სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
რატომ არ დაესწრება ნიკა მელია სასამართლო პროცესს, სადაც მისთვის აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვაზე უნდა იმსჯელონ? - ადვოკატის განმარტება
რატომ არ დაესწრება ნიკა მელია სასამართლო პროცესს, სადაც მისთვის აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვაზე უნდა იმსჯელონ? - ადვოკატის განმარტება

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მო­რა­ო­ბის“ თავ­მჯდო­მა­რე ნიკა მე­ლია სა­სა­მარ­თლო პრო­ცესს, სა­დაც მის­თვის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის გა­და­სინ­ჯვა­ზე უნდა იმ­სჯე­ლონ, არ და­ეს­წრე­ბა.

რო­გორც მე­ლი­ას ად­ვო­კატ­მა გი­ორ­გი კონ­და­ხიშ­ვილ­მა სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სამ­დე ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, მი­უ­ხე­და­ვად დაც­ვის მხა­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბი­სა, მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მე­ლი­ას პრო­ცეს­ზე დას­წრე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა არ აქვს.

"ჩვენ გვაქვს ინ­ფორ­მა­ცია, რომ ეტა­პი­რე­ბა არ გან­ხორ­ცი­ელ­და. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჩვენ ჯერ კი­დევ 6 აპ­რილს ვი­შუ­ამ­დგომ­ლეთ სა­სა­მარ­თლოს­თან, რომ მას მის­ცე­მო­და დას­წრე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა ამ უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნეს სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე, ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ეტა­პი­რე­ბა არ მოხ­და და მე­ლია სა­სა­მარ­თლო სხდო­მას არ და­ეს­წრე­ბა“,- გა­ნა­ცხა­და კონ­და­ხიშ­ვილ­მა.

გა­თა­ვი­სუფ­ლდე­ბა თუ არა ნიკა მე­ლია პა­ტიმ­რო­ბი­დან, დღეს გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი.

სხდო­მა თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში 11:00 სა­ათ­ზეა და­ნიშ­ნუ­ლი. დღე­ვან­დელ პრო­ცეს­ზე სა­სა­მარ­თლო მე­ლი­ას მი­მართ შე­ფარ­დე­ბულ აღ­კვეთ ღო­ნის­ძი­ე­ბას - პა­ტიმ­რო­ბას გა­და­სინ­ჯავს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

რატომ არ დაესწრება ნიკა მელია სასამართლო პროცესს, სადაც მისთვის აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვაზე უნდა იმსჯელონ? - ადვოკატის განმარტება

რატომ არ დაესწრება ნიკა მელია სასამართლო პროცესს, სადაც მისთვის აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვაზე უნდა იმსჯელონ? - ადვოკატის განმარტება

"ნაციონალური მორაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია სასამართლო პროცესს, სადაც მისთვის აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვაზე უნდა იმსჯელონ, არ დაესწრება.

როგორც მელიას ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა სასამართლო პროცესამდე ჟურნალისტებს განუცხადა, მიუხედავად დაცვის მხარის შუამდგომლობისა, მისი ინფორმაციით, მელიას პროცესზე დასწრების შესაძლებლობა არ აქვს.

"ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ეტაპირება არ განხორციელდა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ჯერ კიდევ 6 აპრილს ვიშუამდგომლეთ სასამართლოსთან, რომ მას მისცემოდა დასწრების შესაძლებლობა ამ უმნიშვნელოვანეს სასამართლო პროცესზე, ჩვენი ინფორმაციით, ეტაპირება არ მოხდა და მელია სასამართლო სხდომას არ დაესწრება“,- განაცხადა კონდახიშვილმა.

გათავისუფლდება თუ არა ნიკა მელია პატიმრობიდან, დღეს გახდება ცნობილი.

სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 11:00 საათზეა დანიშნული. დღევანდელ პროცესზე სასამართლო მელიას მიმართ შეფარდებულ აღკვეთ ღონისძიებას - პატიმრობას გადასინჯავს.

"წარვადგენთ უტყუარ მტკიცებულებებს... ნიკა მელის პატიმრობა არასდროს ყოფილა პროკურატურის თვითმიზანი" - რას ამბობს პროკურორი სასამართლოს დაწყებამდე

წყნეთში შვილმა მამა ცემით მოკლა - შსს დანაშაულის დეტალებზე

გათავისუფლდება თუ არა ნიკა მელია დღეს პატიმრობიდან?