სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ვინ არის საქართველოში ყველაზე რეინტინგული ლიდერი და ვინ უფრო მოსწონთ გახარია თუ კალაძე - IRI-ის კვლევის შედეგები
ვინ არის საქართველოში ყველაზე რეინტინგული ლიდერი და ვინ უფრო მოსწონთ გახარია თუ კალაძე - IRI-ის კვლევის შედეგები

სა­ერ­თა­შო­რი­სო რეს­პუბ­ლი­კუ­რი ინ­სტი­ტუ­ტის (IRI) ახა­ლი კვლე­ვის თა­ნახ­მად, გა­მო­კი­თხულ­თა უმ­რავ­ლე­სო­ბას, 89%-ს, კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქი მოს­წონს.

მე­ო­რე ად­გილ­ზეა ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი გი­ორ­გი გა­ხა­რია, რო­მე­ლიც გა­მო­კი­თხულ­თა 65%-ს მოს­წონს, მე­სა­მე­ზე - კახა კა­ლა­ძე 54%-ით.

ამას­თან, გა­მო­კი­თხულ­თა 52%-მა და­ვით ბაქ­რა­ძე და­ა­სა­ხე­ლა, 42%-მა - ნიკა მე­ლია, 40%-მა - ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი, 39%-მა - „სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნე­ბე­ლის“ ლი­დე­რი გი­ორ­გი ვა­შა­ძე, 36%-მა - და­ვით უსუ­ფაშ­ვი­ლი, 33-33%-მა - არ­ჩილ თა­ლაკ­ვა­ძე და ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე, 31%-მა - სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი, 29%-ს მოს­წონს გიგი უგუ­ლა­ვა, 27%-ს - შალ­ვა ნა­თე­ლაშ­ვი­ლი, 26%-ს - მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძე, 26%-ს - ალე­კო ელი­საშ­ვი­ლი, 24%-ს ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვი­ლი, 21%-ს - ზუ­რაბ გირ­ჩი ჯა­ფა­რი­ძე, 21%-ს - ირმა ინაშ­ვი­ლი, 20%-ს - ნინო ბურ­ჯა­ნა­ძე, 17%-ს - ბად­რი ჯა­ფა­რი­ძე.

ცნო­ბის­თვის, კვლე­ვა სა­ერ­თა­შო­რი­სო რეს­პუბ­ლი­კუ­რი ინ­სტი­ტუ­ტის კვლე­ვე­ბის ცენ­ტრის სა­ხე­ლით, ბალ­ტი­ის კვლე­ვე­ბი­სა და გე­ლა­პის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლის დოქ­ტო­რი რასა ალი­შა­უს­კი­ნეს მიერ ჩა­ტარ­და. სა­ან­გა­რი­შო პე­რი­ო­დი 2021 წლის 2-26 თე­ბერ­ვა­ლია.

სა­ვე­ლე სა­მუ­შა­ო­ე­ბი „IPM“-ის მიერ ჩა­ტარ­და. მო­ნა­ცე­მე­ბი შეგ­როვ­და სტრა­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი მრა­ვალ­სა­ფე­ხუ­რი­ა­ნი შემ­თხვე­ვი­თი შერ­ჩე­ვის მე­თო­დის გა­მო­ყე­ნე­ბით, პი­რის­პირ ინ­ტერ­ვი­უს გზით. შერ­ჩე­ვა მო­ი­ცავ­და სა­არ­ჩევ­ნო ხმის უფ­ლე­ბი­სა და ასა­კის მქო­ნე 1500 რეს­პონ­დენტს. მო­ნა­ცე­მე­ბი შე­წო­ნილ იქნა ასა­კის, გენ­დე­რის, რე­გი­ო­ნი­სა და და­სახ­ლე­ბის ზო­მის შე­სა­ბა­მი­სად. ცდო­მი­ლე­ბის ზღვა­რი წარ­მო­ად­გენს +/- 2.5 პრო­ცენტს, გა­მო­პა­სუ­ხე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი - 75 პრო­ცენ­ტი.

კვლე­ვის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი გახ­და ამე­რი­კე­ლი ხალ­ხის მხარ­და­ჭე­რით, აშშ-ის სა­ერ­თა­შო­რი­სო გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს მეშ­ვე­ო­ბით.

მკითხველის კომენტარები / 55 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სიზმარა
37

იმიტომაც მიდის ჩვენი საქმე კარგად..........

რატომ
36

ვერაფრით ვერ დავიჯერებ რო ხალხს გახარია და კალაძე ბატონ ბიძინაზე უფრო უყვარს. არ მინდა ასეთი უმადური ქვეყანა მე. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

ვინ არის საქართველოში ყველაზე რეინტინგული ლიდერი და ვინ უფრო მოსწონთ გახარია თუ კალაძე - IRI-ის კვლევის შედეგები

ვინ არის საქართველოში ყველაზე რეინტინგული ლიდერი და ვინ უფრო მოსწონთ გახარია თუ კალაძე - IRI-ის კვლევის შედეგები

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობას, 89%-ს, კათოლიკოს-პატრიარქი მოსწონს.

მეორე ადგილზეა ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, რომელიც გამოკითხულთა 65%-ს მოსწონს, მესამეზე - კახა კალაძე 54%-ით.

ამასთან, გამოკითხულთა 52%-მა დავით ბაქრაძე დაასახელა, 42%-მა - ნიკა მელია, 40%-მა - ბიძინა ივანიშვილი, 39%-მა - „სტრატეგია აღმაშენებელის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე, 36%-მა - დავით უსუფაშვილი, 33-33%-მა - არჩილ თალაკვაძე და ირაკლი კობახიძე, 31%-მა - სალომე ზურაბიშვილი, 29%-ს მოსწონს გიგი უგულავა, 27%-ს - შალვა ნათელაშვილი, 26%-ს - მამუკა ხაზარაძე, 26%-ს - ალეკო ელისაშვილი, 24%-ს ლევან ხაბეიშვილი, 21%-ს - ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, 21%-ს - ირმა ინაშვილი, 20%-ს - ნინო ბურჯანაძე, 17%-ს - ბადრი ჯაფარიძე.

ცნობისთვის, კვლევა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ ჩატარდა. საანგარიშო პერიოდი 2021 წლის 2-26 თებერვალია.

საველე სამუშაოები „IPM“-ის მიერ ჩატარდა. მონაცემები შეგროვდა სტრატიფიცირებული მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდის გამოყენებით, პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, გენდერის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 პროცენტს, გამოპასუხების მაჩვენებელი - 75 პროცენტი.

კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

LIVE - ეთერშია გადაცემა "რეზიუმე"

სალომე ზურაბიშვილი რომის პაპს შეხვდა - ფოტოები ვატიკანიდან