტებს, ან, პი­რი­ქით, გვა­ერ­თი­ა­ნებს და გვაძ­ლი­ე­რებს! სწო­რედ ამი­ტომ არ შე­იძ­ლე­ბა აღ­ვნიშ­ნავ­დეთ 9 აპ­რილს და ამავდრო­უ­ლად არ გვეს­მო­დეს, რომ ჩვე­ნი ერ­თა­დერ­თი ძალა მხო­ლოდ ერ­თად დგო­მა­შია. ერ­თი­ა­ნო­ბა ვერ მო­ი­პო­ვე­ბა და­ძა­ლე­ბით, ვერც სხვი­სი მო­ნო­ბით. ეს გზა გან­ვლი­ლი გვაქვს და აღარ და­ვუბ­რუნ­დე­ბით. მა­შა­სა­და­მე, მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა, მრა­ვა­ლაზ­როვ­ნე­ბა, ასე­ვე, მრა­ვალ­პარ­ტი­უ­ლო­ბა, ამ ერ­თი­ა­ნო­ბის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლია და ამას თა­ვი­სუფ­ლე­ბა ჰქვია. ეს თა­ვის­თა­ვად იმა­საც ნიშ­ნავს, რომ ჩვენ უნდა ვი­ცო­დეთ დათ­მო­ბაც, სხვი­სი აზ­რის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა თუ არა, სულ ცოტა, გა­გე­ბა მა­ინც, და ქვეყ­ნის ინ­ტე­რე­სე­ბის ჩვენს პი­რად, პარ­ტი­ულ თუ სხვა ინ­ტე­რე­სებ­ზე მაღ­ლა მუ­დამ და­ყე­ნე­ბა! ჩვენ­მა წარ­სულ­მა გვას­წავ­ლა, რომ ვი­მარ­ჯვებთ მა­შინ, როცა ერ­თად ვართ, და არა პი­რი­ქით - როცა ორ ბა­ნა­კად ვართ გა­ყო­ფი­ლი და არც ერთ მხა­რეს არ სურს მო­ის­მი­ნოს მე­ო­რის მო­საზ­რე­ბე­ბი. 9 აპ­რი­ლი ამის დას­ტუ­რია. დღეს, როცა ქვე­ყა­ნა ურ­თუ­ლე­სი გა­მოწ­ვე­ვე­ბის წი­ნა­შე დგას, სა­კუ­თარ ის­ტო­რულ გა­მოც­დი­ლე­ბას უნდა ენ­დოს და ერ­თო­ბის გზა მო­ნა­ხოს“, - აღ­ნიშ­ნა პრე­ზი­დენ­ტმა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დ გ
1

2024 რომ წარვადგენთ 3024 მაინც თუ მიგვიღებენ?

ნანა
0

მშვენიერი სიტყვაა.გმადლობთ, ქალბატონო პრეზიდენტო! მაგრამ, ვინ არის გამგები, ან ერთი,ან მეორე მხრიდან...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

"2024 წლისთვის ევროკავშირში ჩვენი კანდიდატურის წარდგენის თემა ქვეყნის პრეზიდენტთანაც კი არ ყოფილა განხილული" - რას ამბოს პრეზიდენტი ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე

"2024 წლისთვის ევროკავშირში ჩვენი კანდიდატურის წარდგენის თემა ქვეყნის პრეზიდენტთანაც კი არ ყოფილა განხილული" - რას ამბოს პრეზიდენტი ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე

2024 წლისთვის ევროკავშირში ჩვენი კანდიდატურის წარდგენის თემა არათუ ოპოზიციასთან, ქვეყნის პრეზიდენტთანაც კი არ ყოფილა განხილული - თუ ასეთ მომავალს ერთად არ შევქმნით, ვერც ოკუპაციის დაძლევას შევძლებთ და ვერც ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, - ამის შესახებ პარლამენტის ტრიბუნიდან პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

ზურაბიშვილმა დღეს ისიც თქვა, რომ “ოპოზიციას მოეთხოვება გამოიჩინოს მეტი შეგნება“.

“ოპოზიციას მოეთხოვება უარის თქმა განწყობაზე: ჩემ შემდეგ ან ჩემს გარეშე, რაც გინდა მომხდარა. თუმცა, არანაკლებ საჭიროა ხელისუფლების მხრიდან იმის გაგება, რომ რაღაც საკითხებში, ბოლომდე შეთანხმება თუ არა, სულ ცოტა, წინასწარ გაფრთხილება და კონსენსუსის მიღწევის მცდელობა მაინც უნდა იყოს. მაგალითად, მოვიყვან 2024 წლისთვის ევროკავშირში ჩვენი კანდიდატურის წარდგენის თემას, რაც არათუ ოპოზიციასთან, ქვეყნის პრეზიდენტთანაც კი არ ყოფილა განხილული. თუ ასეთ მომავალს ერთად არ შევქმნით, ვერც ოკუპაციის დაძლევას შევძლებთ და ვერც ევროატლანტიკურ ინტეგრაციას“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ერთიანობა ვერ მოიპოვება დაძალებით, ვერც სხვისი მონობით - „ეს გზა განვლილი გვაქვს და აღარ დავუბრუნდებით“.

„დღეს ვიკრიბებით საქართველოს პარლამენტში, სადაც 30 წლის წინ ხელი მოეწერა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს. ეს დღე ავირჩიე წლიური მოხსენებისთვის, რამეთუ ეს თარიღი დაკავშირებულია ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიის უმნიშვნელოვანეს მოვლენებთან. 9 აპრილი უფრო ხშირად გაიგივებულია 1989 წლის ტრაგედიასთან და გლოვასთან. თუმცა, 1991 წლის 9 აპრილმა დაძლია ეს ტრაგედია და გადააქცია გამარჯვების სიმბოლოდ. სახელმწიფოსთვის ეს დღე სამმაგი გამარჯვების დღეა! პირველი იმიტომ, რომ 9 აპრილის მშვიდობიანი მოქალაქეები, რომლებიც რუსულ ტანკებს არ შეუშინდნენ და ხელიდან არ გაუშვეს სამფეროვანი დროშა, არიან გამარჯვების წინამორბედები. ამიტომ, ჩვენ მათ პატივს უნდა ვცემდეთ არა როგორც მსხვერპლს, არამედ როგორც გამარჯვებულებს. მათი გამარჯვებაა ის, რომ 30 წლის შემდეგ საქართველო დამოუკიდებელი სახელმწიფოა! მეორე იმიტომ, რომ 9 აპრილი მოჰყვება 31 მარტს, ანუ რეფერენდუმის უდიდეს გამარჯვებას, რომლითაც საქართველომ თავისი ერთსულოვანი ნება გამოხატა. მაშინ არც დამკვირვებლები გვჭირდებოდა, არც გადათვლები და ვერავინ დააყენებდა ეჭვქვეშ ჩვენს ერთობლივ გადაწყვეტილებას - ქვეყანა გამოცახდებულიყო დამოუკიდებელ სახელმწიფოდ. ეს იყო გამარჯვება - 70-წლიან საბჭოთა იდეოლოგიასა და ტოტალიტარულ სისტემაზე. სისტემაზე, რომელიც ყველა საშუალებით ცდილობდა (დღესაც ვიმკით ამის ზოგ შედეგს) დაექუცმაცებინა, დაეშალა საქართველო და ერთმანეთთან დაეპირისპირებინა საქართველოს მოქალაქეები. მესამე იმიტომ, რომ 9 აპრილს მიღებული დამოუკიდებლობის აქტი ნიშნავს, რომ ყველამ ერთად გაიმარჯვა - 1921 წლის იუნკერებმა, 1923 წელს დახვრეტილმა ოფიცრებმა და საქართველოს პატრიარქმა ამბროსიმ, 1922, 1923, 1924 წლების აჯანყებულებმა და ცხადია, 9 აპრილის გმირებმა და ზვიად გამსახურდიამ, გაიმარჯვეს ბევრად უფრო ღონიერ მტერზე (შეგნებულად არ ვამბობ „ძლიერ“) და აღდგა საუკუნოვანი ისტორიის მქონე სახელმწიფო. 9 აპრილის გამარჯვება იმაშიც ვლინდება, რომ სწორედ 1918 წლის სახელმწიფოს სამართარლმემკვიდრედ აღდგა საქართველო, ანუ (და ამას ხაზ გასმა სჭირდება) ჩვენი სამართლებრივი ისტორიიდან მონობის და გაუცხოების 70 წელი ამოიშალა“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, ჩვენს მიერ განვლილი 30 წელი იყო რთული წლები - კონფლიქტების, ომის, ძმათა დაპირისპირების, ტერიტორიების ოკუპაციის, მსხვერპლის - მაგრამ შეუფერხებელი წინსვლის, განვითარების და საკუთარ - ეროვნულ და ევროპულ - გზაზე დაბრუნების! არ შეიძლება დღეს და აქ წარმოთქმული ჩემი სიტყვა იყოს წარსულის მიმოხილვა.

„ჩვენი წარსული იმდენად ღირებულია, იმდენად უნდა ვიცოდეთ და გვაინტერესებდეს, რამდენადაც ის ქმნის ჩვენი დღევანდელი და ხვალინდელი დღის ნიადაგს: ის ან ერთმანეთს გვაშორებს და გვასუსტებს, ან, პირიქით, გვაერთიანებს და გვაძლიერებს! სწორედ ამიტომ არ შეიძლება აღვნიშნავდეთ 9 აპრილს და ამავდროულად არ გვესმოდეს, რომ ჩვენი ერთადერთი ძალა მხოლოდ ერთად დგომაშია. ერთიანობა ვერ მოიპოვება დაძალებით, ვერც სხვისი მონობით. ეს გზა განვლილი გვაქვს და აღარ დავუბრუნდებით. მაშასადამე, მრავალფეროვნება, მრავალაზროვნება, ასევე, მრავალპარტიულობა, ამ ერთიანობის განუყოფელი ნაწილია და ამას თავისუფლება ჰქვია. ეს თავისთავად იმასაც ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა ვიცოდეთ დათმობაც, სხვისი აზრის გათვალისწინება თუ არა, სულ ცოტა, გაგება მაინც, და ქვეყნის ინტერესების ჩვენს პირად, პარტიულ თუ სხვა ინტერესებზე მაღლა მუდამ დაყენება! ჩვენმა წარსულმა გვასწავლა, რომ ვიმარჯვებთ მაშინ, როცა ერთად ვართ, და არა პირიქით - როცა ორ ბანაკად ვართ გაყოფილი და არც ერთ მხარეს არ სურს მოისმინოს მეორის მოსაზრებები. 9 აპრილი ამის დასტურია. დღეს, როცა ქვეყანა ურთულესი გამოწვევების წინაშე დგას, საკუთარ ისტორულ გამოცდილებას უნდა ენდოს და ერთობის გზა მონახოს“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

გია გაჩეჩილაძე საზოგადოებრივ მოძრაობას, "აი იას" აფუძნებს  - "მე მგონი, ქვეყანა იმ დღეშია, რომ თავზე ზემოთ უნდა ავხტეთ"

"დამაჯარიმეს ვანდალიზმისთვის, წარმოგიდგენიათ? ჩემთან თანამშრომლობს "ოცნება" თუ "ნაცმოძრაობასთან?" ლოგიკას ხომ უნდა მოუხმოთ?!" - "უცნობი"

"ნიკა მელიას სააკაშვილი დიდიწილად ჩაჩოჩებული ჰყავს...  მეტსაც გეტყვით, მელია რომ ციხეშია, ეს სააკაშვილის ინტერესებშიც არის" - ხუხაშვილი