სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"ბავშვობაში ბევრჯერ მინატრია ამ ხიდის არარსებობა, მეგონა, ის თუ არ იარსებებდა, "საზღვარიც" გაქრებოდა" - აფხაზი გოგონას ემოციური მიმართვა
"ბავშვობაში ბევრჯერ მინატრია ამ ხიდის არარსებობა, მეგონა, ის თუ არ იარსებებდა, "საზღვარიც" გაქრებოდა" - აფხაზი გოგონას ემოციური მიმართვა

ენ­გურ­ზე მომ­ხდარ­მა ტრა­გე­დი­ამ გუ­შინ მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო შეძ­რა. აფხა­ზე­თი­დან თბი­ლი­სის კონ­ტრო­ლი­რე­ბად ტე­რი­ტო­რი­ა­ზე უკა­ნო­ნოდ გად­მოს­ვლის დროს, მდი­ნა­რე ენ­გუ­რის გად­მოკ­ვე­თი­სას, გა­ლის რა­ი­ო­ნის სო­ფელ წარ­ჩეს ოთხი მკვიდ­რი და­ი­ღუ­პა. გარ­დაც­ვლი­ლე­ბი არი­ან ცოლ-ქმა­რი მაყ­ვა­ლა გა­მი­სო­ნია და ჯონი გვა­ლია, მათი ბი­ძაშ­ვი­ლი თა­მუ­ნა ცა­ტა­ვა და მათი გამ­ცი­ლე­ბე­ლი 62 წლის თა­მაზ ბას­ლან­ძე. მომ­ხდარ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 143-ე და 115-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს.

მომ­ხდარ ფაქტს სა­ზო­გა­დო­ე­ბა ორი დღეა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ეხ­მა­უ­რე­ბა და მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­სხვა­ვე­ბულ პო­ზი­ცი­ას აფიქ­სი­რე­ბენ. ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აფხა­ზე­თის მო­სახ­ლე­ო­ბის ნა­წი­ლი მომ­ხდარ­ში ქარ­თულ მხა­რეს ადა­ნა­შა­უ­ლებს, რო­მელ­მაც ენ­გურ­სი­ქით მცხოვ­რებ­თათ­ვის 5-დღი­ა­ნი კა­რან­ტი­ნი და­ა­წე­სა. სხვე­ბის თქმით, სამი ად­გი­ლობ­რი­ვი გარ­დაც­ვა­ლე­ბის ფაქ­ტზე, ქარ­თუ­ლი მხა­რის და­ნა­შა­ულ­თან ერ­თად, აფხა­ზე­თის ე.წ. ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაც არ უნდა და­ა­ვი­წყდეთ, რო­მელ­მაც ენ­გუ­რის ხი­დის ჩა­კეტვის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო.

ფაქ­ტია, რომ რე­ა­ლო­ბა, რო­მელ­საც ოკუ­პა­ცია ჰქვია, ყვე­ლას­თვის ერ­თნა­ი­რად მწა­რეა. ორი დღეა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში აქ­ტი­უ­რად აზი­ა­რე­ბენ აფხა­ზეთ­ში გაზ­რდი­ლი გო­გო­ნას ელე­ნე გვაგ­ვა­ლი­ას პოსტს:

"ბავ­შვო­ბა­ში ბევ­რჯერ მი­ნატ­რია ამ ხი­დის არარ­სე­ბო­ბა. მე­გო­ნა, თუ ენ­გუ­რის ხიდი არ იარ­სე­ბებ­და, "სა­ზღვა­რიც" გაქ­რე­ბო­და და აღარ შე­მე­შინ­დე­ბო­და ყო­ველ ჯერ­ზე სა­ქარ­თვე­ლოს სხვა რე­გი­ონ­ში მოხ­ვედ­რის, აღარ გა­მე­ჩხი­რე­ბო­და ყელ­ში ბურ­თი რუ­სის ჯა­რის­კა­ცე­ბის და­ნახ­ვი­სას და არ წამსკდე­ბო­და სიმ­წრის­გან ცრემ­ლე­ბი იმ მო­ხუ­ცე­ბის და­ნახ­ვი­სას, რომ­ლე­ბიც დიდი პარ­კე­ბით დატ­ვირ­თუ­ლე­ბი ფეხ­ზე ძლივს მდგომ­ნი უძ­ლებ­დნენ “მე­სა­ზღვრე­თა” ირო­ნი­ულ და დამ­ცი­ნავ კო­მენ­ტა­რებს.

წე­ლი­წად­ზე მე­ტია ეს ყვე­ლა­ფე­რი, ეს შიში, სიბ­რა­ზე და უსა­მარ­თლო­ბის გრძნო­ბა არ გან­მიც­დია, ბოლო ვი­ზი­ტი­სას გა­და­ვი­ღე ზუს­ტად ეს ფო­ტოც. წე­ლი­წად­ზე მე­ტია სახ­ლი არ მი­ნა­ხავს, არ ჩა­მი­სუნ­თქავს იქა­უ­რი ჰა­ე­რი, ჩემი ოჯა­ხის წევ­რე­ბი არ ჩა­მიკ­რავს გულ­ში. ჩემი მშობ­ლე­ბიც ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში სულ სამ­ჯერ ვნა­ხე ალ­ბათ ჯამ­ში 20 დღით.

ვი­საც იქ არ უცხოვ­რია, ვე­რას­დროს გა­ნიც­დის ამ გრძნო­ბა­თა კო­რი­ან­ტელს. იქ მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლე­ბი ისე­დაც ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლად იზო­ლი­რე­ბუ­ლე­ბი არი­ან, მათი არ­სე­ბო­ბა ორად არის გახ­ლე­ჩი­ლი. სამ­წუ­ხა­რო იცით რა არის? ვის­თვი­საც ვიხ­ლი­ჩე­ბო­დით ამ ხნის მან­ძილ­ზე, ის სა­ხელ­მწი­ფოც არ გვა­ღი­ა­რებს სრულ­ყო­ფილ მო­ქა­ლა­ქე­ე­ბად. აქამ­დე მხო­ლოდ ოკუ­პა­ცია გვიხ­ლეჩ­და გულს, მხო­ლოდ “დიდი მტრე­ბი” გვჩაგ­რავ­დნენ. და ახლა?! სად არის ჩემი სა­ქარ­თვე­ლო ახლა? რა­ტომ ამ­წყვდევს ამ გა­უ­ბე­დუ­რე­ბულ, წამ­ლე­ბის სა­ყიდ­ლად ან ექიმ­თან მი­სას­ვლე­ლად გად­მო­სულ ხალ­ხს 5 დღით კა­რან­ტინ­ში?ვინ­მემ ხომ შე­იძ­ლე­ბა ამ კი­თხვებ­ზე პა­სუ­ხი გაგ­ვცეს?" - წერს აფხა­ზი გო­გო­ნა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

"ბავშვობაში ბევრჯერ მინატრია ამ ხიდის არარსებობა, მეგონა, ის თუ არ იარსებებდა, "საზღვარიც" გაქრებოდა" - აფხაზი გოგონას ემოციური მიმართვა

"ბავშვობაში ბევრჯერ მინატრია ამ ხიდის არარსებობა, მეგონა, ის თუ არ იარსებებდა, "საზღვარიც" გაქრებოდა" - აფხაზი გოგონას ემოციური მიმართვა

ენგურზე მომხდარმა ტრაგედიამ გუშინ მთელი საქართველო შეძრა. აფხაზეთიდან თბილისის კონტროლირებად ტერიტორიაზე უკანონოდ გადმოსვლის დროს, მდინარე ენგურის გადმოკვეთისას, გალის რაიონის სოფელ წარჩეს ოთხი მკვიდრი დაიღუპა. გარდაცვლილები არიან ცოლ-ქმარი მაყვალა გამისონია და ჯონი გვალია, მათი ბიძაშვილი თამუნა ცატავა და მათი გამცილებელი 62 წლის თამაზ ბასლანძე. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე და 115-ე მუხლით მიმდინარეობს.

მომხდარ ფაქტს საზოგადოება ორი დღეა სოციალურ ქსელში ეხმაურება და მომხდართან დაკავშირებით განსხვავებულ პოზიციას აფიქსირებენ. ოკუპირებული აფხაზეთის მოსახლეობის ნაწილი მომხდარში ქართულ მხარეს ადანაშაულებს, რომელმაც ენგურსიქით მცხოვრებთათვის 5-დღიანი კარანტინი დააწესა. სხვების თქმით, სამი ადგილობრივი გარდაცვალების ფაქტზე, ქართული მხარის დანაშაულთან ერთად, აფხაზეთის ე.წ. ხელმძღვანელობის პასუხისმგებლობაც არ უნდა დაავიწყდეთ, რომელმაც ენგურის ხიდის ჩაკეტვის გადაწყვეტილება მიიღო.

ფაქტია, რომ რეალობა, რომელსაც ოკუპაცია ჰქვია, ყველასთვის ერთნაირად მწარეა. ორი დღეა სოციალურ ქსელში აქტიურად აზიარებენ აფხაზეთში გაზრდილი გოგონას ელენე გვაგვალიას პოსტს:

"ბავშვობაში ბევრჯერ მინატრია ამ ხიდის არარსებობა. მეგონა, თუ ენგურის ხიდი არ იარსებებდა, "საზღვარიც" გაქრებოდა და აღარ შემეშინდებოდა ყოველ ჯერზე საქართველოს სხვა რეგიონში მოხვედრის, აღარ გამეჩხირებოდა ყელში ბურთი რუსის ჯარისკაცების დანახვისას და არ წამსკდებოდა სიმწრისგან ცრემლები იმ მოხუცების დანახვისას, რომლებიც დიდი პარკებით დატვირთულები ფეხზე ძლივს მდგომნი უძლებდნენ “მესაზღვრეთა” ირონიულ და დამცინავ კომენტარებს.

წელიწადზე მეტია ეს ყველაფერი, ეს შიში, სიბრაზე და უსამართლობის გრძნობა არ განმიცდია, ბოლო ვიზიტისას გადავიღე ზუსტად ეს ფოტოც. წელიწადზე მეტია სახლი არ მინახავს, არ ჩამისუნთქავს იქაური ჰაერი, ჩემი ოჯახის წევრები არ ჩამიკრავს გულში. ჩემი მშობლებიც ამ ხნის განმავლობაში სულ სამჯერ ვნახე ალბათ ჯამში 20 დღით.

ვისაც იქ არ უცხოვრია, ვერასდროს განიცდის ამ გრძნობათა კორიანტელს. იქ მცხოვრები ქართველები ისედაც ცხოვრებისეულად იზოლირებულები არიან, მათი არსებობა ორად არის გახლეჩილი. სამწუხარო იცით რა არის? ვისთვისაც ვიხლიჩებოდით ამ ხნის მანძილზე, ის სახელმწიფოც არ გვაღიარებს სრულყოფილ მოქალაქეებად. აქამდე მხოლოდ ოკუპაცია გვიხლეჩდა გულს, მხოლოდ “დიდი მტრები” გვჩაგრავდნენ. და ახლა?! სად არის ჩემი საქართველო ახლა? რატომ ამწყვდევს ამ გაუბედურებულ, წამლების საყიდლად ან ექიმთან მისასვლელად გადმოსულ ხალხს 5 დღით კარანტინში?ვინმემ ხომ შეიძლება ამ კითხვებზე პასუხი გაგვცეს?" - წერს აფხაზი გოგონა.

რას წერს გოგონა ფოტოდან, რომელიც 1989 წლის 9 აპრილის სიმბოლოდ იქცა - "ბრძოლას დამთავრებულად ჩავთვლი, როცა საბოლოოდ ამოიძირკვება ოკუპანტი ჩემი მიწიდან"

"დიდი სიფრთხილის მიუხედავად, დღეს მეც კოვიდინფიცირებული ვარ..." - რას წერს ნინო სურგულაძე "ფეისბუქზე"?

"ძალიან რომ მიჭირდა მითხარი, "ისინი დაგეხმარონო"... ჩემმა შვილმა რა დაგიშავა?" - რას წერს კარინა გრეგორიანი ჟორჟოლიანზე და რას პასუხობს ტელეწამყვანი?