ავტორი:

"საკმაოდ ტრაგიკული ცხოვრება გვაქვს გამოვლილი... ეს რემონტი 3 თვეში დავიწყეთ და დავამთავრეთ" - ვინ არიან "ჩიკას" მდიდრული სახლის რეალური პატრონები

"საკმაოდ ტრაგიკული ცხოვრება გვაქვს გამოვლილი... ეს რემონტი 3 თვეში დავიწყეთ და დავამთავრეთ" - ვინ არიან "ჩიკას" მდიდრული სახლის რეალური პატრონები

ფოტოებს რომ გადაათვალიერებთ, ჩიკას სახლს მარტივად შეიცნობთ. ვინც სერიალს „ჩემი ცოლის დაქალები“ არ უყურებთ, განგიმარტავთ, რომ ცნობილი სერიალის ვაკელი ჩიკა (გურანდა) მეძმარიაშვილის ეკრანული სახლი სწორედ ჩვენს მასპინძლებს - ნატალია და დიმიტრი ჩხეიძეებს ეკუთვნით. ორსართულიანი სახლი, ბევრი ოთახი, ორი აივანი და მოსიყვარულე მასპინძლები - ყველა პირობაა საიმისოდ, რომ ოჯახის მეგობრებისთვის ეს სახლი საყვარელი თავშეყრის ადგილი იყოს და ასეც არის.

- როდის და როგორ გადმოხვედით ამ სახლში?

ნატალია:

- 16 წელი მთაწმინდაზე, დიტოს სახლში ვიცხოვრეთ, სადაც მ ისი 7 თაობა ცხოვრობდა. ძალიან მიყვარს ის სახლი, მაგრამ ჩვენთვის პატარა იყო, თანაც სამსახურში მისასვლელად დიდი დრო გვეხარჯებოდა, ამიტომ ახლის ძებნა დავიწყეთ. ეს სახლი დედაჩემმა იპოვა გაზეთში გამოქვეყნებული განცხადებით. თავიდან ყალბი მეგონა, რადგან ფართისა და ადგილის გათვალისწინებით ძალიან იაფი მომეჩვენა. ბოლოს მაინც დავრეკე და აღმოჩნდა, რომ სიმართლე იყო. ცოტა ხანში სახლი ჩვენი გახდა.

- დიდი სახლის რემონტი მარტივი არ უნდა ყოფილიყო. რამდენ ხანში მიაღწიეთ სასურველ შედეგს?

- ეს არის 3 თვეში დაწყებული და დამთავრებული რემონტი. თითქმის ყველაფერი ჩვენი ხელით გვაქვს გაკეთებული, რაღაცები - დაგვხვდა. ავეჯის ნაწილი ჩემი მზითევია, ნაწილი დიტოს მშობლებმა გვაჩუქეს და ასე, მინიმალური ბიუჯეტით მოვაწყვეთ სახლი. მეორე სართული საერთოდ არ იყო - მხოლოდ ბლოკის რამდენიმე ტიხარი. ზოგი რამ მეორადებში ვიყიდეთ და გადავაკეთეთ, ავეჯის ნაწილი მამაჩემის გაკეთებულია. პიანინო 150 წელზე მეტს ითვლის, ბებიაჩემის არის, მან დედას აჩუქა, დედამ - მე, ორივეს შვიდწლედი გვაქვს დამთავრებული. ეს კიდევ ყველაფერი არ არის, ბევრი რამ შესაცვლელია და იმედია, მოვიცლი იმისთვის, რომ ყველაფერი ისე მოვაწყო, როგორც ჩაფიქრებული მაქვს.

- მდიდარი ბიბლიოთეკა გაქვთ. რას გვეტყვით მის შესახებ?

- ერთი შეხედვით როგორი პატარა ოთახია, არა? მაგრამ აქ ჩემი და დიტოს ოთხი თაობის ისტორიაა თავმოყრილი. დიტოს წინაპრები მეცნიერ-მუშაკები იყვნენ და აქ ბევრი ძვირფასი წიგნია - სამეცნიერო ლიტერატურით დაწყებული, „ვეფხისტყაოსნის“ კოლექციით დამთავრებული.

დიმიტრი:

- ბაბუაჩემი, გრიგოლ თოდუა, უნივერსიტეტის გამომცემლობის დირექტორი, ივანე ჯავახიშვილის მოწაფე იყო. საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის რექტორთან, ივანე სარიშვილთან ერთად, ბიბლიოთეკა დააარსა და გარკვეულ ხანს ხელმძღვანელობდა. დიდწილად მისი დამსახურებაა, რომ ძალიან დიდი არქივი გვაქვს. ჩვენს ოჯახში „ვეფხისტყაოსნის“ კოლექციის შეგროვება მან დაიწყო. ახლა დაახლოებით 150 გამოცემა გვაქვს როგორც ქართულ, ისე უცხოურ ენებზე. მათ შორის უძველესია 1888 წლის, გიორგი ქართველიშვილის გამოცემა, რომელიც ცნობილი უნგრელი მხატვრის, მიხაი ზიჩის მიერ არის ილუსტრირებული.

- როგორც ვიცი, საოჯახო ბიზნესი გაქვთ, რომელსაც დამოუკიდებლად უძღვებით...

ნატალია:

- დიახ, 2006 წელს დავაარსე სამკერვალო წარმოება „უნი სტილი“, რომელსაც მე და ჩემი მეუღლე ვმართავთ. დიტოს დიდი წვლილი აქვს შეტანილი საწარმოს განვითარებაში, ძალიან კარგი ხედვა აქვს და ყველაფერში მეხმარება. ჩვენს საოჯახო ბიზნესს უფრო დიდი ისტორია აქვს. მამა სულ ამბობდა: მალე უნიფორმები ძალიან დასჭირდებათო. მისი ინიციატივით ჩაეყარა საფუძველი ჩვენს ოჯახურ ბიზნესს 1992 წელს...წაიკითხეთ სრულად და დაათვალიერეთ ფოტოები

"არემჯის“ საერთაშორისო ჯილდო - Leader of the Year გადაეცა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ევროპის უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი

აჭარული კერძების პოპულარიზაციის მიზნით კულინარიული გზამკვლევი შეიქმნება